პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული..." - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო
"ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული..." - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო

აშშ-ის სა­ელ­ჩო ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­შრე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ყვე­ლა, ვინც თავს და­ეს­ხა მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს 5 და 6 ივ­ლისს, ან ვინც წა­ა­ქე­ზა ძა­ლა­დო­ბა, უნდა გა­მოვ­ლინ­დეს, იქ­ნას და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და უნდა წარ­სდგეს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით.

სა­ელ­ჩოს მო­წო­დე­ბაა სიმ­შვი­დის­კენ და იმ ძა­ლა­დო­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ, რო­მელ­მაც უკვე გა­მო­იწ­ვია ერთი ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კუ­ლი სიკ­ვდი­ლი.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო თბი­ლის­ში ღრმა მწუ­ხა­რე­ბით უსამ­ძიმ­რებს ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას ოჯახს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ლექ­სოს დე­დას, მის კო­ლე­გებს ტვ პირ­ველ­ში და ყვე­ლას, ვინც შეძ­რუ­ლია და დამ­წუხ­რე­ბუ­ლია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით. ლექ­სო, რო­გორც მე­დია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, მრა­ვა­ლი წელი კა­მე­რის უკან მუ­შა­ობ­და და შე­იძ­ლე­ბა ზოგს ის ვერც კი ეცნო, სა­ნამ მას სას­ტი­კად არ გა­უს­წორ­დნენ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის სრუ­ლი უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა აჩ­ვე­ნეს. ლექ­სოს მიერ კო­ლე­გის დაც­ვი­სას გა­მოვ­ლე­ნი­ლი სი­მა­მა­ცე და მისი ერ­თგუ­ლე­ბა ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის მი­მართ, რა­საც ოდით­გან­ვე აფა­სებ­დნენ ამ ქვე­ყა­ნა­ში, წარ­მო­ად­გენს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბებ­სა და ტრა­დი­ცი­ებს.

ლექ­სოს თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე პი­რის და­კა­ვე­ბა პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი ნა­ბი­ჯია სა­მარ­თლის აღ­სრუ­ლე­ბის­კენ. თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­ი­სად­მი რწმე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­თხოვს, რომ ყვე­ლა, ვინც თავს და­ეს­ხა მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს 5 და 6 ივ­ლისს, ან ვინც წა­ა­ქე­ზა ძა­ლა­დო­ბა, უნდა გა­მოვ­ლინ­დეს, იქ­ნას და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და უნდა წარ­სდგეს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სიმ­შვი­დის­კენ და იმ ძა­ლა­დო­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ, რო­მელ­მაც უკვე გა­მო­იწ­ვია ერთი ადა­მი­ა­ნის ტრა­გი­კუ­ლი სიკ­ვდი­ლი”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
81

როცა ექსპერტიზა ჩატარებული არ არის და ,მიუხედავად ამისა, წინა დღეებში სტუდიაში მჯდომი ადამიანის გადაცვალებას უკავშირებ 5 ივლისის ძალადობას(რომელსაც არც არავინ უარყოფს რომ ადგილი ჰქონდა), უკვე ეჭვი ჩნდება რამდენად გააზრებული აქვს ამ განცხადების ავტორს სამართლებრივი სახელმწიფოს პრიმციპის არსი.

პს. ამის ფონზე უკვე კომიკური ხდება იმავე პირებისგან მოწოდება მართლმსაჯულების რეფორმაზე თუ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის დაპაუზებაზე.

www
8

ძალადობას პირველ რიგში აქზებთ თქვენ!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული..." - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო

"ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული..." - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.

საელჩოს მოწოდებაა სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულვებელყოფა აჩვენეს. ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს.

ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

"ხელი დამარტყა მაგ ნაძირალამ" - სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა პარლამენტარებს შორის

"ღარიბაშვილო, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ" - ინგა გრიგოლია

"ყველამ იცის, ვინ იხდის პროკრემლის დეზინფორმაციისთვის... ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, აკეთებენ კრემლის საქმეს" - კელი დეგნანი