სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი - დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა" - გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის ახლობელი
"ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი - დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა" - გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის ახლობელი

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­ვა­რა­უ­დოდ, თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ით გარ­და­იც­ვა­ლა.

„ჩვენ უბ­რა­ლოდ არ გვინ­დო­და, რომ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ დე­დის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო. დე­დას არ უნ­დო­და. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დია, რომ თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ით არის გარ­დაც­ვლი­ლი იმი­ტომ, რომ ჩვენ ვნა­ხეთ რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა. დაწ­ვა, და­ი­ძი­ნა და ვე­ღარ გა­იღ­ვი­ძა - აქ, სხვა მი­ზე­ზი შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა.

რო­გორც „ტვ პირ­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ვატო წე­რე­თელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას 5 ივ­ლისს მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"ვუ­სამ­ძიმ­რებ ლექ­სოს ოჯახს, "ტვ პირ­ველს", ყვე­ლამ ვნა­ხეთ ის კად­რე­ბი, რაც მოხ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რო­გო­რი ნა­ცე­მი იყო და მერე ოპე­რა­ცი­აც გა­უ­კე­თეს, მძი­მედ იყო, სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. დი­ლით დე­დამ იპო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლში, თუმ­ცა ყვე­ლას გვინ­და, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა დად­გინ­დეს", - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

ის მე­დი­ის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკის­რებს.

"დე­და­მი­სიც და დე­ი­დე­ბიც ექი­მე­ბი არი­ან, თა­ვად ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, თრომ­ბო­ემ­ბო­ლია შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო იმი­ტომ, რომ ძვა­ლი სულ დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და, სულ ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი იყო. ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან რომ გა­მო­წე­რეს, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში რა ეწე­რა არ ვიცი, მაგ­რამ მძი­მედ იყო და ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. ამ ქვე­ყა­ნა­ში ვის სჯი­ან და ვის არა, არ ვიცი. უბ­რა­ლოდ, და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მია ქვე­ყა­ნა­ში. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჟლეტ­ვა თი­თო­ე­უ­ლი მე­დი­ის, ეს ყვე­ლამ ვნა­ხეთ. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პი­რა­დად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ეკის­რე­ბა",- გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115 მუხ­ლით და­ი­წყო.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ივ­ლისს, თბი­ლი­სი პრა­ი­დის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის დროს, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცია „სირ­ცხვი­ლი­ას“ ოფის­ში, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ტვ 1“-ის ჟურ­ნა­ლისტსა და ოპე­რა­ტორს, ალექ­სან­დრე ლაშ­ქა­რა­ვას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლის, ძა­ლა­დო­ბი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით დევ­ნის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბუ­ლია 4 პირი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
38

უკვე ვიცი დიაგნოზი ექიმების დაუდევრობა და დასჯიან რომელიმე ექიმს.მაგრამ რატომ გახდა ეს ბიჭი საოპერაციო მაგაზე ეცდებიან არ გააახვილონ ყურადღება.აცხონოა ღმერთმა

მაკა
14

გადაგვარებული, გაველურებული ერი ვართ. ეს ღირსების მარში კი არა ჟურნალისტების სადამსჯელო ოპერაცია უფრო იყო.. დასანანია რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი შეეწირა ყოველივე ამას. რომელ სახელმწიფოებრიობაზეა ლაპარაკი, რომლის პოლიცია ვერ იცავს თავის მოქალაქეენს და სადაც ძალმომრეობა ასეა წახალისებული. ევროპისკენ კი არა განუვითარებელი ქვეყნებისკენ უფრო მივდივართ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

ავტორი:

"ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი - დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა" - გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის ახლობელი

"ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი - დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა" - გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახის ახლობელი

ოჯახის ახლობლის განცხადებით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

„ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა, რომ ექსპერტიზაზე გადაესვენებინათ დედის წინააღმდეგობის გამო. დედას არ უნდოდა. ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ როგორ გარდაიცვალა. დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა - აქ, სხვა მიზეზი შეუძლებელია“, - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

როგორც „ტვ პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მომხდარის შედეგად დაზიანებები ჰქონდა და ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდა.

"ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, "ტვ პირველს", ყველამ ვნახეთ ის კადრები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როგორი ნაცემი იყო და მერე ოპერაციაც გაუკეთეს, მძიმედ იყო, საშინელი ტკივილები ჰქონდა. დილით დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში, თუმცა ყველას გვინდა, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს", - განაცხადა წერეთელმა.

ის მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

"დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან, თავად ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, თრომბოემბოლია შეიძლება განვითარებულიყო იმიტომ, რომ ძვალი სულ დამტვრეული ჰქონდა, სულ ნაოპერაციები იყო. ალბათ, ამ ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, დოკუმენტაციაში რა ეწერა არ ვიცი, მაგრამ მძიმედ იყო და ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ამ ქვეყანაში ვის სჯიან და ვის არა, არ ვიცი. უბრალოდ, დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში. ჟურნალისტების ჟლეტვა თითოეული მედიის, ეს ყველამ ვნახეთ. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება",- განაცხადა წერეთელმა.

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

"პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან" - სახალხო დამცველი

ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ