საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სამეგრელოს სტუმრობს, სადაც ამომრჩეველს ხვდება.
ექსპრემიერი გუშინ მარტვილის რაიონის, სოფელ თამაკონში 85 წლის მარგო გვილავას ესტუმრა, რომელიც მასთან შეხვედრას ითხოვდა. ქალბატონმა ორი თვის წინ კოვიდი გადაიტანა და ამჟამად სახლში მკურნალობს. ადგილზე გადაღებულ ვიდეოებს ადგილობრივები ავრცელებენ:
მადლობა ადამიანობისათვის,,,ჯამრთელობა ყველას
რა ნაცნობი სურათია. მიშათი დაწყებული, წინასაარჩევნოდ რომ შეუყვარდებათ ხოლმე მოხუცები, რიგითი ადამიანები. არის გადაკოცნა, გულში ჩაკვრა, შეწუხებული გამომეტყველებით მათი პრობლემების მოსმენა, უხვი დაპირებები...