სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო
ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

უკ­რა­ი­ნულ მა­ს­მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მყვინ­თა­ვე­ბი, ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბით, "სი ბრი­ზის“ სამ­ხედ­რო მა­ნევ­რე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში, ოდე­სის ნავ­სად­გურ­ში ჩა­ძი­რულ ლე­ო­ნიდ ბრეჟნე­ვის კა­ტერს (იახ­ტას) "ბუ­რე­ვეს­ტნიკს“ ამო­ი­ღე­ბენ. ნავ­სა­ყუ­დელ­თან ახ­ლოს, სა­დაც იახ­ტაა ჩა­ძი­რუ­ლი, ამე­რი­კე­ლებ­მა უკვე თა­ვი­ან­თი მცი­რე ტექ­ნი­კუ­რი ბაზა მო­ა­წყეს.

რო­გორც გა­ზე­თი "კო­მსო­მოლ­სა­კია პრავ­და - უკ­რა­ი­ნა“ («Комсомольская правда – Украина») იუ­წყე­ბა სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: "ოდე­სა­ში ჩა­ძი­რულ ლე­ო­ნიდ ილი­ჩის საყ­ვა­რელ იახ­ტას ამე­რი­კე­ლე­ბი ამო­ი­ღე­ბენ“, "ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“, რომ­ლი­თაც სკკპ ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის გენმდი­ვა­ნი ლე­ო­ნიდ ბრეჟნე­ვი და მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა შავ ზღვა­ზე და­სე­ირ­ნობ­და ხოლ­მე, ხუთი წლის წინ ჩა­ი­ძი­რა და ამ­ჟა­მად ოდე­სის ნავ­სად­გურ­ში სამ­ხედ­რო გე­მე­ბის მა­ნევ­რი­რე­ბას ხელს უშ­ლის. იახ­ტის ამო­ღე­ბა სამ­ხედ­რო წრთვნე­ბის "დღის წეს­რიგ­ში“ არის ჩა­წე­რი­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ლე­გენ­და მო­ი­ფიქ­რეს - თით­ქოს­და "ბუ­რე­ვესნტნი­კი“ მტრის სა­რა­კე­ტო დარ­ტყმის შე­დე­გად ჩა­ი­ძი­რა.

რო­გორც უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ფლო­ტის სა­მაშ­ვე­ლო-სა­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, პირ­ვე­ლი რან­გის კა­პი­ტა­ნი ალექ­სი ნეს­ტე­რო­ვი აცხა­დებს, ჩა­ძი­რუ­ლი იახ­ტის კორ­პუ­სის წი­ნას­წარ­მა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბამ ცხად­ყო, რომ ის ძალ­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და რომც ამო­ი­ღონ, აღ­დგე­ნას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. იახ­ტა ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და წყალ­ქვეშ ხუ­თწ­ლი­ა­ნი ყოფ­ნა მის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის ტოლ­ფა­სია. ისე, კაც­მა რომ თქვას, ამ­ხა­ნაგ ლე­ო­ნიდ ილი­ჩის სა­სე­ირ­ნო-გა­სარ­თო­ბი იახ­ტა პა­ტა­რა არ გახ­ლავთ - მისი სიგ­რძე 37 მეტ­რია, ხოლო წყალ­წყვა - 150 ტო­ნას აღ­წევს.

ორი დღის წინ ამე­რი­კელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­ა­ტა­რეს და ობი­ექ­ტი გა­მო­იკ­ვლი­ეს. ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ სა­ზღვაო რა­რი­ტეტს ამო­ი­ღე­ბენ. იქვე ახ­ლოს მცუ­რა­ვი ამწე დგას, თუმ­ცა გან­ზრა­ხუ­ლია იახ­ტის ამო­ღე­ბა პონ­ტო­ნე­ბით სცა­დონ, ფსკერს "ააგ­ლი­ჯონ“. ალ­ბათ, ოპე­რა­ცია პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­სათ­ვის დას­რულ­დე­ბა.

  • ის­ტო­რია: "სტრე­ლა“ - იალ­ტა­ში, "ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ - ფოთ­ში

1960-იანი წლე­ბის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სსრ კავ­შირ­ში ოთხი სა­სა­ზღვრო-სა­და­რა­ჯო ხო­მალ­დი აიგო. თავ­და­პირ­ვე­ლად ისი­ნი სა­სა­ზღვრო-სა­ნა­პი­რო დაც­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფებს ეკუთ­ვნო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მათ­გან ორი - "ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ და "სტრე­ლა“ გა­და­ა­კე­თეს საბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მისი გა­რე­მოც­ვის შავ ზღვა­ზე გა­სე­ირ­ნე­ბის მიზ­ნით. 1970-იან წლებ­ში ლე­ო­ნიდ ილი­ჩი "ბუ­რე­ვეს­ტნი­კით“ ხში­რად სარ­გებ­ლობ­და - გენმდი­ვანს უყ­ვარ­და ხოლ­მე შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა ზღვის ტალ­ღე­ბით დარ­წე­ულ იახ­ტა­ზე...

"სტრე­ლას“ ბაზა იალ­ტა­ში (უკ­რა­ი­ნის სსრ, ყი­რი­მი) მდე­ბა­რე­ობ­და, "ბუ­რე­ვეს­ტნი­კის“ კი - სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფო­თის სა­სა­ზღვრო რაზმში "ჩა­ე­წე­რა“. იახ­ტა ზამ­თრო­ბით ოჩამ­ჩი­რე­ში იდგა, ხოლო ზა­ფხუ­ლი რომ მო­ახ­ლოვ­დე­ბო­და, აფხა­ზეთ­ში მდე­ბა­რე სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კებ­თან ახ­ლოს - სო­ხუ­მის ნავ­სად­გურ­ში მი­ცურ­დე­ბო­და ხოლ­მე და ბორტზე "კრემ­ლის ნა­ჩალ­ნი­კე­ბით“ ზღვა­ზე კრუ­იზს ახორ­ცი­ე­ლებ­და. ისე, კაც­მა რომ თქვას, ამ ორი იახ­ტი­დან მთა­ვა­რი "ჩლე­ნო­ვო­ზი“ (ანუ პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რმა­ვა­ლი) მა­ინც "სტრე­ლა“ იყო, რად­გან სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის დიდი უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ უკ­რა­ი­ნის სსრ-ის ყი­რი­მის სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­ზე იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ ლე­ო­ნიდ ილიჩს სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ის შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზეც უყ­ვარ­და დას­ვე­ნე­ბა და ხში­რად "ბუ­რე­ვეს­ტნი­კით“ სარ­გებ­ლობ­და.

რა­ტომ? იმი­ტომ, რომ "ბუ­რე­ვეს­ტნიკს“ იმ დრო­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტექ­ნი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და: ჯერ ერთი, რომ მისი კორ­პუ­სი სამ­ფე­ნი­ა­ნი ხის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, აღ­ჭურ­ვი­ლი იყო ორი ძლი­ე­რი - ოთხი ათა­სი ცხე­ნის ძა­ლის მქო­ნე - დი­ზე­ლის ძრა­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, ხო­მალ­დი სა­ათ­ში 80-90 კი­ლო­მეტ­რამ­დე სიჩ­ქა­რეს ავი­თა­რებ­და. მას­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო იმ დრო­ი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო რა­დი­ო­სად­გუ­რი "რეიდ-1“.

ამ­ხა­ნაგ ლე­ო­ნიდ ილი­ჩის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ "ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ შავი ზღვის სა­ნა­ოს­ნოს გა­და­ე­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იახ­ტი­დან ყვე­ლა­ფე­რი მო­ი­პა­რეს, რისი მოხ­სნაც შე­იძ­ლე­ბო­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი რა­რი­ტე­ტუ­ლი ნა­წი­ლე­ბი მო­ძებ­ნეს და დღეს ექ­სპო­ნა­ტე­ბის სა­ხით შავი ზღვის ფლო­ტის ის­ტო­რი­ის იალ­ტის მუ­ზე­უმ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი. 1995 წელს "ბუ­რე­ვეს­ტნი­კი“ ჩა­მო­წე­რეს, რად­გან მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გემი ოდე­სის ნავ­სად­გურ­ში იდგა და იჟან­გე­ბო­და... ბო­ლოს კი, ყვე­ლას­გან და­ვი­წყე­ბუ­ლი, ოდეს­ღაც კი დი­დე­ბუ­ლი იახ­ტა 2016 წელს ჩა­ი­ძი­რა. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
51

ყველაზე კარგი მაგარი დრო...

rasa
31

რომ გეკითხათ, კომუნისტებს ყველას თანასწორობა უნდოდათ, მაგრამ პარტიულ ზედა ფენას რეი-ბანებიც ეკეთა, იახტებზეც ისვენებდნენ და საუკეთესო მანქანებითაც დადიოდნენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

უკრაინულ მასმედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავები, ამერიკელი კოლეგების დახმარებით, "სი ბრიზის“ სამხედრო მანევრების ჩარჩოებში, ოდესის ნავსადგურში ჩაძირულ ლეონიდ ბრეჟნევის კატერს (იახტას) "ბურევესტნიკს“ ამოიღებენ. ნავსაყუდელთან ახლოს, სადაც იახტაა ჩაძირული, ამერიკელებმა უკვე თავიანთი მცირე ტექნიკური ბაზა მოაწყეს.

როგორც გაზეთი "კომსომოლსაკია პრავდა - უკრაინა“ («Комсомольская правда – Украина») იუწყება სტატიაში, სათაურით: "ოდესაში ჩაძირულ ლეონიდ ილიჩის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ“, "ბურევესტნიკი“, რომლითაც სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენმდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და მისი უახლოესი გარემოცვა შავ ზღვაზე დასეირნობდა ხოლმე, ხუთი წლის წინ ჩაიძირა და ამჟამად ოდესის ნავსადგურში სამხედრო გემების მანევრირებას ხელს უშლის. იახტის ამოღება სამხედრო წრთვნების "დღის წესრიგში“ არის ჩაწერილი და, შესაბამისად, მისთვის სპეციალური ლეგენდა მოიფიქრეს - თითქოსდა "ბურევესნტნიკი“ მტრის სარაკეტო დარტყმის შედეგად ჩაიძირა.

როგორც უკრაინის სამხედრო ფლოტის სამაშველო-საძიებო სამსახურის უფროსი, პირველი რანგის კაპიტანი ალექსი ნესტეროვი აცხადებს, ჩაძირული იახტის კორპუსის წინასწარმა დათვალიერებამ ცხადყო, რომ ის ძალზე ცუდ მდგომარეობაში იმყოფება და რომც ამოიღონ, აღდგენას არ ექვემდებარება. იახტა ხისგან არის დამზადებული და წყალქვეშ ხუთწლიანი ყოფნა მისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. ისე, კაცმა რომ თქვას, ამხანაგ ლეონიდ ილიჩის სასეირნო-გასართობი იახტა პატარა არ გახლავთ - მისი სიგრძე 37 მეტრია, ხოლო წყალწყვა - 150 ტონას აღწევს.

ორი დღის წინ ამერიკელმა სპეციალისტებმა მოსამზადებელი პროცედურები ჩაატარეს და ობიექტი გამოიკვლიეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საზღვაო რარიტეტს ამოიღებენ. იქვე ახლოს მცურავი ამწე დგას, თუმცა განზრახულია იახტის ამოღება პონტონებით სცადონ, ფსკერს "ააგლიჯონ“. ალბათ, ოპერაცია პირველი აგვისტოსათვის დასრულდება.

  • ისტორია: "სტრელა“ - იალტაში, "ბურევესტნიკი“ - ფოთში

1960-იანი წლების პირველ ნახევარში სსრ კავშირში ოთხი სასაზღვრო-სადარაჯო ხომალდი აიგო. თავდაპირველად ისინი სასაზღვრო-სანაპირო დაცვის ქვედანაყოფებს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი მათგან ორი - "ბურევესტნიკი“ და "სტრელა“ გადააკეთეს საბჭოთა სახელმწიფოს პირველი პირისა და მისი გარემოცვის შავ ზღვაზე გასეირნების მიზნით. 1970-იან წლებში ლეონიდ ილიჩი "ბურევესტნიკით“ ხშირად სარგებლობდა - გენმდივანს უყვარდა ხოლმე შვებულების გატარება ზღვის ტალღებით დარწეულ იახტაზე...

"სტრელას“ ბაზა იალტაში (უკრაინის სსრ, ყირიმი) მდებარეობდა, "ბურევესტნიკის“ კი - საქართველოში, ფოთის სასაზღვრო რაზმში "ჩაეწერა“. იახტა ზამთრობით ოჩამჩირეში იდგა, ხოლო ზაფხული რომ მოახლოვდებოდა, აფხაზეთში მდებარე სამთავრობო აგარაკებთან ახლოს - სოხუმის ნავსადგურში მიცურდებოდა ხოლმე და ბორტზე "კრემლის ნაჩალნიკებით“ ზღვაზე კრუიზს ახორციელებდა. ისე, კაცმა რომ თქვას, ამ ორი იახტიდან მთავარი "ჩლენოვოზი“ (ანუ პოლიტბიუროს წევრმავალი) მაინც "სტრელა“ იყო, რადგან სამთავრობო აგარაკების დიდი უმეტესობა სწორედ უკრაინის სსრ-ის ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე იყო განლაგებული, მაგრამ ლეონიდ ილიჩს საქართველოს სსრ-ის შავი ზღვის სანაპიროზეც უყვარდა დასვენება და ხშირად "ბურევესტნიკით“ სარგებლობდა.

რატომ? იმიტომ, რომ "ბურევესტნიკს“ იმ დროისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნიკური მონაცემები ჰქონდა: ჯერ ერთი, რომ მისი კორპუსი სამფენიანი ხისგან იყო დამზადებული, აღჭურვილი იყო ორი ძლიერი - ოთხი ათასი ცხენის ძალის მქონე - დიზელის ძრავით. შესაბამისად, ხომალდი საათში 80-90 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებდა. მასზე დამონტაჟებული იყო იმ დროისათვის ყველაზე საიმედო რადიოსადგური "რეიდ-1“.

ამხანაგ ლეონიდ ილიჩის გარდაცვალების შემდეგ "ბურევესტნიკი“ შავი ზღვის სანაოსნოს გადაეცა, დროთა განმავლობაში იახტიდან ყველაფერი მოიპარეს, რისი მოხსნაც შეიძლებოდა, თუმცა მოგვიანებით მისი რარიტეტული ნაწილები მოძებნეს და დღეს ექსპონატების სახით შავი ზღვის ფლოტის ისტორიის იალტის მუზეუმშია გამოფენილი. 1995 წელს "ბურევესტნიკი“ ჩამოწერეს, რადგან მისი ექსპლუატაცია უკვე შეუძლებელი იყო. გემი ოდესის ნავსადგურში იდგა და იჟანგებოდა... ბოლოს კი, ყველასგან დავიწყებული, ოდესღაც კი დიდებული იახტა 2016 წელს ჩაიძირა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...