სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...
როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია BBC -ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა, მეც­ნი­ერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯგუფ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი "კო­ვიდ-19“-ის (Sars-Cov-2) წარ­მო­შო­ბის ორი ძი­რი­თა­დი ვერ­სი­ის შე­სა­ხებ - ინ­ფექ­ცი­ი­სა, რო­მელ­მაც დე­და­მი­წა­ზე უკვე ოთხი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა: პირ­ვე­ლი - ვირუ­სის პირ­და­პი­რი გა­და­დე­ბა ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე და მე­ო­რე - კო­რო­ნა­ვირუ­სის "გა­ჟონ­ვა“ უხა­ნის (ჩი­ნე­თი) ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან, რომ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­სიკ­ვდი­ლო ვირუ­სის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ეს დას­კვნე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია იმ სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ის "შავ ვა­რი­ან­ტში“, რომ­ლის სა­თა­უ­რია "Sars-Cov-2-ის წარ­მო­შო­ბა: კრი­ტი­კუ­ლი მი­მო­ხილ­ვა“. მისი ავ­ტო­რე­ბი არი­ან ორ ათე­უ­ლამ­დე მკვლე­ვა­რი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, ჩი­ნე­თი­დან, აშშ-დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ვირუ­სო­ლო­გის, პრო­ფე­სორ ედუ­არდ ჰოლმსის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

ედუ­არდ ჰოლმსი

მეც­ნი­ე­რე­ბი Sars-Cov-2-ს ადა­რე­ბენ კო­რო­ნა­ვირუ­სის "ოჯა­ხის“ 4 სხვა წარ­მო­მად­გე­ნელს, რომ­ლე­ბიც შე­და­რე­ბით კარ­გად არი­ან შეს­წავ­ლილ­ნი და ადა­მი­ა­ნებ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ სე­ზო­ნურ სურ­დოს იწ­ვე­ვენ. ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა ამ ვირუსს აშ­კა­რად ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბა აქვს, მაგ­რამ რო­გორ გაჩ­ნდნენ ისი­ნი და რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს მათ სა­ხე­ო­ბა­თა­შო­რი­სი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა (ანუ რო­გორ იქ­ცნენ ისი­ნი ადა­მი­ა­ნის და­მას­ნე­ბოვ­ნებ­ლად), ჯერ­ჯე­რო­ბით ბო­ლომ­დე გარ­კვე­უ­ლი არ არის.

ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­ჟონ­ვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­გუ­მენ­ტი ისაა, რომ ერთ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­და­ვერ იქნა ნა­პოვ­ნი ისე­თი ცხო­ვე­ლი, რო­მე­ლიც მსგავ­სი ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და რო­მე­ლის­გა­ნაც, თე­ო­რი­უ­ლად, შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ანს გა­და­დე­ბო­და. თუმ­ცა ნაშ­რო­მის ავ­ტო­რე­ბი იქვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მეც­ნი­ე­რებ­მა ვერ შეძ­ლეს უხა­ნის ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი ყვე­ლა ცხო­ვე­ლის შე­მოწ­მე­ბა. კერ­ძოდ, ვერ მო­ხერ­ხდა ენო­ტის მსგავ­სი ძაღ­ლე­ბის ანა­ლი­ზის შეს­წავ­ლა. არა­და, დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რომ მათ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ და სწო­რედ ის ძაღ­ლე­ბი იყი­დე­ბო­და ბა­ზარ­ში.

ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მეც­ნი­ე­რე­ბამ დღემ­დე ვერ და­ად­გი­ნა ებო­ლას ვირუ­სის, C ჰე­პა­ტი­ტის, პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტი­სა და სხვა ინ­ფექ­ცი­ე­ბის წარ­მო­შო­ბის წყა­რო­ე­ბი, ხოლო იმ ცხო­ვე­ლის ძებ­ნა, რო­მე­ლიც 2002 წელს "ატი­პი­უ­რი პნევ­მო­ნი­ის“ (SARS-ის) წყა­რო გახ­და, თით­ქმის ათი წელი გაგ­რძელ­და.

გარ­და ამი­სა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მოწ­მო­ბენ იმას, რომ პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე WIV-ში (უხა­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში) Sars-Cov-2-ის მო­ნა­თე­სა­ვე ვირუ­სებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2020 წლის მარ­ტში ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვის­გა­ნაც თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და ვირუ­სი "გა­ჟო­ნი­ლი­ყო“, ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე შე­ა­მოწ­მეს და... ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თი აღ­მოჩ­ნდა.

  • კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა სი­ახ­ლე­ე­ბი:

ია­პო­ნი­ის ხე­ლი­სუ­ფალ­თა მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ტო­კი­ო­ში ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე შე­ჯიბ­რე­ბა­თა დიდი ნა­წი­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ტარ­დე­ბა. ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში "კო­ვიდ-19“-ით და­ა­ვა­დე­ბულ­თა მკვეთ­რი ზრდის ფონ­ზე შე­მო­ღე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, ამი­ტო­მაც ტო­კი­ო­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი ცა­რი­ე­ლი იქ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, ფუ­კუ­სი­მას, მი­ა­გი­სა და სი­ძუ­ო­კას პრე­ფექ­ტუ­რებ­ში მდე­ბა­რე სტა­დი­ო­ნე­ბი მხო­ლოდ 10 ათა­სი მა­ყუ­რებ­ლით შე­ივ­სე­ბა (ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით).

რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ მი­შუს­ტინ­მა მთავ­რო­ბას და­ა­ვა­ლა, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი­სად­მი კო­ლექ­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი 80-90%-მდე იქ­ნას მიღ­წე­უ­ლი რუ­სეთ­მა გა­ნა­ახ­ლა ტუ­რის­ტუ­ლი ავი­ა­მი­მოს­ვლა ეგ­ვიპ­ტის კუ­რორ­ტებ­თან, რო­მე­ლიც 2015 წლი­დან იყო შე­წყვე­ტი­ლი "კო­გა­ლი­მა­ვი­ას“ სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის გამო სი­ნა­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე. უფრო ადრე მოს­კოვ­მა გა­ნა­ახ­ლა ფრე­ნე­ბი თურ­ქეთ­ში - კი­დევ ერთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც რუს ტუ­რის­ტებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­ქეთ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბეს­და.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
3

მოეფერეთ ჩინეთს, უარესს გააკეთებენ ცოტაც დაიცადეთ. ესეთი რამე ჩვენნაირ ქვეყანას რომ გაეკეთებინა გენახათ ამბავი, გაგვჟლეტავდნენ

თედო
4

რა ფიქრი ამას უნდა,,ახალი ბიოლოგიური იარაღია,,აბა 21-ე საუკუნეში რა დროს სროლა ტანკები და სირბილი ტყე-მინდვრებშია?????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC -ის რუსული სამსახური იუწყება, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები "კოვიდ-19“-ის (Sars-Cov-2) წარმოშობის ორი ძირითადი ვერსიის შესახებ - ინფექციისა, რომელმაც დედამიწაზე უკვე ოთხი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: პირველი - ვირუსის პირდაპირი გადადება ცხოველიდან ადამიანზე და მეორე - კორონავირუსის "გაჟონვა“ უხანის (ჩინეთი) ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან, რომლის თანამშრომლები, სავარაუდოდ, სასიკვდილო ვირუსის შექმნაზე მუშაობდნენ, გენური ინჟინერიის გამოყენებით.

ეს დასკვნები გამოქვეყნებულია იმ სამეცნიერო სტატიის "შავ ვარიანტში“, რომლის სათაურია "Sars-Cov-2-ის წარმოშობა: კრიტიკული მიმოხილვა“. მისი ავტორები არიან ორ ათეულამდე მკვლევარი დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ვირუსოლოგის, პროფესორ ედუარდ ჰოლმსის ხელმძღვანელობით.

ედუარდ ჰოლმსი

მეცნიერები Sars-Cov-2-ს ადარებენ კორონავირუსის "ოჯახის“ 4 სხვა წარმომადგენელს, რომლებიც შედარებით კარგად არიან შესწავლილნი და ადამიანებში ჩვეულებრივ სეზონურ სურდოს იწვევენ. ცნობილია, რომ ყველა ამ ვირუსს აშკარად ცხოველური წარმოშობა აქვს, მაგრამ როგორ გაჩნდნენ ისინი და როგორ მოახერხეს მათ სახეობათაშორისი ბარიერის გადალახვა (ანუ როგორ იქცნენ ისინი ადამიანის დამასნებოვნებლად), ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის.

ლაბორატორიული გაჟონვის დამადასტურებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი ისაა, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვერადავერ იქნა ნაპოვნი ისეთი ცხოველი, რომელიც მსგავსი ვირუსის მატარებელი იქნებოდა და რომელისგანაც, თეორიულად, შეიძლებოდა ადამიანს გადადებოდა. თუმცა ნაშრომის ავტორები იქვე აღნიშნავენ, რომ მეცნიერებმა ვერ შეძლეს უხანის ბაზარზე გამოტანილი ყველა ცხოველის შემოწმება. კერძოდ, ვერ მოხერხდა ენოტის მსგავსი ძაღლების ანალიზის შესწავლა. არადა, დიდი ხანია ცნობილია, რომ მათ ახალი კორონავირუსის გადატანა შეუძლიათ და სწორედ ის ძაღლები იყიდებოდა ბაზარში.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ მეცნიერებამ დღემდე ვერ დაადგინა ებოლას ვირუსის, C ჰეპატიტის, პოლიომიელიტისა და სხვა ინფექციების წარმოშობის წყაროები, ხოლო იმ ცხოველის ძებნა, რომელიც 2002 წელს "ატიპიური პნევმონიის“ (SARS-ის) წყარო გახდა, თითქმის ათი წელი გაგრძელდა.

გარდა ამისა, აბსოლუტურად, არ არსებობს არავითარი მონაცემები, რომლებიც მოწმობენ იმას, რომ პანდემიის დაწყებამდე WIV-ში (უხანის ლაბორატორიაში) Sars-Cov-2-ის მონათესავე ვირუსებზე მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მარტში ლაბორატორიის ყველა თანამშრომელი, ვისგანაც თეორიულად შეიძლებოდა ვირუსი "გაჟონილიყო“, ანტისხეულებზე შეამოწმეს და... ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.

  • კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა სიახლეები:

იაპონიის ხელისუფალთა მიერ გაცემული განკარგულების თანახმად, ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრებათა დიდი ნაწილი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. ქვეყნის დედაქალაქში "კოვიდ-19“-ით დაავადებულთა მკვეთრი ზრდის ფონზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, ამიტომაც ტოკიოში განლაგებული სპორტული ობიექტები ცარიელი იქნება. ამასთანავე, ფუკუსიმას, მიაგისა და სიძუოკას პრეფექტურებში მდებარე სტადიონები მხოლოდ 10 ათასი მაყურებლით შეივსება (ნახევარზე ნაკლები რაოდენობით).

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მთავრობას დაავალა, რომ ქვეყნის მოსახლეობაში კორონავირუსისადმი კოლექტიური იმუნიტეტი 80-90%-მდე იქნას მიღწეული რუსეთმა განაახლა ტურისტული ავიამიმოსვლა ეგვიპტის კურორტებთან, რომელიც 2015 წლიდან იყო შეწყვეტილი "კოგალიმავიას“ სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო სინაის ნახევარკუნძულზე. უფრო ადრე მოსკოვმა განაახლა ფრენები თურქეთში - კიდევ ერთ ქვეყანაში, რომელიც რუს ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა.

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან