მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - პროკურორის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემა აქვს
პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - პროკურორის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემა აქვს

პო­ლო­ნე­ლი ტუ­რის­ტის დაჭ­რის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ხმა­ლა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ რო­მან ხო­რა­ვამ გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და. რო­გორც საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გია შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხმა­ლა­ძე წარ­სულ­ში ყა­ჩა­ღო­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვია და სას­ჯე­ლი მოხ­დი­ლი აქვს. ის და­ნა­შა­უ­ლის­კენ მიდ­რე­კი­ლია და არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა კვლავ გა­აგ­რძე­ლოს, რის გა­მოც, მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ხმა­ლა­ძეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა აქვს და მისი უმო­ტი­ვოდ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. პრო­კუ­რო­რის თქმით­ვე, რომ არა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დაჭ­რის ფაქტს შე­ეს­წრნენ, ტუ­რის­ტის სი­ცო­ცხლე კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ იქ­ნე­ბო­და.

შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, სას­ჯე­ლის მო­ლო­დი­ნის ში­შით კი, შე­საძ­ლოა, ის გა­მო­ძი­ე­ბას მი­ე­მა­ლოს. პრო­კუ­რო­რის­ვე გან­მარ­ტე­ბით, ამ ფსი­ქი­კის მქო­ნე ადა­მი­ან­მა მოწ­მის სა­ხით და­კი­თხულ პი­რებს შე­საძ­ლოა, სა­თი­თა­ოდ მი­ა­კი­თხოს და სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის მიზ­ნით, მათ­ზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს.

რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რეს, რო­გორც ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი მდი­ნა­რა­ძე აცხა­დებ­და, პრო­კუ­რო­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ უნდა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი­ყო. ად­ვო­კა­ტის თქმით, გი­ორ­გი ხმა­ლა­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, ექ­სპერ­ტი­ზა სჭირ­დე­ბა. მდი­ნა­რა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბა მის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს შე­უქ­მნის.

ად­ვო­კა­ტი ითხოვ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ არც ერთი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა არ უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო.

მო­სა­მარ­თლის კი­თხვა­ზე, ბრალ­დე­ბულს ახ­სოვს თუ არა, რა მოხ­და, ხმა­ლა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. მო­სა­მარ­თლის კი­დევ ერთ კი­თხვა­ზე, თუ რას ერ­ჩო­და ის ტუ­რისტს, და­კა­ვე­ბულ­მა პა­სუ­ხი არ გას­ცა.

მო­სა­მარ­თლე რო­მან ხო­რა­ვამ ბრალ­დე­ბულს გა­ნუ­მარ­ტა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი იზო­ლა­ცია, რომ კი­დევ რამე არ და­ა­შა­ვოს, სას­ჯე­ლი უნდა მო­ი­ხა­დოს ან იმ­კურ­ნა­ლოს. ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ურ­ჩევ­ნია გა­ა­სა­მარ­თლონ", რა­ზეც მო­სა­მარ­თლემ გა­ნუ­მარ­ტა, რომ ეს მას­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას ეთან­ხმე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ მკურ­ნა­ლო­ბას აირ­ჩევ­და. მო­სა­მარ­თლემ კი გა­ნუ­მარ­ტა, რომ ეს ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 ივ­ლისს, თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი ხმა­ლა­ძე ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნაგ­რძნო­ბით, სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ თავს და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მყოფ პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს და მისი მოკ­ვლა გა­ნიზ­რა­ხა. გი­ორ­გი ხმა­ლა­ძეს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ხუ­ლიგ­ნუ­რი ქვე­ნა გრძნო­ბით გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 13 წლი­დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ხმა­ლა­ძეს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მისი შე­რა­ცხა­დო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და­ი­ნიშ­ნე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

ავტორი:

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - პროკურორის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემა აქვს

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - პროკურორის თქმით, მას ფსიქიკური პრობლემა აქვს

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. როგორც საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა, ბრალდებული გიორგი ხმალაძე წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევია და სასჯელი მოხდილი აქვს. ის დანაშაულისკენ მიდრეკილია და არსებობს საფუძველი, რომ დანაშაულებრივი ქმედება კვლავ გააგრძელოს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

პროკურორის განმარტებით, ხმალაძეს ფსიქიკური პრობლემა აქვს და მისი უმოტივოდ ჩადენილი დანაშაული საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პროკურორის თქმითვე, რომ არა მოქალაქეები და სამხედროები, რომლებიც დაჭრის ფაქტს შეესწრნენ, ტურისტის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.

შაიშმელაშვილის განცხადებით, დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სასჯელის მოლოდინის შიშით კი, შესაძლოა, ის გამოძიებას მიემალოს. პროკურორისვე განმარტებით, ამ ფსიქიკის მქონე ადამიანმა მოწმის სახით დაკითხულ პირებს შესაძლოა, სათითაოდ მიაკითხოს და სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით, მათზე ზეგავლენა მოახდინოს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებდა, პროკურორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ადვოკატის თქმით, გიორგი ხმალაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და შესაბამისი მკურნალობა, ექსპერტიზა სჭირდება. მდინარაძის განმარტებით, ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსება მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.

ადვოკატი ითხოვდა, რომ დაკავებულის მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოყენებულიყო.

მოსამართლის კითხვაზე, ბრალდებულს ახსოვს თუ არა, რა მოხდა, ხმალაძემ უპასუხა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. მოსამართლის კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რას ერჩოდა ის ტურისტს, დაკავებულმა პასუხი არ გასცა.

მოსამართლე რომან ხორავამ ბრალდებულს განუმარტა, რომ აუცილებელია მისი იზოლაცია, რომ კიდევ რამე არ დააშავოს, სასჯელი უნდა მოიხადოს ან იმკურნალოს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ "ურჩევნია გაასამართლონ", რაზეც მოსამართლემ განუმარტა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული. მოგვიანებით, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის ადვოკატის შუამდგომლობას ეთანხმება და განაცხადა, რომ მკურნალობას აირჩევდა. მოსამართლემ კი განუმარტა, რომ ეს ექსპერტიზის შემდეგ გადაწყდება.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული ხმალაძე ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც მკვლელობის მცდელობას ხულიგნური ქვენა გრძნობით გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?

მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააკავეს - რამდენი პირია სულ დავაკვებული

პარლამენტთან გამართულ აქციაზე 100 პირი დააკავეს, საიდანაც 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი იზოლატორში რჩება - შსს განცხადებას ავრცელებს