ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იყო დღის განმავლობაში განვითარებული მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეთათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია.
ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დღეს განვითარებული მოვლენების ორგანიზებასა და პროპაგანდაში ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები ერთად მოქმედებდნენ.
„დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრებისა და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის , ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ.
შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასობრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს. საგანგაშოა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროპაგანდა გასცდა ღირსების მარშის პრინციპულ საკითხს, მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა.
დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ, რითიც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა.
სიმბოლურია, რომ მოძალადეებმა ევროკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში.
ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად, ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას შემდეგი პარტიები აწერენ ხელს: „თავისუფალი დემოკრატები“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „პროგრესი და თავისუფლება“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“, „კანონი და სამართალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „სამართლიანობისთვის“, „გამარჯვებული საქართველო“.
ამათ დაავიწყდათ არჩევნები მოდის,რატომ გვაიძულებენ ისევ ოცნებას მივცეთ ხმა?ამ სიას აუცილებლად შევინახავ არჩევნებისთვის.
კაცო, მე კი არა, ამ ქართველებს ვერ მოუარეს ქუჯიმ და ფრანავაზმა, ერეკლემ, დავითმა და თამარმა, დემეტრემ თავიც დადო , მტერმაც ვერაერი დამართა, გაყვეს, შეართეს, შეუსახლეს, გაასახლეს, აოტნეს ,ხოცეს , ასამართლეს, მიშამ მაგალითად 350 ათასი გაასამართლა და ათი იმდენი კიდევ დარჩა გასასასამართლებელი, გულბოყვი გამოუღენ ზვიადის პარლამენტივით, მაგრამ მაინც ვერ დასცენ ძირს ! გაუმარჯოს ქართველებს, ქართველის გაჩენაზე უკეთეს საქმეს ვერავინ იზამს, იხარეთ და იმრავლეთ, შეგეწიოთ ცხრაივე სახარება, გფარავდეთ მზე და მთვარე და ქალღმერთი ნანა, ოჩი, კოჩი და გარდანქეშანის ძალა, ამირანის სიჩაუქე , ბადრის და უსუფის ძმობა, ილიას გული, ერეკლეს მუხლი და ხმალი მისი , სიჭკუიანე კოლექტიური და დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეთ, ხალხო ჩემო ! წევედი ახლა მე , გავდივარ დედაქალაქიდან ჩემს სოფელში, სადაც არაა პრაიდი , მაგრამ სადაცაა ამბროზია და ჯამფაზია უხვად, ხარობს გული, იქ ინდა დავიმარხო, განსხვავებით იმათგან , ვინც იქ დაიბადა და აქ კი უნდა რომ დაიმარხოს !