პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში... ღირსება სხვა რამეა!" - მეუფე იაკობი
"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში... ღირსება სხვა რამეა!" - მეუფე იაკობი

"რას ეძა­ხით ღირ­სე­ბის მარშს? - მა­გას უნდა და­ერ­ქვას ლგბტ მარ­ში, რა ღირ­სე­ბის, რის ღირ­სე­ბის?! ღირ­სე­ბა სხვა რა­მეა!" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მი­ვი­და. მისი თქმით, პრო­პა­გან­და, რო­მელ­საც ლგბტ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეწე­ვი­ან, და­უშ­ვე­ბე­ლია.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა გა­ნა­ცხა­და, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და "პრა­ი­დის კვი­რე­უ­ლის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ელ­ჩე­ბის დახ­მა­რე­ბას იყე­ნე­ბენ და სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა იყოს ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­შიც სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერე­ვი­ან.

"ისი­ნი პრო­პა­გან­დას რა­საც უწე­ვენ, არ შე­იძ­ლე­ბა. არა­ვინ უვარ­დე­ბა მა­გათ და არ­სად უვარ­დე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა გან­ვრცო­ბა­დი თე­მაა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმას არ ნიშ­ნავს, რაც გინ­და ის აკე­თო, თუნ­დაც კონ­სტი­ტუ­ცია თუ კა­ნო­ნე­ბი გვზღუ­დავს. თუ ლუ­დის და­ლე­ვა­ზე ქუ­ჩა­ში 200- ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მაა, მა­გის პრო­პა­გან­და ნუთუ შე­საძ­ლე­ბე­ლია?

რუ­სეთ­მა რაც ოკუ­პა­ცია გა­ა­კე­თა აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, იმა­ზე უა­რეს დო­ნე­ზე ავიყ­ვან კი­დევ ამას, იმი­ტომ, რომ იმას მა­ინც და­ვიბ­რუ­ნებთ და აქ ზნე­ო­ბას და სუ­ლი­ე­რე­ბას, ხალ­ხის ტრა­დი­ცი­ებს ეხე­ბა, ძა­ლით უნ­დათ, მო­ახ­ვი­ონ თავ­ზე. თვი­თონ ხომ არ გა­მო­დი­ან, ელ­ჩე­ბის გა­რე­მოც­ვით უნ­დათ რომ გა­ა­კე­თონ და ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არც უცხო ქვეყ­ნებს ესაქ­მე­ბათ, მა­სე­თი ქვე­ყა­ნა არ გვინ­და, ჩვენ სხვე­ბი გვმარ­თავ­დნენ. თუ ის არ გვინ­დო­და, მოს­კოვს ვე­მარ­თეთ, არც ის გვინ­და, სხვე­ბი გვმარ­თავ­დნენ.

სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას სრუ­ლად ვუ­ერ­თდე­ბი. პრო­პა­გან­დის უფ­ლე­ბა არ აქვთ მათ, ჩვენ­თან არ აქვთ! იმ ადა­მი­ა­ნებ­მა იცხოვ­რონ, არა­ვინ უშ­ლით ხელს, მასე ცხოვ­რო­ბენ და არა­ფერ­ში ხელი არ ეშ­ლე­ბათ, მასე ჩვენ უფრო გვჩაგ­რავთ, მარ­თლმა­დი­დებ­ლებს, სულ ბუ­ლინ­გია ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან,“- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივანე
12

ირანული რევოლუციის მსგავს,ხომ არ აპირებენ?ფორმაა სხვა,შინაარსი იგივეა

Teo
1

რაღაცეებში ზოგჯერ ვერ გეთანხმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში გეთანხბებით მეუფეო... არ შეიძლება ამათი პარპაში. იყვნენ თავიანთვის!!

ავტორი:

"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში... ღირსება სხვა რამეა!" - მეუფე იაკობი

"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში... ღირსება სხვა რამეა!" - მეუფე იაკობი

"რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში, რა ღირსების, რის ღირსების?! ღირსება სხვა რამეა!" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მივიდა. მისი თქმით, პროპაგანდა, რომელსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები ეწევიან, დაუშვებელია.

ამასთანავე, როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და "პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორები ელჩების დახმარებას იყენებენ და საქართველო არ უნდა იყოს ისეთი ქვეყანა, რომელშიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ერევიან.

"ისინი პროპაგანდას რასაც უწევენ, არ შეიძლება. არავინ უვარდება მაგათ და არსად უვარდება. თავისუფლება განვრცობადი თემაა და თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რაც გინდა ის აკეთო, თუნდაც კონსტიტუცია თუ კანონები გვზღუდავს. თუ ლუდის დალევაზე ქუჩაში 200- ლარიანი ჯარიმაა, მაგის პროპაგანდა ნუთუ შესაძლებელია?

რუსეთმა რაც ოკუპაცია გააკეთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, იმაზე უარეს დონეზე ავიყვან კიდევ ამას, იმიტომ, რომ იმას მაინც დავიბრუნებთ და აქ ზნეობას და სულიერებას, ხალხის ტრადიციებს ეხება, ძალით უნდათ, მოახვიონ თავზე. თვითონ ხომ არ გამოდიან, ელჩების გარემოცვით უნდათ რომ გააკეთონ და ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში არც უცხო ქვეყნებს ესაქმებათ, მასეთი ქვეყანა არ გვინდა, ჩვენ სხვები გვმართავდნენ. თუ ის არ გვინდოდა, მოსკოვს ვემართეთ, არც ის გვინდა, სხვები გვმართავდნენ.

საპატრიარქოს განცხადებას სრულად ვუერთდები. პროპაგანდის უფლება არ აქვთ მათ, ჩვენთან არ აქვთ! იმ ადამიანებმა იცხოვრონ, არავინ უშლით ხელს, მასე ცხოვრობენ და არაფერში ხელი არ ეშლებათ, მასე ჩვენ უფრო გვჩაგრავთ, მართლმადიდებლებს, სულ ბულინგია ტელევიზიების მხრიდან,“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს ვაქცინაციის კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს

არემჯის საზაფხულო სკოლა 2021 იწყება

"არც ერთი პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს... ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებიან და იცავენ ჟურნალისტებს" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე