მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა - რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს?" - ცერცვაძე
"კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა - რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს?" - ცერცვაძე

"ბა­ტონ­მა ვახო კა­ლო­ი­ან­მა რე­ა­ლო­ბის გან­ცდა და­კარ­გა", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, კა­ლო­ი­ა­ნი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ხში­რად უკი­ჟი­ნე­ბენ მათი პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო და ცდი­ლო­ბენ წარ­მო­ა­ჩი­ნინ ეს მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბელ ფაქ­ტო­რად.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი არ არი­ან.

ცერ­ცვა­ძის თქმით, უბ­რა­ლოდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთი რი­გი­თი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან, რად­გან თვლი­ან, რომ იგი სხვა პარ­ტი­ებ­ზე უკე­თე­სია.

"ცნო­ბილ­მა რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა ბა­ტონ­მა ვახო კა­ლო­ი­ან­მა ძა­ლი­ან მო­უხ­ში­რა ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის პან­დე­მი­ის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფო­ბი­ურ გა­მო­ნათ­ქვა­მებს და ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ ტი­პი­ურ "ჰე­ი­თე­რად“ ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ა.წ. 27 ივ­ნისს მან არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი და­წე­რა, რომ “COVID-19-ის შემ­თხვე­ვა­თა მარ­თვის კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი და­კა­ვე­ბუ­ლია ყვე­ლაფ­რით, გარ­და მისი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბი­სა“ ???!!! და ამას ამ­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც პან­დე­მი­ის და­წყე­ბი­დან დღემ­დე ღვარ­ძლის და სა­ბო­ტა­ჟის მცდე­ლო­ბის გარ­და არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია პან­დე­მი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად. საქ­მეს ვინ ჩი­ვის, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბი­თაც კი არ გა­მო­სუ­ლა. ასე იცის და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ­მა ამ­ბი­ცი­ამ.

რისი თქმა უნდა ბა­ტონ ვა­ხოს? რას აკე­თებს COVID-19-ის შემ­თხვე­ვა­თა მარ­თვის კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი ისეთს, რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეს და პი­რი­ქით - რას არ აკე­თებს ისეთს, რა­საც უნდა აკე­თებ­დეს. სწო­რედ კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ძა­ლის­ხმე­ვით COVID-თან ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე მდგომ ექი­მებ­თან ერ­თად შე­მუ­შავ­და და და­ი­ნერ­გა COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის და მოვ­ლის ოპ­ტი­მა­ლუ­რი მე­თო­დე­ბი პან­დე­მი­ის ყო­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ეტა­პის­თვის, ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი, რემ­დე­სი­ვი­რი, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი, კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლაზ­მა, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა მა­ღა­ლი ნა­კა­დით (ე.წ. high flow), პა­ცი­ენ­ტთა ნა­კა­დე­ბის მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი, COVID კლი­ნი­კებ­თან ონ­ლა­ინ და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, რთუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გარ­ჩე­ვე­ბი, და სხვ. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, შე­ზღუდ­ვებს, რე­გუ­ლა­ცი­ებს, ეკო­ნო­მი­კას და სხვა მსგავს აქ­ტი­ვო­ბებს - ეს კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის. ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი რომ ჭკუ­ას გვას­წავ­ლის ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია მისი გა­იდ­ლა­ინ­ში შე­ტა­ნით უნდა მო­გეხ­დი­ნა­თო, ისიც არ იცის, რომ კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ბოლო გა­იდ­ლა­ინ­ში (ა.წ. მა­ი­სი) დე­ტა­ლუ­რად (ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად) არის გა­წე­რი­ლი COVID პა­ცი­ენ­ტებ­ში მე­დი­კა­მენტ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრინ­ცი­პე­ბი.

თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა, შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს. COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბულ COVID შემ­თხვე­ვებ­ში სიკ­ვდი­ლო­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. “CFR” (case fatality rate) სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რად უკე­თე­სი (და­ბა­ლი) აქვს, ვიდ­რე აშშ-ს და ევ­რო­პის 34 ქვე­ყა­ნას და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ით მოც­ვის დონე, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­უქ­მე­ბუ­ლია ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა და მო­სახ­ლე­ო­ბა არ გა­მო­ირ­ჩე­ვა დარ­ჩე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის (პირ­ბა­დე და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში, ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა და სხვ.) სკრუ­პუ­ლო­ზუ­რი შეს­რუ­ლე­ბით.

ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ხში­რად გვი­კი­ჟი­ნე­ბენ ჩვენ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო და ცდი­ლო­ბენ წარ­მო­ა­ჩი­ნინ ეს ჩვენს მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბელ ფაქ­ტო­რად?! არა­და არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი არ ვართ. უბ­რა­ლოდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთი რი­გი­თი მხარ­დამ­ჭე­რი ვართ, იმი­ტომ, რომ ვთვლით, რომ იგი სხვა პარ­ტი­ებ­ზე უკე­თე­სია და თუ სხვა სხვა­ნა­ი­რად თვლის, ეს მისი ნე­ბაა.

ძა­ლი­ან ნი­შან­დობ­ლი­ვი ფაქ­ტი. თვი­თონ ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი არა­მარ­ტო გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია, არა­მედ 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში პი­რა­დად იყ­რი­და კენ­ჭს "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ სიით მა­ჟო­რი­ტა­რად აჭა­რის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში და ხმე­ბის მხო­ლოდ 3 (სამი) % მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი მი­ნი­მუმ ხმას არ ამო­ი­ღებ­და. ის კი დღე­და­ღამ ჩვენს პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს. იქ­ნებ ვინ­მემ აგ­ვიხ­სნას, რა­ტომ არის ჩვენს მიერ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რა და­ნა­შა­უ­ლი და ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის მიერ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ სიით კენ­ჭისყრა - არა. თუ ვინ­მე თვლის, რომ ექი­მი აუ­ცი­ლებ­ლად აპო­ლი­ტი­კუ­რი და ნე­იტ­რა­ლუ­რი უნდა იყოს, ჯერ ერთი რა­ტომ, ექი­მიც ხომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რია ისე­ვე, რო­გორც იუ­რის­ტი, ეკო­ნო­მის­ტი, ხე­ლო­ვა­ნი, სპორ­ტსმე­ნი და სხვ. და მე­ო­რეც - ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნიც (და ბევ­რი სხვაც) ხომ ექი­მია და თან ჩვენ­ზე არა­ნაკ­ლებ ცნო­ბი­ლი“, - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
29

ეს ცერცვაძე გამყრელიძეზე უარესი ნდობადაკარგული ფარისეველია და არანაკლები დამნაშავე ადამიანების გარდაცვალებაში.როდის შედგება ქვეყანა ამათმა პასუხი რომ აგონ?

ია
20

ბატონო თენგიზ, რამდენად გამართლებულია პანდემიის დროს ავტობუსების ფანჯრების დაკეტვა, იმ მოტივით, რომ კონდეციონერია ჩართული? ეს ხომ უფრო გააუარესებს მდგომარეობას? მე პირადად მირჩევნია მცხელოდეს, ვიდრე კოვიდი დამემართოს! მაგრამ ფანჯრები , რომ ღიაა ჩემის აზრით ჰაერი შემოდის და უფრო ანიავებს იქაურობას. გთხოვთ მიიღეთ ზომები სანამ გვიან არ არის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა - რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს?" - ცერცვაძე

"კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა - რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს?" - ცერცვაძე

"ბატონმა ვახო კალოიანმა რეალობის განცდა დაკარგა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებაში აღნიშნავს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, კალოიანი და მისი თანამოაზრეები ხშირად უკიჟინებენ მათი პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის გამო და ცდილობენ წარმოაჩინინ ეს მაკომპრომეტირებელ ფაქტორად.

როგორც ცერცვაძე ამბობს, არანაირ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ არიან.

ცერცვაძის თქმით, უბრალოდ, "ქართული ოცნების“ ერთი რიგითი მხარდამჭერები არიან, რადგან თვლიან, რომ იგი სხვა პარტიებზე უკეთესია.

"ცნობილმა რეანიმატოლოგმა ბატონმა ვახო კალოიანმა ძალიან მოუხშირა ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ფობიურ გამონათქვამებს და ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ ტიპიურ "ჰეითერად“ ჩამოყალიბდა.

ა.წ. 27 ივნისს მან არც მეტი, არც ნაკლები დაწერა, რომ “COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი დაკავებულია ყველაფრით, გარდა მისი პირდაპირი მოვალეობისა“ ???!!! და ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ღვარძლის და საბოტაჟის მცდელობის გარდა არაფერი გაუკეთებია პანდემიასთან გასამკლავებლად. საქმეს ვინ ჩივის, ერთი კონკრეტული კონსტრუქციული წინადადებითაც კი არ გამოსულა. ასე იცის დაუკმაყოფილებელმა ამბიციამ.

რისი თქმა უნდა ბატონ ვახოს? რას აკეთებს COVID-19-ის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფი ისეთს, რასაც არ უნდა აკეთებდეს და პირიქით - რას არ აკეთებს ისეთს, რასაც უნდა აკეთებდეს. სწორედ კლინიკური ჯგუფის ძალისხმევით COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომ ექიმებთან ერთად შემუშავდა და დაინერგა COVID პაციენტების მკურნალობის და მოვლის ოპტიმალური მეთოდები პანდემიის ყოველი კონკრეტული ეტაპისთვის, ინოვაციური მიდგომები, რემდესივირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტის პლაზმა, ჟანგბადის მიწოდება მაღალი ნაკადით (ე.წ. high flow), პაციენტთა ნაკადების მართვის პრინციპები, ტრენინგები, COVID კლინიკებთან ონლაინ და ინტერაქტიური შეხვედრები, რთული შემთხვევების გარჩევები, და სხვ. ხოლო რაც შეეხება ვაქცინაციას, შეზღუდვებს, რეგულაციებს, ეკონომიკას და სხვა მსგავს აქტივობებს - ეს კლინიკური ჯგუფის პრეროგატივა არ არის. ბ-ნი კალოიანი რომ ჭკუას გვასწავლის ტოცილიზუმაბის იმპლემენტაცია მისი გაიდლაინში შეტანით უნდა მოგეხდინათო, ისიც არ იცის, რომ კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებულ ბოლო გაიდლაინში (ა.წ. მაისი) დეტალურად (ძალიან დეტალურად) არის გაწერილი COVID პაციენტებში მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების პრინციპები.

თუ რამდენად ეფექტიანია კლინიკური სექტორის საქმიანობა, შედეგები გვიჩვენებს. COVID პაციენტების კლინიკური მართვის ეფექტიანობის მთავარი მაჩვენებელი - ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებში სიკვდილობის პროცენტი - ე.წ. “CFR” (case fatality rate) საქართველოს ბევრად უკეთესი (დაბალი) აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 34 ქვეყანას და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციით მოცვის დონე, პრაქტიკულად გაუქმებულია ყველა შეზღუდვა და მოსახლეობა არ გამოირჩევა დარჩენილი რეგულაციების (პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.) სკრუპულოზური შესრულებით.

ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები ხშირად გვიკიჟინებენ ჩვენ პოლიტიკაში აქტიური ჩართულობის გამო და ცდილობენ წარმოაჩინინ ეს ჩვენს მაკომპრომეტირებელ ფაქტორად?! არადა არანაირ პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ვართ. უბრალოდ, "ქართული ოცნების“ ერთი რიგითი მხარდამჭერი ვართ, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ იგი სხვა პარტიებზე უკეთესია და თუ სხვა სხვანაირად თვლის, ეს მისი ნებაა.

ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი. თვითონ ბ-ნი კალოიანი არამარტო გარკვეული პოლიტიკური ძალის აქტიური მხარდამჭერია, არამედ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში პირადად იყრიდა კენჭს "ევროპული საქართველოს“ სიით მაჟორიტარად აჭარის უმაღლეს საბჭოში და ხმების მხოლოდ 3 (სამი) % მიიღო. ამის შემდეგ თავმოყვარე ადამიანი მინიმუმ ხმას არ ამოიღებდა. ის კი დღედაღამ ჩვენს პოლიტიკურ აქტივობაზე ლაპარაკობს. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რატომ არის ჩვენს მიერ "ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დანაშაული და ბ-ნი კალოიანის მიერ "ევროპული საქართველოს“ სიით კენჭისყრა - არა. თუ ვინმე თვლის, რომ ექიმი აუცილებლად აპოლიტიკური და ნეიტრალური უნდა იყოს, ჯერ ერთი რატომ, ექიმიც ხომ საზოგადოების წევრია ისევე, როგორც იურისტი, ეკონომისტი, ხელოვანი, სპორტსმენი და სხვ. და მეორეც - ბ-ნი კალოიანიც (და ბევრი სხვაც) ხომ ექიმია და თან ჩვენზე არანაკლებ ცნობილი“, - აცხადებს ცერცვაძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს