სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოუხელთებელი გაზი მარსზე - "წითელი პლანეტა" საიდუმლოებებს დედამიწელებს თანდათან უმხელს?
"მოუხელთებელი გაზი მარსზე - "წითელი პლანეტა" საიდუმლოებებს დედამიწელებს თანდათან უმხელს?

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის BBC-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ეს პუბ­ლი­კა­ცია, სა­თა­უ­რით: "მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი გაზი. აპა­რატ­მა ExoMars Trace Gas Orbiter-მა მარსზე მე­თა­ნი ვერ იპო­ვა, რი­თაც მეც­ნი­ე­რე­ბი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­აგ­დო“, შე­ე­ხე­ბა "წი­თე­ლი პლა­ნე­ტის“ იმ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, რომ­ლებ­საც ძველ­რო­მა­უ­ლი ომის ღმერ­თის - მარ­სის სა­ხე­ლის მქო­ნე ცი­უ­რი სხე­უ­ლი დე­და­მი­წე­ლებს თან­და­თან უმ­ხელს.

გთა­ვა­ზობთ ამ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ის ქარ­თულ თარ­გმანს:

"ამ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ "წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე“ მე­თა­ნი აღ­მოჩ­ნდა, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. დე­და­მი­წის პი­რო­ბებ­ში ამ გაზს ბაქ­ტე­რი­ე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ და მათი არ­სე­ბო­ბა მარსზე შე­იძ­ლე­ბა იმის ირი­ბი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყოს, რომ მარსზე ოდეს­ღაც სი­ცო­ცხლე არ­სე­ბობ­და. ისე, კაც­მა რომ თქვას, მე­თა­ნი შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის დრო­საც გაჩ­ნდეს... მაგ­რამ მა­ნამ­დე, ვიდ­რე მისი ბუ­ნე­ბა გა­ირ­კვე­ვა, სხვა გა­მო­ცა­ნის ამოხ­სნაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ამე­რი­კულ­მა მარ­სო­მა­ვალ­მა "კი­უ­რი­ო­სიტ­მა" ჰე­ი­ლის კრა­ტერ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე იპო­ვა მე­თა­ნის მო­ლე­კუ­ლე­ბი, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს მიერ გაშ­ვე­ბულ­მა ორ­ბი­ტულ­მა ზონდმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მნა მარ­სის ატ­მოს­ფე­როს შეს­წავ­ლის მიზ­ნით, პლა­ნე­ტის ზედა ფე­ნებ­ში მე­თა­ნი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამ ფაქტს ვერ ჩავ­თვლით ვერც შეც­დო­მად და ვერც აპა­რა­ტის არას­რულ­ყო­ფი­ლე­ბად, რად­გან ExoMars Trace Gas Orbiter-ის ზონ­დი უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნია.

ამე­რი­კულ "კი­უ­რი­ო­სიტ­ზე" და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ლა­ზე­რუ­ლი სპექტრო­მეტ­რი (TLS) ჰე­ი­ლის კრა­ტერ­ზე მე­თა­ნის მიკ­როს­კო­პულ რა­ო­დე­ნო­ბას აფიქ­სი­რებ­და - ერთ მო­ლე­კუ­ლას ორი მი­ლი­არ­დი­დან, რაც მი­წი­ერ პი­რო­ბებ­ში, ვთქვათ, წყლის ოლიმ­პი­ურ აუზ­ში გახ­სნილ ერთ მწიკვ მა­რილს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სპექტრო­მეტრს ასე­ვე შე­უძ­ლია მე­თა­ნის 20 მო­ლე­კუ­ლის პოვ­ნაც სხვა გა­ზის 20 მი­ლი­არდ მო­ლე­კუ­ლას შო­რის. ხელ­სა­წყო იმ­დე­ნად მგრძნო­ბი­ე­რი და სა­ი­მე­დოა, რომ ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლია მრეწ­ვე­ლო­ბა­ში და სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის, ჰა­ერ­ში სხვა­დას­ხვა გა­ზე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად.

თა­ვის მხრივ, ევ­რო­პუ­ლი ზონ­დი ExoMars Trace Gas Orbiter, აშშ-ის აე­რო­ნავ­ტი­კი­სა და კოს­მო­სუ­რი სივ­რცის კვლე­ვის ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს (НАСА) წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ძალ­ზე ზუს­ტი, "ოქ­როს სტან­დარ­ტის“ მქო­ნე აპა­რა­ტია იმის­თვის, რო­მელ­საც მთე­ლი პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რო­ში მე­თა­ნის უმ­ცი­რე­სი რა­ო­დე­ნო­ბაც კი აღ­მო­ა­ჩი­ნოს.

მაგ­რამ სა­ოც­რე­ბა ისაა, რომ ზონდმა, მო­ლო­დი­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მე­თა­ნის მსგავ­სი ვე­რა­ფე­რი იპო­ვა.

"როცა Trace Gas Orbiter-მა 2016 წელს მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო, მე პრაქ­ტი­უ­ლად ეჭვი არ შემ­პარ­ვია იმა­ში, რომ მე­თა­ნი მარსზე აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მა­ინც“, - ამ­ბობს ნა­სას წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი TLS-ის ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში კრის უებსტე­რი. "როცა ჩვენ­მა ევ­რო­პულ­მა გუნ­დმა მარ­სის ატ­მოს­ფე­რო­ში მე­თა­ნის არარ­სე­ბო­ბა­ზე გვაც­ნო­ბა, მე, უბ­რა­ლოდ, შოკ­ში ჩავ­ვარ­დი“, - და­ა­მა­ტა მან.

  • ნა­სას-ს ინ­ჟინ­რებ­მა შე­ა­მოწ­მეს, იქ­ნებ თვი­თონ მარ­სო­მა­ვა­ლი "კი­უ­რი­ო­სი­ტი“ უშ­ვებს მე­თა­ნის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას?

"ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ შე­საძ­ლო კავ­ში­რი მე­თა­ნის აღ­მო­ჩე­ნის ფაქტსა და მარ­სო­მა­ვა­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ისიც ვი­გუ­ლის­ხმეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა აპა­რა­ტი ქვას და­ე­ჯა­ხა, ან ბორ­ბლე­ბი გა­უცვდა... მოკ­ლედ, ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. დიდი შრო­მის შემ­დეგ ჩვენს სრუ­ლად და და­მა­ჯე­რებ­ლად შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ, რომ "კი­უ­რი­ო­სი­ტის“ გა­ზომ­ვა­თა მო­ნა­ცე­მე­ბი ზუს­ტია“, - ამ­ბობს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტი.

ტო­რონ­ტო­ში (კა­ნა­და) მდე­ბა­რე იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რი ჯონ მურ­სი თა­ვის ჰი­პო­თე­ზას გვთა­ვა­ზობს: "კა­ნა­დე­ლე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით, მე კი­თხვა ასე დავ­სვი: იქ­ნებ ორი­ვე ზონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბი სწო­რია და ისი­ნი არ შემ­ცდა­რან?“ - ამ­ბობს იგი.

НАСА-ს გუნდში მო­მუ­შა­ვე ჯონ მურ­სი ვა­რა­უ­დობს, რომ გა­ზომ­ვებ­ში გან­სხვა­ვე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია მარ­სი­უ­ლი დღე-ღა­მის ფაქ­ტო­რით, ანუ გა­აჩ­ნია, რა დროს ჩა­ტარ­და პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რო­ში მე­თა­ნის შემ­ცვე­ლო­ბის ანა­ლი­ზი.

ამე­რი­კუ­ლი ხელ­სა­წყო - სპექტრო­მეტ­რი მუ­შა­ობ­და მარ­სი­უ­ლი ღა­მის დროს, როცა "კი­უ­რი­ო­სი­ტის“ და­ნარ­ჩენ მო­წყო­ბი­ლო­ბებს "ეძი­ნათ“. ღა­მით იმი­ტომ მუ­შა­ობ­და, რომ ამ დროს მარსზე ქარი არ ქრის და ნი­ა­და­გი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი მე­თა­ნი მის ზე­და­პირ­ზე კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა.

ევ­რო­პულ ზონდს კი პი­რი­ქით, მუ­შა­ო­ბი­სას მზის სი­ნათ­ლე ჭირ­დე­ბა. აპა­რატ­მა მარ­სის ატ­მოს­ფე­როს შემ­ცვე­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი კმ-ის სი­მაღ­ლე­ზე გა­ა­ა­ნა­ლი­ზა. იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­რო დღი­სით ტურ­ბუ­ლენ­ტუ­რია, მე­თა­ნის გაბ­ნე­ვა იმ დო­ნე­ზე ხდე­ბა, რომ მისი მო­ლე­კუ­ლე­ბი თვით ExoMars Trace Gas Orbiter-ის ზუს­ტი ხელ­სა­წყო­ე­ბის­თვი­საც კი მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი ხდე­ბა.

რო­გორც ექ­სპე­რი­მენ­ტებ­მა აჩ­ვე­ნეს, სი­ტუ­ა­ცია, რო­გორც ჩანს, მარ­თლაც ასეა. მაგ­რამ ის­მე­ბა კი­თხვა: რა­ტომ "უჩი­ნარ­დე­ბა“ მე­თა­ნი მარსზე დღი­სით?

მე­თა­ნის მო­ლე­კუ­ლე­ბი ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რია. თვით მკვრი­ვი ატ­მოს­ფე­როს გა­რე­შეც კი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წას მზის რა­დი­ა­ცი­ი­სა­გან იცავს, მათ და­ახ­ლო­ე­ბით 300 წელი უნდა იარ­სე­ბონ, სა­ნამ მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით და­იშ­ლე­ბი­ან.

თუ მე­თა­ნი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ი­ყო­ფა მარ­სის ყვე­ლა კრა­ტე­რი­დან (მეც­ნი­ე­რე­ბიც სწო­რედ ასე ფიქ­რო­ბენ), მა­შინ გა­ზის მო­ლე­კუ­ლე­ბი მა­ინც საკ­მა­რი­სი უნდა იყოს, რომ ევ­რო­პულ­მა ზონდმა მათი არ­სე­ბო­ბა დღი­სითც და­ა­დას­ტუ­როს.

ამ­ჟა­მად მეც­ნი­ე­რე­ბი ცდებს აწარ­მო­ე­ბენ, რომ და­ად­გი­ნონ - შე­უძ­ლი­ათ თუ არა სუსტ ელექტრულ გან­მუხ­ტვებს, რო­მე­ლიც მარ­სი­ულ მტვერ­ში ხდე­ბა, ან პლა­ნე­ტის ატ­მოს­ფე­როს და­ბალ ფე­ნებ­ში ჟანგბა­დის უფრო მა­ღალ შედ­გე­ნი­ლო­ბას მე­თა­ნის მო­ლე­კუ­ლე­ბის დაშ­ლა მა­ნამ, ვიდ­რე ისი­ნი ატ­მოს­ფე­როს ზე­და­ფე­ნებს მი­აღ­წე­ვენ?

"თუ ჩვენ და­ვად­გენთ, რომ მე­თა­ნი მარსზე უფრო სწრა­ფად იშ­ლე­ბა, ვიდ­რე დე­და­მი­წა­ზე, ეს მიგ­ვიყ­ვანს იმ შე­დე­გე­ბის თან­ხვედ­რამ­დე, რაც ამე­რი­კუ­ლი მარ­სო­მავ­ლის სპექტრო­მეტრმა და ევ­რო­პულ­მა ზონდმა და­ა­ფიქ­სი­რა“, - ამ­ბობს კრის უებსტე­რი.

  • ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მეც­ნი­ე­რე­ბი მომ­დევ­ნო პრობ­ლე­მით და­კავ­დე­ბი­ან: სა­ი­დან და რო­გორ წარ­მო­იქ­მნა მარსზე მე­თა­ნი?

მზის სის­ტე­მა­ში არის რამ­დე­ნი­მე ცი­უ­რი სხე­უ­ლი, რომ­ლებ­ზე მე­თა­ნი აშ­კა­რად აბი­ო­ტი­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბით წარ­მო­იქ­მნა, ანუ სი­ცო­ცხლის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე. არ­სე­ბო­ბენ გა­ზის პლა­ნე­ტა-გი­გან­ტე­ბი - იუ­პი­ტე­რი, სა­ტურ­ნი, ურა­ნი და ნეპ­ტუ­ნი - იქა­ურ ატ­მოს­ფე­რო­ში მე­თა­ნი საკ­მა­ოდ ბევ­რია. პლუ­ტონ­ზე ამას წი­ნათ მე­თა­ნუ­რი ყი­ნუ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­ტურ­ნის თა­ნამ­გზავრ ტი­ტან­ზე თხე­ვა­დი მე­თა­ნის ტბე­ბიც კი არის. ამ­რი­გად, ჩვენს სის­ტე­მა­ში მე­თა­ნი მთლად იშ­ვი­ათ გა­ზად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ის მხო­ლოდ დე­და­მი­წა­ზე წარ­მო­იქ­მნე­ბა ორ­გა­ნუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
19

ეს ხომ თებერვლის გაზეთში იყო, ბატონო სიმონ ?!

ია
41

მეცნიერებო მარსს შეეშვით და დედამიწას მიხედეთ....!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მოუხელთებელი გაზი მარსზე - "წითელი პლანეტა" საიდუმლოებებს დედამიწელებს თანდათან უმხელს?

"მოუხელთებელი გაზი მარსზე - "წითელი პლანეტა" საიდუმლოებებს დედამიწელებს თანდათან უმხელს?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ეს პუბლიკაცია, სათაურით: "მოუხელთებელი გაზი. აპარატმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა მარსზე მეთანი ვერ იპოვა, რითაც მეცნიერები საგონებელში ჩააგდო“, შეეხება "წითელი პლანეტის“ იმ საიდუმლოებებს, რომლებსაც ძველრომაული ომის ღმერთის - მარსის სახელის მქონე ციური სხეული დედამიწელებს თანდათან უმხელს.

გთავაზობთ ამ საინტერესო სტატიის ქართულ თარგმანს:

"ამ რამდენიმე ხნის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ "წითელ პლანეტაზე“ მეთანი აღმოჩნდა, სპეციალისტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. დედამიწის პირობებში ამ გაზს ბაქტერიები გამოიმუშავებენ და მათი არსებობა მარსზე შეიძლება იმის ირიბი მაჩვენებელი იყოს, რომ მარსზე ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა. ისე, კაცმა რომ თქვას, მეთანი შეიძლება ზოგიერთი გეოლოგიური პროცესების დროსაც გაჩნდეს... მაგრამ მანამდე, ვიდრე მისი ბუნება გაირკვევა, სხვა გამოცანის ამოხსნაა აუცილებელი.

ამერიკულმა მარსომავალმა "კიურიოსიტმა" ჰეილის კრატერზე რამდენჯერმე იპოვა მეთანის მოლეკულები, მაგრამ ევროპული კოსმოსური სააგენტოს მიერ გაშვებულმა ორბიტულმა ზონდმა ExoMars Trace Gas Orbiter-მა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა მარსის ატმოსფეროს შესწავლის მიზნით, პლანეტის ზედა ფენებში მეთანი ვერ აღმოაჩინა. ამ ფაქტს ვერ ჩავთვლით ვერც შეცდომად და ვერც აპარატის არასრულყოფილებად, რადგან ExoMars Trace Gas Orbiter-ის ზონდი უახლესი ტექნოლოგიებითაა დამზადებული და მაღალხარისხიანია.

ამერიკულ "კიურიოსიტზე" დამონტაჟებული ლაზერული სპექტრომეტრი (TLS) ჰეილის კრატერზე მეთანის მიკროსკოპულ რაოდენობას აფიქსირებდა - ერთ მოლეკულას ორი მილიარდიდან, რაც მიწიერ პირობებში, ვთქვათ, წყლის ოლიმპიურ აუზში გახსნილ ერთ მწიკვ მარილს შეესაბამება. სპექტრომეტრს ასევე შეუძლია მეთანის 20 მოლეკულის პოვნაც სხვა გაზის 20 მილიარდ მოლეკულას შორის. ხელსაწყო იმდენად მგრძნობიერი და საიმედოა, რომ ლიცენზირებულია მრეწველობაში და სამხედრო ავიაციაში გამოყენებისათვის, ჰაერში სხვადასხვა გაზების შემცველობის გასაკონტროლებლად.

თავის მხრივ, ევროპული ზონდი ExoMars Trace Gas Orbiter, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (НАСА) წარმომადგენლის თქმით, ძალზე ზუსტი, "ოქროს სტანდარტის“ მქონე აპარატია იმისთვის, რომელსაც მთელი პლანეტის ატმოსფეროში მეთანის უმცირესი რაოდენობაც კი აღმოაჩინოს.

მაგრამ საოცრება ისაა, რომ ზონდმა, მოლოდინის მიუხედავად, მეთანის მსგავსი ვერაფერი იპოვა.

"როცა Trace Gas Orbiter-მა 2016 წელს მუშაობა დაიწყო, მე პრაქტიულად ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ მეთანი მარსზე აუცილებლად იქნებოდა, მცირე რაოდენობით მაინც“, - ამბობს ნასას წამყვანი სპეციალისტი TLS-ის ექსპლოატაციის საკითხებში კრის უებსტერი. "როცა ჩვენმა ევროპულმა გუნდმა მარსის ატმოსფეროში მეთანის არარსებობაზე გვაცნობა, მე, უბრალოდ, შოკში ჩავვარდი“, - დაამატა მან.

  • ნასას-ს ინჟინრებმა შეამოწმეს, იქნებ თვითონ მარსომავალი "კიურიოსიტი“ უშვებს მეთანის მცირე რაოდენობას?

"ჩვენ გავაანალიზეთ შესაძლო კავშირი მეთანის აღმოჩენის ფაქტსა და მარსომავალის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ისიც ვიგულისხმეთ, რომ შეიძლება აპარატი ქვას დაეჯახა, ან ბორბლები გაუცვდა... მოკლედ, ბევრი ფაქტორი გავითვალისწინეთ. დიდი შრომის შემდეგ ჩვენს სრულად და დამაჯერებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ "კიურიოსიტის“ გაზომვათა მონაცემები ზუსტია“, - ამბობს წამყვანი სპეციალისტი.

ტორონტოში (კანადა) მდებარე იორკის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯონ მურსი თავის ჰიპოთეზას გვთავაზობს: "კანადელებისათვის დამახასიათებელი სულისკვეთებით, მე კითხვა ასე დავსვი: იქნებ ორივე ზონდის მონაცემები სწორია და ისინი არ შემცდარან?“ - ამბობს იგი.

НАСА-ს გუნდში მომუშავე ჯონ მურსი ვარაუდობს, რომ გაზომვებში განსხვავება გამოწვეულია მარსიული დღე-ღამის ფაქტორით, ანუ გააჩნია, რა დროს ჩატარდა პლანეტის ატმოსფეროში მეთანის შემცველობის ანალიზი.

ამერიკული ხელსაწყო - სპექტრომეტრი მუშაობდა მარსიული ღამის დროს, როცა "კიურიოსიტის“ დანარჩენ მოწყობილობებს "ეძინათ“. ღამით იმიტომ მუშაობდა, რომ ამ დროს მარსზე ქარი არ ქრის და ნიადაგიდან გამოყოფილი მეთანი მის ზედაპირზე კონცენტრირდება.

ევროპულ ზონდს კი პირიქით, მუშაობისას მზის სინათლე ჭირდება. აპარატმა მარსის ატმოსფეროს შემცველობა დაახლოებით ხუთი კმ-ის სიმაღლეზე გააანალიზა. იმდენად, რამდენადაც პლანეტის ატმოსფერო დღისით ტურბულენტურია, მეთანის გაბნევა იმ დონეზე ხდება, რომ მისი მოლეკულები თვით ExoMars Trace Gas Orbiter-ის ზუსტი ხელსაწყოებისთვისაც კი მოუხელთებელი ხდება.

როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენეს, სიტუაცია, როგორც ჩანს, მართლაც ასეა. მაგრამ ისმება კითხვა: რატომ "უჩინარდება“ მეთანი მარსზე დღისით?

მეთანის მოლეკულები ძალიან სტაბილურია. თვით მკვრივი ატმოსფეროს გარეშეც კი, რომელიც დედამიწას მზის რადიაციისაგან იცავს, მათ დაახლოებით 300 წელი უნდა იარსებონ, სანამ მზის სხივების ზემოქმედებით დაიშლებიან.

თუ მეთანი მცირე რაოდენობით გამოიყოფა მარსის ყველა კრატერიდან (მეცნიერებიც სწორედ ასე ფიქრობენ), მაშინ გაზის მოლეკულები მაინც საკმარისი უნდა იყოს, რომ ევროპულმა ზონდმა მათი არსებობა დღისითც დაადასტუროს.

ამჟამად მეცნიერები ცდებს აწარმოებენ, რომ დაადგინონ - შეუძლიათ თუ არა სუსტ ელექტრულ განმუხტვებს, რომელიც მარსიულ მტვერში ხდება, ან პლანეტის ატმოსფეროს დაბალ ფენებში ჟანგბადის უფრო მაღალ შედგენილობას მეთანის მოლეკულების დაშლა მანამ, ვიდრე ისინი ატმოსფეროს ზედაფენებს მიაღწევენ?

"თუ ჩვენ დავადგენთ, რომ მეთანი მარსზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე დედამიწაზე, ეს მიგვიყვანს იმ შედეგების თანხვედრამდე, რაც ამერიკული მარსომავლის სპექტრომეტრმა და ევროპულმა ზონდმა დააფიქსირა“, - ამბობს კრის უებსტერი.

  • ამ ამოცანის შესრულების შემდეგ მეცნიერები მომდევნო პრობლემით დაკავდებიან: საიდან და როგორ წარმოიქმნა მარსზე მეთანი?

მზის სისტემაში არის რამდენიმე ციური სხეული, რომლებზე მეთანი აშკარად აბიოტირული ფაქტორებით წარმოიქმნა, ანუ სიცოცხლის არსებობის გარეშე. არსებობენ გაზის პლანეტა-გიგანტები - იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი - იქაურ ატმოსფეროში მეთანი საკმაოდ ბევრია. პლუტონზე ამას წინათ მეთანური ყინული აღმოაჩინეს. სატურნის თანამგზავრ ტიტანზე თხევადი მეთანის ტბებიც კი არის. ამრიგად, ჩვენს სისტემაში მეთანი მთლად იშვიათ გაზად ვერ ჩაითვლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მხოლოდ დედამიწაზე წარმოიქმნება ორგანული აქტიურობის შედეგად.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

50 გრადუსი სიცხე და 500-მდე გარდაცვლილი ადამიანი - კანადაში ხანძრის 130-ზე მეტ კერას ებრძვიან

ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 85 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა

"ჰიტლერივით მზად არიან, თავიანთი შვილები ბელადს შესწირონ" - კადიროვის გარემოცვის მიერ გავრცელებული ვიდეოს რუსეთში მწვავე რეაქციები მოჰყვა