სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა
"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სამ­დე ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. რე­გი­ონ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე სა­უბ­რი­სას ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირმა ვო­უ­ბა აცხა­დებს, რომ პან­დე­მი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ 6 400-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

"ბოლო ხა­ნებ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იმა­ტა. მხო­ლოდ სო­ხუმ­ში, დღე-ღა­მე­ში 670 და­ნი­ფი­ცირ­და და მათ­გან 100-მდე ბავ­შვია. ეს ძალ­ზე მძი­მე სტა­ტის­ტი­კაა" - აღ­ნიშ­ნავს ვო­უ­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა სო­ხუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თავს. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის გამო, და­კე­ტი­ლია ყვე­ლა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ცენ­ტრი, სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს ტურ­ბა­ზაც.

ვო­უ­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას სთხოვს, ნუ იქ­ნე­ბი­ან გულ­გრი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­მართ, რად­გან რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ა­თობ­რი­ვად მა­ტუ­ლობს, მათ შო­რის არი­ან სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლიც, რო­მელ­თაც ისე­დაც და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ უწევთ მუ­შა­ო­ბა და უამ­რა­ვი მათ­გა­ნი სამ­სა­ხურს ტო­ვებს.

ვი­თა­რე­ბას ამ­ძი­მებს ისიც, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის უამ­რა­ვი ბავ­შვია. ზოგ მათ­განს ვირუ­სი ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მებ­ში, პნევ­მო­ნი­ის თან­ხლე­ბით გა­და­აქვს.

"ვთხოვ ყვე­ლას, და­იც­ვან ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი. ვცდი­ლობთ, ყვე­ლა გზა ვი­პო­ვოთ, რომ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე არა­ვინ დარ­ჩეს, მაგ­რამ გთხოვთ გა­უფრ­თხილ­დეთ სა­კუ­თა­რი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას. კო­ვიდ-19-ის კლა­სი­კუ­რი შტა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბავ­შვებ­ში ეს ვირუ­სი მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს..." - ამ­ბობს ვო­უ­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბით, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აიც­რა რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნით, თუმ­ცა ვირუ­სი მა­ინვ ვრცელ­დე­ბა, რაც ეჭ­ვებს იწ­ვევს.

"სპუტ­ნი­კი" რუ­სებ­მაც გა­ი­კე­თეს, მაგ­რამ იქაც მძვინ­ვა­რებს "დელ­ტა" შტა­მი, რა გა­მო­დის, რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა ინ­დუ­რი შტა­მის­გან ვერ გვი­ცავს? მა­შინ რა სა­ჭი­როა მისი გა­კე­თე­ბა? ან თუ ვერ იცავს მო­სახ­ლე­ო­ბას, მა­შინ ამ­ხე­ლა ქვე­ყა­ნას სხვა ვაქ­ცი­ნის ყიდ­ვა რა გა­უხ­და?! ჯერ "სპუტ­ნი­კის" დო­ზე­ბი უნდა ამო­წუ­რონ? აბა აფ­რი­კა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში რის­თვის წა­ი­ღეს? ახლა, რო­დე­საც ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქვეყ­ნი­სა და მისი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა და­უც­ვე­ლია? ასე უი­მე­დოდ ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ..." - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი სპარ­ტაკ კვი­ცი­ნია.

"მო­რი­გი შეკ­ვე­თი­ლი სტა­ტი­აა. ბავ­შვს, რო­მე­ლიც ახლა სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­შო წევს და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ბრონ­ქი­ა­ლუ­რი ას­თმა აქვს, ამი­ტომ ნე­ბის­მი­ერ ვირუსს თუ გა­ცი­ე­ბას შე­ეძ­ლო ბავ­შვი ცუდ დღე­ში ჩა­ეგ­დო. ნუ გვა­ტყუ­ებთ და გვა­პა­ნი­კებთ. ქუ­ჩა­ში კრი­მი­ნალს ვე­რა­ფერს უხერ­ხებთ და ასე გინ­დათ ვი­თა­რე­ბა და­ამ­შვი­დოთ. ხალ­ხი ისე­დაც დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი და­ი­ცა­ვი­თო, რომ მოგ­ვი­წო­დებთ, რო­გორ და­ვიც­ვათ, რო­დე­საც 40 გრა­დუ­სამ­დე სი­ცხე­ებ­ში, დენი გრა­ფი­კით გვაქვს, მა­ი­ნინ­გის ბიზ­ნესს ვერ შე­ე­ლი­ეთ და ისევ მძი­მე დღე­ში ჩაგ­ვაგ­დეთ" - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ბად­რი ჩაკ­ვე­ტა­ძე.

"რუ­სეთს, რო­მე­ლიც ასე­ვე უმ­ძი­მეს დღე­შია, სთხო­ვეს ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი და რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი... ახლა ვხვდე­ბი, რომ მარ­თლა ცუდ დღე­ში ვართ. ტუ­რიზ­მის სე­ზო­ნი ჩა­ვარ­დნის ზღვარ­ზეა. კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა. ახლა კი­დევ "ინ­დუ­რი შტა­მი", რო­მე­ლიც თურ­მე ბავ­შვებ­ში ვრცელ­დე­ბა... საით გა­ვიქ­ცე?" - კი­თხუ­ლობს სო­ხუ­მე­ლი მა­რი­ნა აბუთ­ბა.

"ინ­დუ­რი შტა­მი" ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­შიც გა­მოჩ­ნდა. khokavkaza.com-ის ად­გი­ლობ­რი­ვი მი­მომ­ხილ­ვე­ლის ცნო­ბით, რე­გი­ონ­ში მე­სა­მე ტალ­ღა გარ­და­უ­ვა­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვი მთა­ვა­რი ექი­მი, მა­რი­ნა კო­ჩი­ე­ვა, ყვე­ლას მო­უ­წო­დებს აიც­რას "სპუტ­ნი­კით", ისე, რო­გორც ეს "პრე­ზი­დენ­ტმა" ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა გა­ა­კე­თა, რად­გან მხო­ლოდ ეს იცავს ადა­მი­ანს ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან ან თუ და­ინ­ფი­ცირ­და, ვირუსს მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში გა­და­ი­ტანს.

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წილს არ სჯე­რათ რუ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნის.

"ისე­დაც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი ვცხოვ­რობთ და თუ მე­სა­მე­დი უკვე აიც­რა, მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბის საფვრთხე არც უნდა არ­სე­ბობ­დეს. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ერთხელ უკვე გა­ვი­ა­რეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, სახ­ლებ­ში ჩაგ­ვკე­ტეს და ლუკ­მა-პუ­რიც დავ­კარ­გეთ. ახლა ბავ­შვე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბით გვა­ში­ნე­ბენ. საკ­მა­რი­სია..." - წერს ანია კო­ჩი­ე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
9

ქართულ ვაქცინას არ განიხილავთ, ძმანო და დანო, აფხაზნო და ოსნო?!...

***
46

სასწრაფოდ უნდა გააქტიურდეს რუხის ჰოსპიტალი და დავეხმაროთ რითიც შევძლებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ყოველდღიურად ათასამდე ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. რეგიონში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრისას ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ირმა ვოუბა აცხადებს, რომ პანდემიის განმავლობაში, სულ 6 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

"ბოლო ხანებში, ინფიცირების შემთხვევებმა კატასტროფულად იმატა. მხოლოდ სოხუმში, დღე-ღამეში 670 დანიფიცირდა და მათგან 100-მდე ბავშვია. ეს ძალზე მძიმე სტატისტიკაა" - აღნიშნავს ვოუბა.

ადგილობრივების თქმით, ინფიცირებულთა უმეტესობა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართავს. ინფექციური საავადმყოფოს გადატვირთულობის გამო, დაკეტილია ყველა ამბულატორიული ცენტრი, სრული დატვირთვით მუშაობს ტურბაზაც.

ვოუბა მოსახლეობას სთხოვს, ნუ იქნებიან გულგრილი რეგულაციების მიმართ, რადგან რეგიონში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ინფიცირებულთა რაოდენობა საათობრივად მატულობს, მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალიც, რომელთაც ისედაც დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ მუშაობა და უამრავი მათგანი სამსახურს ტოვებს.

ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია. ზოგ მათგანს ვირუსი ძალიან მძიმე ფორმებში, პნევმონიის თანხლებით გადააქვს.

"ვთხოვ ყველას, დაიცვან ელემენტარული ჰიგიენის ნორმები. ვცდილობთ, ყველა გზა ვიპოვოთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშველოვანი მედიკამენტების გარეშე არავინ დარჩეს, მაგრამ გთხოვთ გაუფრთხილდეთ საკუთარი, ოჯახის წევრებისა და ბავშვების ჯანმრთელობას. კოვიდ-19-ის კლასიკური შტამისგან განსხვავებით, ბავშვებში ეს ვირუსი მძიმედ მიმდინარეობს..." - ამბობს ვოუბა.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, უამრავი ადამიანი აიცრა რუსული ვაქცინით, თუმცა ვირუსი მაინვ ვრცელდება, რაც ეჭვებს იწვევს.

"სპუტნიკი" რუსებმაც გაიკეთეს, მაგრამ იქაც მძვინვარებს "დელტა" შტამი, რა გამოდის, რუსული ვაქცინა ინდური შტამისგან ვერ გვიცავს? მაშინ რა საჭიროა მისი გაკეთება? ან თუ ვერ იცავს მოსახლეობას, მაშინ ამხელა ქვეყანას სხვა ვაქცინის ყიდვა რა გაუხდა?! ჯერ "სპუტნიკის" დოზები უნდა ამოწურონ? აბა აფრიკასა და სხვა ქვეყნებში რისთვის წაიღეს? ახლა, როდესაც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყნისა და მისი მოკავშირე სახელმწიფოების მოსახლეობა დაუცველია? ასე უიმედოდ ჯერ არ ვყოფილვარ..." - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი სპარტაკ კვიცინია.

"მორიგი შეკვეთილი სტატიაა. ბავშვს, რომელიც ახლა სოხუმის საავადმყოშო წევს და მძიმე მდგომარეობაშია, ბრონქიალური ასთმა აქვს, ამიტომ ნებისმიერ ვირუსს თუ გაციებას შეეძლო ბავშვი ცუდ დღეში ჩაეგდო. ნუ გვატყუებთ და გვაპანიკებთ. ქუჩაში კრიმინალს ვერაფერს უხერხებთ და ასე გინდათ ვითარება დაამშვიდოთ. ხალხი ისედაც დემორალიზებულია. ჰიგიენის ნორმები დაიცავითო, რომ მოგვიწოდებთ, როგორ დავიცვათ, როდესაც 40 გრადუსამდე სიცხეებში, დენი გრაფიკით გვაქვს, მაინინგის ბიზნესს ვერ შეელიეთ და ისევ მძიმე დღეში ჩაგვაგდეთ" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ბადრი ჩაკვეტაძე.

"რუსეთს, რომელიც ასევე უმძიმეს დღეშია, სთხოვეს ბავშვთა ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები... ახლა ვხვდები, რომ მართლა ცუდ დღეში ვართ. ტურიზმის სეზონი ჩავარდნის ზღვარზეა. კრიმინალური გარჩევები გრძელდება. ახლა კიდევ "ინდური შტამი", რომელიც თურმე ბავშვებში ვრცელდება... საით გავიქცე?" - კითხულობს სოხუმელი მარინა აბუთბა.

"ინდური შტამი" ცხინვალის რეგიონშიც გამოჩნდა. khokavkaza.com-ის ადგილობრივი მიმომხილველის ცნობით, რეგიონში მესამე ტალღა გარდაუვალია. ადგილობრივი მთავარი ექიმი, მარინა კოჩიევა, ყველას მოუწოდებს აიცრას "სპუტნიკით", ისე, როგორც ეს "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა, რადგან მხოლოდ ეს იცავს ადამიანს ინფიცირებისგან ან თუ დაინფიცირდა, ვირუსს მსუბუქ ფორმებში გადაიტანს.

თუმცა, ადგილობრივების ნაწილს არ სჯერათ რუსული ვაქცინის.

"ისედაც რამდენიმე ათასი ადამიანი ვცხოვრობთ და თუ მესამედი უკვე აიცრა, მასშტაბური გავრცელების საფვრთხე არც უნდა არსებობდეს. ახალი რეგულაციები ბიბილოვის ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ერთხელ უკვე გავიარეთ ეს ყველაფერი, სახლებში ჩაგვკეტეს და ლუკმა-პურიც დავკარგეთ. ახლა ბავშვების დაინფიცირებით გვაშინებენ. საკმარისია..." - წერს ანია კოჩიევა.

ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში