პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა
ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა

სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია ალ­დაგ­მა ავე­ჯის სახლ პან­ცი­ლი­ონს ხან­ძრის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი 700 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ზა­რა­ლი აუ­ნა­ზღა­უ­რა.

პან­ცი­ლი­ო­ნის კუთ­ვნი­ლი სა­წარ­მო ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სრუ­ლად და­იწ­ვა. გა­ნად­გურ­და 2000 კვ.მ ფარ­თზე მოქ­მე­დი რბი­ლი ავე­ჯი­სა და მატ­რა­სე­ბის სა­წარ­მო. სა­დაც წარ­მო­ე­ბა­ში გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი, ინ­ვენ­ტა­რი და მზა პრო­დუქ­ტი ინა­ხე­ბო­და. ექ­სპერ­ტი­ზის მი­ხედ­ვით, სრუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი 1 400 000-მდე ლარს შე­ად­გენს. ალ­დაგ­ში მხო­ლოდ ინ­ვენ­ტა­რი და მა­რა­გის ნა­წი­ლი იყო და­ზღვე­უ­ლი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას სრუ­ლად (700 000 ლა­რამ­დე) აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბა.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ალ­და­გის მხარ­და­ჭე­რით პან­ცი­ლი­ო­ნი შეძ­ლებს მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი. ზო­გა­დად ხან­ძა­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რის­კია სა­წარ­მოო ინ­დუსტრი­ა­ში და მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ წლი­დან წლამ­დე სექ­ტო­რის ცნო­ბა­დო­ბაც და­ზღვე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ იზ­რდე­ბა,“- გა­ნა­ცხა­და ალ­და­გის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, თე­ო­ნა კვი­ცი­ან­მა.

„ალ­დაგ­თან დიდი ხნის პარტნი­ო­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს. შე­ფა­სე­ბი­სა და ანა­ზღა­უ­რე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ გამჭვირ­ვა­ლედ და სწრა­ფად წა­რი­მარ­თა. პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით პან­ცი­ლი­ონ­მა ამ შემ­თხვე­ვი­დან მა­ლე­ვე აღად­გი­ნა წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ ეტაპ­ზე არის ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რათა კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ოპე­რი­რე­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლე­ბა.“ - აცხა­დებს პან­ცი­ლი­ო­ნის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი, მა­რი­ამ ბან­ცუ­რი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა

ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ავეჯის სახლ პანცილიონს ხანძრის შედეგად მიყენებული 700 000 ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

პანცილიონის კუთვნილი საწარმო ახალი წლის დღეებში სრულად დაიწვა. განადგურდა 2000 კვ.მ ფართზე მოქმედი რბილი ავეჯისა და მატრასების საწარმო. სადაც წარმოებაში გამოსაყენებელი მანქანა-დანადგარები, ინვენტარი და მზა პროდუქტი ინახებოდა. ექსპერტიზის მიხედვით, სრული მატერიალური ზიანი 1 400 000-მდე ლარს შეადგენს. ალდაგში მხოლოდ ინვენტარი და მარაგის ნაწილი იყო დაზღვეული, რომელიც კომპანიას სრულად (700 000 ლარამდე) აუნაზღაურდება.

„მოხარული ვართ, რომ ალდაგის მხარდაჭერით პანცილიონი შეძლებს მინიმუმამდე დაიყვანოს მიყენებული ზიანი. ზოგადად ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკია საწარმოო ინდუსტრიაში და მოხარული ვართ, რომ წლიდან წლამდე სექტორის ცნობადობაც დაზღვევის აუცილებლობის შესახებ იზრდება,“- განაცხადა ალდაგის დირექტორის მოადგილემ, თეონა კვიციანმა.

„ალდაგთან დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ და სწრაფად წარიმართა. პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით პანცილიონმა ამ შემთხვევიდან მალევე აღადგინა წარმოების პროცესი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ჩვენი ვალდებულებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება, რათა კომპანიამ შეძლოს რეაბილიტაცია და ოპერირების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება.“ - აცხადებს პანცილიონის კომერციული დირექტორი, მარიამ ბანცური.

R

LG საქართველოს ბაზარზე ამყარებს თავის პოზიციებს ადგილობრივ ინვესტიციებსა და პარტნიორობაზე დაყრდნობით

აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს

როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს სწავლა და მუშაობა  - წარმატებული სტუდენტის ისტორია ფოთიდან