ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საპატრიარქოს წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საპატრიარქოში მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები და პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაცია იქნება.
დღევანდელ შეხვედრას ესწრება მეუფე შიო, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ასევე Unicef-ის წარმომადგენელი.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 15 ივნისს დაინიშნა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანსიონის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.
ყოჩაღ ლომჯარია, მთელი მსოფლიო ჩარია ,,ბავშვების დასაცავად"", ბრავოოო..ოღონდ ქუჩაში რომ ბავშვები მათხოვრობენ და მათ ყოველდღე ხედავთ, არასამთავრობო-ჟურნალისტებოო, ამდენი პედოფილია რომაა და ყურს უყრუებთ, ვითომ რატომ??
მომხრე ვარ, დაიხუროს ყველა პანსიონატი, რელიგიისდა მიუხედავად და შვილები მშობლებმა აღზარდონ, მაგრამ აჭარა რომ წალეკა მუსულმანურმა პანსიონებმა, მაგაზე რატომ არ იღებს ხმა, პატ-მული ლომჯარია??? ანუუუ ვერ უბედავს, არააა???
ან ნურაფერს დაუთმობთ მაგ ლიბერალებს, ან თუ არადა ადექით და ბარემ გადით პრაიდის დღესასწაულზე და იზეიმეთ.