პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KTW ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
KTW ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

25 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნის დროს პარ­ტია „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, ანა წით­ლი­ძემ კი­თხვე­ბი KTW ხო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­აჟ­ღე­რა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით KTW ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, რომ სა­უ­ბა­რია „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“-ს ფარ­გლებ­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში, კერ­ძოდ, ხობ­ში თხი­ლის ქარ­ხნის ასა­შე­ნებ­ლად გან­კუთ­ვნილ მი­წა­ზე, რომ­ლის აშე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც 2019 წლის­თვის კომ­პა­ნი­ამ აიღო. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბის მო­თხოვ­ნით KTW ჯგუფ­მა ჯერ კი­დევ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და ამა­ვე სა­კი­თხზე მას უკვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გშიც მი­მარ­თა. კომ­პა­ნი­ამ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­გან სი­ტყვი­ე­რი და­პი­რე­ბა მი­ი­ღო, რომ ორი წლით მშე­ნებ­ლო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­და­ვად­დე­ბო­და და კომ­პა­ნი­ას ჯა­რი­მა არ და­ე­კის­რე­ბო­და - რაც სა­ბო­ლო­ოდ ვერ შეს­რულ­და.

„KTW ხობს „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“-ს ფარ­გლებ­ში, ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, აი­ე­ტის და­სახ­ლე­ბა­ში 12 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით გად­მო­ე­ცა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­პუ­ტატ­მა წით­ლი­ძემ ეს მო­ნა­ცე­მი და­ა­მა­ხინ­ჯა - მისი გან­ცხა­დე­ბით, KTW ხობს შე­ძე­ნი­ლი ჰქონ­და 120 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ეს ტე­რი­ტო­რია კომ­პა­ნი­ამ სა­ხელ­მწი­ფოს­გან 1.4 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პი­რო­ბით მი­ი­ღო. ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელი არა­ერ­თმა ფაქ­ტორ­მა შე­უ­შა­ლა, მათ შო­რის, სა­მეგ­რე­ლო­ში ფა­რო­სა­ნას შე­მო­სე­ვამ და სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბამ, რი­თაც 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ვა­ლი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და. ამ პი­რო­ბებ­ში არა­თუ ახა­ლი ქარ­ხნის აშე­ნე­ბა, არა­მედ არ­სე­ბუ­ლი ქარ­ხნე­ბიც კი ვერ ახერ­ხებ­დნენ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ამას­თან ერ­თად, ეს იყო დრო, რო­დე­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია მძვინ­ვა­რებ­და და მსოფ­ლი­ო­ში ეკო­ნო­მი­კა სრუ­ლად გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ამ პირ­ვე­ლად პრი­ო­რი­ტე­ტად თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბა და ამ პლან­ტა­ცი­ებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბა და­ი­სა­ხა. ვი­ნა­ი­დან, თხი­ლის სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი მხო­ლოდ თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ გა­მარ­თვი­სა და მო­სავ­ლის მი­ღე­ბის შემ­დგომ იქ­ნე­ბო­და.

ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბის პი­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­გან ორ­ჯერ მი­ი­ღო. პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შედ­გა მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ 240 ათა­სი ლა­რის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, კომ­პა­ნი­ას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა გა­უ­ხანგძლივ­დე­ბო­და. ნაც­ვლად და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ჩა­ვარ­და და კომ­პა­ნი­ას 2020 წელს და­ე­კის­რა ჯა­რი­მა 1.8 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ოდე­ნო­ბით.

მა­შინ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო და მი­ვი­ღეთ სი­ტყვი­ე­რი და­პი­რე­ბა - ჩვენ შე­ვას­რუ­ლებ­დით ჩვენს პი­რო­ბას, ხოლო ჯა­რი­მა არ დაგ­ვე­რი­ცხე­ბო­და, ვადა კი გა­და­ი­წევ­და ორი წლით. ასე­ვე კომ­პა­ნი­ამ სა­გა­რან­ტიო ჯა­რი­მა - 145 670 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­მა­ტე­ბით გა­და­ი­ხა­და.

KTW ჯგუ­ფი არის კომ­პა­ნია, რო­მელ­საც არა­ერ­თი ინ­ვეს­ტი­ცია აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და ეს პრო­ექ­ტიც ჩვენ­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო. ხობ­ში იმ მი­წის გვერ­დით, და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი და აუთ­ვი­სე­ბე­ლი მიწა შე­ვი­ძი­ნეთ, სა­დაც ბუჩ­ქნა­რი იყო. ავი­ღეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გა­ვა­შე­ნებ­დით თხილს. ჩვენ ამ პე­რი­ოდ­ში გა­ვა­შე­ნეთ ერთ-ერთი სა­ნი­მუ­შო და სა­მა­გა­ლი­თო თხი­ლის ბაღი 207 ჰექ­ტარ­ზე და პრო­ექ­ტში 3,8 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია ჩავ­დეთ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი 1,1 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და. ნაც­ვლად მად­ლო­ბი­სა, ჯა­რი­მა გა­და­ვი­ხა­დეთ, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფომ სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო და ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მიწა და მას­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა და­უბ­რუნ­და.

ხო­ბის მი­წა­ზე ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო 1,4 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. კი­თხვა მაქვს - რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს ჯა­რი­მა 1,8 მი­ლი­ო­ნი ლარი, ეს ხომ არა­მარ­თლზო­მი­ე­რია და გო­ნივ­რუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს რა­ო­დე­ნო­ბას სცდე­ბა. ჩვენ არა­ნა­ი­რი ზა­რა­ლი მიგ­ვი­ყე­ნე­ბია სა­ხელ­მწი­ფოს­თვის.

რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, ეს პე­რი­ო­დი ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი იყო თხი­ლის ბიზ­ნე­სის­თვის და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ეს პრო­ცე­სე­ბი სა­თა­ნა­დოდ უნდა ყო­ფი­ლი­ყო აღ­ქმუ­ლი.

ამავდრო­უ­ლად, ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბას, რომ KTW ჯგუ­ფი უკვე 4 წე­ლი­წა­დია და­ვა­შია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან 2,5 მი­ლი­ო­ნი ლა­რის უკუ­და­ბეგ­ვრის დღგ-ს ჩათ­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 2015 წლის ივ­ლი­სი­დან რე­ა­ლუ­რად გა­და­სა­ხა­დი არ არის. სა­მი­ნის­ტროს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­კუ­თარ ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მა შე­უ­ზღუ­და. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ერთი სა­მი­ნის­ტრო გე­და­ვე­ბა 1,8 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ჯა­რი­მის გა­დახ­და­ზე და ამას­თან, ფი­ნანსთა სა­მინ­სიტ­როს აქვს შენი ვალი და ეს დავა 4 წე­ლია იწე­ლე­ბა - მაქვს ლე­გი­ტი­მუ­რი შე­კი­თხვა, რა­ტომ გვა­კის­რებს ერთი სა­მი­ნის­ტრო უსა­მარ­თლოდ ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მე­ო­რე სა­მი­ნის­ტრო კი, გვიბ­ლო­კავს კუთ­ვნილ თან­ხებს.

თუკი ბიზ­ნე­სი ვერ ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ექტს, სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თებს გა­ერ­კვეს მი­ზე­ზებ­ში და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ხელი შე­უ­წყოს ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, სწო­რედ ამა­შინ მდგო­მა­რე­ობს პრო­ექ­ტის - „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­შის“ არსი. გან­ვი­თა­რე­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გად მი­იღ­წე­ვა“- აცხა­დებს ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე.

R

ხუტა
0

თქვენს ამ განცხადებას შემოდგომაზე დავიჯერებ, თუ ღვინის ქარხნებში ყურძნის შაქრიანობაზე და წონაზე " ჩალიჩი" აღარ იქნება

ავტორი:

KTW ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

KTW ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

25 ივნისს, საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის დროს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ კითხვები KTW ხობის საქმიანობასთან დაკავშირებით გააჟღერა.

აღნიშნულთან დაკავშირებით KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ საუბარია „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, სამეგრელოში, კერძოდ, ხობში თხილის ქარხნის ასაშენებლად განკუთვნილ მიწაზე, რომლის აშენების ვალდებულებაც 2019 წლისთვის კომპანიამ აიღო. ამ პერიოდის განმავლობაში ვალდებულების გადავადების მოთხოვნით KTW ჯგუფმა ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან დაიწყო მოლაპარაკებები და ამავე საკითხზე მას უკვე პრემიერ-მინისტრის რანგშიც მიმართა. კომპანიამ გიორგი გახარიასგან სიტყვიერი დაპირება მიიღო, რომ ორი წლით მშენებლობის ვალდებულება გადავადდებოდა და კომპანიას ჯარიმა არ დაეკისრებოდა - რაც საბოლოოდ ვერ შესრულდა.

„KTW ხობს „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში, აიეტის დასახლებაში 12 ჰა მიწის ნაკვეთი ვალდებულებებით გადმოეცა. აღსანიშნავია, რომ დეპუტატმა წითლიძემ ეს მონაცემი დაამახინჯა - მისი განცხადებით, KTW ხობს შეძენილი ჰქონდა 120 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ტერიტორია კომპანიამ სახელმწიფოსგან 1.4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით მიიღო. ინვესტიციის განხორციელებას ხელი არაერთმა ფაქტორმა შეუშალა, მათ შორის, სამეგრელოში ფაროსანას შემოსევამ და სოკოვანი დაავადებების გავრცელებამ, რითაც 2 წლის განმავლობაში მოსავალი სრულად განადგურდა. ამ პირობებში არათუ ახალი ქარხნის აშენება, არამედ არსებული ქარხნებიც კი ვერ ახერხებდნენ ფუნქციონირებას. ამასთან ერთად, ეს იყო დრო, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა და მსოფლიოში ეკონომიკა სრულად გაჩერებული იყო. შესაბამისად, კომპანიამ პირველად პრიორიტეტად თხილის პლანტაციების გაშენება და ამ პლანტაციებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება დაისახა. ვინაიდან, თხილის საწარმოს მშენებლობა მიზანშეწონილი მხოლოდ თხილის პლანტაციების სათანადოდ გამართვისა და მოსავლის მიღების შემდგომ იქნებოდა.

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კომპანიამ ვალდებულების შესრულების გადავადების პირობა სახელმწიფოსგან ორჯერ მიიღო. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან შედგა მოლაპარაკება, რომ 240 ათასი ლარის გადახდის შემთხვევაში, კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუხანგძლივდებოდა. ნაცვლად დაპირების შესრულებისა, აღნიშნული საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე ჩავარდა და კომპანიას 2020 წელს დაეკისრა ჯარიმა 1.8 მილიონი ლარის ოდენობით.

მაშინ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია იყო და მივიღეთ სიტყვიერი დაპირება - ჩვენ შევასრულებდით ჩვენს პირობას, ხოლო ჯარიმა არ დაგვერიცხებოდა, ვადა კი გადაიწევდა ორი წლით. ასევე კომპანიამ საგარანტიო ჯარიმა - 145 670 ლარის ოდენობით დამატებით გადაიხადა.

KTW ჯგუფი არის კომპანია, რომელსაც არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ეს პროექტიც ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. ხობში იმ მიწის გვერდით, დაუმუშავებელი და აუთვისებელი მიწა შევიძინეთ, სადაც ბუჩქნარი იყო. ავიღეთ ვალდებულება, რომ გავაშენებდით თხილს. ჩვენ ამ პერიოდში გავაშენეთ ერთ-ერთი სანიმუშო და სამაგალითო თხილის ბაღი 207 ჰექტარზე და პროექტში 3,8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, ვალდებულება კი 1,1 მილიონ ლარს შეადგენდა. ნაცვლად მადლობისა, ჯარიმა გადავიხადეთ, რითაც სახელმწიფომ სარგებელი მიიღო და ქონების ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულების გაუქმების საფუძველზე, მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა დაუბრუნდა.

ხობის მიწაზე ჩვენი ვალდებულება იყო 1,4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. კითხვა მაქვს - როგორ შეიძლება იყოს ჯარიმა 1,8 მილიონი ლარი, ეს ხომ არამართლზომიერია და გონივრული პირგასამტეხლოს რაოდენობას სცდება. ჩვენ არანაირი ზარალი მიგვიყენებია სახელმწიფოსთვის.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს პერიოდი ფორსმაჟორული იყო თხილის ბიზნესისთვის და სახელმწიფოს მხრიდან ეს პროცესები სათანადოდ უნდა ყოფილიყო აღქმული.

ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა შემდეგ გარემოებას, რომ KTW ჯგუფი უკვე 4 წელიწადია დავაშია ფინანსთა სამინისტროსთან 2,5 მილიონი ლარის უკუდაბეგვრის დღგ-ს ჩათვლასთან დაკავშირებით, რომელიც 2015 წლის ივლისიდან რეალურად გადასახადი არ არის. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით საკუთარ ფინანსებზე წვდომა შეუზღუდა. შესაბამისად, როდესაც ერთი სამინისტრო გედავება 1,8 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდაზე და ამასთან, ფინანსთა სამინსიტროს აქვს შენი ვალი და ეს დავა 4 წელია იწელება - მაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რატომ გვაკისრებს ერთი სამინისტრო უსამართლოდ ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, მეორე სამინისტრო კი, გვიბლოკავს კუთვნილ თანხებს.

თუკი ბიზნესი ვერ ახორციელებს პროექტს, სახელმწიფოს მართებს გაერკვეს მიზეზებში და შესაძლებლობების ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციის განხორციელებას, სწორედ ამაშინ მდგომარეობს პროექტის - „აწარმოე საქართველოშის“ არსი. განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა სახელმწიფოს მხრიდან სწორი კომუნიკაციისა და გონივრული ნაბიჯების შედეგად მიიღწევა“- აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

R

ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა

LG საქართველოს ბაზარზე ამყარებს თავის პოზიციებს ადგილობრივ ინვესტიციებსა და პარტნიორობაზე დაყრდნობით

აჭარის გაცოცხლებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავს