პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ამ ქვეყნაში ჩასული ქართველი მუშების საცხოვრებელ პირობებზე?
"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ამ ქვეყნაში ჩასული ქართველი მუშების საცხოვრებელ პირობებზე?

"სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს: ფან­ჯრე­ბი მტკი­ცე­დაა ჩაგ­მა­ნუ­ლი, სი­ნეს­ტეა, ია­ტაკ­ზე და ჭერ­ზე წვე­თე­ბი მო­ჩანს, სან­ტექ­ნი­კა მოშ­ლი­ლია...“, - ასე იწყე­ბა გერ­მა­ნულ გა­ზეთ "ზი­უდ­დო­ი­ჩე ცა­ი­ტუნ­გში" («Süddeutsche Zeitung») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ხენ­დრო და უბე­დუ­რე­ბა“, რო­მელ­შიც გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი (ავ­ტო­რი - კლა­უ­დია ჰენზლე­რი).

"ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ხენ­დროს მო­სავ­ლის ასა­ღე­ბად ფრის­დრის­ჰა­ფენ­ში, ბა­დე­ნის ტბას­თან მდე­ბა­რე ფერ­მა­ში სა­მუ­შა­ოდ მყოფ­მა ქარ­თვე­ლებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, რომ­ლის შე­დე­გად ჩნდე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ 24 ქალს და მა­მა­კაცს საკ­მა­ოდ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი აქვთ.

ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლე­ბის ექ­სპლო­ა­ტა­ცია გერ­მა­ნე­ლი ფერ­მე­რე­ბის მიერ კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბით ხდე­ბო­და და მათ ღირ­სე­უ­ლად არ ექ­ცე­ოდ­ნენ. გერ­მა­ნელ ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ხაზს უს­ვამ­დნენ, რომ ეს მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­აო, მაგ­რამ განა მარ­თლაც ასეა? იქ­ნებ შეც­დო­მე­ბი თვი­თონ სა­მუ­შა­ო­თა სის­ტე­მა­შია?

სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლის სურ­ვი­ლი თით­ქმის 90 ათას­მა ადა­მი­ან­მა გა­ნა­ცხა­და იმ შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა და გერ­მა­ნულ­მა მხა­რე­ებ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, 5 ათა­სი ქარ­თვე­ლი შე­იძ­ლე­ბა და­საქმდეს გერ­მა­ნი­ა­ში რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბის მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა დღე­ვან­დლამ­დე გერ­მა­ნე­ლი ფერ­მე­რე­ბი ამ მხრივ საკ­მაო პა­სი­უ­რო­ბას იჩე­ნენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბა და­ი­წყეს ფრიდ­რიხ­სჰა­ფე­ნის ფერ­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ირ­გვლივ. ხმებ­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩომ­დეც მი­აღ­წია, რო­მელ­მაც ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ა­ში შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს აც­ნო­ბა. ფაქ­ტით და­ინ­ტე­რეს­დნენ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მუ­შე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იკის­რეს - და­ი­წყეს ხელ­ფა­სის გა­დახ­დი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვის სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლა. ფერ­მერ­მა, რო­მელ­თა­ნაც 24 ქარ­თვე­ლი მუ­შა­ობ­და, თავ­და­პირ­ვე­ლად უარ­ყო მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კრი­ტი­კა, თუმ­ცა ახლა მა­ს­მე­დი­ას­თან კონ­ტაქ­ტზე აღარ გა­მო­დის. სოფ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­ა­მოწ­მა ფერ­მა, მფლო­ბელს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის სია წა­რუდ­გი­ნა და გა­მოს­წო­რე­ბის ვადა და­უ­წე­სა. თვი­თონ ქარ­თვე­ლებს კი უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ და­საქ­მე­ბის ად­გი­ლი შე­ეც­ვა­ლათ, რათა უფრო უკე­თე­სი პი­რო­ბებ­ში ეცხოვ­რათ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გან­ხი­ლუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში უცხო­ელ­თა და­საქ­მე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს სა­კი­თხი სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის - რო­გორც ცენ­ტრა­ლუ­რი ფე­დე­რა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში შე­დის და კო­ორ­დი­ნი­რე­ბის დონე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. "უცხო­ე­ლი მუ­შე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის ვერ­ნერ ლან­გენ­ბა­ხე­რის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა სა­კი­თხი ერთი უწყე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში იყოს. მას იმე­დი აქვს, რომ ჩაგ­მა­ნუ­ლი ფან­ჯრე­ბი და მოშ­ლი­ლი სან­ტექ­ნი­კა წარ­სულ­ში დარ­ჩე­ბა“, - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ის და­სას­რულს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bajaglaria
7

Imis magivrad chven qveyanas movtxovot samsaxuri garbixart sad mere pirobebsac itxovt movtxovot chven upatrono qveyanas samsaxuri ras txov germanias shensas ar undixar gwiravs sasikvdilod

muamar kadafi
22

ნაციზმი არ იკურნება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ამ ქვეყნაში ჩასული ქართველი მუშების საცხოვრებელ პირობებზე?

"ხენდრო და უბედურება“ - რას წერს გერმანული გამოცემა ამ ქვეყნაში ჩასული ქართველი მუშების საცხოვრებელ პირობებზე?

"საცხოვრებელი კონტეინერები არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს: ფანჯრები მტკიცედაა ჩაგმანული, სინესტეა, იატაკზე და ჭერზე წვეთები მოჩანს, სანტექნიკა მოშლილია...“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ "ზიუდდოიჩე ცაიტუნგში" («Süddeutsche Zeitung») გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "ხენდრო და უბედურება“, რომელშიც გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობებია გადმოცემული (ავტორი - კლაუდია ჰენზლერი).

"ივნისის დასაწყისში ხენდროს მოსავლის ასაღებად ფრისდრისჰაფენში, ბადენის ტბასთან მდებარე ფერმაში სამუშაოდ მყოფმა ქართველებმა სოციალურ ქსელში ვიდეოები გამოაქვეყნეს, რომლის შედეგად ჩნდება შთაბეჭდილება, რომ 24 ქალს და მამაკაცს საკმაოდ არასახარბიელო ცხოვრების პირობები აქვთ.

ბოლო წლებში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული უცხოელების ექსპლოატაცია გერმანელი ფერმერების მიერ კანონდარღვევებით ხდებოდა და მათ ღირსეულად არ ექცეოდნენ. გერმანელ ფერმერთა ასოციაციაში ხაზს უსვამდნენ, რომ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევებიაო, მაგრამ განა მართლაც ასეა? იქნებ შეცდომები თვითონ სამუშაოთა სისტემაშია?

საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილი თითქმის 90 ათასმა ადამიანმა განაცხადა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ქართულმა და გერმანულმა მხარეებმა ოფიციალურად გააფორმეს. დოკუმენტის თანახმად, 5 ათასი ქართველი შეიძლება დასაქმდეს გერმანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში, თუ ადგილობრივი ფერმერების მოთხოვნა იქნება, თუმცა დღევანდლამდე გერმანელი ფერმერები ამ მხრივ საკმაო პასიურობას იჩენენ.

საქართველოში აქტიურად მსჯელობა დაიწყეს ფრიდრიხსჰაფენის ფერმაში არსებული სიტუაციის ირგვლივ. ხმებმა, ბუნებრივია, თბილისში მდებარე გერმანიის საელჩომდეც მიაღწია, რომელმაც ამის შესახებ გერმანიაში შესაბამის სტრუქტურებს აცნობა. ფაქტით დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებმაც დაზარალებული მუშების იურიდიული უზრუნველყოფა იკისრეს - დაიწყეს ხელფასის გადახდისა და სამედიცინო დაზღვევის საკითხების შესწავლა. ფერმერმა, რომელთანაც 24 ქართველი მუშაობდა, თავდაპირველად უარყო მის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა, თუმცა ახლა მასმედიასთან კონტაქტზე აღარ გამოდის. სოფლის ხელმძღვანელობამ შეამოწმა ფერმა, მფლობელს ნაკლოვანებების სია წარუდგინა და გამოსწორების ვადა დაუწესა. თვითონ ქართველებს კი უფლება მიეცათ დასაქმების ადგილი შეეცვალათ, რათა უფრო უკეთესი პირობებში ეცხოვრათ“, - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში განხილულია გერმანიაში უცხოელთა დასაქმების სისტემაში არსებული ხარვეზები. როგორც ირკვევა, ეს საკითხი სხვადასხვა სტრუქტურების - როგორც ცენტრალური ფედერალური ორგანოების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებაში შედის და კოორდინირების დონე არასახარბიელოა. "უცხოელი მუშების უფლებების საკონსულტაციო ცენტრის ექსპერტის ვერნერ ლანგენბახერის თქმით, აუცილებელია, რომ ყველა საკითხი ერთი უწყების დაქვემდებარებაში იყოს. მას იმედი აქვს, რომ ჩაგმანული ფანჯრები და მოშლილი სანტექნიკა წარსულში დარჩება“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო გათიშული იყო, ჩაირთო

"უნდა მოხდეს მიწის მასის გატანა, კედლის გამაგრება..." - რა წერია პირველად დასკვნაში, რომელიც გეოლოგებმა ლისი-მუხათწყაროს მეწყერთან დაკავშირებით მოამზადეს

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს