პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7-მილიონიანი უძრავი ქონება, მემუარები და პენსია - როგორია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შემოსავლები
7-მილიონიანი უძრავი ქონება, მემუარები და პენსია - როგორია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შემოსავლები

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ქო­ნე­ბას ფლობს. ნა­წი­ლი მისი მე­უღ­ლის, დუ­გ­ლას ემჰო­ფის შე­მო­სავ­ლის წყა­ლო­ბით მოგ­როვ­და

სა­ინ­ტე­რე­სოა, მთავ­რო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის გარ­და, კი­დევ რა შე­მო­სავ­ლე­ბი აქვს ყვე­ლას­თვის უკვე კარ­გად ცნო­ბილ კა­მა­ლა ჰა­რისს?

კა­მა­ლა პირ­ვე­ლი აფ­რი­კე­ლი ამე­რი­კე­ლი და პირ­ვე­ლი აზი­ელ-ამე­რი­კე­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტად მსა­ხუ­რობს. 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გარ­და, მის აქ­ტი­ვებ­ზე ირი­ცხე­ბა ქმარ­თან ერ­თად შე­ძე­ნი­ლი ორი სახ­ლი ლოს-ან­ჟე­ლეს­ში და ვა­შინგტონ­ში, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია და 2 პენ­სია.

ჰა­რი­სი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ინ­დო­ე­ლი და ია­მა­ი­კე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი მშობ­ლე­ბი და­შორ­დნენ. 12 წლის ასაკ­ში, ჰა­რი­სი დას­თან და დე­დას­თან, ძუ­ძუს კი­ბოს მკვლე­ვარ­თან ერ­თად, სა­ცხოვ­რებ­ლად მონ­რე­ალ­ში გა­და­ვი­და. ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, იუ­რი­დი­ულ სკო­ლა­ში შე­სას­ვლე­ლად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­და­ვი­და. 1989 წელს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იგი ალა­მე­დას პრო­კუ­რა­ტუ­რას შე­უ­ერ­თდა. 1998 წელს ჰა­რის­მა მუ­შა­ო­ბა სან-ფრან­ცის­კოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ი­წყო. 2003 წელს კი სან- ფრან­ცის­კოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი გახ­და. მისი გა­და­სა­ხა­დის დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მომ­დევ­ნო წელს ჰა­რის­მა 140 000 დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

2010 წელს ჰა­რი­სი კა­ლი­ფორ­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რა­ზე იყ­რი­და კენ­ჭს, სა­დაც გა­ი­მარ­ჯვა და გახ­და პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი ქალი ის­ტო­რი­ა­ში, ვინც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა.

2014 წელს კა­მა­ლა ემჰოფ­ზე და­ქორ­წინ­და და კი­დევ უფრო გამ­დიდ­რდა. ემჰო­ფი იყო გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ორი შვი­ლის მამა და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მდე­ბა­რე იუ­რი­დი­ულ ფირ­მა Venable-ში და­ვის იუ­რის­ტად მუ­შა­ობ­და. ჰა­რის­თან ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მათი ერ­თობ­ლი­ვი სა­გა­და­სა­ხა­დო დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, მათ სა­ერ­თო აგა­რიშ­ზე წე­ლი­წად­ში 1 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი ფიქ­სირ­დე­ბო­და.

რო­დე­საც ჰა­რის­მა გა­ა­ცხა­და, რომ 2015 წლის აშშ-ის სე­ნატ­ში კენ­ჭის ყრას აპი­რებს, დე­ტა­ლუ­რი ფი­ნან­სურ გა­ნა­ცხად­ში წყვი­ლის სა­ერ­თო ქო­ნე­ბა 3,9 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რამ­დე ფიქ­სირ­დე­ბო­და.

  • კა­მა­ლა ჰა­რი­სის პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბო­და მისი შე­მო­სა­ვა­ლიც

2019 წელს მისი მე­მუ­ა­რე­ბი - Truths We Hold გა­მოქ­ვეყ­ნდა და NPD Bookscan-ის თა­ნახ­მად, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 200 000-ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. რო­გორც მის სა­გა­და­სა­ხა­დო დეკ­ლა­რა­ცი­ებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მან წიგ­ნე­ბი­დან 879 000 აშშ დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის რან­გში ჰა­რი­სი ახლა 230 700 დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, რაც სე­ნა­ტო­რის ხელ­ფას­თა შე­და­რე­ბით 33%-ით მე­ტია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
0

იგი არც აფროამერიკელია, გათხოვებით 50 წლის ასაკში გათხოვდა და არც შვილები ყავს საკუთარი თუმცა უყვარს პოზირება ბავშვებთან ერთად.

&
0

Igi ar aris afro amerikeli, mama iamaikeli hyavs deda indoeli. Pirvelad 50 clis asakshi gatxovda, sakutari shvili arasdros hyolia hshirad pozirebs disshvilebtan an qmris shvilebtan.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

7-მილიონიანი უძრავი ქონება, მემუარები და პენსია - როგორია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შემოსავლები

7-მილიონიანი უძრავი ქონება, მემუარები და პენსია - როგორია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შემოსავლები

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დაახლოებით 7 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს. ნაწილი მისი მეუღლის, დუგლას ემჰოფის შემოსავლის წყალობით მოგროვდა

საინტერესოა, მთავრობაში მუშაობის გარდა, კიდევ რა შემოსავლები აქვს ყველასთვის უკვე კარგად ცნობილ კამალა ჰარისს?

კამალა პირველი აფრიკელი ამერიკელი და პირველი აზიელ-ამერიკელი ქალია, რომელიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტად მსახურობს. 7 მილიონი დოლარის გარდა, მის აქტივებზე ირიცხება ქმართან ერთად შეძენილი ორი სახლი ლოს-ანჟელესში და ვაშინგტონში, რომელთა საერთო ღირებულება 5 მილიონი დოლარია და 2 პენსია.

ჰარისი კალიფორნიაში, ინდოელი და იამაიკელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით მისი მშობლები დაშორდნენ. 12 წლის ასაკში, ჰარისი დასთან და დედასთან, ძუძუს კიბოს მკვლევართან ერთად, საცხოვრებლად მონრეალში გადავიდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იურიდიულ სკოლაში შესასვლელად კალიფორნიაში გადავიდა. 1989 წელს სწავლის დასრულების შემდეგ იგი ალამედას პროკურატურას შეუერთდა. 1998 წელს ჰარისმა მუშაობა სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურატურაში დაიწყო. 2003 წელს კი სან- ფრანცისკოს საოლქო პროკურორი გახდა. მისი გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, მომდევნო წელს ჰარისმა 140 000 დოლარი გამოიმუშავა.

2010 წელს ჰარისი კალიფორნიის გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე იყრიდა კენჭს, სადაც გაიმარჯვა და გახდა პირველი შავკანიანი ქალი ისტორიაში, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა.

2014 წელს კამალა ემჰოფზე დაქორწინდა და კიდევ უფრო გამდიდრდა. ემჰოფი იყო განქორწინებული ორი შვილის მამა და ლოს-ანჯელესში მდებარე იურიდიულ ფირმა Venable-ში დავის იურისტად მუშაობდა. ჰარისთან ქორწინების შემდეგ, მათი ერთობლივი საგადასახადო დეკლარაციების მიხედვით, მათ საერთო აგარიშზე წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი ფიქსირდებოდა.

როდესაც ჰარისმა გააცხადა, რომ 2015 წლის აშშ-ის სენატში კენჭის ყრას აპირებს, დეტალური ფინანსურ განაცხადში წყვილის საერთო ქონება 3,9 მილიონ აშშ დოლარამდე ფიქსირდებოდა.

  • კამალა ჰარისის პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მისი შემოსავალიც

2019 წელს მისი მემუარები - Truths We Hold გამოქვეყნდა და NPD Bookscan-ის თანახმად, შეერთებულ შტატებში 200 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. როგორც მის საგადასახადო დეკლარაციებშია აღნიშნული, მან წიგნებიდან 879 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჰარისი ახლა 230 700 დოლარს გამოიმუშავებს, რაც სენატორის ხელფასთა შედარებით 33%-ით მეტია. წაიკითხეთ სრულად

"ინდური შტამი პირველად დაბალიმუნიტეტიანებს დაერია, მათ, ვინც ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს..." - რას ჰყვება მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის ქართველი ექიმი

საბერძნეთი ახალგაზრდები, რომლებიც კოვიდ 19-ის ვაქცინას გაიკეთებენ, 150 ევროთი დასაჩუქრდებიან

მარშრუტი ოდესიდან ბათუმში:  "რუსული დათვის" გაბრაზების მცდელობა, თუ... - ბრიტანულ სამხედრო გემთან დაკავშირებული რა საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს ავტობუსის გაჩერებაზე?