სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი წნეხი მიდის სასამართლოზე, ხდება მოსამართლეების დემონიზაცია... ბევრი მოსამართლეა შეწუხებული" - მოსამართლეები
"დიდი წნეხი მიდის სასამართლოზე, ხდება მოსამართლეების დემონიზაცია... ბევრი მოსამართლეა შეწუხებული" - მოსამართლეები

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის შე­ფა­სე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ზე პირ­და­პირ ზე­წო­ლა ხდე­ბა, რის გა­მოც ძა­ლი­ან ბევ­რი მო­სა­მარ­თლეა შე­წუ­ხე­ბუ­ლი.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, „დე­და­მი­წის ზურ­გზე ვე­რა­ვინ იტყვის“, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წარ­დგე­ნით იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ კა­ნო­ნი და­არ­ღვია.

„სა­სა­მარ­თლო­ზე პირ­და­პირ ზე­წო­ლა ხდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ამის გამო ძა­ლი­ან ბევ­რი მო­სა­მარ­თლეა შე­წუ­ხე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ვიკ­რი­ბე­ბით სა­სა­მარ­თლო კორ­პუ­სი. ვე­რა­ვინ იტყვის დე­და­მი­წის ზურ­გზე, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ, რო­დე­საც წა­რად­გი­ნა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, კა­ნო­ნი და­არ­ღვია. პარ­ლა­მენ­ტი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნო და პარ­ლა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო და სა­სა­მარ­თლო კორ­პუ­სი ვალ­დე­ბუ­ლია, კა­ნო­ნი შე­ას­რუ­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით კი, "უს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს რომ კან­დი­და­ტე­ბი არ წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ეს კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბო­და. მისი შე­ფა­სე­ბით, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში მო­სა­მარ­თლე­თა შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი ისაა, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე ყვე­ლა მხრი­დან წნე­ხი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ძა­ლი­ან დიდი წნე­ხი მი­დის სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე ყვე­ლა მხრი­დან, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მე­ბის გამო, გა­და­წყვი­ტა მთლი­ა­ნად სა­სა­მარ­თლო კორ­პუს­მა და სის­ტე­მამ, რომ დღეს შე­ვიკ­რი­ბოთ, ვიმ­სჯე­ლოთ ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იუს­ტი­ცი­ის უმღლეს საბ­ჭოს რომ კან­დი­და­ტე­ბი არ წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, ეს კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვა იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და შენ­გე­ლი­ამ.

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ ნინო ქა­და­გი­ძე კი აცხა­დებს, რომ "მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დე­მო­ნი­ზა­ცია ხდე­ბა და ეს თი­თო­ე­უ­ლი მო­სა­მარ­თლის ღირ­სე­ბა­ზე გა­დის".

რო­გორც ქა­და­გი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია ხდე­ბა, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დე­მო­ნი­ზა­ცია, რაც თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ღირ­სე­ბა­ზე გა­დის.

„ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­სა­მარ­თლოს­თან მი­მარ­თე­ბით ძა­ლი­ან მძი­მე ტენ­დენ­ცი­ე­ბი გან­ვი­თარ­და. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ბი­ლი­ზა­ცია სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­აღ­მდეგ, მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დე­მო­ნი­ზა­ცია ხდე­ბა და ეს თი­თო­ე­უ­ლი მო­სა­მარ­თლის ღირ­სე­ბა­ზე გა­დის.

ბოლო კვლე­ვებ­მა ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­სა­მარ­თლოს ენ­დო­ბა, სა­სა­მარ­თლოს სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რე­სი, მიღ­წე­ვე­ბი აქვს. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვარ­წმუ­ნო, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ სა­სა­მარ­თლო იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, რომ თქვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას თქვენს შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც ხე­ლის ცე­ცე­ბის უფ­ლე­ბა არა­ვის არ ექ­ნე­ბა.

ყვე­ლა პი­რო­ბას, რა­საც მე დავ­დებ ერის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და­ვი­ცავ! ჩვენ ან­გა­რი­ში გა­ვუ­წი­ეთ, უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კო­სებს და­ვე­ლო­დეთ ცვლი­ლე­ბებს და არც ერთი სა­კი­თხი, არც ერთი ნორ­მა არ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი იქ­ნას, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ არ და­იც­ვა. ჩვენ არ გვქონ­და რა­ი­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო მე­ქა­ნიზ­მი, ჩამ­კე­ტი ბერ­კე­ტი, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­სებს შე­ა­ჩე­რებ­და. ახლა უკვე ბურ­თი პარ­ლა­მენ­ტის მო­ე­დან­ზე, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პარ­ლა­მენ­ტში არი­ან უკვე შემ­დე­გი მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა სა­მარ­თლებ­რი­ვი, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­სა­მარ­თლო­ში სხვა მო­საზ­რე­ბე­ბია, მარ­თლა ხდე­ბა რა­ღაც ჩვენს მიღ­მა, რა­საც ჩვენ ვერ ვხვდე­ბით. ცოტა ძნე­ლია ზედა, თავ­მჯდო­მა­რის გად­მო­სა­ხე­დი­დან პრობ­ლე­მე­ბი და­ი­ნა­ხო, მაგ­რამ თუ რო­მე­ლი­მე კო­ლე­გას რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა ექ­ნე­ბა, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ეს სა­ჯა­როდ მო­მეს­მი­ნა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ ნინო ქა­და­გი­ძემ.

იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში მო­სა­მარ­თლე­თა შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც მო­სა­მარ­თლე­ე­ბი სა­სა­მარ­თლოს გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მსჯე­ლო­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის 9-კა­ცი­ა­ნი სია წა­რუდ­გი­ნა. წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბი არი­ან: გი­ორ­გი გო­გი­აშ­ვი­ლი, გოჩა აბუ­სე­რი­ძე, ლე­ვან თევ­ზა­ძე, ქე­თე­ვან მეს­ხიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი შავ­ლი­აშ­ვი­ლი, რე­ვაზ ნა­და­რა­ია, ბი­ძი­ნა სტუ­რუა, ეკა ზარ­ნა­ძე და ლაშა ქო­ჩი­აშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინესა
121

ნაცები და არასამთავრობოები მაგ ,,კლანს" ვერ ამჩნევდნენ, როცა თვითონ სჭირდებოდათ. ახლა კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ქვეყანას რამენაირად რეპუტაცია შეურყიონ და ხალხს რწმენა დაუკარგონ. წარამარა კლანის ძახილით, წესიერ მოსამართლეებსაც ხომ აყენებენ შეურაცხყოფას, თუ ეს არ ადარდებთ?

!!!
0

წნეხი ეგეთი არ უნდა>>>>>>>>>>>>>>>

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"დიდი წნეხი მიდის სასამართლოზე, ხდება მოსამართლეების დემონიზაცია... ბევრი მოსამართლეა შეწუხებული" - მოსამართლეები

"დიდი წნეხი მიდის სასამართლოზე, ხდება მოსამართლეების დემონიზაცია... ბევრი მოსამართლეა შეწუხებული" - მოსამართლეები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის შეფასებით, სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, რის გამოც ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „დედამიწის ზურგზე ვერავინ იტყვის“, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონი დაარღვია.

„სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, შესაბამისად, ამის გამო ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. აქედან გამომდინარე, შევიკრიბებით სასამართლო კორპუსი. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კანონი დაარღვია. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი ვალდებულია, კანონი შეასრულოს“, - განაცხადა მურუსიძემ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შენგელიას განცხადებით კი, "უსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ კანდიდატები არ წარედგინა საქართველოს პარლამენტში, ეს კანონის უხეში დარღვევა იქნებოდა. მისი შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრის მიზანი ისაა, რომ სასამართლო სისტემაზე ყველა მხრიდან წნეხი მიმდინარეობს.

„ძალიან დიდი წნეხი მიდის სასამართლო სისტემაზე ყველა მხრიდან, ყველა მიმართულებით. სწორედ ამ პრობლემების გამო, გადაწყვიტა მთლიანად სასამართლო კორპუსმა და სისტემამ, რომ დღეს შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ ამ თემებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმღლეს საბჭოს რომ კანდიდატები არ წარედგინა საქართველოს პარლამენტში, ეს კანონის უხეში დარღვევა იქნებოდა“, - განაცხადა შენგელიამ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძე კი აცხადებს, რომ "მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს თითოეული მოსამართლის ღირსებაზე გადის".

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, სასამართლოს წინააღმდეგ საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია ხდება, ასევე მიმდინარეობს მოსამართლეების დემონიზაცია, რაც თითოეული მათგანის ღირსებაზე გადის.

„ამ ბოლო პერიოდში სასამართლოსთან მიმართებით ძალიან მძიმე ტენდენციები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფაქტობრივად ხდება საზოგადოების ფსიქოლოგიური მობილიზაცია სასამართლოს წინააღმდეგ, მოსამართლეების დემონიზაცია ხდება და ეს თითოეული მოსამართლის ღირსებაზე გადის.

ბოლო კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლოს ენდობა, სასამართლოს სერიოზული პროგრესი, მიღწევები აქვს. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, რომ თქვენს მომავალ თაობას თქვენს შვილებს, შვილიშვილებს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. მართლმსაჯულება, რომელშიც ხელის ცეცების უფლება არავის არ ექნება.

ყველა პირობას, რასაც მე დავდებ ერის და საზოგადოების წინაშე დავიცავ! ჩვენ ანგარიში გავუწიეთ, უბრალოდ, პოლიტიკოსებს დაველოდეთ ცვლილებებს და არც ერთი საკითხი, არც ერთი ნორმა არ შეიძლება ვინმეს მიერ დასახელებული იქნას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ დაიცვა. ჩვენ არ გვქონდა რაიმე საკანონმდებლო მექანიზმი, ჩამკეტი ბერკეტი, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებდა. ახლა უკვე ბურთი პარლამენტის მოედანზე, პოლიტიკოსები პარლამენტში არიან უკვე შემდეგი მათი დამოკიდებულება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

შესაძლებელია სასამართლოში სხვა მოსაზრებებია, მართლა ხდება რაღაც ჩვენს მიღმა, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით. ცოტა ძნელია ზედა, თავმჯდომარის გადმოსახედიდან პრობლემები დაინახო, მაგრამ თუ რომელიმე კოლეგას რაღაც განსხვავებული მოსაზრება ექნება, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საჯაროდ მომესმინა. საბედნიეროდ, ასეთი მოსაზრებები არ არის“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

ოზურგეთში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში საბაგიროს თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

"იქნება აქციები, არ გავჩერდებით" - ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული 13 პირის ოჯახის ახლობლებმა მაგისტრალი გადაკეტეს, რასაც ხმაური მოჰყვა