პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს
ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უხეშ­მა ჩა­რე­ვამ ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში გა­და­ა­შე­ნა ან გა­და­შე­ნე­ბის პი­რამ­დე მი­იყ­ვა­ნა უამ­რა­ვი უნი­კა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დი. გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი გლო­ბა­ლუ­რად უდი­დეს ზი­ანს აყე­ნებს ეკო­სის­ტე­მას, ბუ­ნე­ბის ბა­ლან­სის რღვე­ვა კი ძა­ლი­ან ძვი­რად უჯ­დე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბას. გარ­და ამი­სა, გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ ყვე­ლა ერ­თად დაგ­ვა­ფიქ­რა, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია დე­და­ბუ­ნე­ბა და რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მას­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

"გა­მოღ­ვი­ძე­ბა“ სო­ცი­ა­ლუ­რად სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც შეგ­ვახ­სე­ნებს გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

"ჩვენ შე­ვეც­დე­ბით ვაჩ­ვე­ნოთ ადა­მი­ა­ნებს, რა სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა - რო­გორ შეგ­ვიძ­ლია განვვი­თარ­დეთ, გა­დავ­დგათ ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ისე, რომ ბუ­ნე­ბას მი­ნი­მა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნოთ“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

2021 წლის ზა­ფხულ­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთა­ვა­რი ლო­კა­ცია მუ­სი­კოს­თა პარ­კი და მისი მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე- "სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცე“ იქ­ნე­ბა.

რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ზე გათ­ვლი­ლი კამ­პა­ნია მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებს, მუ­სი­კა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და ეკო­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვებს, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბი.

კამ­პა­ნი­ის კულ­მი­ნა­ცია კი იქ­ნე­ბა “ბლექ სი არე­ნას” სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტი, 40-წუ­თი­ა­ნი აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი შოუ, რო­მე­ლიც 28 აგ­ვის­ტოს შეკ­ვე­თი­ლის მუ­სი­კოს­თა პარკში გა­ი­მარ­თე­ბა.

ემ­ბი­ენ­თის, პროგ­რე­სივ რო­კის, ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის და ფენ­ტე­ზის ელე­მენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას ქმნი­ან.

ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ეკო-ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და კამ­პა­ნი­ე­ბი ყვე­ლა სეგ­მენ­ტსა და ასაკ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. პარ­კის ვი­ზი­ტო­რებს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლე­ბე­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, კონ­კრე­ტუ­ლი ხელ­სა­წყო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მო­უს­მი­ნონ მცე­ნა­რე­ებს. ეს ხელ­სა­წყო კი, ამ პრო­ექ­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბის უნი­ვერ­სა­ლურ ენას ყვე­ლას გა­ა­გე­ბი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

წლების განმავლობაში ადამიანის უხეშმა ჩარევამ ველურ ბუნებაში გადააშენა ან გადაშენების პირამდე მიიყვანა უამრავი უნიკალური ინდივიდი. გაუცნობიერებელი ქმედებები გლობალურად უდიდეს ზიანს აყენებს ეკოსისტემას, ბუნების ბალანსის რღვევა კი ძალიან ძვირად უჯდება კაცობრიობას. გარდა ამისა, გლობალურმა პანდემიამ ყველა ერთად დაგვაფიქრა, რამდენად ძვირფასია დედაბუნება და რა მნიშვნელოვანია მასზე ზრუნვა ჩვენი კეთილდღეობისთვის.

"გამოღვიძება“ სოციალურად სასარგებლო პროექტია, რომელიც შეგვახსენებს გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას.

"ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ადამიანებს, რა სარგებლის მომტანია ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრება - როგორ შეგვიძლია განვვითარდეთ, გადავდგათ ახალი ნაბიჯები ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მივაყენოთ“, - აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.

2021 წლის ზაფხულში, პროექტის ფარგლებში გამართული სხვადასხვა ღონისძიებების მთავარი ლოკაცია მუსიკოსთა პარკი და მისი მულტიფუნქციური სივრცე- "სოციალური სივრცე“ იქნება.

რამდენიმე კვირაზე გათვლილი კამპანია მოიცავს სხვადასხვა პროექტებს, მუსიკალურ ღონისძიებებს და ეკოინიციატივებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები.

კამპანიის კულმინაცია კი იქნება “ბლექ სი არენას” საავტორო პროექტი, 40-წუთიანი აუდიოვიზუალური შოუ, რომელიც 28 აგვისტოს შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიმართება.

ემბიენთის, პროგრესივ როკის, ელექტრონული მუსიკის და ფენტეზის ელემენტები ერთმანეთთან თანხვედრით ძალიან საინტერესო მუსიკალურ გამოცდილებას ქმნიან.

ზემოთ ხსენებული ეკო-ინიციატივები და კამპანიები ყველა სეგმენტსა და ასაკზე იქნება მორგებული. პარკის ვიზიტორებს უნიკალური შესაძლებელობა ეძლევათ, კონკრეტული ხელსაწყოების საშუალებით, მოუსმინონ მცენარეებს. ეს ხელსაწყო კი, ამ პროექტების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც ბუნების უნივერსალურ ენას ყველას გააგებინებს.

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში