პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე
რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი დბა­რი, პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ას რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დელ ნა­რა­ტივს იმე­ო­რებს და აცხა­დებს, რომ "შსს" ქურ­დულ სამ­ყა­როს ლი­დე­რებს აკონ­ტრო­ლებს.

"საქ­მე ეხე­ბა, რო­გორც იმ კრი­მი­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­რე­დან აგ­ვა­რე­ბენ საქ­მე­ებს, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვებს" - აცხა­დებს დბა­რი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დის გა­მო­ცო­ცხლე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის და­წყე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რად­გან რო­დე­საც სჭირ­დე­ბათ, მათ დახ­მა­რე­ბა­ზე თა­ვა­დაც არ ამ­ბო­ბენ უარს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი ინალ ხა­ში­გი თა­ვის პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში წერს, რომ მათი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ბიჭ­ვინ­თის ელი­ტურ პან­სი­ო­ნატ "Самшитовая роща"-ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რივ­მა დმიტ­რი ფი­ლი­ამ ორ რუს ტუ­რისტს გო­გო­ნას გამო წა­მო­წყე­ბუ­ლი კამ­თი­სას ეს­რო­ლა და დაჭ­რა.

"ამ ფაქ­ტმა რუ­სულ მე­დი­ა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი აგ­რე­სია და ან­ტი­პი­ა­რი გა­მო­იწ­ვია... ბჟა­ნი­ამ საქ­მე პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა, შს მი­ნის­ტრი კი, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბი­სათ­ვის კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და..." - წერს ხა­ში­გი.

თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ფი­ლია კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­ჯე­ლის ნაც­ვლად პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლით გა­მო­ვა, რო­გორც ეს აქამ­დე არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა. გა­აჩ­ნია ვინ ჩა­ე­რე­ვა მის საქ­მე­ში, რად­გან აფხა­ზეთ­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ტრი­უმ­ფი დგე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი გა­რე­დან ფული არ წა­მო­ვი­და...

"ჩვენ­თან აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია ასე­თი მე­თო­დე­ბი - სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია ექი­მის­გან ყალ­ბი ცნო­ბა იყი­დო, თით­ქოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი მძი­მე ჯანრმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, კვდე­ბა და სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცია, ოღონდ სა­ზღვარ­გა­რეთ კლი­ნი­კა­ში. ჰოდა, ის თა­ვი­სუ­ფა­ლია, თან იმ პი­რო­ბით, რომ ცხოვ­რე­ბის სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლია... ან რა­ღაც თან­ხის თა­ნახ­მად, სუ­ლაც შე­უ­თან­ხმდე ცი­ხის ხელმღვა­ნე­ლო­ბას და გაქ­ცე­ვის იმი­ტა­ცი­ას მო­უ­წყო­ბენ" - მი­აჩ­ნია ხა­შიგს.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა riafan.ru-ს ცნო­ბით, ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტი ჰპირ­დე­ბა რუს ტუ­რის­ტებს უსაფრ­თხო გა­რე­მოს, თუმ­ცა წლის ბო­ლოს იღე­ბენ სტა­ტის­ტი­კას, რამ­დე­ნი რუსი ტუ­რის­ტი და­ა­ყა­ჩა­ღეს, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და მოკ­ლეს აფხა­ზეთ­ში სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"2015 წელს, სო­ხუმ­ში რუსი ტუ­რის­ტი ვლა­დის­ლავ კერ­პო­ვი მოკ­ლეს, უფრო ადრე, აფხაზ­მა კრი­მი­ნა­ლებ­მა ეს­რო­ლეს რუ­სე­თის ვიცე-კონ­სულს დმიტ­რი ვი­შერ­ნევს, რო­მე­ლიც ცოლ­თან ერ­თად იყო... რუ­სე­თის არა­სა­ხე­ლი­სუფ­ლებ­ლო მე­დი­ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მო­ი­ძი­ეს მათი საქ­მე­ე­ბი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა დამნშა­ვის უკან, აფხა­ზი კრი­მი­ნა­ლე­ბი იდ­გნენ. შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ან ძა­ლი­ან მალე შე­ი­წყა­ლეს, ან ყალ­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას პირ­და­პირ მოს­თხო­ვეს, მი­უ­თი­თეს დამ­ნა­შა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მა­ნაც შე­ას­რუ­ლა" - წერს გა­მო­ცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ რუ­სუ­ლი მე­დი­ის ან­ტი­ა­ფხა­ზუ­რი დარ­ყტ­მე­ბი კი­დევ ერთ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა - აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო არ აპი­რებს რუ­სეთს გა­დას­ცეს ე.წ. კრი­მი­ნა­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტის ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვის, იგი­ვე "ია­პონ­ჩი­კის" მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი.

ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვი, იგი­ვე "ია­პონ­ჩი­კი"

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნონ­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ას იშ­ვე­ლი­ებს და უარს ამ­ბობს და­ა­კა­ვოს და მოს­კოვს გა­დას­ცეს ე.წ. კრი­მი­ნა­ლე­ბი ას­ტა­მურ ბუთ­ბა და ნუგ­ზარ პა­პა­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, ორი­ვე მათ­განს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვთ და მათი რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა კა­ნონ­დარ­ღვე­ვა სუ­ლაც არ არის...

Интерфакс -ის ცნო­ბით, "ია­პონ­ჩი­კის" მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ბუთ­ბამ და პა­პა­ვამ რუ­სე­თი და­ტო­ვეს, რად­გან მათ­ზე ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, 2009 წლის 28 ივ­ლისს, ბუთ­ბამ სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნი­დან ეს­რო­ლა "ია­პონ­ჩიკს", რო­დე­საც ის მოს­კო­ვის ერთ-ერთი რეს­ტორ­ნი­დან გა­მო­დი­ო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­პა­ვაც ბუთ­ბას­თან ერ­თად მოქ­მე­დებ­და.

აფხა­ზე­ბის ცნო­ბით, საქ­მის სიმწვა­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ბუთ­ბა და პა­პა­ვა, აფხა­ზეთ­ში უსაფრ­თხოდ გა­ნაგ­რძო­ბენ ცხოვ­რე­ბას, რაც მათი გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვებს არ სჯე­რათ, რომ ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი თუნ­დაც მხო­ლოდ ერთ, რაულ ბარცბა­სა და მის კლანს უკან და­ა­ხე­ვი­ნებს. მათი გავ­ლე­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი, მათი სა­სახ­ლე­ე­ბი და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო ად­გი­ლობ­რივ ახალ­გაზ­რდებ­ში ძალ­ზე რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლია.

"ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა სამ­ყა­რომ ერთი თა­ო­ბა წაგ­ვარ­თვა... რო­დე­საც უყუ­რე­ბენ, რო­გორც მი­დი­ან ჩვე­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მათ გა­ლა­ვან­შე­მორ­ტყმულ სახ­ლებ­თან, რო­გორც ამე­რი­კულ ფილ­მებ­შია, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ იმ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვდნენ" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ა­ნა გაბ­ნია.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ბოლო წლებ­ში მკვლე­ლო­ბის და გა­ტა­ცე­ბის 128 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მათ­გან 7 შემ­თხვე­ვა მხო­ლოდ 2021 წელს მოხ­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
35

იაპონჩიკი ის არის ხომ, სინამდვილეში რომ ცოცხალია და რუსეთის პატრიარქია :))))

унн
42

მასე სტალინი და ჰიტლერიც არიოან ცოცხლები მარა არ იმალებიან... ჯაფარიძე გირჩოვიჩი და შალვა ნათელიჩი,რომელი რომელია თქვენ გაარკვიეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი დიმიტრი დბარი, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას რამდენიმე დღის წინანდელ ნარატივს იმეორებს და აცხადებს, რომ "შსს" ქურდულ სამყაროს ლიდერებს აკონტროლებს.

"საქმე ეხება, როგორც იმ კრიმინალებს, რომლებიც გარედან აგვარებენ საქმეებს, ასევე ადგილობრივებს" - აცხადებს დბარი.

ადგილობრივების თქმით, ბჟანია-ანქვაბის გუნდის გამოცოცხლება ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირდება და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება, რადგან როდესაც სჭირდებათ, მათ დახმარებაზე თავადაც არ ამბობენ უარს.

ადგილობრივი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი თავის პუბლიკაციაში წერს, რომ მათი გააქტიურება ბიჭვინთის ელიტურ პანსიონატ "Самшитовая роща"-ში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც ადგილობრივმა დმიტრი ფილიამ ორ რუს ტურისტს გოგონას გამო წამოწყებული კამთისას ესროლა და დაჭრა.

"ამ ფაქტმა რუსულ მედიაში წარმოუდგენელი აგრესია და ანტიპიარი გამოიწვია... ბჟანიამ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, შს მინისტრი კი, იარაღის უკანონო ტარებისათვის კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა..." - წერს ხაშიგი.

თუმცა, ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ფილია კანონით გათვალისწინებული სასჯელის ნაცვლად პირობითი სასჯელით გამოვა, როგორც ეს აქამდე არაერთხელ მომხდარა. გააჩნია ვინ ჩაერევა მის საქმეში, რადგან აფხაზეთში სამართლიანობის ტრიუმფი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გარედან ფული არ წამოვიდა...

"ჩვენთან აპრობირებულია ასეთი მეთოდები - სრულიად შესაძლებელია ექიმისგან ყალბი ცნობა იყიდო, თითქოს მსჯავრდებული მძიმე ჯანრმთელობის მდგომარეობის გამო, კვდება და სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, ოღონდ საზღვარგარეთ კლინიკაში. ჰოდა, ის თავისუფალია, თან იმ პირობით, რომ ცხოვრების სხვა ქვეყანაში გაგრძელება შეუძლია... ან რაღაც თანხის თანახმად, სულაც შეუთანხმდე ციხის ხელმღვანელობას და გაქცევის იმიტაციას მოუწყობენ" - მიაჩნია ხაშიგს.

რუსული გამოცემა riafan.ru-ს ცნობით, ყველა პრეზიდენტი ჰპირდება რუს ტურისტებს უსაფრთხო გარემოს, თუმცა წლის ბოლოს იღებენ სტატისტიკას, რამდენი რუსი ტურისტი დააყაჩაღეს, გააუპატიურეს და მოკლეს აფხაზეთში სეზონის განმავლობაში.

"2015 წელს, სოხუმში რუსი ტურისტი ვლადისლავ კერპოვი მოკლეს, უფრო ადრე, აფხაზმა კრიმინალებმა ესროლეს რუსეთის ვიცე-კონსულს დმიტრი ვიშერნევს, რომელიც ცოლთან ერთად იყო... რუსეთის არასახელისუფლებლო მედიის ჟურნალისტებმა გამოიძიეს მათი საქმეები და აღმოჩნდა, რომ ყველა დამნშავის უკან, აფხაზი კრიმინალები იდგნენ. შესაბამისად, საქმის შემსრულებლები ან ძალიან მალე შეიწყალეს, ან ყალბი სამედიცინო ცნობის საფუძველზე ციხიდან გაათავისუფლეს. იყო შემთხვევა, როდესაც ციხის ადმინისტრაციას პირდაპირ მოსთხოვეს, მიუთითეს დამნაშავის გათავისუფლება და მანაც შეასრულა" - წერს გამოცემა.

ადგილობრივები ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსული მედიის ანტიაფხაზური დარყტმები კიდევ ერთ ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო არ აპირებს რუსეთს გადასცეს ე.წ. კრიმინალის ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე "იაპონჩიკის" მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

ვიაჩესლავ ივანკოვი, იგივე "იაპონჩიკი"

აფხაზები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ადგილობრივი პროკურატურა კანონსა და კონსტიტუციას იშველიებს და უარს ამბობს დააკავოს და მოსკოვს გადასცეს ე.წ. კრიმინალები ასტამურ ბუთბა და ნუგზარ პაპავა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარის მტკიცებით, ორივე მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და მათი რუსეთისთვის გადაცემა კანონდარღვევა სულაც არ არის...

Интерфакс -ის ცნობით, "იაპონჩიკის" მკვლელობის შემდეგ, ბუთბამ და პაპავამ რუსეთი დატოვეს, რადგან მათზე ძებნა იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, 2009 წლის 28 ივლისს, ბუთბამ სნაიპერული შაშხანიდან ესროლა "იაპონჩიკს", როდესაც ის მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნიდან გამოდიოდა. გამოძიების ინფორმაციით, პაპავაც ბუთბასთან ერთად მოქმედებდა.

აფხაზების ცნობით, საქმის სიმწვავის მიუხედავად, ბუთბა და პაპავა, აფხაზეთში უსაფრთხოდ განაგრძობენ ცხოვრებას, რაც მათი გავლენიანი მფარველის დამსახურებაა.

შესაბამისად, ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ ბჟანია-ანქვაბის გუნდი თუნდაც მხოლოდ ერთ, რაულ ბარცბასა და მის კლანს უკან დაახევინებს. მათი გავლენები წლების განმავლობაში დამკვიდრებული სახელები, მათი სასახლეები და პრივილეგიების გათვალისწინებით ე.წ. ქურდული სამყარო ადგილობრივ ახალგაზრდებში ძალზე რომანტიზებულია.

"ამ დანაშაულებრივმა სამყარომ ერთი თაობა წაგვართვა... როდესაც უყურებენ, როგორც მიდიან ჩვენი მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა თანამდებობის პირები მათ გალავანშემორტყმულ სახლებთან, როგორც ამერიკულ ფილმებშია, ყველაფერს აკეთებენ, რომ იმ სამყაროში მოხვდნენ" - წერს ადგილობრივი დიანა გაბნია.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, ბოლო წლებში მკვლელობის და გატაცების 128 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7 შემთხვევა მხოლოდ 2021 წელს მოხდა.

"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

სომხეთი აზერბაიჯანს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნის პროვოცირებაში ადანაშაულებს, აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს

"ძალიან ცუდი სტატისტიკაა... ინფიცირებულთა შორის უამრავი ბავშვია, რომელთაც ვირუსი მძიმე ფორმებში გადააქვთ" - აფხაზეთსა და ცხინვალში "ინდური შტამი" გამოჩნდა