პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"
როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"

ალ­ბათ, გახ­სოვთ, ამ ცოტა ხნის წინ რომ დავ­წე­რეთ ქარ­თულ-ბრი­ტა­ნულ კოპ­რო­დუქ­ცი­ა­ზე, კი­ნო­ფილმზე - "ბე­ბია, ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით“, რომ­ლის საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა რო­ტერ­და­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა და - დიდი წარ­მა­ტე­ბი­თაც. ახ­ლა­ხან ფილ­მის პრე­მი­ე­რა მო­ე­წყო მოს­კოვ­ში და სწო­რედ რუ­სულ პრე­სა­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­ვი­ტყვეთ მას­ზე. "ბე­ბია, ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით“ სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტია რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის მწერ­ლი­სა და მხატ­ვრის­თვის - ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სის­თვის, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს, მი­სი­ვე და­წე­რი­ლია სცე­ნა­რიც. ფილ­მი შავ-თეთ­რია და გა­და­ღე­ბუ­ლია ქარ­თულ ენა­ზე. მას­ში გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფიც ქარ­თუ­ლია და - სა­შემ­სრუ­ლებ­ლოც. რე­ჟი­სორ­მა ფილმში გა­და­ი­ღო ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი: ანას­ტა­სია დე­ვიდსო­ნი, ანა ჩი­რა­ძე, ალექ­სან­დრე გლურ­ჯი­ძე, ნა­ტუ­კა გუ­ლი­საშ­ვი­ლი, გუ­ლი­კო გურ­გე­ნი­ძე, ანუ­შა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, თაკო აბა­ში­ძე და სხვ.

ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ - სა­მეგ­რე­ლო­ში ვი­თარ­დე­ბა და ძველ ტრა­დი­ცი­ას შე­ე­ხე­ბა. ფილმში მო­თხრო­ბი­ლია ერთი პრო­ვინ­ცი­უ­ლი ოჯა­ხის ამ­ბა­ვი. მის ანო­ტა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "გარ­და­იც­ვლე­ბა ბე­ბია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან თა­ვი­სე­ბუ­რი და მკაც­რი ქალი იყო. იგი ისეთ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კვალს ტო­ვებს, რო­მე­ლიც სა­ა­ქა­ო­სა და სა­ი­ქი­ოს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს, რათა ყვე­ლას ახ­სოვ­დეს, ვინ არის, სა­ი­დან მო­დის, რის­თვის ცო­ცხლობს და ცხოვ­რობს... ფილ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია შვი­ლიშ­ვი­ლი - არი­ად­ნა (სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მის ბე­ბი­ას მე­დეა ჰქვია), რო­მელ­საც ბავ­შო­ბა­ში ძა­ლი­ან ეში­ნო­და მკაც­რი ბე­ბი­ის. ამ­ჯა­მად იგი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობს, მო­დე­ლია და გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის­თვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად ევ­რო­პი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა... ფილმში 21-ე სა­უ­კუ­ნის იდე­ო­ლო­გია უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის და ქა­ლიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ეკ­რან­ზე ძვე­ლი ტრა­დი­ცია ცო­ცხლდე­ბა... მას, რო­გორც ოჯა­ხის უმ­ცროს წევ­რს, ბე­ბი­ის სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი წე­სის შეს­რუ­ლე­ბას და­ა­ვა­ლე­ბენ - სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, სა­დაც ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა, სოფ­ლის სა­საფ­ლა­ომ­დე უნდა გა­ჭი­მოს ძაფი, რატა ბე­ბი­ის სული ცხედ­რის კვალს მიჰ­ყვეს. ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ, მისი აზ­რით, მოძ­ვე­ლე­ბულ ტრა­დი­ცი­ას, მაგ­რამ ბე­ბია იმ ქვეყ­ნი­და­ნაც კი კარ­ნა­ხობს შვი­ლიშ­ვილს, რომ და­ვა­ლე­ბა უნდა შე­ას­რუ­ლოს...“

ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სი

რე­ჟი­სო­რი ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სი ამ­ბობს, რომ იგი კარ­გად იც­ნობს სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თუ­ლი კი­ნოს დი­დე­ბულ ტრა­დი­ცი­ებს და და­ურ­თავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მი­თი­უ­რი ად­გი­ლია, სა­დაც ერ­თდრო­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნა­ხო ადა­მი­ა­ნის წარ­სუ­ლი, აწ­მყო და მო­მა­ვა­ლი. სწო­რედ ამი­ტომ შე­არ­ჩია მან ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად ეს ქვე­ყა­ნა და გან­მარ­ტავს, რომ სა­ი­ქი­ო­სა და სა­ა­ქა­ოს ამ­გვა­რად და­კავ­ში­რე­ბის კად­რე­ბი რე­ა­ლურ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს: სა­მეგ­რე­ლო­ში არის ტრა­დი­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნის სული გარ­დაც­ვლილს აუ­ცი­ლებ­ლად თან უნდა გაჰ­ყვეს და ამა­ში მას გა­ჭი­მუ­ლი ძაფი ეხ­მა­რე­ბაო...

"ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. 7 წლის ვი­ყა­ვი, თე­ატ­რა­ლურ კურ­სებ­ზე რომ შე­მიყ­ვა­ნეს და, მახ­სოვს, უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი. ეს ფილ­მი კი - "ბე­ბია, ჩემი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით“ ჩემი დე­ბი­უ­ტი არის კი­ნო­ში და ამან კი­დევ უფრო დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­მი­ტა­ნა“, - მი­თხრა ფილმში მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟის - არი­ად­ნას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, 17 წლის ჟღალ­თმი­ან­მა ლა­მაზ­მა გო­გო­ნამ - ანას­ტა­სია დე­ვიდსონ­მა. ვიდ­რე გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, გვა­რი­დან და არა­ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უცხო­ე­ლი მე­გო­ნა, ნა­წი­ლობ­რივ, ასეც აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ანას­ტა­სია ნამ­დვი­ლად ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, სწავ­ლობს და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "ნა­ტა­ლის“ მო­დე­ლიც გახ­ლავთ.

- რო­გორ და სად აღ­მო­გა­ჩი­ნა რე­ჟი­სორ­მა?

- მე­სა­მე წე­ლი­წა­დია, რაც "ნა­ტა­ლის“ მო­დე­ლი ვარ. პირ­ვე­ლად კი 15 წლის ასაკ­ში, სწო­რედ იმ დღეს გა­მო­მიყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის "ფე­შენ უიკ­ზე“, რო­დე­საც მას ფილ­მის რე­ჟი­სო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სი და­ეს­წრო. თურ­მე, თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მის­თვის შემ­სრუ­ლებ­ლებს ეძებ­და. მა­ნამ­დე არც არა­ვინ ჰყო­ლია შერ­ჩე­უ­ლი და იქ მე მო­ვე­წო­ნე, თა­ნაც მთა­ვა­რი გმი­რის რო­ლის­თვის. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რო­გორ გა­მი­მარ­თლა? ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ მი­თხრა, რო­გორც კი და­გი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ არი­ად­ნას რო­ლის­თვის იდე­ა­ლუ­რი ტი­პა­ჟი იყა­ვიო.

- ქას­თინ­გი არ მო­ე­წყო?

- დიახ, მო­ე­წყო, მაგ­რამ არა - ჩემს შემ­თხვე­ვა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­ჟი­სორს მარ­თლაც ერთი ნახ­ვით მო­ვე­წო­ნე და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი აღარც უძებ­ნია.

- გა­მო­დის, რომ ორ­მა­გი დე­ბი­უ­ტიც კი გქონ­და - სა­მო­დე­ლო და სამ­სა­ხი­ო­ბო, თა­ნაც - ბავ­შო­ბის ოც­ნე­ბა აგიხ­და...

- უდი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას ვგრძნობ­დი. ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბე­ბი­სას წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი იყო ჩემ­თვის, რომ ოდეს­მე რო­მე­ლი­მე ფილმში მთა­ვარ როლს შე­ვას­რუ­ლებ­დი. ყვე­ლა­ფე­რი ისე უც­ბად მოხ­და, ვერც ვი­ჯე­რებ­დი. რა თქმა უნდა, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი კი­დეც, მაგ­რამ თან თავს ვიმ­შვი­დებ­დი, რომ სწო­რედ იმას ვა­კე­თებ­დი, რაც მთე­ლი ბავ­შვო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მინ­დო­და. სას­წა­უ­ლი გრძნო­ბა იყო, უკარ­გე­სი...

კად­რი ფილ­მი­დან

- ანას­ტა­სია, საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი როლი გერ­გო, თა­ნაც - მთა­ვა­რი როლი. არც სხვი­სი რო­ლის მორ­გე­ბაა იოლი, მით უფრო - არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის და ბავ­შვის­თვის. რო­გო­რი იყო შენი არი­ად­ნა, რო­გორ მი­ი­ღე და მო­ერ­გე მას?

- არი­ად­ნა ძა­ლი­ან არ გან­სხვავ­დე­ბო­და რე­ა­ლუ­რი "მეს­გან“. ის გო­გო­ნა უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და და თა­ვის ოჯახ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი - ბე­ბი­ას­თან ძა­ლი­ან ცუდი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. ბე­ბია სულ ეუბ­ნე­ბო­და, რომ ის მათი შვი­ლი არ იყო, რად­გან ფი­ზი­კუ­რა­დაც და ბუ­ნე­ბი­თაც ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან - ჟღა­ლი თმა ჰქონ­და და ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი და ისე­დაც, მის­გან ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. არი­ად­ნა­მაც გა­და­წყვი­ტა, რომ ყვე­ლას­თვის სა­პი­რის­პი­რო და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა და სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და. იქ მო­დე­ლო­ბა და­ი­წყო და ბევრ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია...

- თით­ქოს, შენს ნამ­დვილ ცხოვ­რე­ბას ჰგავს...

- მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ, საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თო­რემ მე და არი­ად­ნა ოჯა­ხე­ბით ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბით. მე ბავ­შვო­ბი­დან მაქვს ჩემი ოჯა­ხის უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა, ამი­ტომ არი­ად­ნას სა­ო­ჯა­ხო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კონ­ფლიქ­ტე­ბი ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო იყო. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხომ მხო­ლოდ იმი­ტომ ჩა­მო­ვი­და, რომ ბე­ბია გარ­და­იც­ვა­ლა. არც გა­ნუც­დია მისი სიკ­ვდი­ლი, მაგ­რამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გამო მა­ინც გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი, რაც ევა­ლე­ბო­და.

- ძა­ფის გორ­გა­ლით დიდი გზა გა­ი­ა­რა შენ­მა არი­ად­ნამ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სა­საფ­ლა­ომ­დე...

- გზა დი­დიც იყო და რთუ­ლიც, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ჩემ­მა გმირ­მა ეს მხო­ლოდ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მოხ­დის მიზ­ნით გა­ა­კე­თა და ემო­ცი­ე­ბიც ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და. დიდი წყე­ნა აქვს გა­მო­ყო­ლი­ლი ბე­ბი­ი­სად­მი და... პრინ­ციპ­ში, ბო­ლოს, თით­ქოს, პა­ტი­ობს კი­დეც, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის წინ მა­ინც მი­დის მის საფ­ლავ­ზე. ასე მთავ­რდე­ბა ფილ­მი.

- გა­და­ღე­ბის ამ­ბე­ბიც მო­მი­ყე­ვი - სად გქონ­დათ და რო­გორ გა­არ­თვი თავი?

- შე­მოდ­გო­მა იყო, ოქ­ტომ­ბე­რი და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღებ­დით. რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცია გვქონ­და - თბი­ლის­შიც და თბი­ლი­სის გა­რე­თაც. ძა­ფის წა­ღე­ბის კად­რე­ბი ჭი­ა­თუ­რა­შიც გა­და­ვი­ღეთ, ლა­მა­ზი რომ გა­მო­სუ­ლი­ყო, სა­გან­გე­ბოდ შე­ა­ჩი­ეს ად­გი­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ღა­მის გა­და­ღე­ბე­ბი იყო. ხში­რად ვი­ყა­ვით გა­მო­უ­ძი­ნებ­ლე­ბი და ამი­ტომ გა­და­ღე­ბის პე­რი­ოდ­შიც ხში­რად ჩამ­ძი­ნე­ბია, მაგ­რამ... იმ­დე­ნად მიყ­ვარ­და და მომ­წონ­და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვა­კე­თებ­დი, რომ გა­და­ღე­ბე­ბის ერ­თმა თვემ ძა­ლი­ან სწრა­ფად ჩა­ი­ა­რა. ბოლო დღე ემო­ცი­ე­ბით იყო სავ­სე და არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. უკვე ყვე­ლა­ფე­რი მე­ნატ­რე­ბა.

გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე

გა­და­ღე­ბამ­დე არა­ვის ვიც­ნობ­დი, ყვე­ლა­ნი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი და მარ­თლა ერთ ოჯა­ხად ვი­ყა­ვით. ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბო­დით და გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან, მა­გა­ლი­თად - ანა ჩი­რა­ძის­გან, რო­მე­ლიც დე­და­ჩე­მის როლს ას­რუ­ლებ­და, ბევრ რჩე­ვა­საც ვი­ღებ­დი. ჩემს ეპი­ზო­დებ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით და ამი­ტომ მთელ გა­დამ­ღებ ჯგუფს არც ვიც­ნობ, არც ჩემს "პა­ტა­რა­ო­ბას“ შევ­ხვედ­რი­ვარ და არც "ბე­ბი­ას“. ერთი-ორ­ჯერ შევ­ხვდი "ბა­ბუ­ას“.. მახ­სოვს, სცე­ნა­რი გა­და­ღე­ბამ­დე ერთი თვით ადრე უკვე ზე­პი­რად ვი­ცო­დი და ში­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რს ვვარ­ჯი­შობ­დი. ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის მას­ტერკლა­სი მქონ­და ნა­ნა­ხი და მათი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე - თა­ვი­დან სარ­კის წინ გავ­დი­ო­დი რე­პე­ტი­ცი­ებს, შემ­დეგ ვი­დე­ოს ვი­ღებ­დი და მერე ვნა­ხუ­ლობ­დი, "სხვი­სი“ თვა­ლით რომ შე­მე­ფა­სე­ბი­ნა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა და სა­კუ­თა­რიც - ბავ­შვო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი კურ­სე­ბი­დან. არც პუბ­ლი­კის შიში გამ­ჩე­ნია - გა­და­ღე­ბას, ხომ, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ და ჩემ­თვის ეს დაბ­რკო­ლე­ბა არ იყო. მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, მა­ინც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი.

- შენს პარტნი­ორ­ზეც მი­ამ­ბე - ფილმში მის გმირს თემო ჰქვია. რო­გო­რი იყო თქვე­ნი დუ­ე­ტი?

- თე­მოს როლს სან­დრო გლურ­ჯი­ძე ას­რუ­ლებს. ფილმში თემო ჩემ­თვის უც­ნო­ბი ბი­ჭია, დე­და­ჩე­მის ახლო მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც გა­მო­მა­ყო­ლეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სა­საფ­ლა­ომ­დე ძა­ფის მი­ტა­ნა­ში რომ დამ­ხმა­რე­ბო­და. პირ­ვე­ლად რომ ვხვდე­ბით, ვე­კი­თხე­ბი, ვინ ხარ-მეთ­ქი და მპა­სუ­ხობს, შენი ოჯა­ხის მონა ვარო. გა­მო­დი­ო­და, რომ რო­გორც მე ვი­ყა­ვი ვალ­დე­ბუ­ლი, ძაფი ბო­ლომ­დე მი­მე­ტა­ნა, ისე­ვე ევა­ლე­ბო­და თე­მოს, მე დამ­ხმა­რე­ბო­და. იგი ყველ­გან დამ­ყვე­ბა და მეხ­მა­რე­ბა ძა­ფის გაშ­ლა­ში, თან გზა­დაგ­ზა ვეც­ნო­ბით ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა დი­დად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რა ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბა გა­გიძ­ნელ­და?

- ერთ კადრში სი­ცი­ლი ის­ტე­რი­კულ ტი­რილ­ში უნდა გა­დამ­სვლო­და და ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მა­ინც გა­ვარ­თვი თავი და, რო­გორც მი­თხრეს, ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­მი­ვი­და. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ჟუჟა დობ­რაშ­კუ­სი გა­და­ღე­ბის ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა და მის­გან სწო­რედ ის მო­ვის­მი­ნე, რა­საც ვნატ­რობ­დი, - დიდი ტა­ლან­ტი გაქვს და თუკი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას აირ­ჩევ, დიდი მო­მა­ვა­ლი გექ­ნე­ბაო.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nicholas
40

 არა­ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბი­დან? რას თვლი ქართულ გარეგნობად, მაინტერესებს ავტორო, ალბათ გადაბმულ წარბებიან შავტუხა გოგოს, ხომ?

999
19

მეგრელები კი გამოირჩევიან უცნაური ტრადიციებით, მაგრამ ეს ძაფი პირველად გავიგე და ცოტა ეჭვი მეპარება, სიმართლე იყოს

ავტორი:

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"

როგორ იქცა ანასტასია არიადნად - "ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. ერთი ნახვით მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის"

ალბათ, გახსოვთ, ამ ცოტა ხნის წინ რომ დავწერეთ ქართულ-ბრიტანულ კოპროდუქციაზე, კინოფილმზე - "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით“, რომლის საპრემიერო ჩვენება როტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და - დიდი წარმატებითაც. ახლახან ფილმის პრემიერა მოეწყო მოსკოვში და სწორედ რუსულ პრესასა და ტელევიზიაში გავრცელებული ინფორმაციით შევიტყვეთ მასზე. "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით“ სარეჟისორო დებიუტია რუსული წარმომავლობის მწერლისა და მხატვრისთვის - ჟუჟა დობრაშკუსისთვის, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, მისივე დაწერილია სცენარიც. ფილმი შავ-თეთრია და გადაღებულია ქართულ ენაზე. მასში გადამღები ჯგუფიც ქართულია და - საშემსრულებლოც. რეჟისორმა ფილმში გადაიღო ქართველი პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობები: ანასტასია დევიდსონი, ანა ჩირაძე, ალექსანდრე გლურჯიძე, ნატუკა გულისაშვილი, გულიკო გურგენიძე, ანუშა ანდრონიკაშვილი, თაკო აბაშიძე და სხვ.

ფილმის სიუჟეტი საქართველოში, კერძოდ - სამეგრელოში ვითარდება და ძველ ტრადიციას შეეხება. ფილმში მოთხრობილია ერთი პროვინციული ოჯახის ამბავი. მის ანოტაციაში ვკითხულობთ: "გარდაიცვლება ბებია, რომელიც ძალიან თავისებური და მკაცრი ქალი იყო. იგი ისეთ ცხოვრებისეულ კვალს ტოვებს, რომელიც სააქაოსა და საიქიოს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა ყველას ახსოვდეს, ვინ არის, საიდან მოდის, რისთვის ცოცხლობს და ცხოვრობს... ფილმის ცენტრალური პერსონაჟია შვილიშვილი - არიადნა (საინტერესოა, რომ მის ბებიას მედეა ჰქვია), რომელსაც ბავშობაში ძალიან ეშინოდა მკაცრი ბებიის. ამჯამად იგი უცხოეთში ცხოვრობს, მოდელია და გარდაცვლილი ბებიისთვის პატივის მისაგებად ევროპიდან საქართველოში ბრუნდება... ფილმში 21-ე საუკუნის იდეოლოგია უკანა პლანზე გადადის და ქალიშვილის მონაწილეობით ეკრანზე ძველი ტრადიცია ცოცხლდება... მას, როგორც ოჯახის უმცროს წევრს, ბებიის სულის მოსახსენებელი წესის შესრულებას დაავალებენ - საავადმყოფოდან, სადაც ბებია გარდაიცვალა, სოფლის სასაფლაომდე უნდა გაჭიმოს ძაფი, რატა ბებიის სული ცხედრის კვალს მიჰყვეს. ფილმის მთავარი გმირი ყველანაირად ეწინააღმდეგება ამ, მისი აზრით, მოძველებულ ტრადიციას, მაგრამ ბებია იმ ქვეყნიდანაც კი კარნახობს შვილიშვილს, რომ დავალება უნდა შეასრულოს...“

ჟუჟა დობრაშკუსი

რეჟისორი ჟუჟა დობრაშკუსი ამბობს, რომ იგი კარგად იცნობს სახელგანთქმული ქართული კინოს დიდებულ ტრადიციებს და დაურთავს, რომ საქართველო მითიური ადგილია, სადაც ერთდროულად შეიძლება დაინახო ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი. სწორედ ამიტომ შეარჩია მან ფილმის გადასაღებად ეს ქვეყანა და განმარტავს, რომ საიქიოსა და სააქაოს ამგვარად დაკავშირების კადრები რეალურ სინამდვილეს ასახავს: სამეგრელოში არის ტრადიცია, რომლის თანახმად, ადამიანის სული გარდაცვლილს აუცილებლად თან უნდა გაჰყვეს და ამაში მას გაჭიმული ძაფი ეხმარებაო...

"ბავშვობიდან ვოცნებობ მსახიობობაზე. 7 წლის ვიყავი, თეატრალურ კურსებზე რომ შემიყვანეს და, მახსოვს, უბედნიერესი ვიყავი. ეს ფილმი კი - "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით“ ჩემი დებიუტი არის კინოში და ამან კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მომიტანა“, - მითხრა ფილმში მთავარი პერსონაჟის - არიადნას როლის შემსრულებელმა, 17 წლის ჟღალთმიანმა ლამაზმა გოგონამ - ანასტასია დევიდსონმა. ვიდრე გავესაუბრებოდი, გვარიდან და არაქართული გარეგნობიდან გამომდინარე, უცხოელი მეგონა, ნაწილობრივ, ასეც აღმოჩნდა, მაგრამ ანასტასია ნამდვილად ქართველი გოგონაა, თბილისში ცხოვრობს, სწავლობს და სამოდელო სააგენტო "ნატალის“ მოდელიც გახლავთ.

- როგორ და სად აღმოგაჩინა რეჟისორმა?

- მესამე წელიწადია, რაც "ნატალის“ მოდელი ვარ. პირველად კი 15 წლის ასაკში, სწორედ იმ დღეს გამომიყვანეს თბილისის "ფეშენ უიკზე“, როდესაც მას ფილმის რეჟისორი, ქალბატონი ჟუჟა დობრაშკუსი დაესწრო. თურმე, თავისი სადებიუტო ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. მანამდე არც არავინ ჰყოლია შერჩეული და იქ მე მოვეწონე, თანაც მთავარი გმირის როლისთვის. წარმოგიდგენიათ, როგორ გამიმართლა? ჩვენების შემდეგ მითხრა, როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ არიადნას როლისთვის იდეალური ტიპაჟი იყავიო.

- ქასთინგი არ მოეწყო?

- დიახ, მოეწყო, მაგრამ არა - ჩემს შემთხვევაში. ფაქტობრივად, რეჟისორს მართლაც ერთი ნახვით მოვეწონე და ალტერნატიული ვარიანტი აღარც უძებნია.

- გამოდის, რომ ორმაგი დებიუტიც კი გქონდა - სამოდელო და სამსახიობო, თანაც - ბავშობის ოცნება აგიხდა...

- უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობდი. ბავშვობის ოცნებებისას წარმოუდგენელიც კი იყო ჩემთვის, რომ ოდესმე რომელიმე ფილმში მთავარ როლს შევასრულებდი. ყველაფერი ისე უცბად მოხდა, ვერც ვიჯერებდი. რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ თან თავს ვიმშვიდებდი, რომ სწორედ იმას ვაკეთებდი, რაც მთელი ბავშვობის განმავლობაში ძალიან მინდოდა. სასწაული გრძნობა იყო, უკარგესი...

კადრი ფილმიდან

- ანასტასია, საკმაოდ დრამატული როლი გერგო, თანაც - მთავარი როლი. არც სხვისი როლის მორგებაა იოლი, მით უფრო - არაპროფესიონალისთვის და ბავშვისთვის. როგორი იყო შენი არიადნა, როგორ მიიღე და მოერგე მას?

- არიადნა ძალიან არ განსხვავდებოდა რეალური "მესგან“. ის გოგონა უცხოეთში ცხოვრობდა და თავის ოჯახთან, განსაკუთრებით კი - ბებიასთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. ბებია სულ ეუბნებოდა, რომ ის მათი შვილი არ იყო, რადგან ფიზიკურადაც და ბუნებითაც ძალიან განსხვავდებოდა ოჯახის წევრებისგან - ჟღალი თმა ჰქონდა და ცისფერი თვალები და ისედაც, მისგან ცხოვრებაში არაფერი გამოვიდოდა. არიადნამაც გადაწყვიტა, რომ ყველასთვის საპირისპირო დაემტკიცებინა და საზღვარგარეთ წავიდა. იქ მოდელობა დაიწყო და ბევრ წარმატებასაც მიაღწია...

- თითქოს, შენს ნამდვილ ცხოვრებას ჰგავს...

- მხოლოდ ნაწილობრივ, საქმიანობიდან გამომდინარე, თორემ მე და არიადნა ოჯახებით ძალიან განვსხვავდებით. მე ბავშვობიდან მაქვს ჩემი ოჯახის უდიდესი მხარდაჭერა, ამიტომ არიადნას საოჯახო ურთიერთობები და კონფლიქტები ჩემთვის სრულიად უცხო იყო. საქართველოშიც ხომ მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ბებია გარდაიცვალა. არც განუცდია მისი სიკვდილი, მაგრამ ვალდებულებისა და ტრადიციების გამო მაინც გააკეთა ყველაფერი, რაც ევალებოდა.

- ძაფის გორგალით დიდი გზა გაიარა შენმა არიადნამ საავადმყოფოდან სასაფლაომდე...

- გზა დიდიც იყო და რთულიც, მაგრამ ვფიქრობ, ჩემმა გმირმა ეს მხოლოდ ვალდებულების მოხდის მიზნით გააკეთა და ემოციებიც ნაკლებად ჰქონდა. დიდი წყენა აქვს გამოყოლილი ბებიისადმი და... პრინციპში, ბოლოს, თითქოს, პატიობს კიდეც, რადგან საზღვარგარეთ გამგზავრების წინ მაინც მიდის მის საფლავზე. ასე მთავრდება ფილმი.

- გადაღების ამბებიც მომიყევი - სად გქონდათ და როგორ გაართვი თავი?

- შემოდგომა იყო, ოქტომბერი და მხოლოდ საქართველოში ვიღებდით. რამდენიმე ლოკაცია გვქონდა - თბილისშიც და თბილისის გარეთაც. ძაფის წაღების კადრები ჭიათურაშიც გადავიღეთ, ლამაზი რომ გამოსულიყო, საგანგებოდ შეაჩიეს ადგილები. განსაკუთრებით რთული ღამის გადაღებები იყო. ხშირად ვიყავით გამოუძინებლები და ამიტომ გადაღების პერიოდშიც ხშირად ჩამძინებია, მაგრამ... იმდენად მიყვარდა და მომწონდა ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, რომ გადაღებების ერთმა თვემ ძალიან სწრაფად ჩაიარა. ბოლო დღე ემოციებით იყო სავსე და არასდროს დამავიწყდება. უკვე ყველაფერი მენატრება.

გადასაღებ მოედანზე

გადაღებამდე არავის ვიცნობდი, ყველანი მუშაობის პერიოდში გავიცანი და მართლა ერთ ოჯახად ვიყავით. ერთმანეთს ვეხმარებოდით და გამოცდილი მსახიობებისგან, მაგალითად - ანა ჩირაძისგან, რომელიც დედაჩემის როლს ასრულებდა, ბევრ რჩევასაც ვიღებდი. ჩემს ეპიზოდებში მხოლოდ რამდენიმე ვმონაწილეობდით და ამიტომ მთელ გადამღებ ჯგუფს არც ვიცნობ, არც ჩემს "პატარაობას“ შევხვედრივარ და არც "ბებიას“. ერთი-ორჯერ შევხვდი "ბაბუას“.. მახსოვს, სცენარი გადაღებამდე ერთი თვით ადრე უკვე ზეპირად ვიცოდი და შინაც ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ინტერნეტში ბევრი წარმატებული მსახიობის მასტერკლასი მქონდა ნანახი და მათი გამოცდილება გავითვალისწინე - თავიდან სარკის წინ გავდიოდი რეპეტიციებს, შემდეგ ვიდეოს ვიღებდი და მერე ვნახულობდი, "სხვისი“ თვალით რომ შემეფასებინა. პროფესიონალების გამოცდილებაც ძალიან გამომადგა და საკუთარიც - ბავშვობის თეატრალური კურსებიდან. არც პუბლიკის შიში გამჩენია - გადაღებას, ხომ, უცნობი ადამიანებიც ესწრებოდნენ და ჩემთვის ეს დაბრკოლება არ იყო. მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ძალიან სასიამოვნო იყო გადაღების პროცესი.

- შენს პარტნიორზეც მიამბე - ფილმში მის გმირს თემო ჰქვია. როგორი იყო თქვენი დუეტი?

- თემოს როლს სანდრო გლურჯიძე ასრულებს. ფილმში თემო ჩემთვის უცნობი ბიჭია, დედაჩემის ახლო მეგობარი, რომელიც გამომაყოლეს, საავადმყოფოდან სასაფლაომდე ძაფის მიტანაში რომ დამხმარებოდა. პირველად რომ ვხვდებით, ვეკითხები, ვინ ხარ-მეთქი და მპასუხობს, შენი ოჯახის მონა ვარო. გამოდიოდა, რომ როგორც მე ვიყავი ვალდებული, ძაფი ბოლომდე მიმეტანა, ისევე ევალებოდა თემოს, მე დამხმარებოდა. იგი ყველგან დამყვება და მეხმარება ძაფის გაშლაში, თან გზადაგზა ვეცნობით ერთმანეთს, თუმცა დიდად კარგი ურთიერთობა არ გვაქვს.

- ყველაზე მეტად რა ეპიზოდის გადაღება გაგიძნელდა?

- ერთ კადრში სიცილი ისტერიკულ ტირილში უნდა გადამსვლოდა და ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა მაინც გავართვი თავი და, როგორც მითხრეს, ძალიან კარგად გამომივიდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ფილმის რეჟისორი ჟუჟა დობრაშკუსი გადაღების ძალიან კმაყოფილი დარჩა და მისგან სწორედ ის მოვისმინე, რასაც ვნატრობდი, - დიდი ტალანტი გაქვს და თუკი სამსახიობო კარიერას აირჩევ, დიდი მომავალი გექნებაო.

ავტორი: ირმა ხარშილაძე