სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისათვის, რომ მათ რუსეთში ჰქონდეთ წარმატებული გასტროლები" - ეკა ხერხეულიძე
"სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისათვის, რომ მათ რუსეთში ჰქონდეთ წარმატებული გასტროლები" - ეკა ხერხეულიძე

სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სპი­კე­რე­ბი ახა­ლი­სე­ბენ ქარ­თველ კულ­ტუ­რის მუ­შა­კებს იმი­სათ­ვის, რომ მათ რუ­სეთ­ში ჰქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლე­ბი და ეს იცით რის ფონ­ზე? რო­დე­საც ზაზა გა­ხე­ლა­ძის დე­დამ ტან­ზე გა­და­ივ­ლო ბენ­ზი­ნი და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ეს არის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის თქმით, ხვალ, ზაზა გა­ხე­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით ოჯა­ხის მიერ და­გეგ­მილ აქ­ცი­ას მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­უ­ერ­თდე­ბა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა­ში ჰყავ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის 3 მო­ქა­ლა­ქე და ერთ დღე­ში უპი­რო­ბოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. არც უფიქ­რია, რომ ეს სამი მო­ქა­ლა­ქე გა­ეც­ვა­ლა თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში - ტყვე გა­ხე­ლა­ძე­ში ან ბეს­ტა­ევ­ში. ასე უბ­რა­ლოდ, გა­და­წყვი­ტა, რომ გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი წუ­ხი­ლი ჰქო­ნია. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც სა­კუ­თარ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკ­ლა­ვენ მო­ქა­ლა­ქეს ოთხო­ზო­რი­ას, ასე­ვე გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც თვი­თონ აქვს თა­ვი­სი ძა­ლის­ხმე­ვით მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში, რო­დე­საც იტა­ცებ­დნენ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს და ტო­მა­რა გა­დაც­მუ­ლი მუხ­თარ­ლი გა­დას­ცეს შემ­კვეთს. ასე­თი ურე­პუ­ტა­ციო ქვე­ყა­ნა მა­ღა­ლი რან­გის შეხ­ვედ­რებ­ზე ვერ და­ა­ყე­ნებს ზაზა გა­ხე­ლა­ძის სა­კითხს. ეს ჩვენ ვი­ხი­ლეთ კი­დეც, რო­დე­საც ჩვე­ნი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის და მტე­რი ქვეყ­ნის შეხ­ვედ­რი­სას არა­თუ გა­ხე­ლა­ძის სა­კი­თხი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლიც კი არ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა. რა ქნას, უსა­სო­ოდ, სა­სო­წარ­კვე­თი­ლად დარ­ჩე­ნილ­მა ოჯახ­მა?!

ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც არ არ­სე­ბობს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი გა­ხე­ლა­ძის მშობ­ლე­ბი მა­თი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აპი­რე­ბენ ჩა­ბარ­დნენ სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმს. აქ­ცია, რომ­ლის გა­მარ­თვა­საც ხვალ აპი­რე­ბენ და რო­მელ­საც მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი შე­ვუ­ერ­თდე­ბით, არ გახ­ლავთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი, მტერ­თან ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლია. სხვა­თა შო­რის, ეს აქ­ცია მი­მარ­თუ­ლია დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, რო­მელ­საც არ აღ­მო­აჩ­ნდა ძალა ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბის მქო­ნე სა­კი­თხი დაძ­ლი­ოს, მო­აგ­ვა­როს პრობ­ლე­მა და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე სახ­ლში და­აბ­რუ­ნოს. ეს არის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად თქვე­ნი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სპი­კე­რე­ბი ახა­ლი­სე­ბენ ქარ­თველ კულ­ტუ­რის მუ­შა­კებს იმი­სათ­ვის, რომ მათ რუ­სეთ­ში ჰქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გას­ტრო­ლე­ბი და ეს იცით რის ფონ­ზე? რო­დე­საც ზაზა გა­ხე­ლა­ძის დე­დამ ტან­ზე გა­და­ივ­ლო ბენ­ზი­ნი და თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და. ეს არის უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი და ეს არის პა­ტი­ვაყ­რი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი მო­რა­ლუ­რი ძალა არ გა­აჩ­ნია. არ ყოფ­ნის ძალა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმი­სათ­ვის, რომ და­იც­ვას სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე“, - გა­ნა­ცხა­და ხერ­ხე­უ­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ისო
8

ამის გამოჩენაღა გვაკლდა. დაიწყო თავისებური კბენები. რით ვერ გაიგეთ , რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები. ხოდა დაწყნარდით . იქნებ ამ მტრობას მოვეშვათ და გზები მოვძებნოთ ერთმანეთთან დაახლოებისთვის. ამ სიგიჟეებმა მიგვიყვანეს ის სადაც ვართ. ვერ ვისვენებდით და არ ვასვენებდოთ, ეხლა ც ასე გინდათ. მორჩით დემაგოგიას. 

)))
6

დიმპიტაური დამპიტაური

"სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისათვის, რომ მათ რუსეთში ჰქონდეთ წარმატებული გასტროლები" - ეკა ხერხეულიძე

"სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისათვის, რომ მათ რუსეთში ჰქონდეთ წარმატებული გასტროლები" - ეკა ხერხეულიძე

სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისათვის, რომ მათ რუსეთში ჰქონდეთ წარმატებული გასტროლები და ეს იცით რის ფონზე? როდესაც ზაზა გახელაძის დედამ ტანზე გადაივლო ბენზინი და თვითმკვლელობა სცადა. ეს არის უდიდესი სირცხვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ეკა ხერხეულიძის თქმით, ხვალ, ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახის მიერ დაგეგმილ აქციას მეგობრებთან ერთად შეუერთდება.

"სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პატიმრობაში ჰყავდა რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე და ერთ დღეში უპირობოდ გაათავისუფლა. არც უფიქრია, რომ ეს სამი მოქალაქე გაეცვალა თავის მოქალაქეებში - ტყვე გახელაძეში ან ბესტაევში. ასე უბრალოდ, გადაწყვიტა, რომ გაეთავისუფლებინა და ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი წუხილი ჰქონია. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკლავენ მოქალაქეს ოთხოზორიას, ასევე გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თვითონ აქვს თავისი ძალისხმევით მიღებული მონაწილეობა სპეცოპერაციაში, როდესაც იტაცებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ტომარა გადაცმული მუხთარლი გადასცეს შემკვეთს. ასეთი ურეპუტაციო ქვეყანა მაღალი რანგის შეხვედრებზე ვერ დააყენებს ზაზა გახელაძის საკითხს. ეს ჩვენ ვიხილეთ კიდეც, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის და მტერი ქვეყნის შეხვედრისას არათუ გახელაძის საკითხი, არამედ საქართველოს სახელიც კი არ გაჟღერებულა. რა ქნას, უსასოოდ, სასოწარკვეთილად დარჩენილმა ოჯახმა?!

ქვეყანაში, როდესაც არ არსებობს საკუთარი მოქალაქის დაცვის მექანიზმი გახელაძის მშობლები მათივე გადაწყვეტილებით აპირებენ ჩაბარდნენ საოკუპაციო რეჟიმს. აქცია, რომლის გამართვასაც ხვალ აპირებენ და რომელსაც მე და ჩემი მეგობრები შევუერთდებით, არ გახლავთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული, მტერთან ისედაც ყველაფერი გარკვეულია. სხვათა შორის, ეს აქცია მიმართულია დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რომელსაც არ აღმოაჩნდა ძალა ეროვნული ღირსების მქონე საკითხი დაძლიოს, მოაგვაროს პრობლემა და საკუთარი მოქალაქე სახლში დააბრუნოს. ეს არის უდიდესი სირცხვილი. ამის პარალელურად თქვენი სახელისუფლებო სპიკერები ახალისებენ ქართველ კულტურის მუშაკებს იმისათვის, რომ მათ რუსეთში ჰქონდეთ წარმატებული გასტროლები და ეს იცით რის ფონზე? როდესაც ზაზა გახელაძის დედამ ტანზე გადაივლო ბენზინი და თვითმკვლელობა სცადა. ეს არის უდიდესი სირცხვილი და ეს არის პატივაყრილი ხელისუფლება, რომელსაც არანაირი მორალური ძალა არ გააჩნია. არ ყოფნის ძალა ამ ხელისუფლებას იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი მოქალაქე“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ცნობილია, როდის გაიმართება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"ლევან ვასაძე დასავლეთ საქართველოში მხარდამჭერებთან შეხვედრებს ატარებდა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო" - ერი-ს განცხადება