პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი
"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

ავ­სტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ირმა კვი­ცა­რი­ძე გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა. ექი­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს არ ეთან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს იცავს და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას მე­ო­რე პოს­ტი­თაც გან­მარ­ტავს:

"ფეს­ბუკ­ზე ხში­რად მომ­დის მო­თხოვ­ნა გა­ვერ­თი­ან­დე ამა­თუ იმ ჯგუფ­ში. ამ­ჯე­რად რამ­დე­ნი­მე ფე­სი­ბუკ მე­გო­ბა­რი და­ჟი­ნე­ბით ითხოვს გავ­წვრი­ან­დე გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის მხარ­დამ­ჭერ ჯგუფ­ში! ტე­ლე­არხ იმე­დის ეთერ­ში გა­სულ­მა გა­და­ცე­მამ ორად გაყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ზოგი ტე­ლე­ვი­ზი­ას ლან­ძღავს, ზო­გიც გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის დაც­ვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი!

მე კი ასე ვფიქ­რობ, კარ­გად დად­გმუ­ლი შოუ იყო! რე­ი­ტინ­გი ორი­ვე მხა­რეს ჭირ­დე­ბა! მას შემ­დეგ, რაც "აკა­დე­მი­კოს­მა" ჰო­მე­ო­პათ­მა "იმე­დის" ტე­ლე­ე­თე­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პლათ­ფორ­მად აქ­ცია (აბა რა გი­თხრათ სტუ­დი­ა­ში ისე­თი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ზე­ი­მი იყო...) მე­გო­ნა პრო­დი­უ­სე­რი გა­და­ცე­მას და­ხუ­რავ­და! ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ამ გა­გა­ნია პან­დე­მი­ის დროს არ შე­იმ­ჩნია! ზო­გა­დად მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით სა­ჯა­როდ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის გან­ხილ­ვა არის და­ნა­შა­უ­ლი! გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით თუ ვინ­მე თვით­მკურ­ნა­ლო­ბას ჩა­ი­ტა­რებს, დამ­დგარ შე­დეგ­ზე ვინ აგებს პა­სუხს?! და თუ ექიმს ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი არა აქვს, მა­შინ ის შორ­საა მე­დი­ცი­ნის­გან! ამის გამო ღო­ღო­ბე­რი­ძეს სწო­რად მის­ცეს შე­ნიშ­ვნა. (შე­ნიშ­ვნის ფორ­მუ­ლი­რე­ბა სა­კა­მა­თოა) . "არ ავნო"-ს პრინ­ცი­პი უდევს სა­ფუძ­ვლად მე­დი­ცი­ნას!

ისე ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით (მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი არ იყო) კაშ­პი­როვ­სკი "მკურ­ნა­ლობ­და" ხალ­ხს დის­ტან­ცი­უ­რად! ნა­ხე­ვა­რი სსრკ წყლის ჭი­ქით ხელ­ში გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ელო­და ეკ­რან­თან სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნას! ასე რომ მე ვერ გა­მო­გად­გე­ბით გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის მხარ­დამ­ჭე­რად!" - წერს ირმა კვი­ცა­რი­ძე.

"მოკ­ლედ! გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის ფანკლუბს ვაფრ­თხი­ლებ, თუ რა­ი­მეს თქმა გსურთ, ღიად და­წე­რეთ! პი­რად­ში ნუ მწერთ! მე ჩემი აზრი გა­მოვ­თქვი და პა­სუხს ვა­გებ თი­თო­ე­ულ სი­ტყვა­ზე, რაც დავ­წე­რე! კიდე ცოტა დავ­წე­რე! გავ­მე­ორ­დე­ბი: და­ა­ვა­დე­ბა­თა მკურ­ნა­ლო­ბე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბით, მი­თუ­მე­ტეს ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც ყვე­ლას არ მი­უწ­ვდე­ბა ხელი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­ზე და აფ­თი­აქ­ში მე­დი­კა­მენტს რე­ცეპ­ტის გა­რე­შეც შე­ი­ძენ არის და­ნა­შა­უ­ლი! სა­ჯა­როდ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დამ­დგარ უარ­ყო­ფით შე­დეგ­ზე ვინ იღებს პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას?! ექი­მი პა­სუხს აგებს არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, არა­მედ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რე­პი­ე­ბის სა­ჯა­როდ გა­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე!" - გან­მარ­ტავს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ირმა კვი­ცა­რი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, "იმე­დის" გა­და­ცე­მა "პრა­იმ შო­უ­ში" ექი­მე­ბის ნინო ნა­დი­რა­ძი­სა და გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის და­პირ­პი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­რუ­ე­ბა მოჰ­ყვა. გა­და­ცე­მა­ში კლი­ნი­კურ ონ­კო­ლოგ­სა და ექიმ-რე­ზი­დენტ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს კარ­დი­ო­ლოგ­მა ნინო კუ­ზა­ნო­ვამ შე­კი­თხვა და­უს­ვა, თუ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რე­ზი­დენ­ტის მხრი­დან მი­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვა. კუ­ზა­ნო­ვას თქმით, შე­საძ­ლოა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნიც კი აღ­მოჩ­ნდეს. გა­და­ცე­მა­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძეს ერ­თგვა­რი თა­ვის მარ­თლე­ბა მო­უხ­და, რა­მაც ნინო კუ­ზა­ნო­ვას მი­სა­მარ­თით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

გა­და­ცე­მის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის მხარ­და­საჭ­რი უამ­რა­ვი პოს­ტი და­ი­წე­რა. სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად, სო­ცი­ა­ლურ ქსლე­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ასე­ვე გი­ორ­გის კო­ლო­გებ­მა, ექი­მებ­მა და რე­ზი­დენ­ტებ­მა.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ira
28

ზუსტად იმ დღეს თანამშრომელს თავი ტკიოდა,წამალი მივეცი,სხვებმა შენიშვნა მომცეს,რამე როვდაემართოს შენ აგებ პასუხსო.(ავსტრია)

Nuci
10

საზოგადოება ორად გაიყო კი არა, ერთმუშტად შეიკრა და გაერთიანდა ღოღობერიძის დასაცავად. თქვენ ვერ ნახავთ ერთ მხარდამჭერ პოსტს ნინოს მისამართით... იქნებ ამ სოლიდარობით მაინც მიხვდეთ, სამედიცინო კუთხით, მოსახლეობა რა დღეშია საქართველოში. ექიმთან 5 წთ. ვიზიტი 100 ლარამდე, მერე მათ დაქალ, ძმაკაც ექიმებთან გადამისამართება. იქაც ვიზიტებში გადაყრილი ფული და ა.შ. ამის ფონზე გიორგი დაპანიკებულ საზოგადოებას იმედად მოევლინა. მაგრამ, როგორც დიდი გალაკტიონი იტყოდა: "შური, ბიძიკო, შური"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

"გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ... ეს არის დანაშაული" - რას წერს ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი

ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე გიორგი ღოღობერიძის გარშემო აგორებულ სკანდალს "ფეისბუქით" ეხმაურება. ექიმი საზოგადოების იმ ნაწილს არ ეთანხმება, რომელიც გიორგი ღოღობერიძეს იცავს და საკუთარ პოზიციას მეორე პოსტითაც განმარტავს:

"ფესბუკზე ხშირად მომდის მოთხოვნა გავერთიანდე ამათუ იმ ჯგუფში. ამჯერად რამდენიმე ფესიბუკ მეგობარი დაჟინებით ითხოვს გავწვრიანდე გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერ ჯგუფში! ტელეარხ იმედის ეთერში გასულმა გადაცემამ ორად გაყო საზოგადოება, ზოგი ტელევიზიას ლანძღავს, ზოგიც გიორგი ღოღობერიძის დაცვითაა დაკავებული!

მე კი ასე ვფიქრობ, კარგად დადგმული შოუ იყო! რეიტინგი ორივე მხარეს ჭირდება! მას შემდეგ, რაც "აკადემიკოსმა" ჰომეოპათმა "იმედის" ტელეეთერი ვაქცინაციის საწინააღმდეგო პლათფორმად აქცია (აბა რა გითხრათ სტუდიაში ისეთი არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო...) მეგონა პროდიუსერი გადაცემას დახურავდა! ჯანდაცვის სამინისტრომ ამ გაგანია პანდემიის დროს არ შეიმჩნია! ზოგადად მედია საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით საჯაროდ მედიკამენტოზური მკურნალობის განხილვა არის დანაშაული! გაჟღერებული ინფორმაციით თუ ვინმე თვითმკურნალობას ჩაიტარებს, დამდგარ შედეგზე ვინ აგებს პასუხს?! და თუ ექიმს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული არა აქვს, მაშინ ის შორსაა მედიცინისგან! ამის გამო ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა. (შენიშვნის ფორმულირება საკამათოა) . "არ ავნო"-ს პრინციპი უდევს საფუძვლად მედიცინას!

ისე ჩემს ბავშვობაში, ტელევიზიით (მაშინ სოციალური ქსელი არ იყო) კაშპიროვსკი "მკურნალობდა" ხალხს დისტანციურად! ნახევარი სსრკ წყლის ჭიქით ხელში გაშტერებული ელოდა ეკრანთან სასწაულის მოხდენას! ასე რომ მე ვერ გამოგადგებით გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერად!" - წერს ირმა კვიცარიძე.

"მოკლედ! გიორგი ღოღობერიძის ფანკლუბს ვაფრთხილებ, თუ რაიმეს თქმა გსურთ, ღიად დაწერეთ! პირადში ნუ მწერთ! მე ჩემი აზრი გამოვთქვი და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რაც დავწერე! კიდე ცოტა დავწერე! გავმეორდები: დაავადებათა მკურნალობების საჯარო განხილვა, მედიკამენტების დასახელებით, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველას არ მიუწვდება ხელი სამედიცინო სერვისებზე და აფთიაქში მედიკამენტს რეცეპტის გარეშეც შეიძენ არის დანაშაული! საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში დამდგარ უარყოფით შედეგზე ვინ იღებს პასუხიმგებლობას?! ექიმი პასუხს აგებს არა მხოლოდ პაციენტის მკურნალობაზე, არამედ მედიკამენტოზური თერეპიების საჯაროდ გაცემულ ინფორმაციაზე!" - განმარტავს საკუთარ პოზიციას ირმა კვიცარიძე.

შეგახსენებთ, "იმედის" გადაცემა "პრაიმ შოუში" ექიმების ნინო ნადირაძისა და გიორგი ღოღობერიძის დაპირპირებას საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმარუება მოჰყვა. გადაცემაში კლინიკურ ონკოლოგსა და ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძეს კარდიოლოგმა ნინო კუზანოვამ შეკითხვა დაუსვა, თუ რამდენად კანონიერია პანდემიის პერიოდში საზოგადოებისთვის რეზიდენტის მხრიდან მიცემული სხვადასხვა სამედიცინო რჩევა. კუზანოვას თქმით, შესაძლოა, ეს საზოგადოებისთვის ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს. გადაცემაში გიორგი ღოღობერიძეს ერთგვარი თავის მართლება მოუხდა, რამაც ნინო კუზანოვას მისამართით საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

გადაცემის შემდეგ სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის მხარდასაჭრი უამრავი პოსტი დაიწერა. სოლიდარობის ნიშნად, სოციალურ ქსლეში განცხადებები გააკეთეს ასევე გიორგის კოლოგებმა, ექიმებმა და რეზიდენტებმა.