სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...რაც ერთად ვაშენეთ, დაინგრა, დაიწყო ფინანსური პრობლემები, არ გვქონდა სახლი" - ცნობილი იუმორისტი მძიმე წარსულზე და "გმირ დედაზე", რომელიც წლებია ემიგრანტია
"...რაც ერთად ვაშენეთ, დაინგრა, დაიწყო ფინანსური პრობლემები, არ გვქონდა სახლი" - ცნობილი იუმორისტი მძიმე წარსულზე და "გმირ დედაზე", რომელიც წლებია ემიგრანტია

გო­გო­ნა "კო­მე­დი შო­უ­დან", რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ კვი­რას სკეტ­ჩე­ბი­დან კარგ ხა­სი­ათ­ზე აყე­ნებს, უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც იუ­მო­რის­ტუ­ლი გუნ­დის წევ­რია. თუმ­ცა ამ მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის მიღ­მა, მა­საც აქვს საკ­მა­ოდ მძი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ლა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად "მხო­ლოდ ლე­ლას­თან" სტუმ­რო­ბი­სას გა­იხ­სე­ნა.

ცი­ა­კოს დე­დაც ემიგ­რან­ტია და წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქა­ლის­თვის სამი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა და ქმარ­თან და­შო­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა...

ცი­ა­კო ფი­ფია:

- სით­ბო­ში, სიტ­კბო­ში და სიყ­ვა­რულ­ში ვი­ცხოვ­რეთ ჩვენ­მა დიდ­მა ოჯახ­მა წლე­ბი და 16 წლის შემ­დეგ დედა და მამა ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რომ ვერც შე­ვა­ტყვეთ, რომ კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ. ერთ დღეს დედა შვი­ლებ­თან მო­ვი­და და გვი­თხრა, რომ ჯო­ბია მამა წა­ვი­დეს თა­ვის გზა­ზე და მე ჩემ გზა­ზე, ჩვენ ისევ ვიქ­ნე­ბით კარ­გი მშობ­ლე­ბი და ერ­თმა­ნეთ­თან გვექ­ნე­ბა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბაო. ყვე­ლა­ფე­რი და­მემსხვრა რაც კი გა­მაჩ­ნდა, ჩემი ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი უცებ გა­შავ­და.

ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მე უფ­რო­სი შვი­ლი ვი­ყა­ვი, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, სა­მი­ვე შვილ­მა შოკი მი­ვი­ღეთ. გავ­ჩერ­დი, ერთ ად­გილს ვტკეპ­ნი­დი, ვერ ვი­გებ­დი რა ხდე­ბო­და. ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი. რაც ერ­თად ვა­შე­ნეთ და­ინ­გრა, და­ი­წყო ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, არ გვქონ­და სახ­ლი. ამ დროს დე­ი­დას ორი წამი არ უფიქ­რია, სად შე­იძ­ლე­ბა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მას­თან გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად.

დე­დას გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ჰქონ­და, რომ­ლი­თაც სახ­ლი შე­ვი­ძი­ნეთ, მაგ­რამ ეს სახ­ლი იყო არა­მარ­ტო შავი "კარ­კა­სი", კარი რომ გა­ვა­ღე და შე­ვე­დი, სა­დღაც ჩავ­ვარ­დი. სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და. სა­ო­ცა­რი სახ­ლი იყო, სა­დაც ვერ გა­დახ­ვი­დო­დი და იცხოვ­რებ­დი. დედა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და, ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და­დი­ო­და, გა­და­წყვი­ტა, რომ ჩვენ გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა სახ­ლი. დე­დამ და­მა­ნა­ხა ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ ეს ტკი­ვი­ლი არ გან­მე­ცა­და.

მო­დი­ო­და სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში, ვიც­ვამ­დით სა­მუ­შაო ტან­საც­მელს, გა­დავ­დი­ო­დით ბი­ნა­ში და ვლე­სავ­დით. ერთ დღეს ესეც დას­რულ­და, დედა მო­ვი­და და გვი­თხრა, რომ ასე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და და სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა წა­სუ­ლი­ყო. ზუს­ტად მახ­სოვს ეს კად­რი, გა­მე­ცი­ნა, არ არ­სე­ბობს, დედა ასე ვერ წავა-თქო. სხვა­ნა­ი­რად იყო გაზ­რდი­ლი, სით­ბო­ში, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით უვ­ლიდ­ნენ და ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, დედა თუ ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამ­და.

ჩვენ ისევ დე­ი­დას­თან ვცხოვ­რობ­დით ამ­ხე­ლა ოჯა­ხი, რო­დე­საც ერთ დღეს დედა სა­ბუ­თე­ბით მო­ვი­და, მივ­დი­ვა­რო. ამ დროს მინ­დო­და მარ­ტო გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი სად­მე და მეყ­ვი­რა - არა. მისი სა­უ­ბა­რი აღარ მეს­მო­და. უკან გა­ვი­ხე­დე და ჩემი პა­ტა­რა და და­ვი­ნა­ხე, მე­ო­რე მხა­რეს ჩემი ძმა იჯდა, წინ კი ბა­ბუა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­ჭი­მუ­ლი იჯდა ხოლ­მე და წა­მებ­ში და­პა­ტა­რავ­და კაცი. მინ­დო­და მე­კი­თხა, ბაბუ, ცუ­დად ხარ? - ესეც კი ვერ შევ­კად­რე.

ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბო­და, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და და უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. რამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და დე­დის წას­ვლის კად­რი არ ამომ­დის თვა­ლე­ბი­დან. თა­ვი­დან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, რომ აე­რო­პორ­ტში არ წა­ვი­დო­დით, მაგ­რამ რო­დე­საც ამ­დე­ნი ჩე­მო­და­ნი და­ვი­ნა­ხე, ცუ­დად გავ­ხდი. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იყო ბა­ბუა, რო­მე­ლიც ბოლ­თას სცემ­და, არა­ფე­რი უჭა­მია, ხმა არ ამო­უ­ღია. სამ­ზრე­უ­ლო­ში წყლის და­სა­ლე­ვა­დაც ვერ შევ­დი­ო­დით ამ დროს, იმ­დე­ნად დიდი რიდი მქონ­და ბა­ბუ­ა­სი.

რო­დე­საც დედა გა­დი­ო­და, ჩა­ვე­ხუ­ტეთ, ცრემ­ლი მომ­წმინ­და და მი­თხრა, და­ი­მახ­სოვ­რე, დე­დი­კო, ჩვენ ცხოვ­რე­ბას დე­დას ვუ­ტი­რებთ. მეც ჩავ­ხე­დე თვა­ლებ­ში და ვუ­თხა­რი, დედა ჩემი იმე­დი გქონ­დეს, მე და შენ ცხოვ­რე­ბას დე­დას ვუ­ტი­რებთ-მეთ­ქი. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და იმ ღა­მეს და­ძი­ნე­ბა. პირ­ვე­ლი ერთი კვი­რა კოშ­მარ­ში ვი­ცხოვ­რე. ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი, რომ გა­თხო­ვე­ბი­სას თეთ­რი კაბა მცმო­და და დედა ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ქორ­წილ­ში, სხვა­ნა­ი­რად არ წარ­მო­მედ­გი­ნა. რო­დე­საც ვთხოვ­დე­ბო­დი, დე­დამ მი­თხრა, გა­ვა­კე­თოთ ქორ­წი­ლიო, მაგ­რამ არ მინ­დო­და რომ შო­რი­დან ეყუ­რე­ბი­ნა ჩემ­თვის.

ამი­ტომ ჩემ ოც­ნე­ბა­ზე უარი ვთქვი. ბა­ბუა ისე და­ი­ღუ­პა, რომ დედა ვერ ნახა. დე­დამ იყი­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სახ­ლი, მარ­თლა დედა უტი­რა ცხოვ­რე­ბას. ქალს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გაპ­რან­ჭუ­ლი და­დი­ო­და, ფი­ზი­კუ­რი შრო­მა არ უთა­კი­ლია 24/7-ზე მუ­შა­ობ­და რომ შვი­ლე­ბის­თვის არა­ფე­რი მო­ეკ­ლო. პირ­ვე­ლი წას­ვლის შემ­დეგ დედა ათი წლის შემ­დეგ ვნა­ხეთ და ეს იყო სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი...

შეხ­ვედ­რა 14 წლის შემ­დეგ დაბ­რუ­ნე­ბულ დე­დას­თან - თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტი
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
173

პირველად გავიგე ასეთი "ცნობილი იუმორისტი" თუ გვყავდა.

Khatuna
36

Siako dalian momtondi rogors msaxiobi exla milionjer metad mometone rogors adamiani sheidleba ver davtero ise rogors minda imitom rom dalian davmdimdi tan tremlebs ver vikaveb mes erti dedashenivt emigranti var mes dedashenivit deda vutire metis datera ubralod Agar shemidlia vtirivar bednieri da gaxarebuli kopilikavi siako sheni kvela tkbili xalxit 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"...რაც ერთად ვაშენეთ, დაინგრა, დაიწყო ფინანსური პრობლემები, არ გვქონდა სახლი" - ცნობილი იუმორისტი მძიმე წარსულზე და "გმირ დედაზე", რომელიც წლებია ემიგრანტია

"...რაც ერთად ვაშენეთ, დაინგრა, დაიწყო ფინანსური პრობლემები, არ გვქონდა სახლი" - ცნობილი იუმორისტი მძიმე წარსულზე და "გმირ დედაზე", რომელიც წლებია ემიგრანტია

გოგონა "კომედი შოუდან", რომელიც მაყურებელს ყოველ კვირას სკეტჩებიდან კარგ ხასიათზე აყენებს, უკვე რამდენიმე წელია, რაც იუმორისტული გუნდის წევრია. თუმცა ამ მხიარული ცხოვრების მიღმა, მასაც აქვს საკმაოდ მძიმე ცხოვრებისეული პერიოდი გადალახული, რომელიც პირველად "მხოლოდ ლელასთან" სტუმრობისას გაიხსენა.

ციაკოს დედაც ემიგრანტია და წლებია ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა ქალისთვის სამი შვილის დატოვება და ქმართან დაშორება მარტივი არ ყოფილა...

ციაკო ფიფია:

- სითბოში, სიტკბოში და სიყვარულში ვიცხოვრეთ ჩვენმა დიდმა ოჯახმა წლები და 16 წლის შემდეგ დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ვერც შევატყვეთ, რომ კონფლიქტი ჰქონდათ. ერთ დღეს დედა შვილებთან მოვიდა და გვითხრა, რომ ჯობია მამა წავიდეს თავის გზაზე და მე ჩემ გზაზე, ჩვენ ისევ ვიქნებით კარგი მშობლები და ერთმანეთთან გვექნება კარგი ურთიერთობაო. ყველაფერი დამემსხვრა რაც კი გამაჩნდა, ჩემი ცისარტყელას ფერები უცებ გაშავდა.

ყველაზე მეტად მიჭირს ამ თემაზე საუბარი. მე უფროსი შვილი ვიყავი, გარდატეხის ასაკში, სამივე შვილმა შოკი მივიღეთ. გავჩერდი, ერთ ადგილს ვტკეპნიდი, ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. ამ ყველაფერს დაემატა ფინანსური კრიზისი. რაც ერთად ვაშენეთ დაინგრა, დაიწყო ფინანსური პრობლემები, არ გვქონდა სახლი. ამ დროს დეიდას ორი წამი არ უფიქრია, სად შეიძლება წავსულიყავით, მასთან გადავედით საცხოვრებლად.

დედას გარკვეული თანხა ჰქონდა, რომლითაც სახლი შევიძინეთ, მაგრამ ეს სახლი იყო არამარტო შავი "კარკასი", კარი რომ გავაღე და შევედი, სადღაც ჩავვარდი. საშინელება ხდებოდა. საოცარი სახლი იყო, სადაც ვერ გადახვიდოდი და იცხოვრებდი. დედა განათლების სამინისტროში მუშაობდა, ყოველთვის მოწესრიგებული დადიოდა, გადაწყვიტა, რომ ჩვენ გაგველამაზებინა სახლი. დედამ დამანახა ყველაფერი ისე, რომ ეს ტკივილი არ განმეცადა.

მოდიოდა სამსახურიდან სახლში, ვიცვამდით სამუშაო ტანსაცმელს, გადავდიოდით ბინაში და ვლესავდით. ერთ დღეს ესეც დასრულდა, დედა მოვიდა და გვითხრა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და საზღვარგარეთ უნდა წასულიყო. ზუსტად მახსოვს ეს კადრი, გამეცინა, არ არსებობს, დედა ასე ვერ წავა-თქო. სხვანაირად იყო გაზრდილი, სითბოში, პატარა ბავშვივით უვლიდნენ და ვერ წარმოვიდგენდი, დედა თუ ამ ნაბიჯს გადადგამდა.

ჩვენ ისევ დეიდასთან ვცხოვრობდით ამხელა ოჯახი, როდესაც ერთ დღეს დედა საბუთებით მოვიდა, მივდივარო. ამ დროს მინდოდა მარტო გავქცეულიყავი სადმე და მეყვირა - არა. მისი საუბარი აღარ მესმოდა. უკან გავიხედე და ჩემი პატარა და დავინახე, მეორე მხარეს ჩემი ძმა იჯდა, წინ კი ბაბუა, რომელიც ყოველთვის გაჭიმული იჯდა ხოლმე და წამებში დაპატარავდა კაცი. მინდოდა მეკითხა, ბაბუ, ცუდად ხარ? - ესეც კი ვერ შევკადრე.

ჩემს თავს ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა, პასუხისმგებლობა მქონდა და უფროსი ვიყავი. რამდენი წელი გავიდა და დედის წასვლის კადრი არ ამომდის თვალებიდან. თავიდან მოვილაპარაკეთ, რომ აეროპორტში არ წავიდოდით, მაგრამ როდესაც ამდენი ჩემოდანი დავინახე, ცუდად გავხდი. სამზარეულოში იყო ბაბუა, რომელიც ბოლთას სცემდა, არაფერი უჭამია, ხმა არ ამოუღია. სამზრეულოში წყლის დასალევადაც ვერ შევდიოდით ამ დროს, იმდენად დიდი რიდი მქონდა ბაბუასი.

როდესაც დედა გადიოდა, ჩავეხუტეთ, ცრემლი მომწმინდა და მითხრა, დაიმახსოვრე, დედიკო, ჩვენ ცხოვრებას დედას ვუტირებთ. მეც ჩავხედე თვალებში და ვუთხარი, დედა ჩემი იმედი გქონდეს, მე და შენ ცხოვრებას დედას ვუტირებთ-მეთქი. ძალიან გამიჭირდა იმ ღამეს დაძინება. პირველი ერთი კვირა კოშმარში ვიცხოვრე. ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გათხოვებისას თეთრი კაბა მცმოდა და დედა ყოფილიყო ჩემს ქორწილში, სხვანაირად არ წარმომედგინა. როდესაც ვთხოვდებოდი, დედამ მითხრა, გავაკეთოთ ქორწილიო, მაგრამ არ მინდოდა რომ შორიდან ეყურებინა ჩემთვის.

ამიტომ ჩემ ოცნებაზე უარი ვთქვი. ბაბუა ისე დაიღუპა, რომ დედა ვერ ნახა. დედამ იყიდა მოგვიანებით სახლი, მართლა დედა უტირა ცხოვრებას. ქალს, რომელიც მუდმივად გაპრანჭული დადიოდა, ფიზიკური შრომა არ უთაკილია 24/7-ზე მუშაობდა რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლო. პირველი წასვლის შემდეგ დედა ათი წლის შემდეგ ვნახეთ და ეს იყო საოცარი ემოციები...

შეხვედრა 14 წლის შემდეგ დაბრუნებულ დედასთან - თბილისის აეროპორტი