მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა ნახა ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს? პირადად შემხვდეს.." - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძეზე?
"რა ნახა ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს? პირადად შემხვდეს.." - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძეზე?

პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მცდე­ლო­ბებს, რაც შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად წარ­მო­ა­ჩი­ნი­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი COVID-19-ის სი­ტუ­ა­ცია, გა­უ­ჩი­ნონ მო­სახ­ლე­ო­ბას და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა და უნ­დობ­ლო­ბა ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და ექი­მე­ბის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, პარ­ტია „გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დე­რი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამ­სა­ხურს COVID პან­დე­მი­ის ძა­ლი­ან ცუდი მარ­თვის და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ჩა­მოშ­ლის მძი­მე ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს და "არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი "პა­ა­ტა იმ­ნა­ძის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვს?!".

"ბე­დის ირო­ნი­აა, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ოდი­ო­ზუ­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო წეს­რი­გის მოშ­ლის და ადა­მი­ა­ნებ­ში ყვე­ლა­ზე ქვე­ნა ინ­სტიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, იმ ექი­მე­ბის გა­სა­მარ­თლე­ბას ითხოვს, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ათა­სო­ბით COVID ავად­მყო­ფის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს და ქვე­ყა­ნას მას­შტა­ბუ­რი COVID ტრა­გე­დია აა­ცი­ლეს. არა­ფერს ვამ­ბობთ ათე­ულ ათა­სო­ბით C ჰე­პა­ტი­ტით ავად­მყო­ფე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზე. ისე სა­ინ­ტე­რე­სოა, ბ-ნი ზუ­რა­ბი ჩვენ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბას მო­ი­თხოვს, თუ გი­რა­ოს.

ბ-ნი ზუ­რა­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო „1 მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე COVID გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით 222 ქვე­ყა­ნას/ერ­თე­ულს შო­რის 39-ე ად­გილ­ზეა“, რაც, მისი აზ­რით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში COVID კა­ტას­ტრო­ფის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

სი­ნამ­დვი­ლე კი შემ­დე­გია:

ბ-ნი ზუ­რა­ბის მე­თო­დი­კით და ლო­გი­კით რომ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლოთ, მა­შინ გა­მო­დის, რომ მა­გა­ლი­თად, სი­რი­ას, ტა­ჯი­კეთს, ავ­ღა­ნეთს, სო­მა­ლის, ეთი­ო­პი­ას, ბურ­კი­ნა ფა­სოს, ჰა­ი­ტის და კი­დევ 150-ზე მეტ მსგავს ქვე­ყა­ნას 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით აშშ-ზე და ევ­რო­პის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო და­ბა­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა აქვთ და შე­სა­ბა­მი­სად, COVID პან­დე­მი­ას უკე­თე­სად მარ­თა­ვენ? რო­მე­ლი ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ჯე­რებს ამას. ეს არც ბ-ნ ზუ­რაბს სჯე­რა (მას ხომ ინ­ტე­ლექ­ტი უდა­ვოდ არ აკ­ლია), მაგ­რამ ეს მას ნაკ­ლე­ბად ადარ­დებს. მთა­ვა­რია ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ოს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აამ­ხედ­როს.

საქ­მე იმა­შია, რომ რო­დე­საც COVID სიკ­ვდი­ლო­ბა­ზე და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ, სა­ქარ­თვე­ლო უნდა შე­დარ­დეს მხო­ლოდ ევ­რო­პის და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი რე­გი­ო­ნის უმე­ტეს (უმე­ტეს და არა ყვე­ლა) ქვეყ­ნებ­ში ჯერ ერთი COVID პან­დე­მი­ის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და მე­ო­რე და მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში (ერ­თე­უ­ლე­ბის გარ­და) აღ­რი­ცხვი­სა და ან­გა­რიშ­გე­ბის პრინ­ცი­პე­ბი და მათი სან­დო­ო­ბა ვე­რა­ვი­თარ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და მათი შე­და­რე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან სრუ­ლი­ად არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია.

ახლა შე­ვა­და­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID სიკ­ვდი­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ევ­რო­პის და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებს.

ქვე­ყა­ნა­ში COVID პან­დე­მი­ის მარ­თვის შე­ფა­სე­ბა რა­მო­დე­ნი­მე მაჩ­ვე­ნებ­ლით ხდე­ბა, მაგ­რამ მათ­გან მთა­ვა­რია ორი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი: 1. COVID-19-ის ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტი - ე.წ. CFR (case fatality rate) და 2. მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თე­ულ­ზე (მაგ. 1 მი­ლი­ონ­ზე) გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

პირ­ვე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი (CFR) პირ­და­პირ ასა­ხავს COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის და მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რისხს და არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი არც ქვეყ­ნის სი­დი­დე­ზე და არც COVID შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

მე­ო­რე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი უკვე ინ­ტეგ­რა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა­მარ­ტო კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის ხა­რისხზე, არა­მედ ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით ავად­მყოფ­თა სა­ერ­თო (კუ­მუ­ლა­ცი­ურ) რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

პირ­ვე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით - COVID-19-ის ყვე­ლა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტით სა­ქარ­თვე­ლოს (CFR- 1.43%) ცალ­სა­ხად უკე­თე­სი (უფრო და­ბა­ლი) მაშ­ვე­ნებ­ლე­ბი აქვს, ვიდ­რე აშშ-ს (CFR - 1.79%), კა­ნა­დას (CFR- 1.85%) და მექ­სი­კას (CFR – 9,43%) და ევ­რო­პის 35 ქვე­ყა­ნას (დიდ ბრი­ტა­ნეთს, გერ­მა­ნი­ას, ბოს­ნი­ას, ბულ­გა­რეთს, უნ­გრეთს, მა­კე­დო­ნი­ას, სლო­ვა­კეთს, სა­ბერ­ძნეთს, იტა­ლი­ას, რუ­მი­ნეთს, პო­ლო­ნეთს, რუ­სეთს, მოლ­დო­ვას, ბელ­გი­ას, უკ­რა­ი­ნას, ხორ­ვა­ტი­ას, ჰიბ­რალ­ტარს, ეს­პა­ნეთს, Channel islands-ს, სომ­ხეთს, პორ­ტუ­გა­ლი­ას, ლიხ­ტენშტე­ინს, საფ­რან­გეთს, ალ­ბა­ნეთს, ირ­ლან­დი­ას, ჩე­ხეთს, ლატ­ვი­ას, Isle of Man-ს, სან მა­რი­ნოს, სლო­ვე­ნი­ას, ავ­სტრი­ას, მონ­ტე­ნეგ­როს, ლიტ­ვას შვე­ი­ცა­რი­ას და აზერ­ბა­ი­ჯანს).

მე­ო­რე მაჩ­ვე­ნებ­ლით - 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო (1280 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე) ასე­ვე ცალ­სა­ხად ჩა­მორ­ჩე­ბა აშშ-ს (1850 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე), მექ­სი­კას (1769 გარ­დაც­ვლი­ლი 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე) და ევ­რო­პის 27 ქვე­ყა­ნას (დიდ ბრი­ტა­ნეთს, იტა­ლი­ას, უნ­გრეთს, ბოს­ნი­ას, ჩე­ხეთს, ჰიბ­რალ­ტარს, სან მა­რი­ნოს, მა­კე­დო­ნი­ას, ბულ­გა­რეთს, მონ­ტე­ნეგ­როს, სლო­ვა­კეთს, ბელ­გი­ას, სლო­ვე­ნი­ას, ხორ­ვა­ტი­ას, პო­ლო­ნეთს, ეს­პა­ნეთს, საფ­რან­გეთს, პორ­ტუ­გა­ლი­ას, რუ­მი­ნეთს, ან­დო­რას, ლიტ­ვას, ლიხ­ტენშტე­ინს, მოლ­დო­ვას, სომ­ხეთს, შვე­დეთს, ლატ­ვი­ას და ლუქ­სემ­ბურგს).

და ეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო შე­ზღუ­დუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნაა და ვაქ­ცი­ნა­ცი­აც დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ბ-ნი ზუ­რა­ბის აზ­რით ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ექი­მე­ბიც უნდა მი­ეც­ნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, თუ არა.

მე ვთხოვ ბ-ნ ზუ­რაბს დაგ­ვი­სა­ხე­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი დარ­გი მა­ინც (მე­დი­ცი­ნის დარ­გე­ბის ჩათ­ვლით), რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო სჯობ­ნის აშშ-ს და ევ­რო­პის 35 ან თუნ­დაც 27 ქვე­ყა­ნას და მერე გვი­პა­სუ­ხოს სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID პან­დე­მი­ის მმარ­თვე­ლი პი­რე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბა­ში მი­ცე­მას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, თუ და­ფა­სე­ბას და მხარ­და­ჭე­რას.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა შე­ზღუდ­ვებს და ლო­ქ­და­უ­ნებს, რა­შიც ბ-ნი ზუ­რა­ბი ასე­ვე გვა­და­ნა­შუ­ლებს. ისი­ნი რა თქმა უნდა იყო, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უფრო ნაკ­ლე­ბად მკაც­რი, ვიდ­რე ევ­რო­პის უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა: მხო­ლოდ ერთი პი­როვ­ნე­ბის სტუმ­რო­ბის უფ­ლე­ბა სხვა ოჯა­ხი­დან, მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა და გა­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა 15 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რა­დი­უ­სით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი­დან (გერ­მა­ნია), კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი­დან დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე (საფ­რან­გე­თი), სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზის გა­რე­შე (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), სახ­ლი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად და მო­ხუ­ცე­ბის და ბავ­შვე­ბის მო­სავ­ლე­ლად (ეს­პა­ნე­თი), სახ­ლში მხო­ლოდ ერთი პი­როვ­ნე­ბის მი­ღე­ბის (ვი­ზი­ტის) უფ­ლე­ბა და ე.წ. „ოთხის წესი“ სახ­ლის გა­რეთ შეხ­ვედ­რე­ბი­სას (ბელ­გია), სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბის აკ­რძალ­ვა მათ გარ­და ვინც უვ­ლის ბავ­შვებს, მო­ხუ­ცებს და ავად­მყო­ფებს, ქორ­წი­ლის შე­ზღუდ­ვა 6 ადა­მი­ა­ნით და დაკ­რძალ­ვის - 10 ადა­მი­ა­ნით (ირ­ლან­დია), სახ­ლი­დან გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა მაქ­სი­მუმ 1000 მეტ­რით, შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ 5 ადა­მი­ა­ნამ­დე და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ში და 10 ადა­მი­ა­ნამ­დე - ღია სივ­რცე­ში (ის­რა­ე­ლი), თვით ბრი­ტა­ნეთ­მაც კი, რო­მელ­მაც უკვე მო­სახ­ლე­ო­ბის 2/3 აცრა, სულ ახ­ლა­ხანს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა გა­და­დო ა.წ. 21 ივ­ნი­სი­დან 19 ივ­ლი­სამ­დე და ა.შ. და ა.შ.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა COVID პან­დე­მი­ის სა­მარ­თა­ვად მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვას და „მო­პარ­ვას“. ჯერ კი­დევ 2020 წლის ოქ­ტომ­ბრის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ოს COVID პან­დე­მია 16 ტრი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი და­უჯ­და (ახლა ეს ციფ­რი გა­ცი­ლე­ბით მეტი იქ­ნე­ბა) და რა გა­საკ­ვი­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ჯე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა ეს ხარ­ჯე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. ჩვენ პი­რა­დად არა­ნა­ი­რი, თუნ­დაც სიმ­ბო­ლუ­რი შე­ხე­ბაც კი არ გვქო­ნია არა­ნა­ირ ფი­ნან­სებ­თან და ხარ­ჯვას­თან, მაგ­რამ მა­ინც მინ­და ვკი­თხო ბ-ნ ზუ­რაბს - თუ ყვე­ლა­ფე­რი „მო­ი­პა­რეს“, მა­შინ რის ხარ­ჯზე კეთ­დე­ბა უფა­სოდ ყო­ველ­დღი­უ­რად 30 ათას­ზე მეტი ტეს­ტი (ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მსოფ­ლი­ო­ში). რის ხარ­ჯზე იქნა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 6 ათას­ზე მეტი COVID სა­წო­ლი მთე­ლი თა­ვი­სი მედ­პერ­სო­ნა­ლით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, რის ხარ­ჯზე გა­ტარ­და 100 ათას­ზე მეტი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი და 250 ათას­ზე მეტი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი COVID ავად­მყო­ფი და ყვე­ლა - უმაღ­ლე­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­დარ­ტე­ბით. რის ხარ­ჯზე შე­იქ­მნა 60-ზე მეტი „ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა“, რის ხარ­ჯზე იქნა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი 4 ათას­ზე მეტი ად­გი­ლი (პი­კის პე­რი­ოდ­ში) COVID სას­ტუმ­რო­ებ­ში, რის ხარ­ჯზე ხდე­ბა ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბის COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­კა­დე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვა (ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მსოფ­ლი­ო­ში), რის ხარ­ჯზე იქნა ქვე­ყა­ნა სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და კო­ლექ­ტი­უ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რის ხარ­ჯზე შე­მო­დის COVID ვაქ­ცი­ნის ასი ათა­სო­ბით და მი­ლი­ო­ნო­ბით (ა.წ. ივ­ლი­სი­დან) დოზა, რის ხარ­ჯზე გა­ე­წია სუბ­სი­დი­რე­ბა და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მთელ რიგ დარ­გებს და მთელ რიგ სო­ცი­ა­ლურ ფე­ნებს და ა.შ. და ა.შ.

კონ­კრე­ტუ­ლად კი­დევ რა უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და არ გა­კეთ­და (ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დაგ­ვი­ა­ნე­ბის გარ­და) ქვე­ყა­ნა­ში COVID პან­დე­მი­ის სა­მარ­თა­ვად და სა­ი­დან იცის ბ-ნმა ზუ­რაბ­მა, რომ ყვე­ლა­ფე­რი „მო­ი­პა­რეს“.

მე მინ­და ვთხო­ვო ბ-ნ ზუ­რაბს შემ­ხვდეს პი­რა­დად და გან­მარ­ტოს, თუ რა ნახა პი­რა­დად ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ისე­თი, რომ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვს. კერ­ძოდ, მო­ვი­თხოვ დაგ­ვი­სა­ხე­ლოს ჩემს მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი თუნ­დაც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მა (ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ჩვენ შე­ხე­ბა არ გვაქვს), დაგ­ვი­სა­ხე­ლოს თუნ­დაც ერთი ავად­მყო­ფი, რომ­ლის­გა­ნაც მე მთე­ლი ჩემი 50-წლი­ა­ნი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბი­სას თუნ­დაც ერთხელ ამი­ღია რა­ი­მე ჰო­ნო­რა­რი გინდ ფორ­მა­ლუ­რად, გინდ არა­ფორ­მა­ლუ­რად (ჩემი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც კი უფა­სოა). და­მი­სა­ხე­ლოს ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც, რო­დე­საც მე COVID პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე ფორ­მით, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­მე­ღოს. თუ ის ამას ვერ შეს­ძლებს, მა­შინ მე მო­ვი­თხოვ სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში ჩემი ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვი­სათ­ვის. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

მოკ­ლედ, დე­მა­გო­გია ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ რო­დე­საც იგი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი­დან მო­დის სა­ში­ნე­ლე­ბაა და და­მან­გრე­ვე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს­თვის“, - ნათ­ქვა­მია თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
31

ამ კაცს ჭკუასუსტობა ჭირს და ამათ ხელში ქვეყანა როდემდე უნდა იყოს? გამყრელიძე ვეღარ გაძღა, იმნაძე სულ დაილია და ტიკარაძემ ყრუ მუნჯების ჟესტიკულაციის სწავლა დაიწყო....

გიორგი
29
ეგ პროცენტული მაჩვენებლები შეგიძლია დაახვიო და სადაც მისი ადგილია იქ გაუშვა. ხელოვნურად გაბერილი გაქვთ მონაცემები და ხალხს დაძაბულს ამყოფებთ. მოვა დრო, ნოგეკითხებათ მატონო თენგიზ და არამარტო თქვენ.
ავტორი:

"რა ნახა ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს? პირადად შემხვდეს.." - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძეზე?

"რა ნახა ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს? პირადად შემხვდეს.." - რას წერს თენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჯაფარიძეზე?

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები აგრძელებენ მცდელობებს, რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინინონ საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია, გაუჩინონ მოსახლეობას დაუცველობის განცდა და უნდობლობა ქვეყნის და ჯანდაცვის ხელმძღვანელობის და ექიმების მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

მისი თქმით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის ხელისუფლებას და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს COVID პანდემიის ძალიან ცუდი მართვის და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მძიმე ბრალდებებს უყენებს და "არც მეტი არც ნაკლები "პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს?!".

"ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია, იმ ექიმების გასამართლებას ითხოვს, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინეს და ქვეყანას მასშტაბური COVID ტრაგედია ააცილეს. არაფერს ვამბობთ ათეულ ათასობით C ჰეპატიტით ავადმყოფების სიცოცხლის გადარჩენაზე. ისე საინტერესოა, ბ-ნი ზურაბი ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს.

ბ-ნი ზურაბის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საქართველო „1 მილიონ ადამიანზე COVID გარდაცვლილების რაოდენობით 222 ქვეყანას/ერთეულს შორის 39-ე ადგილზეა“, რაც, მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში COVID კატასტროფის მაჩვენებელია.

სინამდვილე კი შემდეგია:

ბ-ნი ზურაბის მეთოდიკით და ლოგიკით რომ ვიხელმძღვანელოთ, მაშინ გამოდის, რომ მაგალითად, სირიას, ტაჯიკეთს, ავღანეთს, სომალის, ეთიოპიას, ბურკინა ფასოს, ჰაიტის და კიდევ 150-ზე მეტ მსგავს ქვეყანას 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით აშშ-ზე და ევროპის უკლებლივ ყველა ქვეყანაზე გაცილებით უფრო დაბალი სიკვდილობა აქვთ და შესაბამისად, COVID პანდემიას უკეთესად მართავენ? რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი დაიჯერებს ამას. ეს არც ბ-ნ ზურაბს სჯერა (მას ხომ ინტელექტი უდავოდ არ აკლია), მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს. მთავარია ხალხი მოატყუოს და ხელისუფლების წინააღმდეგ აამხედროს.

საქმე იმაშია, რომ როდესაც COVID სიკვდილობაზე და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე ვლაპარაკობთ, საქართველო უნდა შედარდეს მხოლოდ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს, იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი რეგიონის უმეტეს (უმეტეს და არა ყველა) ქვეყნებში ჯერ ერთი COVID პანდემიის კანონზომიერებები განსხვავებულია და მეორე და მთავარი ის არის, რომ ამ ქვეყნებში (ერთეულების გარდა) აღრიცხვისა და ანგარიშგების პრინციპები და მათი სანდოობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და მათი შედარება ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან სრულიად არარელევანტურია.

ახლა შევადაროთ საქართველოში COVID სიკვდილობის მაჩვენებლები ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს.

ქვეყანაში COVID პანდემიის მართვის შეფასება რამოდენიმე მაჩვენებლით ხდება, მაგრამ მათგან მთავარია ორი მაჩვენებელი: 1. COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) და 2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა.

პირველი მაჩვენებელი (CFR) პირდაპირ ასახავს COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის და მკურნალობის ხარისხს და არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის სიდიდეზე და არც COVID შემთხვევების რაოდენობაზე.

მეორე მაჩვენებელი კი უკვე ინტეგრალური მაჩვენებელია და დამოკიდებულია არამარტო კლინიკური მართვის ხარისხზე, არამედ ქვეყანაში COVID-19-ით ავადმყოფთა საერთო (კუმულაციურ) რაოდენობაზე.

პირველი მაჩვენებლით - COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტით საქართველოს (CFR- 1.43%) ცალსახად უკეთესი (უფრო დაბალი) მაშვენებლები აქვს, ვიდრე აშშ-ს (CFR - 1.79%), კანადას (CFR- 1.85%) და მექსიკას (CFR – 9,43%) და ევროპის 35 ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ბოსნიას, ბულგარეთს, უნგრეთს, მაკედონიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუმინეთს, პოლონეთს, რუსეთს, მოლდოვას, ბელგიას, უკრაინას, ხორვატიას, ჰიბრალტარს, ესპანეთს, Channel islands-ს, სომხეთს, პორტუგალიას, ლიხტენშტეინს, საფრანგეთს, ალბანეთს, ირლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, Isle of Man-ს, სან მარინოს, სლოვენიას, ავსტრიას, მონტენეგროს, ლიტვას შვეიცარიას და აზერბაიჯანს).

მეორე მაჩვენებლით - 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო (1280 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) ასევე ცალსახად ჩამორჩება აშშ-ს (1850 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე), მექსიკას (1769 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) და ევროპის 27 ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს, იტალიას, უნგრეთს, ბოსნიას, ჩეხეთს, ჰიბრალტარს, სან მარინოს, მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, სლოვაკეთს, ბელგიას, სლოვენიას, ხორვატიას, პოლონეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, ანდორას, ლიტვას, ლიხტენშტეინს, მოლდოვას, სომხეთს, შვედეთს, ლატვიას და ლუქსემბურგს).

და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანაა და ვაქცინაციაც დაგვიანებით დაიწყო.

საინტერესოა, ბ-ნი ზურაბის აზრით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის ხელმძღვანელობა და ექიმებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, თუ არა.

მე ვთხოვ ბ-ნ ზურაბს დაგვისახელოს საქართველოში ერთი დარგი მაინც (მედიცინის დარგების ჩათვლით), რომელშიც საქართველო სჯობნის აშშ-ს და ევროპის 35 ან თუნდაც 27 ქვეყანას და მერე გვიპასუხოს საქართველოში COVID პანდემიის მმართველი პირები პასუხისმგებაში მიცემას იმსახურებენ, თუ დაფასებას და მხარდაჭერას.

ახლა რაც შეეხება შეზღუდვებს და ლოქდაუნებს, რაშიც ბ-ნი ზურაბი ასევე გვადანაშულებს. ისინი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, ჩვენთან არასდროს ყოფილა ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა: მხოლოდ ერთი პიროვნების სტუმრობის უფლება სხვა ოჯახიდან, მხოლოდ 6 ადამიანის შეკრების უფლება და გაადგილების შეზღუდვა 15 კილომეტრიანი რადიუსით საცხოვრებელი ადგილიდან (გერმანია), კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე (საფრანგეთი), საკუთარი სახლიდან გამოსვლის უფლების შეზღუდვა აუცილებელი მიზეზის გარეშე (დიდი ბრიტანეთი), სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად და მოხუცების და ბავშვების მოსავლელად (ესპანეთი), სახლში მხოლოდ ერთი პიროვნების მიღების (ვიზიტის) უფლება და ე.წ. „ოთხის წესი“ სახლის გარეთ შეხვედრებისას (ბელგია), საკუთარ სახლებში სტუმრების მიღების აკრძალვა მათ გარდა ვინც უვლის ბავშვებს, მოხუცებს და ავადმყოფებს, ქორწილის შეზღუდვა 6 ადამიანით და დაკრძალვის - 10 ადამიანით (ირლანდია), სახლიდან გადაადგილების შეზღუდვა მაქსიმუმ 1000 მეტრით, შეკრების უფლება მხოლოდ 5 ადამიანამდე დახურული სივრცეში და 10 ადამიანამდე - ღია სივრცეში (ისრაელი), თვით ბრიტანეთმაც კი, რომელმაც უკვე მოსახლეობის 2/3 აცრა, სულ ახლახანს დაანონსებული შეზღუდვების მოხსნა გადადო ა.წ. 21 ივნისიდან 19 ივლისამდე და ა.შ. და ა.შ.

ახლა რაც შეეხება COVID პანდემიის სამართავად მოზიდული სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და „მოპარვას“. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოს COVID პანდემია 16 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა (ახლა ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნება) და რა გასაკვირია, რომ საქართველოსაც სერიოზული ხარჯები ჰქონდა, თუმცა ეს ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ჩვენ პირადად არანაირი, თუნდაც სიმბოლური შეხებაც კი არ გვქონია არანაირ ფინანსებთან და ხარჯვასთან, მაგრამ მაინც მინდა ვკითხო ბ-ნ ზურაბს - თუ ყველაფერი „მოიპარეს“, მაშინ რის ხარჯზე კეთდება უფასოდ ყოველდღიურად 30 ათასზე მეტი ტესტი (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში). რის ხარჯზე იქნა მობილიზებული 6 ათასზე მეტი COVID საწოლი მთელი თავისი მედპერსონალით, აღჭურვილობით და მედიკამენტებით, რის ხარჯზე გატარდა 100 ათასზე მეტი ჰოსპიტალური და 250 ათასზე მეტი ამბულატორიული COVID ავადმყოფი და ყველა - უმაღლესი საერთაშორისო სტადარტებით. რის ხარჯზე შეიქმნა 60-ზე მეტი „ონლაინ კლინიკა“, რის ხარჯზე იქნა მობილიზებული 4 ათასზე მეტი ადგილი (პიკის პერიოდში) COVID სასტუმროებში, რის ხარჯზე ხდება ძალიან დიდი რაოდენობის COVID პაციენტების ნაკადების ეფექტიანი მართვა (ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში), რის ხარჯზე იქნა ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილი ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით, რის ხარჯზე შემოდის COVID ვაქცინის ასი ათასობით და მილიონობით (ა.წ. ივლისიდან) დოზა, რის ხარჯზე გაეწია სუბსიდირება და ფინანსური დახმარება მთელ რიგ დარგებს და მთელ რიგ სოციალურ ფენებს და ა.შ. და ა.შ.

კონკრეტულად კიდევ რა უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა (ვაქცინაციის დაგვიანების გარდა) ქვეყანაში COVID პანდემიის სამართავად და საიდან იცის ბ-ნმა ზურაბმა, რომ ყველაფერი „მოიპარეს“.

მე მინდა ვთხოვო ბ-ნ ზურაბს შემხვდეს პირადად და განმარტოს, თუ რა ნახა პირადად ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. კერძოდ, მოვითხოვ დაგვისახელოს ჩემს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა (ვაქცინაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს), დაგვისახელოს თუნდაც ერთი ავადმყოფი, რომლისგანაც მე მთელი ჩემი 50-წლიანი საექიმო საქმიანობისას თუნდაც ერთხელ ამიღია რაიმე ჰონორარი გინდ ფორმალურად, გინდ არაფორმალურად (ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა). დამისახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მე COVID პანდემიასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით, თუნდაც მინიმალური სარგებელი მიმეღოს. თუ ის ამას ვერ შესძლებს, მაშინ მე მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოკლედ, დემაგოგია ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა და დამანგრეველია სახელმწიფოსთვის“, - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

"თბილისი პრაიდი“ "ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვინ იყო ბიჭი, რომელმაც მტკვარში ჩავარდნილი მოზარდი გოგონა გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა - "ის რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი იყო"

"ჰანს კლუგემ თქვა, ძალიან კარგად მუშაობთ, ბრავო თქვენო" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკაზე