საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეთანხმდნენ ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი?
რაზე შეთანხმდნენ ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კელ კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­და­წყდა, რომ ამე­რი­კე­ლი და რუსი ელ­ჩე­ბი სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გი­ლებს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ მან ჟე­ნე­ვა­ში აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა ელ­ჩე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გილ­ზე, მოს­კოვ­ში ამე­რი­კე­ლი ელ­ჩე­ბი­სა, ხოლო ვა­შინგტონ­ში რუსი ელ­ჩე­ბი­სა, ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ ეს სა­კი­თხი გა­და­წყვე­ტი­ლია. ისი­ნი და­უბ­რუნ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გი­ლებს, ხოლო კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, იქ­ნე­ბა ეს ხვალ თუ ზეგ, არის წმინ­დად ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის სა­კი­თხი.

ასე­ვე შევ­თან­ხმდით, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი, და­ი­წყე­ბენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს კომ­პლექ­სუ­რად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კუ­თხით ურ­თი­ერთქმე­დე­ბე­ბის­თვის. აქ არის სა­სა­უბ­რო, დაგ­როვ­და ბევ­რი თემა. მგო­ნია, რომ ორი­ვე მხა­რე, მათ შო­რის აშშ გან­წყო­ბი­ლია, რომ იპო­ვოს გა­მო­სა­ვა­ლი“, - აღ­ნიშ­ნა, პუ­ტინ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კელ კო­ლე­გა ჯო ბა­ი­დენ­თან შეხ­ვედ­რი­სას, უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს.

რო­გორც მან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ჯო ბა­ი­დე­ნი თან­ხმდე­ბა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხი ძი­რი­თა­დად მინ­სკის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს.

„რაც ეხე­ბა უკ­რა­ი­ნას, ამას შე­ე­ხო სა­უ­ბა­რი. ვერ ვი­ტყო­დი, რომ ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად. მაგ­რამ რო­გორც მივ­ხვდი პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი ეთან­ხმე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში ძი­რი­თა­დი და­რე­გუ­ლი­რე­ბა უნდა მოხ­დეს მინ­სკის შე­თან­ხმე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნის ნატო-ში შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კითხს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ აქ არა­ფე­რია გან­სა­ხილ­ვე­ლი.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს უკ­რა­ი­ნის ნა­ტო­ში შე­საძ­ლო შეს­ვლა­ზე, ამ თე­მას შე­ვე­ხეთ გაკ­ვრით და აქ არა­ფე­რია გან­სა­ხილ­ვე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

ცნო­ბისთგვის, აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენ­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის პირ­ვე­ლი პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა ჟე­ნე­ვა­ში შედ­გა.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
13

საქართველო რომელს დარჩება

????
21

მიდი და გაიგე ეხლა იქ არაფერია განსახილველი და საქართველო სულ გადაავიწყდატ. ესეიგი ბაიდენი ტყვილა შეხვდა.

ავტორი:

რაზე შეთანხმდნენ ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი?

რაზე შეთანხმდნენ ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ ამერიკელი და რუსი ელჩები საკუთარი საქმიანობის ადგილებს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ მან ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას საკუთარი საქმიანობის ადგილზე, მოსკოვში ამერიკელი ელჩებისა, ხოლო ვაშინგტონში რუსი ელჩებისა, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ საქმიანობის ადგილებს, ხოლო კონკრეტულად როდის, იქნება ეს ხვალ თუ ზეგ, არის წმინდად ტექნიკური ხასიათის საკითხი.

ასევე შევთანხმდით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაიწყებენ კონსულტაციებს კომპლექსურად დიპლომატიური კუთხით ურთიერთქმედებებისთვის. აქ არის სასაუბრო, დაგროვდა ბევრი თემა. მგონია, რომ ორივე მხარე, მათ შორის აშშ განწყობილია, რომ იპოვოს გამოსავალი“, - აღნიშნა, პუტინმა.

მისივე განცხადებით, ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას, უკრაინის საკითხი განიხილეს.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯო ბაიდენი თანხმდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხი ძირითადად მინსკის მოლაპარაკებებით უნდა დარეგულირდეს.

„რაც ეხება უკრაინას, ამას შეეხო საუბარი. ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან დეტალურად. მაგრამ როგორც მივხვდი პრეზიდენტი ბაიდენი ეთანხმება, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ძირითადი დარეგულირება უნდა მოხდეს მინსკის შეთანხმებით“, - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხს, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქ არაფერია განსახილველი.

„რაც შეეხება საკითხს უკრაინის ნატოში შესაძლო შესვლაზე, ამ თემას შევეხეთ გაკვრით და აქ არაფერია განსახილველი“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთგვის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა ჟენევაში შედგა.

სამხრეთ კორეაში, სპორტდარბაზებში, სწრაფი, რიტმული მუსიკის ჩართვა აკრძალეს - რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი

"არ მსურს, ვინმემ ისეთი სიძულვილი გამოსცადოს, როგორიც ჩვენ" - სოციალურ ქსელში ინგლისელი ფეხბურთელების რასისტული შეურაცხყოფის გამო 5 ადამიანი დააკავეს

"აშშ და გერმანია ერთიანნი არიან, დაეხმარონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ" - მერკელისა და ბაიდენის მთავარი გზავნილი თეთრი სახლიდან