კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან
"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან

ჩვენ კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ალი­ან­სის წევ­რი წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას­თან (MAP), რო­გორც პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წილ­თან ერ­თად, - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს სა­მი­ტის კო­მუ­ნი­კე­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

„ჩვენ კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ყვე­ლა ელე­მენტს, ისე­ვე რო­გორც შემ­დგომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მათ შო­რის, რომ თი­თო­ე­უ­ლი პარტნი­ო­რი შე­ფას­დე­ბა სა­კუ­თა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბით. ჩვენ მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს უფ­ლე­ბას, გა­და­წყვი­ტოს სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კურ­სი სა­გა­რეო ჩა­რე­ვის გა­რე­შე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კო­მუ­ნი­კე­ში.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ალი­ან­სი აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს წვლილს ნატო-ს ოპე­რა­ცი­ებ­ში.

„ჩვენ მა­ღალ შე­ფა­სე­ბას ვაძ­ლევთ სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს ნატო-ს ოპე­რა­ცი­ებ­ში, რაც აჩ­ვე­ნებს მის ერ­თგუ­ლე­ბას და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ხელი შე­უ­წყოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ უსაფრ­თხო­ე­ბას. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ბო­ლოდ­რო­ინ­დელ პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბას და მხარს ვუ­ჭერთ მის სრულ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ეს შე­თან­ხმე­ბა გზას უხ­სნის მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ას­პი­რანტ ქვე­ყა­ნას, გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში მომ­ზა­დე­ბა­ში. ჩვენ მზად ვართ, ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სია და ყო­ველ­წლი­უ­რი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მა სრუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ა­ლო­გი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მიზ­ნით. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და უნდა გაგ­რძელ­დეს და რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა ალი­ანსთან შე­ი­ცავს ყვე­ლა პრაქ­ტი­კულ ინ­სტრუ­მენტს სა­ბო­ლოო წევ­რო­ბის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ჩვენ მჭიდ­როდ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ შავი ზღვის რე­გი­ონ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე, რუ­სე­თის მზარ­დი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ და მი­ვე­სალ­მე­ბით გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს. ჩვენ მზად ვართ, გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, მათ შო­რის ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მდგარ­დო­ბის გაზ­რდით, ტრე­ნინ­გე­ბის, წვრთნე­ბი­სა და უსაფრ­თხო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კუ­თხით. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს მო­რიგ სწავ­ლე­ბას 2022 წელს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კო­მუ­ნი­კე­ში.

ნატო-ს წევ­რე­ბი რუ­სეთს მო­უ­წო­დე­ბენ, გა­ა­უქ­მოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნე­ბის ე.წ. „და­მო­უ­კი­დე­ბელ“ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ.

„კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს მხარ­და­ჭე­რას უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ, მათ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში... სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, გა­იყ­ვა­ნოს ის ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მან სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში გა­ნა­თავ­სა, მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე...

ჩვენ კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, გა­ა­უქ­მოს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად აღი­ა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მი­ღე­ბუ­ლი 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა; შე­წყვი­ტოს ამ რე­გი­ო­ნე­ბის მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია და მათი და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­გან იძუ­ლე­ბით გა­მი­ჯვნა სა­ზღვრის მსგავ­სი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გზით; შე­წყვი­ტოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი, თვით­ნე­ბუ­რი და­კა­ვე­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ბრი­უ­სე­ლის სა­მი­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს გა­ნა­ცხა­და, რომ ალი­ანსთან მეტი და­ახ­ლო­ე­ბის მიზ­ნით ნატო გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რას.

„ჩვენ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ ჩვენს ღი­რე­ბულ პარტნი­ო­რებს - უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს. ნატო-სთან მეტი და­ახ­ლო­ე­ბის მიზ­ნით გა­ვაგ­რძე­ლებთ მათი რე­ფორ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რას“, - გა­ნა­ცხა­და სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე თუ რას გა­ა­კე­თებს ნატო უკ­რა­ი­ნის და­სახ­მა­რებ­ლად, იენს სტოლ­ტენბ­გერ­გმა გა­ნა­ცხა­და, რომ ალი­ან­სი უკ­რა­ი­ნას პრაქ­ტი­კულ დახ­მა­რე­ბა­სა და თა­ნად­გო­მას ჰპირ­დე­ბა.

„ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­ში, რათა ისი­ნი ალი­ანსს უფრო და­უ­ახ­ლოვ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, თუ რო­დის შეძ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა უპა­სუ­ხა: "სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მე­სი­ჯი იგი­ვეა, რაც უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში. ჩვენ გთა­ვა­ზობთ პო­ლი­ტი­კურ და პრაქ­ტი­კულ მხარ­და­ჭე­რას. მათ შო­რის არის თბი­ლის­ში საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრი. სა­ქარ­თვე­ლო არის ჩვე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­კავ­ში­რე. მე კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღის თქმა არ შე­მიძ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­სა­ჭე­რად".

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///
71

თუ არ მოგვეხმარებით საქართველო დაკარგავს დამოუკიდებლობას.

ქართველი
23

ვივუსი მევალეს რომ ურეკავს და ვალს სთხოვს (ოღონდ უიმედო ვალია ვერ ამოიღებს) და ისიც უდასტურებს რომ დააბრუნებს

ავტორი:

"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან

"ვადასტურებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი" - მთავარი მესიჯები ნატო-ს სამიტის კომუნიკედან

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილთან ერთად, - ამის შესახებ ნატო-ს სამიტის კომუნიკეშია აღნიშნული.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, რომ თითოეული პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურებით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი საგარეო ჩარევის გარეშე“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ალიანსი აფასებს საქართველოს წვლილს ნატო-ს ოპერაციებში.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში. ჩვენ მზად ვართ, ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რომელიც საქართველომ განახორციელა და უნდა გაგრძელდეს და რომელიც დაეხმარა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მდგარდობის გაზრდით, ტრენინგების, წვრთნებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების კუთხით. მოუთმენლად ველით ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

ნატო-ს წევრები რუსეთს მოუწოდებენ, გააუქმოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში... საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც მან სამივე ქვეყანაში განათავსა, მათი თანხმობის გარეშე...

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან იძულებით გამიჯვნა საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის გზით; შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ალიანსთან მეტი დაახლოების მიზნით ნატო გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინის რეფორმების მხარდაჭერას.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ღირებულ პარტნიორებს - უკრაინასა და საქართველოს. ნატო-სთან მეტი დაახლოების მიზნით გავაგრძელებთ მათი რეფორმების მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რას გააკეთებს ნატო უკრაინის დასახმარებლად, იენს სტოლტენბგერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას პრაქტიკულ დახმარებასა და თანადგომას ჰპირდება.

„ჩვენ დავეხმარებით საქართველოსა და უკრაინას რეფორმების გატარებაში, რათა ისინი ალიანსს უფრო დაუახლოვდნენ“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როდის შეძლებს საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას იენს სტოლტენბერგმა უპასუხა: "საქართველოსთან მიმართებაში მესიჯი იგივეა, რაც უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ გთავაზობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. მათ შორის არის თბილისში საწვრთნელი ცენტრი. საქართველო არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. მე კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს მხარდასაჭერად".