პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტი მი­ხე­ილ გვე­ნე­ტა­ძე, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია RMG-ის 2020 წლის აღ­მო­ჩე­ნა გახ­და, დღეს უკვე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია და ბურ­ღვა-მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

„ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2014 წელს ჩა­ვა­ბა­რე, სამ­თო-გე­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე. რა­ტომ ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია?! მე­ცხრე კლა­სელ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში შემ­თხვე­ვით ვნა­ხე ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მე­ლიც ნავ­თობ­მო­პო­ვე­ბას ეხე­ბო­და. იმ­დე­ნად და­ვინ­ტე­რეს­დი, რომ მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია, სად შე­იძ­ლე­ბო­და ამ პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს ჰქონ­და. სამ­თო-გე­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის მე­სა­მე და მე­ო­თხე კურ­სზე კომ­პა­ნია RMG-ის სტი­პენ­დი­ან­ტი გავ­ხდი, 5 თვის მან­ძილ­ზე კომ­პა­ნი­ა­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე და ჩა­ვერ­თე კი­დეც RMG-ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის, „ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის“ შე­სარ­ჩევ ტურ­ში. ეს პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის შედ­გე­ნას, თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბებს სხვა­დას­ხვა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და სატ­რე­ნინ­გო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბებს კომ­პა­ნი­ის სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რულ და­ნა­ყოფ­სა და პარტნი­ორ სა­წარ­მო­ებ­ში, უცხო­უ­რი ენე­ბი­სა და მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ღია კონ­კურ­სის წე­სით, სა­ბო­ლოო ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი 12 კან­დი­და­ტი­დან, მე­ნე­ჯმენ­ტთან გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ძე, შე­ირ­ჩა 5 სტუ­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გახ­დნენ. მათ­გან ერთ-ერთი მეც ვი­ყა­ვი“, - აცხა­დებს მი­ხე­ილ გვე­ნე­ტა­ძე.

რო­გორც სტუ-ის მა­გის­ტრან­ტი გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი, რო­გორც წესი, პრო­ფე­სი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებს, მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ეუფ­ლე­ბი­ან.

„სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტა­პებ­სა და ბურ­ღვის ტექ­ნო­ლო­გი­ებს პრაქ­ტი­კა­ში გავ­დი­ვართ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის უნი­კა­ლურ სას­წავ­ლო შახ­ტი-ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ეს ლა­ბო­რა­ტო­რია თა­ვი­სი მას­შტა­ბე­ბით უა­ნა­ლო­გოა, რო­გორც პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ასე­ვე, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და სამ­თო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაა დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, შახ­ტი-ლა­ბო­რა­ტო­რია სტუ­დენ­ტე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა პი­რო­ბას მო­ი­ცავს. ვფიქ­რობ, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის და წარ­მო­ე­ბის მარ­თვის უნარ-ჩვე­ვე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად. გარ­და ამი­სა, სას­წავ­ლო-პრაქ­ტი­კუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი გვი­ტარ­დე­ბა სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის მო­პო­ვე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ასე­ვე, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „ჭა­ბურ­ღი­ლის მოქ­მე­დი მა­კე­ტი“, სა­დაც სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კა ჭა­ბურ­ღი­ლე­ბი­სა და ბურ­ღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ გვე­ნე­ტა­ძე.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­წარ­მოო თუ სა­ვე­ლე პრაქ­ტი­კა და სტა­ჟი­რე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა სამ­თო-გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ფი­ლის კომ­პა­ნი­ებ­ში, კა­რი­ე­რებ­ზე და სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლებ­ში გა­ი­ა­რონ.

„გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ, რომ ჩემი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­თო-გე­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე სას­წავ­ლო კურ­სებს მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უძღვე­ბი­ან. სწო­რედ მათ მომ­ცეს ძი­რი­თა­დი ბაზა, რაც პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და კა­რი­ე­რულ წინსვლას სჭირ­დე­ბა. ჩვე­ნი პრო­ფე­სია საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ამის გამო - ნაკ­ლე­ბად მო­თხოვ­ნა­დია, მაგ­რამ ვინც ამ პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევს, მას არც სირ­თუ­ლე აში­ნებს და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წევს“, - აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრან­ტი.

@
0

სამწუხაროა რომ,ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება გაჩერებულია და სტუდენტებსა და სპეციალისტებსაც მუშაობის პერსპექტივა არა აქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მიხეილ გვენეტაძე, რომელიც კომპანია RMG-ის 2020 წლის აღმოჩენა გახდა, დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია და ბურღვა-მექანიზაციის მიმართულებით საპასუხისმგებლო სამუშაოს ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ტექნიკურ უნივერსიტეტში 2014 წელს ჩავაბარე, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. რატომ ავირჩიე ეს პროფესია?! მეცხრე კლასელმა ინტერნეტში შემთხვევით ვნახე ვიდეორგოლი, რომელიც ნავთობმოპოვებას ეხებოდა. იმდენად დავინტერესდი, რომ მოვიძიე ინფორმაცია, სად შეიძლებოდა ამ პროფესიას დავუფლებოდი. აღმოჩნდა, რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა. სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსზე კომპანია RMG-ის სტიპენდიანტი გავხდი, 5 თვის მანძილზე კომპანიაში სტაჟირება გავიარე და ჩავერთე კიდეც RMG-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, „ინდივიდუალური განვითარების გეგმის“ შესარჩევ ტურში. ეს პროექტი მიზნად ისახავს კომპეტენციის განვითარების ინდივიდუალური პროგრამების შედგენას, თეორიულ სწავლებებს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სატრენინგო დაწესებულებებში, პრაქტიკულ სწავლებებს კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფსა და პარტნიორ საწარმოებში, უცხოური ენებისა და მენეჯერული უნარების განვითარებას. ღია კონკურსის წესით, საბოლოო ეტაპზე გადასული 12 კანდიდატიდან, მენეჯმენტთან გასაუბრების საფუძველძე, შეირჩა 5 სტუდენტი, რომლებიც ამ პროექტის მონაწილეები გახდნენ. მათგან ერთ-ერთი მეც ვიყავი“, - აცხადებს მიხეილ გვენეტაძე.

როგორც სტუ-ის მაგისტრანტი განმარტავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, როგორც წესი, პროფესიისთვის აუცილებელ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, მიმართულებების შესაბამისად უნივერსიტეტის ლაბორატორიებში ეუფლებიან.

„სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ასაფეთქებელი სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპებსა და ბურღვის ტექნოლოგიებს პრაქტიკაში გავდივართ ტექნიკური უნივერსიტეტის უნიკალურ სასწავლო შახტი-ლაბორატორიაში. ეს ლაბორატორია თავისი მასშტაბებით უანალოგოა, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში და სამთო სამუშაოების მთელი კომპლექსის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. რაც მთავარია, შახტი-ლაბორატორია სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობას მოიცავს. ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია სტუდენტების პროფესიული მომზადების, ტექნოლოგიური პროცესების და წარმოების მართვის უნარ-ჩვევების ასათვისებლად. გარდა ამისა, სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობები გვიტარდება სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის მოპოვების ლაბორატორიაში. უნივერსიტეტში, ასევე, ფუნქციონირებს „ჭაბურღილის მოქმედი მაკეტი“, სადაც სასწავლო პრაქტიკა ჭაბურღილებისა და ბურღვის მიმართულებით მიმდინარეობს“, - აღნიშნავს მიხეილ გვენეტაძე.

მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ საშუალება, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, საწარმოო თუ საველე პრაქტიკა და სტაჟირებები სხვადასხვა სამთო-გეოლოგიური პროფილის კომპანიებში, კარიერებზე და საზაფხულო სკოლებში გაიარონ.

„გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სასწავლო კურსებს მაღალი დონის სპეციალისტები უძღვებიან. სწორედ მათ მომცეს ძირითადი ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება. ჩვენი პროფესია საკმაოდ რთული და ამის გამო - ნაკლებად მოთხოვნადია, მაგრამ ვინც ამ პროფესიას ირჩევს, მას არც სირთულე აშინებს და წარმატებასაც მიაღწევს“, - აღნიშნავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი.

ჩემი ხმა ვარძიას! - საიტი, სადაც შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა, რათა ვარძია გახდეს ევროპის "საზოგადოების რჩეული“

"აშშ-დან დაბრუნებული ქალიშვილის სანახავად მიდიოდა, როცა სატვირთო შეეჯახა მის მანქანას" - რას ყვებიან "ნიუ ჰოსპიტალთან" მომხდარი ავარიისას გარდაცვლილ მუსიკოსზე მეგობრები

კორონავირუსით ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევა და 23 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები ქვეყნის მასშტაბით