პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოსავალი ძველი კონცერტებიდან და წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?
შემოსავალი ძველი კონცერტებიდან და წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?

ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბი ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძე 1938 წლის 19 ივ­ლისს და­ი­ბა­და და 82 წლის ასა­კა­ში პარ­ლა­მენ­ტა­რიც გახ­და. ის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (ბლო­კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია "ძალა ერ­თო­ბა­შია“) ეგი­დით მოხ­ვდა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, პო­ლი­ტი­კურ­მა გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე, დას­კვნი­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა, სა­დაც პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა ბუბა კი­კა­ბი­ძემ ორი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, მათ შო­რის, “თბი­ლი­სოც”. კი­კა­ბი­ძემ რამ­დე­ნი­მე სტრო­ფი რუ­სუ­ლად იმ­ღე­რა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფარ­თო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ტექ­ნი­კურ ჯგუფს ფო­ნოგ­რა­მა აე­რია, სწო­რედ ამის გამო იმ­ღე­რა ბუბა კი­კა­ბი­ძემ რუ­სუ­ლად “თბი­ლი­სოს” ნა­წი­ლი.

  • რა წე­რია ბუბა კი­კა­ბი­ძის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში?

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბუბა კი­კა­ბი­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2021 წლის 11 თე­ბე­რავლს შე­ავ­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც არც მის და არც მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბა.

თუმ­ცა სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ კი­კა­ბი­ძე­ე­ბი ვა­კე­ში, 3-სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, არც ბუბა კი­კა­ბი­ძის და არც მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე არ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი და დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც ამი­ტომ არ მოხ­ვდა.

ბუბა კი­კა­ბი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

ზო­გა­დად, ბუ­ბას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არც ისე გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლია, მას დი­დად არ უყ­ვარს ამა­ზე ლა­პა­რა­კი. მისი მე­უღ­ლე ირი­ნა ქე­ბა­ძე ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის გურამ სა­ღა­რა­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე გახ­ლდათ. მსა­ხი­ო­ბის­გან ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძე ჰყავს. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ბუ­ბამ მა­რი­ნა სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გა­ზარ­და და არც მის ვაჟს არ­ჩევს სა­კუ­თარ შვი­ლიშ­ვი­ლებ­ში. ბუ­ბას და ირი­ნას სა­ერ­თო ვაჟი - კონ­სტან­ტი­ნე ჰყავთ, რო­მე­ლიც კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს.

და­ვუბ­რუნ­დეთ დეკ­ლა­რა­ცი­ას, 2018 წელს ბუბა კი­კა­ბი­ძის­თვის ბა­თუ­მი, ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, 45 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა უჩუ­ქე­ბი­ათ, 2012 წელს კი, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გე­გუთ­ში, 12 000 დო­ლა­რად შე­უ­ძე­ნია 10086 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი.

2017 წლი­დან მის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი Lexus LX570, რომ­ლის შე­ძე­ნის ფორ­მად კვლავ ჩუ­ქე­ბაა მი­თი­თე­ბუ­ლი.

კი­კა­ბი­ძე­ე­ბის სახ­ლი ვა­კე­ში

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, პა­რა­ლა­მენ­ტარს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" სამ სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და შემ­დე­გი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხე­ბი: ანა­ბა­რი - 7536,8 დო­ლა­რი, 2992,14 დო­ლა­რი და 4166,28 დო­ლა­რი.

გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მო­სავ­ლის სა­ხით კი მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს თან­ხე­ბი ძვე­ლი კონ­ცერ­ტე­ბი­დან: 11 000 ლა­რი­სა და 5000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში წერს, რომ ფლობს წი­ლებს რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში:

ის, 7%-იანი წი­ლით, პარტნი­ო­რია შპს-ში კუს ტბა კალა; ასე­ვე შპს-ში კუს ტბა-2 (44%), შპს-ში კუს ტბა პა­ლა­სი (22%), შპს-ში ფლაგ არტი. ამ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლი1408
154

ეგ არ იყო იარაღით რომ დასდევდა ზვიადისტებს. ამას ხალხი არ დაივიწყებს და არც აპატიებს

არა გრცხვენიათ?
16

"რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, ტექ­ნი­კურ ჯგუფს ფო­ნოგ­რა­მა აე­რია, სწო­რედ ამის გამო იმ­ღე­რა ბუბა კი­კა­ბი­ძემ რუ­სუ­ლად “თბი­ლი­სოს” ნა­წი­ლი." - თვითონ აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში, ფონოგრამაზე არ მიმღერიაო და თქვენ ნანუკა ჟორჟოლიანის ცრუ ვერსიას იმეორებთ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

შემოსავალი ძველი კონცერტებიდან და წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?

შემოსავალი ძველი კონცერტებიდან და წილები რამდენიმე კომპანიაში - რა ქონებას ფლობს ბუბა კიკაბიძე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით?

ცნობილი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს დაიბადა და 82 წლის ასაკაში პარლამენტარიც გახდა. ის საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო შექმნილი ოპოზიციური გაერთიანების (ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“) ეგიდით მოხვდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურმა გაერთიანებამ თავისუფლების მოედანზე, დასკვნითი შეხვედრა გამართა, სადაც პარტიის საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის, “თბილისოც”. კიკაბიძემ რამდენიმე სტროფი რუსულად იმღერა, რასაც სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, სწორედ ამის გამო იმღერა ბუბა კიკაბიძემ რუსულად “თბილისოს” ნაწილი.

  • რა წერია ბუბა კიკაბიძის ქონებრივ დეკლარაციაში?

როგორც ირკვევა, ბუბა კიკაბიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 11 თებერავლს შეავსო, რომლის თანახმადაც არც მის და არც მისი მეუღლის სახელზე თბილისში საცხოვრებელი სახლი არ ფიქსირდება.

თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ კიკაბიძეები ვაკეში, 3-სართულიან სახლში ცხოვრობენ, რომელიც, სავარაუდოდ, არც ბუბა კიკაბიძის და არც მისი მეუღლის სახელზე არ არის გაფორმებული და დეკლარაციაშიც ამიტომ არ მოხვდა.

ბუბა კიკაბიძე მეუღლესთან ერთად

ზოგადად, ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია, მას დიდად არ უყვარს ამაზე ლაპარაკი. მისი მეუღლე ირინა ქებაძე ცნობილი მსახიობის გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობისგან ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია ისიც, რომ ბუბამ მარინა საკუთარი შვილივით გაზარდა და არც მის ვაჟს არჩევს საკუთარ შვილიშვილებში. ბუბას და ირინას საერთო ვაჟი - კონსტანტინე ჰყავთ, რომელიც კანადაში ცხოვრობს.

დავუბრუნდეთ დეკლარაციას, 2018 წელს ბუბა კიკაბიძისთვის ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, 45 კვ.მ ფართობის ბინა უჩუქებიათ, 2012 წელს კი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, 12 000 დოლარად შეუძენია 10086 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2017 წლიდან მის სახელზე ირიცხება ავტომობილი Lexus LX570, რომლის შეძენის ფორმად კვლავ ჩუქებაა მითითებული.

კიკაბიძეების სახლი ვაკეში

დეკლარაციის შევსების მომენტში, პარალამენტარს "საქართველოს ბანკის" სამ სხვადასხვა ანგარიშზე ერიცხებოდა შემდეგი რაოდენობის თანხები: ანაბარი - 7536,8 დოლარი, 2992,14 დოლარი და 4166,28 დოლარი.

გასული ერთი წლის განმავლობაში შემოსავლის სახით კი მითითებული აქვს თანხები ძველი კონცერტებიდან: 11 000 ლარისა და 5000 დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება მის სამეწარმეო საქმიანობას, ვახტანგ კიკაბიძე დეკლარაციაში წერს, რომ ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში:

ის, 7%-იანი წილით, პარტნიორია შპს-ში კუს ტბა კალა; ასევე შპს-ში კუს ტბა-2 (44%), შპს-ში კუს ტბა პალასი (22%), შპს-ში ფლაგ არტი. ამ კომპანიებიდან შემოსავალი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

"შეამჩნევდით, რომ პირველ რიგში ერთი სკამი ცარიელია..." - ვის სახსოვრად იყო ცარიელი სკამი კალაძის მერად წარდგენის ცერემონიაზე

5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი... თუ მოძალადეები არ დაისჯებიან, მაშინ ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა საქმის გამოძიება - მამუკა მდინარაძე

"არ გამოვა ასე, ბატონო კახა, უნდა აირჩიოთ, ან ხართ ღარიბაშვილისეული შავრაზმელი ან მილანელი, ურბანული ტიპის პერსონაჟი" - თინა ბოკუჩავა კალაძეს