პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა
"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ი­დან ექ­ვსი წელი გა­ვი­და. სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 22 ადა­მი­ა­ნი და და­ზა­რალ­და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე. სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა ​სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, გზე­ბი, ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი. მთლი­ა­ნად და­იტ­ბო­რა "მზი­უ­რი­სა" და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია.

სტი­ქი­ის მსხვერ­პლთა შო­რის იყო ივ­ლი­ტა ჯი­ბუ­ტი, რომ­ლის მა­მაც, სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა გი­ორ­გი (ჯი­ბუ­ტი) დღეს ტრა­გე­დი­ის ღა­მეს იხ­სე­ნებს და ივ­ლი­ტას გარ­დაც­ვლე­ბე­ის შემ­დგომ ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ზე სა­უბ­რებს. მამა გი­ორ­გიმ აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე "მთა­ვარ­თან" ისა­უბ­რა. ის ამ­ბობს, რომ ოჯახ­ში ივ­ლი­ტას შემ­დეგ ორი ივ­ლი­ტა და­ი­ბა­და (გო­გო­ნე­ბი მამა გი­ორ­გის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან).

"ღმერ­თმა მა­ჩუ­ქა ივ­ლი­ტა, ორი თა­ნაც. როცა და­ი­ბა­და ივ­ლი­ტა, ჯერ ერთი, მერე მე­ო­რე, სი­ხა­რუ­ლის გრძნო­ბა იყო - რომ ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლე გრძელ­დე­ბა ამ პა­ტა­რე­ბის სა­ხით. მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი შვი­ლე­ბის, რომ და­არ­ქვეს ეს სა­ხე­ლი. სი­ხა­რუ­ლის გრძნო­ბა არის, მაგ­რამ ჩემს შვილ ვერ შეც­ვლის ვე­რა­ვინ, რა თქმა უნდა.

13 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს, ძლი­ე­რი წვი­მა როცა და­ი­წყო, სახ­ლშიც კი შე­მო­აღ­წია წვი­მამ. ამ დროს და­ვუ­რე­კე ჩემს შვილს და ვუ­თხა­რი, დათო (ჩემი სიძე) თუ არის სახ­ლში, რომ ბავ­შვებს წვი­მის არ შე­ე­შინ­დეთ-მეთ­ქი. მეტს არა­ფერს არ ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ჭექა-ქუ­ხი­ლი და წვი­მა იყო და არ შე­შინ­დე­ბო­დათ. ივ­ლი­ტამ მი­პა­სუ­ხა, დათო სახ­ლში­აი და მეც დავ­მშვიდ­დი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 10:00 სა­ათ­ზე, თერ­თმე­ტის ნა­ხე­ვარ­ზე ხდე­ბო­და. ხოლო 12-ის ნა­ხევ­რა­ზე რე­კავს უკვე დათო, სა­ხუ­რავ­ზე ვართ და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხე­თო.

მა­შინ­ვე დავ­რე­კე, ვუ­თხა­რი ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, სა­ხუ­რავ­ზე არი­ან, წყა­ლი დიდ­დე­ბა, გა­მო­აგ­ზავ­ნეს მაშ­ვე­ლე­ბი. მე ვიდ­რე მი­ვი­დო­დი, გზა­ში ისევ და­მი­რე­კა ივ­ლი­ტამ - ჩქა­რა, წყა­ლი ისევ დიდ­დე­ბაო და მე ვუ­თხა­რი, ნუ გე­ში­ნი­ათ, მოვ­დი­ვართ... ვე­ღარ მი­ვუს­წა­რით.

და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემი სიძე ამო­დი­ო­და წყლი­დან...ყვი­რო­და.

ძნე­ლია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მშო­ბელ­მა შვი­ლი და­კარ­გოს, ხში­რად მი­ფიქ­რია მა­ნამ­დე, ღმერ­თო, ჩიტ­საც ნუ მო­უკ­ლავ შვილს, ასე­თი ფიქ­რი მქონ­და. მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა მა­ინც გრძელ­დე­ბა. ხუთი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, ყვე­ლას მო­ფე­რე­ბა სჭირ­დე­ბა, კი­დე­ვაც ვე­თა­მა­შე­ბი ბავ­შვებს, ამ დროს თა­ვის­თა­ვად გა­ვი­წყდე­ბა ეს ტრა­გე­დია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ხომ არ ქრე­ბა ეს ხომ?! ყო­ველ­თვის შენ­თან არის.

სულ მე­ნატ­რე­ბა, რომ ვნა­ხო ის. ადრე უფრო სხვა რა­ღაც იყო, ახლა მო­ნატ­რე­ბა უფრო მე­ტია.

მან ცურ­ვა იცო­და. რომ მეთ­ქვა, თავს უშ­ვე­ლე, უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და... ვიდ­რე ნუ გე­ში­ნია, მოვ­დი­ვარ...ეს ვუ­თხა­რი. ალ­ბათ, ეს არას­წო­რი იყო, თავს უშ­ვე­ლეო რომ მეთ­ქვა, ალ­ბათ ეს უკე­თე­სი იყო...

ამ ქვეყ­ნით არ მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ამ ქვეყ­ნის შემ­დეგ არის მე­ო­რე ცხოვ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნის სული არ კვდე­ბა, ქარ­თვე­ლებს გვაქვს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ტყვა, გარ­დაც­ვა­ლე­ბა, კი არ მოკ­ვდა ადა­მი­ა­ნი, არა­მედ გარ­და­იც­ვა­ლა, მთე­ლი ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბა ამ ერთ სი­ტყვა­შია ჩა­დე­ბუ­ლი. ესაა ჩვე­ნი ნუ­გე­ში, ეს გვა­ნუ­გე­შებს. უი­მე­დო­ბაა თუკი არ გწამს, გა­დარ­ჩე­ნა და ნუ­გე­ში არის რწმე­ნა­ში. ვე­ლო­დე­ბი, რომ ივ­ლი­ტას ვნა­ხავ აუ­ცი­ლებ­ლად. ასე­თი ტვირ­თი მაქვს და ასე უნდა ვი­ცხოვ­რო...რთუ­ლია“, - ამ­ბობს მამა გი­ორ­გი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათა თორელი
0

ვაააახ ..... რა საშინელება მოხდა...

ივერი
1

ღმერთმა გაგაძლიეროთ მამა გიორგი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

"ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი... თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - რას ჰყვება 13 ივნისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის მამა

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.

სტიქიის მსხვერპლთა შორის იყო ივლიტა ჯიბუტი, რომლის მამაც, სასულიერო პირი, მამა გიორგი (ჯიბუტი) დღეს ტრაგედიის ღამეს იხსენებს და ივლიტას გარდაცვლებეის შემდგომ ცხოვრების სირთულეზე საუბრებს. მამა გიორგიმ აღნიშნულ თემაზე "მთავართან" ისაუბრა. ის ამბობს, რომ ოჯახში ივლიტას შემდეგ ორი ივლიტა დაიბადა (გოგონები მამა გიორგის შვილიშვილები არიან).

"ღმერთმა მაჩუქა ივლიტა, ორი თანაც. როცა დაიბადა ივლიტა, ჯერ ერთი, მერე მეორე, სიხარულის გრძნობა იყო - რომ ჩემი შვილის სიცოცხლე გრძელდება ამ პატარების სახით. მადლობელი ვარ ჩემი შვილების, რომ დაარქვეს ეს სახელი. სიხარულის გრძნობა არის, მაგრამ ჩემს შვილ ვერ შეცვლის ვერავინ, რა თქმა უნდა.

13 ივნისის საღამოს, ძლიერი წვიმა როცა დაიწყო, სახლშიც კი შემოაღწია წვიმამ. ამ დროს დავურეკე ჩემს შვილს და ვუთხარი, დათო (ჩემი სიძე) თუ არის სახლში, რომ ბავშვებს წვიმის არ შეეშინდეთ-მეთქი. მეტს არაფერს არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ჭექა-ქუხილი და წვიმა იყო და არ შეშინდებოდათ. ივლიტამ მიპასუხა, დათო სახლშიაი და მეც დავმშვიდდი. ეს დაახლოებით 10:00 საათზე, თერთმეტის ნახევარზე ხდებოდა. ხოლო 12-ის ნახევრაზე რეკავს უკვე დათო, სახურავზე ვართ და მაშველები გამოიძახეთო.

მაშინვე დავრეკე, ვუთხარი ასეთი მდგომარეობაა, სახურავზე არიან, წყალი დიდდება, გამოაგზავნეს მაშველები. მე ვიდრე მივიდოდი, გზაში ისევ დამირეკა ივლიტამ - ჩქარა, წყალი ისევ დიდდებაო და მე ვუთხარი, ნუ გეშინიათ, მოვდივართ... ვეღარ მივუსწარით.

დავინახე, რომ ჩემი სიძე ამოდიოდა წყლიდან...ყვიროდა.

ძნელია, წარმოუდგენელია მშობელმა შვილი დაკარგოს, ხშირად მიფიქრია მანამდე, ღმერთო, ჩიტსაც ნუ მოუკლავ შვილს, ასეთი ფიქრი მქონდა. მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება. ხუთი შვილიშვილი მყავს, ყველას ყურადღება სჭირდება, ყველას მოფერება სჭირდება, კიდევაც ვეთამაშები ბავშვებს, ამ დროს თავისთავად გავიწყდება ეს ტრაგედია, მაგრამ საერთოდ ხომ არ ქრება ეს ხომ?! ყოველთვის შენთან არის.

სულ მენატრება, რომ ვნახო ის. ადრე უფრო სხვა რაღაც იყო, ახლა მონატრება უფრო მეტია.

მან ცურვა იცოდა. რომ მეთქვა, თავს უშველე, უფრო უკეთესი იქნებოდა... ვიდრე ნუ გეშინია, მოვდივარ...ეს ვუთხარი. ალბათ, ეს არასწორი იყო, თავს უშველეო რომ მეთქვა, ალბათ ეს უკეთესი იყო...

ამ ქვეყნით არ მთავრდება ყველაფერი, ამ ქვეყნის შემდეგ არის მეორე ცხოვრება, ადამიანის სული არ კვდება, ქართველებს გვაქვს შესანიშნავი სიტყვა, გარდაცვალება, კი არ მოკვდა ადამიანი, არამედ გარდაიცვალა, მთელი ღვთისმეტყველება ამ ერთ სიტყვაშია ჩადებული. ესაა ჩვენი ნუგეში, ეს გვანუგეშებს. უიმედობაა თუკი არ გწამს, გადარჩენა და ნუგეში არის რწმენაში. ველოდები, რომ ივლიტას ვნახავ აუცილებლად. ასეთი ტვირთი მაქვს და ასე უნდა ვიცხოვრო...რთულია“, - ამბობს მამა გიორგი.

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, ცოტა ღმერთიც მომეხმაროსო.." - ნინო შუბლაძემ დის კოვიდთან ბრძოლის უმძიმესი ამბავი გაიხსენა

"არასოდეს დავნებდები, ახლა თავს უკეთ ვგრძნობ" - კრისტიან ერიქსენის პირველი კომენტარი მოედანზე მომხდარი დრამატული შემთხვევის შემდეგ