მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ, ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა" - ვარლამ გოლეთიანი
"საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ, ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა" - ვარლამ გოლეთიანი

"რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლის” ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­კი­თხი, რა­საც დღეს ევ­რო­კავ­ში­რის ჩარ­თუ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რა­ზე და­ა­ყე­ნე­ბენ, რი­ო­ნის ხე­ო­ბი­დან სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის გაყ­ვა­ნა და სა­მუ­შაო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბაა.

რო­გორც გო­ლე­თი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­კი­თხებს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ და მხა­რე­ე­ბი უბ­რა­ლოდ და­ა­ყე­ნე­ბენ სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს, რის მი­ხედ­ვი­თაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა.

„დღე­ვან­დელ დღეს აქვს ის მი­ზა­ნი, რომ და­ვა­ყე­ნოთ მხა­რე­ებ­მა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი და შემ­დეგ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბა, ანუ მე­დი­ა­ცი­ის და­წყე­ბა. დღე­ვან­დე­ლი დღე არ არის სა­კი­თხე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გან­ხილ­ვა. დღე­ვან­დე­ლი დღე ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ მხა­რე­ებ­მა ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი ვთქვათ.

დღის წეს­რი­გით რა­ცაა გა­წე­რი­ლი, დღე­ვან­დე­ლი დღე არ არის მე­დი­ა­ცია. არ იწყე­ბა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­უ­ბა­რი სა­კი­თხებ­ზე, უბ­რა­ლოდ და­ვა­ყე­ნებთ სა­კი­თხებს და ვნა­ხავთ, რამ­დე­ნად შექ­მნის ეს იმის წი­ნა­პი­რო­ბას, რომ უშუ­ა­ლოდ მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ვი­წყოთ, რა პი­რო­ბე­ბი ექ­ნე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მხა­რეს, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა თან­ხვედ­რა­ში.

ჩვენ ბოლო შეხ­ვედ­რა­ზეც, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში გა­ი­მარ­თა პრე­მი­ე­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, იქაც გვქონ­და სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ შე­წყვე­ტი­ლი­ყო სა­მუ­შაო პრო­ცე­სი და გა­სუ­ლიყ­ვნენ სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი ხე­ო­ბი­დან. ამის შემ­დეგ შე­ვი­დო­დით მათ­თან ში­ნა­არ­სობ­რივ სა­უ­ბარ­ში და გა­ი­წე­რე­ბო­და კა­ლენ­და­რი და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რებ­დით. ეს პი­რო­ბაც არაა, ესაა ლო­გი­კუ­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა, რომ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ის მი­ნი­მა­ლუ­რი პი­რო­ბა, იმის­თვის, რომ სა­უ­ბა­რი შევ­ძლოთ”,- გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ მოწ­ვე­უ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ცენ­ტრი "ნა­მახ­ვა­ნი­ჰე­სის" პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს მე­დი­ა­ცი­ის პირ­ველ შეხ­ვედ­რას მარ­თავს.

შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბი­ან ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, ასე­ვე გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და “რი­ო­ნის მცვე­ლე­ბის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახი
36

ესენი არიან გაუთვიცნობიერებელი პატრიოტები,უყვართ ქვეყანა,მაგრამ მეტი ცოდნა არ აქვთ და ვერც გებულობენ ამით რა ზიანს აყენებენ მთლიანად ქვეყნის ინტერესებს! კარგი ბიჭი ხარ ვარლამ, მაგრამ ეს საქმე არ იცი!

ზურა
21

საინტერესოა რომელი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არიან ეს ვითომ პატრიოტები

 

ავტორი:

"საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ, ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა" - ვარლამ გოლეთიანი

"საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ, ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა" - ვარლამ გოლეთიანი

"რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, საკითხი, რასაც დღეს ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დააყენებენ, რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საკითხებს შინაარსობრივად არ განიხილავენ და მხარეები უბრალოდ დააყენებენ საკუთარ პოზიციებს, რის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელი იქნება პროცესის გაგრძელება.

„დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანი, რომ დავაყენოთ მხარეებმა ჩვენი პოზიციები და შემდეგ განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელება, ანუ მედიაციის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ჩვენი პოზიციები ვთქვათ.

დღის წესრიგით რაცაა გაწერილი, დღევანდელი დღე არ არის მედიაცია. არ იწყება შინაარსობრივი საუბარი საკითხებზე, უბრალოდ დავაყენებთ საკითხებს და ვნახავთ, რამდენად შექმნის ეს იმის წინაპირობას, რომ უშუალოდ მედიაციის პროცესი დავიწყოთ, რა პირობები ექნება სახელისუფლებო მხარეს, რამდენად იქნება თანხვედრაში.

ჩვენ ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ქუთაისში გაიმართა პრემიერის წარმომადგენლებთან, იქაც გვქონდა საუბარი იმაზე, რომ შეწყვეტილიყო სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან. ამის შემდეგ შევიდოდით მათთან შინაარსობრივ საუბარში და გაიწერებოდა კალენდარი და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებდით. ეს პირობაც არაა, ესაა ლოგიკური კანონზომიერება, რომ დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, იმისთვის, რომ საუბარი შევძლოთ”,- განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი "ნამახვანიჰესის" პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.

შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და “რიონის მცველების” წარმომადგენლები.

"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი

"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები "ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ღირსების მარში“ დღეს არ შედგება - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"