მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან
"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან

ბე­ლა­რუს­ში ჟურ­ნა­ლისტ რო­მან პრო­ტა­სე­ვიჩ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, სო­ფია სა­პე­გა მშობ­ლებს ცი­ხი­დან წე­რილს უგ­ზავ­ნის. სო­ფი­ას წე­რი­ლი გა­მო­ცე­მა pdmnews.ru-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. წე­რი­ლი სამ ივ­ნი­სამ­დეა და­წე­რი­ლი. მას­ში სო­ფია სა­პე­გა წერს, რომ უკვე ორი წე­რი­ლი მის­წე­რა მშობ­ლებს, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მათ წე­რი­ლე­ბი არ მი­უ­ღი­ათ, რად­გა­ნაც მშობ­ლე­ბის­გან "პა­სუ­ხი არაა.“

"ჯერ არ მი­მი­ღია პა­სუ­ხე­ბი ჩემს ორ წე­რილ­ზე, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტე კი­დევ დავ­წე­რო. დღეს ის დღეა, რო­დე­საც იმე­დი მქონ­და, რომ სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომს და­ვი­ცავ­დი. სა­ღა­მოს რომ­ში რეს­ტო­რან­ში წა­ვი­დო­დი, შამ­პა­ნურს დავ­ლევ­დი, პი­ცას მი­ვირ­თმევ­დი, ზა­ფხულს შევ­ხვდე­ბო­დი...ყვე­ლა­ფე­რი ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ამის ნაც­ვლად ვი­სა­უზ­მე ფა­ფით, ვი­ვარ­ჯი­შე, სა­ღა­მოს კი ჩაი დავ­ლიე ორ­ცხო­ბი­ლას­თან ერ­თად.

არა­ნა­ი­რი რომი, არა­ნა­ი­რი რეს­ტო­რა­ნი, არა­ვი­თა­რი ცივი შამ­პა­ნუ­რი, არც სიყ­ვა­რუ­ლის ზე­ი­მი, მაგ­რამ იყო ჩაი“, - წერს ის.

გო­გო­ნა ასე­ვე ამ­ბობს, რომ მას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სარ­კე­ში არ ჩა­უ­ხე­დავს - "ხე­ლე­ბით ვი­გებ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩემი კანი. სარ­კეს არ მაძ­ლე­ვენ, რად­გა­ნაც ამ­ბო­ბენ, რომ არ არის შე­სა­ბა­მი­სი პა­რა­მეტ­რე­ბის. ჯი­ბე­ში რომ მო­თავ­სდეს და პლასტმა­სის ჩარ­ჩო ჰქონ­დეს, ასე­თი სარ­კეა სა­ჭი­რო“, - წერს გო­გო­ნა.

სო­ფია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ათს გა­რეთ და­რე­კი­ლი ზა­რის მი­ხედ­ვით იგებს, ის ასე­ვე სწერს დე­დას, რომ ხე­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნოს, რად­გნაც ასე­თი წე­რი­ლე­ბი "რა­ტომ­ღაც უფრო ძვირ­ფა­სია.“

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ლა­რუ­სის მე­დი­ამ სო­ფი­ას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ "ტე­ლეგ­რამ­ზე" იმ არ­ხის რე­დაქ­ტო­რია, სა­დაც ბე­ლა­რუს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­ზე პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ. სა­პე­გას მშობ­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ მის შვილს ამის თქმა აი­ძუ­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ათე­ნი-ვილ­ნი­უ­სის რე­ისს ას­რუ­ლებ­და და რო­მელ­შიც რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩი იჯდა, 23 მა­ისს მინ­სკის აე­რო­პორ­ტში იძუ­ლე­ბით დას­ვეს და ჟურ­ნა­ლის­ტი, მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან, სო­ფია სა­პე­გას­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს.

სო­ფია სა­პე­გას ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს."ნო­ვა­ია გა­ზე­ტა“ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ სა­პე­გას 2020 წლის აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბერ­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბე­ბის და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი პრო­ტა­სე­ვიჩ­საც.

lenta.ru

ავტორი:

"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან

"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან

ბელარუსში ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად დაკავებული მისი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგა მშობლებს ციხიდან წერილს უგზავნის. სოფიას წერილი გამოცემა pdmnews.ru-მ გამოაქვეყნა. წერილი სამ ივნისამდეა დაწერილი. მასში სოფია საპეგა წერს, რომ უკვე ორი წერილი მისწერა მშობლებს, თუმცა როგორც ჩანს, მათ წერილები არ მიუღიათ, რადგანაც მშობლებისგან "პასუხი არაა.“

"ჯერ არ მიმიღია პასუხები ჩემს ორ წერილზე, მაგრამ გადავწყვიტე კიდევ დავწერო. დღეს ის დღეა, როდესაც იმედი მქონდა, რომ სამაგისტრო ნაშრომს დავიცავდი. საღამოს რომში რესტორანში წავიდოდი, შამპანურს დავლევდი, პიცას მივირთმევდი, ზაფხულს შევხვდებოდი...ყველაფერი ოდნავ განსხვავებული აღმოჩნდა, ამის ნაცვლად ვისაუზმე ფაფით, ვივარჯიშე, საღამოს კი ჩაი დავლიე ორცხობილასთან ერთად.

არანაირი რომი, არანაირი რესტორანი, არავითარი ცივი შამპანური, არც სიყვარულის ზეიმი, მაგრამ იყო ჩაი“, - წერს ის.

გოგონა ასევე ამბობს, რომ მას დაკავების შემდეგ, სარკეში არ ჩაუხედავს - "ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია ჩემი კანი. სარკეს არ მაძლევენ, რადგანაც ამბობენ, რომ არ არის შესაბამისი პარამეტრების. ჯიბეში რომ მოთავსდეს და პლასტმასის ჩარჩო ჰქონდეს, ასეთი სარკეა საჭირო“, - წერს გოგონა.

სოფია აღნიშნავს, რომ საათს გარეთ დარეკილი ზარის მიხედვით იგებს, ის ასევე სწერს დედას, რომ ხელით დაწერილი წერილები გაუგზავნოს, რადგნაც ასეთი წერილები "რატომღაც უფრო ძვირფასია.“

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბელარუსის მედიამ სოფიას დაკავების შემდეგ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ "ტელეგრამზე" იმ არხის რედაქტორია, სადაც ბელარუს სამართალდამცველებზე პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებენ. საპეგას მშობლები კი აცხადებენ, რომ მის შვილს ამის თქმა აიძულეს.

შეგახსენებთ, თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა და რომელშიც რომან პროტასევიჩი იჯდა, 23 მაისს მინსკის აეროპორტში იძულებით დასვეს და ჟურნალისტი, მეგობარ გოგონასთან, სოფია საპეგასთან ერთად დააკავეს.

სოფია საპეგას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს."ნოვაია გაზეტა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საპეგას 2020 წლის აგვისტო-სექტემბერში მასობრივი არეულობების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ედება ბრალი. წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი პროტასევიჩსაც.

lenta.ru

"გადმოგცემთ ჩემს შვილს, ყველა ტყვეს სანაცვლოდ" - რა შეუთვალა ნიკოლ ფაშინიანმა ილჰამ ალიევს?

"მწვანე ბარათის" გათამაშების ათასობით გამარჯვებული ბაიდენის ადმინისტრაციას უჩივის - რას აცხადებს დაზარალებულთა ადვოკატი

რატომ გაათავისუფლეს პატიმრობიდან იტალიური "მაფიის ბოსი" - ვინ არის ჯოვანი ბრუსკა, რომლის სახელსაც 100-ზე მეტი მკვლელობა უკავშირდება