პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები
"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები

5 ივ­ნისს, ლენ­ტე­ხის სო­ფელ ჩი­ხა­რეშ­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. თბი­ლი­სი-ლენ­ტე­ხი-მე­ლეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ისე სას­ტი­კად სცე­მეს, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს. მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა სა­ღა­მოს მოხ­და. თბი­ლი­სის რე­ი­სი­დან ჩა­სუ­ლი მძღო­ლი სო­ფელ მე­ლე­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მი­ვი­და, სა­დაც ღამე უნდა გა­ე­თია. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მას ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეს, უთხრეს, რომ რა­ღაც ნივ­თის გა­ტა­ნე­ბა სურ­დათ და ასე გა­ი­ტყუ­ეს ში­ნი­დან და სახ­ლი­დან ცოტა მო­შო­რე­ბით, სო­ფელ მე­ლე­სა და ჩი­ხა­რეშს შო­რის სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. შემ­დეგ კი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მი­ა­ტო­ვეს და გა­უ­ჩი­ნარ­დნენ.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. რად­გან მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მის კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც შე­იც­ვლე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­ებს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევთ.

ერთი ვერ­სი­ით, მძღო­ლის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი მის­თვის ფუ­ლის "შე­წე­რა" გახ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას რე­ი­სი­დან შე­მო­სა­ვა­ლის წილს სთხოვ­დნენ და რად­გან თან­ხას არ უხ­დი­და, ამი­ტომ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნე­ნო, თუმ­ცა სო­ფელ­ში ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა მე­ო­რე ვერ­სი­აც. ამ ვერ­სი­ით, და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო შუ­რის­ძი­ე­ბა გახ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი გვი­ამ­ბობს:

- მძღოლს არ ვიც­ნობ­დი. ის თბი­ლი­სი-მე­ლეს რე­ის­ზე მუ­შა­ობ­და, ლენ­ტეხ­ში მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მგზავ­რებს ჩა­მოს­ვამ­და და გზას აგ­რძე­ლებ­და იმ სო­ფელ­ში. რო­გორც ვიცი, დევ­ნი­ლია. მომ­ხდა­რის ორი ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, პო­ლი­ცია ჩარ­თუ­ლია საქ­მე­ში და ალ­ბათ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მალე ყვე­ლა­ფერს და­ად­გე­ნენ. ერთი შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მძღო­ლი ლენ­ტე­ხე­ლი არ არის, მას სო­ფელ­ში ბინა ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და. იქ ათევ­და ღა­მეს და მე­ო­რე დი­ლას ისევ რე­ის­ში მი­დი­ო­და. მელე და ჩი­ხა­რე­ში, ეს სოფ­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­დაბ­მუ­ლი. ვი­ცით, რომ ეს ბიჭი იმ ღა­მით სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს. მერე გზა­ში სას­ტი­კად უცე­მი­ათ. ია­რა­ღი არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ხე­ლით სცე­მეს თუ რამე ჩა­არ­ტყეს, არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვის არე­ში აქვს - თავი გა­უ­ჩეჩ­ქვე­სო. ქუ­თა­ის­ში ჟანგბა­დის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ვიცი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვის რა და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბა პო­ლი­ცია, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ვიცი, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის სო­ფელ ჩი­ხა­რე­შის რწმუ­ნე­ბუ­ლის, ანა ჩან­ქსე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლეც. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უშუ­ა­ლოდ მკვლე­ლო­ბას მას არ ედა­ვე­ბი­ან. რა როლი ჰქონ­და ამ საქ­მე­ში რწმუ­ნე­ბუ­ლის ქმარს, ვერ გე­ტყვით.

პო­ლი­ცი­ამ და­კი­თხა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

- ერთი ვერ­სი­ით, მძღოლს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შე­მო­სავ­ლის წილს სთხოვ­დნენ...

- კი, ასე­თი ვერ­სი­აც არ­სე­ბობს, მაგ­რამ, არ ვიცი, ეს რამ­დე­ნად სწო­რია. ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნი­ხი­ლე­ბა მე­ო­რე ვერ­სია. ით­ქვა, რომ მი­ზე­ზი ქა­ლის გამო ეჭ­ვი­ა­ნო­ბა გახ­და.

უფრო მეტი დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა მე­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან სო­ფელ ჩი­ხა­რეშ­ში, ანა ჩან­ქსე­ლი­ან­თან ვცა­დეთ და მას და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც კი გა­ი­გო რა სა­კი­თხზე ვუ­რე­კავ­დით, მან ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შა და მას შემ­დეგ ჩვენს სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხა.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მოკ­ლუ­ლი რო­ბი­ზონ თუ­თა­რაშ­ვი­ლია. მისი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი თბი­ლი­სი­დან სო­ფელ მე­ლე­ში თვე­ში 5-6 რე­ისს ას­რუ­ლებ­და.

"ახლა შე­ვი­ტყვე ბი­ჭე­ბის­გან, რომ მოკ­ლუ­ლია რო­ბი­ზონ თუ­თა­რაშ­ვი­ლი, სო­ფელ მე­ლე­ში მხო­ლოდ ის ჩა­დი­ო­და, სხვა რე­ი­სე­ბი ცა­გე­რი-ლენ­ტე­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს. ამ სო­ფელ­ში მარ­ტო ეს მძღო­ლი და­დი­ო­და. ღა­მეს იქ ათევ­და, მე­ო­რე დღეს ისევ უკან მო­დი­ო­და, რამ­დე­ნი­მე დღე ის­ვე­ნებ­და და მერე ისევ მი­დი­ო­და რე­ის­ზე. 45 წლამ­დე ასა­კის იყო, წე­სი­ე­რი და კარ­გი კაცი", - გვი­თხრა ავ­ტო­სად­გუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა.

საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი სო­ფელ ჩი­ხა­რეშ­ში სოსო ავა­ლი­ა­ნი ამ­ბობს, რომ პი­რა­დად იც­ნობ­და მოკ­ლულ მძღოლს.

სოსო ავა­ლი­ა­ნი:

- სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. რო­ბი­ზონს პი­რა­დად ვიც­ნობ­დი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნად შე­მიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თო და ამას გე­ტყვით მთე­ლი სვა­ნე­თი, რად­გან ის ყვე­ლას პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი იყო. 4 წე­ლია, რაც ჩვენ­თან, ამ რე­ის­ზე მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი არ არის. რო­გორც ვიცი, ამ და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირ­ში მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი, ისიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე არ არის.

- ვი­ცით, რომ მე­რის წარ­მო­მად­გენ­ლის ანა ჩან­ქსე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლეა და­კა­ვე­ბუ­ლი, ამას ადას­ტუ­რებთ?

- დიახ, და­კა­ვე­ბუ­ლია 54 წლის ლო­ი­დი ჯან­ხო­თე­ლი, მაგ­რამ რო­გორც ვიცი, მას კავ­ში­რი არ აქვს მომ­ხდარ­თან, არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ჰქონ­და გარ­დაც­ვლილ­თან. არ ვიცი, და­კა­ვე­ბულს ზუს­ტად რას ედა­ვე­ბი­ან. მას ჩა­უს­ვამს მან­ქა­ნა­ში და წა­უყ­ვა­ნია ის ექი­მი, რო­მელ­მაც შემ­თხვე­ვით ნახა ძირს დაგ­დე­ბუ­ლი მძღო­ლი და სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა.

არა­ვინ იცის რა გახ­და მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი, ამას ძა­ლოვ­ნე­ბი და­ად­გე­ნენ. სო­ფელ­ში ახლა უამ­რა­ვი ჭორი ვრცელ­დე­ბა.

რო­ბი­ზონ თუ­თა­რაშ­ვი­ლი ზეს­ტა­ფო­ნის სო­ფელ სვირ­ში ცხოვ­რობ­და. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. თა­ვის სო­ფელ­შიც და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ რო­ბინ­ზონს და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ფუ­ლის შე­წე­რა იყო.

"ფულს მუდ­მი­ვად სძა­ლავ­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, რომ ავი­დო­და სო­ფელ­ში, იქ ხვდე­ბოდ­ნენ და არ­თმევ­დნენ. ეტყო­ბა იმ დღეს ვერ მის­ცა ის თან­ხა, რაც მოს­თხო­ვეს და ამი­ტომ მოკ­ლეს. თავი აქვს ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ეტყო­ბა რა­ღაც სა­გა­ნი ურტყეს", - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

პო­ლი­ცია რა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. მომ­ხდა­რის ვერ­სია მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0
პირუტყვები! მეტი რა უნდა დაარქვა ადამიანს ფულის გამო ადამიანს რომ კლავს.
იმედა
31

არქიფოს საქართველო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები

"ფულს მუდმივად სძალავდნენ" - რა გახდა ლენტეხში მიკროავტობუსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი, რა ვერსიებზე ლაპარაკობენ ადგილობრივები და მოკლულის ახლობლები

5 ივნისს, ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში უმძიმესი დანაშაული მოხდა. თბილისი-ლენტეხი-მელეს მიკროავტობუსის მძღოლს ადგილობრივებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. მძიმედ დაშავებული სასწრაფოს ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ის კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა საღამოს მოხდა. თბილისის რეისიდან ჩასული მძღოლი სოფელ მელეში, ნაქირავებ ბინაში მივიდა, სადაც ღამე უნდა გაეთია. როგორც შევიტყვეთ, მას ტელეფონზე დაურეკეს, უთხრეს, რომ რაღაც ნივთის გატანება სურდათ და ასე გაიტყუეს შინიდან და სახლიდან ცოტა მოშორებით, სოფელ მელესა და ჩიხარეშს შორის სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მიატოვეს და გაუჩინარდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რადგან მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, საქმის კვალიფიკაციაც შეიცვლება და დამნაშავეებს განზრახ მკვლელობისთვის პასუხისგება მოუწევთ.

ერთი ვერსიით, მძღოლის მკვლელობის მიზეზი მისთვის ფულის "შეწერა" გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას რეისიდან შემოსავალის წილს სთხოვდნენ და რადგან თანხას არ უხდიდა, ამიტომ სასტიკად გაუსწორდნენო, თუმცა სოფელში ასევე აქტიურად განიხილება მეორე ვერსიაც. ამ ვერსიით, დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობის გამო შურისძიება გახდა.

ადგილობრივი გვიამბობს:

- მძღოლს არ ვიცნობდი. ის თბილისი-მელეს რეისზე მუშაობდა, ლენტეხში მიკროავტობუსი მგზავრებს ჩამოსვამდა და გზას აგრძელებდა იმ სოფელში. როგორც ვიცი, დევნილია. მომხდარის ორი ვერსია განიხილება, პოლიცია ჩართულია საქმეში და ალბათ, სამართალდამცავები მალე ყველაფერს დაადგენენ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ მძღოლი ლენტეხელი არ არის, მას სოფელში ბინა ნაქირავები ჰქონდა. იქ ათევდა ღამეს და მეორე დილას ისევ რეისში მიდიოდა. მელე და ჩიხარეში, ეს სოფლები, ფაქტობრივად, ერთმანეთზეა გადაბმული. ვიცით, რომ ეს ბიჭი იმ ღამით სახლიდან გამოიყვანეს. მერე გზაში სასტიკად უცემიათ. იარაღი არ არის გამოყენებული, მაგრამ ხელით სცემეს თუ რამე ჩაარტყეს, არ ვიცი. ამბობენ, რომ სერიოზული დაზიანება თავის არეში აქვს - თავი გაუჩეჩქვესო. ქუთაისში ჟანგბადის აპარატზე იყო შეერთებული და იქ გარდაიცვალა. როგორც ვიცი, დაკავებულები არიან. ვის რა დანაშაულს ედავება პოლიცია, ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ დაკავებულებს შორის არის სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის, ანა ჩანქსელიანის მეუღლეც. ჩემი ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობას მას არ ედავებიან. რა როლი ჰქონდა ამ საქმეში რწმუნებულის ქმარს, ვერ გეტყვით.

პოლიციამ დაკითხა ბევრი ადამიანი და ახლა გამოძიება გრძელდება.

- ერთი ვერსიით, მძღოლს ადგილობრივები შემოსავლის წილს სთხოვდნენ...

- კი, ასეთი ვერსიაც არსებობს, მაგრამ, არ ვიცი, ეს რამდენად სწორია. ყველაზე მეტად განიხილება მეორე ვერსია. ითქვა, რომ მიზეზი ქალის გამო ეჭვიანობა გახდა.

უფრო მეტი დეტალის გარკვევა მერის წარმომადგენელთან სოფელ ჩიხარეშში, ანა ჩანქსელიანთან ვცადეთ და მას დავუკავშირდით. როგორც კი გაიგო რა საკითხზე ვურეკავდით, მან ტელეფონი გაგვითიშა და მას შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

როგორც გავარკვიეთ, მოკლული რობიზონ თუთარაშვილია. მისი მიკროავტობუსი თბილისიდან სოფელ მელეში თვეში 5-6 რეისს ასრულებდა.

"ახლა შევიტყვე ბიჭებისგან, რომ მოკლულია რობიზონ თუთარაშვილი, სოფელ მელეში მხოლოდ ის ჩადიოდა, სხვა რეისები ცაგერი-ლენტეხის მიმართულებით გვაქვს. ამ სოფელში მარტო ეს მძღოლი დადიოდა. ღამეს იქ ათევდა, მეორე დღეს ისევ უკან მოდიოდა, რამდენიმე დღე ისვენებდა და მერე ისევ მიდიოდა რეისზე. 45 წლამდე ასაკის იყო, წესიერი და კარგი კაცი", - გვითხრა ავტოსადგურის თანამშრომელმა.

საკრებულოს დეპუტატი სოფელ ჩიხარეშში სოსო ავალიანი ამბობს, რომ პირადად იცნობდა მოკლულ მძღოლს.

სოსო ავალიანი:

- საშინელი ამბავი მოხდა. რობიზონს პირადად ვიცნობდი, არაჩვეულებრივ ადამიანად შემიძლია დავახასიათო და ამას გეტყვით მთელი სვანეთი, რადგან ის ყველას პატივისმცემელი იყო. 4 წელია, რაც ჩვენთან, ამ რეისზე მძღოლად მუშაობდა. ადგილობრივი არ არის. როგორც ვიცი, ამ დანაშაულთან კავშირში მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული, ისიც, როგორც ამბობენ, დამნაშავე არ არის.

- ვიცით, რომ მერის წარმომადგენლის ანა ჩანქსელიანის მეუღლეა დაკავებული, ამას ადასტურებთ?

- დიახ, დაკავებულია 54 წლის ლოიდი ჯანხოთელი, მაგრამ როგორც ვიცი, მას კავშირი არ აქვს მომხდართან, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა გარდაცვლილთან. არ ვიცი, დაკავებულს ზუსტად რას ედავებიან. მას ჩაუსვამს მანქანაში და წაუყვანია ის ექიმი, რომელმაც შემთხვევით ნახა ძირს დაგდებული მძღოლი და სასწრაფო გამოიძახა.

არავინ იცის რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამას ძალოვნები დაადგენენ. სოფელში ახლა უამრავი ჭორი ვრცელდება.

რობიზონ თუთარაშვილი ზესტაფონის სოფელ სვირში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. თავის სოფელშიც დადებითად ახასიათებენ რობინზონს და მათი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ფულის შეწერა იყო.

"ფულს მუდმივად სძალავდნენ ადგილობრივები, რომ ავიდოდა სოფელში, იქ ხვდებოდნენ და ართმევდნენ. ეტყობა იმ დღეს ვერ მისცა ის თანხა, რაც მოსთხოვეს და ამიტომ მოკლეს. თავი აქვს ძალიან დაზიანებული, ეტყობა რაღაც საგანი ურტყეს", - ამბობს მოკლულის ახლობელი.

პოლიცია რა ვერსიაზე მუშაობს, ჯერჯერობით უცნობია. დანაშაულის გამოძიება გრძელდება. მომხდარის ვერსია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

"გეგი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ ბიჭს მისი და უყვარდა...“ - ვინ არის გლდანში მოკლული ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი?