საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას
"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას

მე­ღი­მე­ბა ამა­ზე, - ასე უპა­სუ­ხა "ლე­ლოს" ერთ-ერ­თმა წევ­რმა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პო­ლისტსაბ­ჭოს წევ­რის, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ის არ გა­მო­რი­ცხავს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე ტან­დემ­ში მოქ­მე­დე­ბენ.

რო­გორც ნაც­ვლიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ის ამ თა­მაშ­ში არ აყ­ვე­ბა.

„ჩემ­თვის ძა­ლი­ან ნა­თე­ლია პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მცდე­ლო­ბე­ბი, რომ ერთი მხრივ, თვი­თონ და­ი­ნიშ­ნონ თავი ოპო­ზი­ცი­ად და რო­გორ­მე დის­ტან­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“, რაც პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი ამო­ცა­ნაა. მე­ო­რე მხრივ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც“ ამა­ში ეხ­მა­რე­ბა. მთე­ლი მცდე­ლო­ბა მი­დის იქით­კენ, ყვე­ლა მხა­რეს აჩ­ვე­ნონ, რო­გორ უპი­რის­პირ­დე­ბა გა­ხა­რი­ას და აი, გა­ხა­რია არის რა­ღაც მხსნე­ლი. ჩემი მი­ზა­ნი არ არის ამ თა­მაშ­ში ავ­ყვე მათ“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მეზვრიშ­ვი­ლის კი­თხვას ე.წ. წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, „თუ რო­დის ცრუ­ობ­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, მა­შინ, როცა შუ­ა­მა­ვალ­ზე სა­უბ­რობ­და, თუ ახლა და რა­ტომ დუმ­და ის 3 წელი“.

„ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, აბ­სურ­დსაც ალ­ბათ, უნდა ჰქოდ­ნეს სა­ზღვრე­ბი. სხვა კი­თხვე­ბი არ უჩ­ნდე­ბა ქალ­ბა­ტონ ნა­თი­ას ან გა­ხა­რი­ას რო­მე­ლი­მე თა­ნა­გუნ­დელს და ეს არის მთე­ლი მათი კი­თხვა? და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ წე­რი­ლი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და ძა­ლი­ან მძი­მე მუ­ქა­რას და იმას, რომ ეს რე­ა­ლო­ბა იყო, ისიც ადას­ტუ­რებს, რომ რაც წე­რილ­ში იყო და­მუქ­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა, რომ სის­რუ­ლე­ში მო­სუ­ლი­ყო. ამის დას­ტუ­რია მათ შო­რის, დღემ­დე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ახლა დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ საქ­მე არ შე­წყვე­ტი­ლა. ფაქ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის, გა­თეთ­რე­ბის, თუ გა­ლა­მა­ზე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან უპერ­სპექ­ტი­ვო...

გარ­და ამი­სა, ცხა­დია, რომ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის საქ­მე ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც გა­ხა­რი­ას პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია, ეს არის ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­შიც ის უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი და ამა­ზე დღემ­დე პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია. გა­მო­დის და რა­ღაც და­პი­რე­ბებს აკე­თებს ეკო­ნო­მი­კურ აღ­მავ­ლო­ბა­ზე და ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე, სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მას წარ­მო­ად­გენს, ვიდ­რე მო­მა­ვალ­ში გა­სა­კე­თე­ბელ­ზე და­ხა­ტავს ლა­მაზ სუ­რა­თებს, უკვე გა­კე­თე­ბულ­ზე პა­სუ­ხე­ბი არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა არ გა­მო­რი­ცხა, რომ „ლელო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ტან­დემ­ში მოქ­მე­დებ­დნენ.

რო­გორც მეზვრიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ აღ­ნიშ­ნა, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბა, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის შუ­ა­მავ­ლი ის არის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ მათი პარ­ტი­ის მი­სა­მარ­თით წარ­მო­ე­ბულ აგ­რე­სი­ულ კამ­პა­ნი­ას ემ­თხვე­ვა.

ამას­თა­ნა­ვე, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის თქმით, ბად­რი ჯა­ფი­რი­ძეს ეს გან­ცხა­დე­ბა „წა­მოს­ცდა“ და მან ამით უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­კუ­თა­რი თა­ნა­გუნ­დე­ლი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ჩა­ა­ყე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღიმილი
13

შეუძლებელია გეღიმებოდეს. იმდენს ავყიაობ ღიმილი რა არის აღარ გემსხსოვრებს

 

 

!
55

თქვენი ძველმოდური აზროვნებისთვის გახარიას ფენომენი ადვილად გასაგები ვერ იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას

"მეღიმება - უნდათ, ყველას აჩვენონ, რომ გახარია მხსნელია" - როგორ ეხმაურება ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათია მეზვრიშვილის განცხადებას

მეღიმება ამაზე, - ასე უპასუხა "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ პარტია "საქართველოსთვის“ პოლისტსაბჭოს წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ და ბადრი ჯაფარიძე ტანდემში მოქმედებენ.

როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, ის ამ თამაშში არ აყვება.

„ჩემთვის ძალიან ნათელია პოლიტტექნოლოგიური მცდელობები, რომ ერთი მხრივ, თვითონ დაინიშნონ თავი ოპოზიციად და როგორმე დისტანცირება მოახდინონ „ქართული ოცნებისგან“, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანაა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნებაც“ ამაში ეხმარება. მთელი მცდელობა მიდის იქითკენ, ყველა მხარეს აჩვენონ, როგორ უპირისპირდება გახარიას და აი, გახარია არის რაღაც მხსნელი. ჩემი მიზანი არ არის ამ თამაშში ავყვე მათ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა მეზვრიშვილის კითხვას ე.წ. წერილთან დაკავშირებით, „თუ როდის ცრუობდა ბადრი ჯაფარიძე, მაშინ, როცა შუამავალზე საუბრობდა, თუ ახლა და რატომ დუმდა ის 3 წელი“.

„ძალიან საინტერესოა, აბსურდსაც ალბათ, უნდა ჰქოდნეს საზღვრები. სხვა კითხვები არ უჩნდება ქალბატონ ნათიას ან გახარიას რომელიმე თანაგუნდელს და ეს არის მთელი მათი კითხვა? დადასტურებულია, რომ წერილი, რომელიც შეიცავდა ძალიან მძიმე მუქარას და იმას, რომ ეს რეალობა იყო, ისიც ადასტურებს, რომ რაც წერილში იყო დამუქრებული, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, რომ სისრულეში მოსულიყო. ამის დასტურია მათ შორის, დღემდე მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელიც ახლა დროებით შეჩერებულია, მაგრამ საქმე არ შეწყვეტილა. ფაქტების გაყალბების, გათეთრების, თუ გალამაზების მცდელობები იქნება ძალიან უპერსპექტივო...

გარდა ამისა, ცხადია, რომ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმე ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან არის დაკავშირებული, რომელზეც გახარიას პასუხი არ გაუცია, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტის მკვლელობა, რომელშიც ის უშუალოდ იყო ჩართული და ამაზე დღემდე პასუხი არ გაუცია. გამოდის და რაღაც დაპირებებს აკეთებს ეკონომიკურ აღმავლობაზე და ინვესტორების მოზიდვაზე, საარჩევნო პროგრამას წარმოადგენს, ვიდრე მომავალში გასაკეთებელზე დახატავს ლამაზ სურათებს, უკვე გაკეთებულზე პასუხები არ აქვს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა არ გამორიცხა, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ქართული ოცნება“ ტანდემში მოქმედებდნენ.

როგორც მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ბადრი ჯაფარიძის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა გიორგი გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილის შუამავლი ის არის, „ქართული ოცნების“ მიერ მათი პარტიის მისამართით წარმოებულ აგრესიულ კამპანიას ემთხვევა.

ამასთანავე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ბადრი ჯაფირიძეს ეს განცხადება „წამოსცდა“ და მან ამით უხერხულ მდგომარეობაში საკუთარი თანაგუნდელი მამუკა ხაზარაძე ჩააყენა.

"ბაქო და თბილისი დღეიდან დაძმობილებული ქალაქებია, აზერბაიჯანი ჩემთვის მეგობარი ქვეყანაა, აქ ბევრი მეგობარი მყავს" - კალაძისა და ალიევის შეხვედრის დეტალები

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს" - ევროკომისია

"გაიმართება დიდი აქცია, გავაჩერებთ ყველაფერს" - მედიის ორგანიზებით, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია 17 ივლისს გაიმართება