პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხეთს, რომ დანაღმული ადგილების რუკა მოეცა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მხარეები ყარაბაღის აფეთქებას, რომელსაც ჟურნალისტები ემსხვერპლნენ
"სომხეთს, რომ დანაღმული ადგილების რუკა მოეცა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მხარეები ყარაბაღის აფეთქებას, რომელსაც ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

ქელ­ბა­ჯა­რის რა­ი­ონ­ში ავ­ტო­ბუ­სი, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ის­ხდნენ, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნაღ­მზე აფეთ­ქდა, და­ღუ­პუ­ლია 3 ადა­მი­ა­ნი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ორი ჟურ­ნა­ლის­ტია - ტე­ლე­ვი­ზია AzTV-ის ოპე­რა­ტო­რი სი­რაჯ აბი­შო­ვი და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Azertag-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­ჰე­რამ იბ­რა­ჰი­მო­ვი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლია კი­დევ 4 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, რომ 2020 წლის ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დეგ, ერე­ვანს ამ დრომ­დე არ გა­და­უ­ცია ბა­ქოს­თვის და­ნაღ­მუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუკა.

ბა­ქოს ცნო­ბით­ვე, ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 2020 წლის 10 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე, ყა­რა­ბა­ღის და­ნაღ­მულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე 22 სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირი და­ი­ღუ­პა, 100-ზე მეტი კი და­შავ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის გან­ცხა­დე­ბით­ვე, სომ­ხე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სო სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ერევ­ნის მხრი­დან ყა­რა­ბაღ­ში და­ნაღ­მუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­კე­ბის გად­მო­ცე­მა­ზე უა­რის თქმას უკავ­შირ­დე­ბა.

"ეს სომ­ხუ­რი მხა­რის მო­რი­გი ვან­და­ლუ­რი ქმე­დე­ბის დას­ტუ­რია, რო­მელ­საც სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დის. არა­და, სამმხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ის ვალ­დე­ბუ­ლი იყო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნაღ­მე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის რუ­კა­ზეა ასა­ხუ­ლი, თუმ­ცა, ამას დღემ­დე არ აკე­თებს. მე­ტიც, უჭირს წა­გე­ბის შე­გუ­ე­ბა და გა­ნაგ­რძობს სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას" - წერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე.

"ვიდ­რე ისი­ნი არ­სე­ბო­ბენ და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს მათი მი­წაა, ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი არას­დროს დას­რულ­დე­ბა. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი და­ი­ღუპ­ნენ არაფ­რის გამო... ისი­ნი პირ­ვე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ არა უკა­ნას­კნე­ლი. რა­ღაც უნდა მო­ვი­მოქ­მე­დოთ და ვა­ი­ძუ­ლოთ, რომ ის რუკა მოგ­ვცენ და ნაღ­მე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გა­ვი­გოთ, რათა ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ვიდ­ნენ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ტრა­გე­დი­ებს ვერ ავ­ცდე­ბით, იქ ხომ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს, ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან...", - წერს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ბლო­გე­რი ზუ­ლე­ი­ხა ის­მა­ი­ლო­ვა.

"სომ­ხე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბულ ნაღ­მებ­ზე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად ფეთ­ქდე­ბი­ან, ეს არც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და არც უკა­ნას­კნე­ლი... 3 აპ­რილს, სო­გო­ვუ­შა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ასე­ვე ნაღ­მზე აფეთ­ქდა ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა. სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო კი­დევ ერ­თმა სამ­ხედ­რომ ილ­კინ ბა­ი­რამ ოღლი ბა­ი­რა­მოვ­მა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა... არ ვიცი, რას აკე­თებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. მე ვიცი, რომ ის ხალ­ხი, ვინც იქ ცხოვ­რობს, თა­ვი­სუფ­ლად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბა, რაც სომ­ხებს ძა­ლი­ან ახა­რებთ... ნაღ­მე­ბის და­ტო­ვე­ბა ვის უნდა უკ­ვირ­დეს, რო­დე­საც თა­ვი­ან­თი 30 წლის ნაშ­რომს ცე­ცხლს უკი­დებ­დნენ და წვავ­დნენ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მო­სახ­ლე­ო­ბას არ ესარ­გებ­ლა. ის აღარ ახ­სოვთ, რო­გორ შეც­ვიდ­ნენ 30 წლის წინ მათ სახ­ლებ­ში..."- წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ირა­და ასე­დო­ვა.

მომ­ხდარს სომ­ხე­ბიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. მათი თქმით, ცუ­დია, ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ღუპ­ვა, მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯანს არ უნდა ჰქონ­დეს იმის გან­ცდა, რომ იქ, სომ­ხურ მი­წა­ზე აბ­სო­ლუ­ტურ გა­მარ­ჯვე­ბას მი­აღ­წია...

"რამ­დე­ნი ხა­ნია სო­მე­ხი ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გად­მო­ცე­მას ვი­თხოვთ, ყურ­საც არ იბერ­ტყა­ვენ. არა­ვინ იცის ცო­ცხლე­ბი არი­ან თუ არა და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. მათ უკან ოჯა­ხე­ბი დგას. ისი­ნი ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ და იმას აკე­თებ­დნენ, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო ეტყო­და... ამ­დე­ნი თვეა ამა­ოდ ვი­თხოვთ მათ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე სპე­კუ­ლა­ცი­ას გა­ნაგ­რძობს. ყვე­ლა სი­ტყვა­სა და ქმე­დე­ბა­ში გვაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, რომ მოგ­ვი­გეს, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ყვე­ლამ ზურ­გი შე­აქ­ცია..." - წერს სო­მე­ხი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ჰას­მიკ აბ­რა­მი­ა­ნი.

"ამ გან­წყო­ბას ვერც რუ­სე­თი შეც­ვლის და ვერც "მინ­სკის ჯგუ­ფი", რო­მელ­საც ამ­დე­ნი წე­ლია არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. ვწუხ­ვარ და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გამო, მაგ­რამ ჩვენ მეტი სის­ხლი გვაქვს დაღ­ვრი­ლი, ამი­ტომ, სო­ლი­და­რუ­ლი ვერ ვიქ­ნე­ბი. დიახ, არ უნდა ჰქონ­დეთ გან­ცდა, რომ იქ ცხოვ­რე­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნად და სტა­ბი­ლურ გა­რე­მო­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ. მწამს, რომ მათი გა­მარ­ჯვე­ბა დრო­ე­ბი­თია..." - მი­აჩ­ნია კი­დევ ერთ სო­მეხს ვა­რი­და აი­რუ­მი­ანს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ომში კოხტა და უშიშარი
52

სომხებმა მაინც ისომხეს 

Dds
14

გადაყვებიან თან. პირიქით გაუხარდებოდათ ეს ფაქტი და ეს ბუნებრივია

ავტორი:

"სომხეთს, რომ დანაღმული ადგილების რუკა მოეცა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მხარეები ყარაბაღის აფეთქებას, რომელსაც ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

"სომხეთს, რომ დანაღმული ადგილების რუკა მოეცა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა" - როგორ ეხმაურებიან მხარეები ყარაბაღის აფეთქებას, რომელსაც ჟურნალისტები ემსხვერპლნენ

ქელბაჯარის რაიონში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, დაღუპულია 3 ადამიანი.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ჟურნალისტია - ტელევიზია AzTV-ის ოპერატორი სირაჯ აბიშოვი და საინფორმაციო სააგენტო Azertag-ის თანამშრომელი მაჰერამ იბრაჰიმოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ 4 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ, ერევანს ამ დრომდე არ გადაუცია ბაქოსთვის დანაღმული ტერიტორიების რუკა.

ბაქოს ცნობითვე, ომის დასრულების შემდეგ, 2020 წლის 10 ნოემბრიდან დღემდე, ყარაბაღის დანაღმულ ტერიტორიებზე 22 სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებითვე, სომხეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მეორე სახელმწიფოთაშორისო სარჩელი შეიტანა, რომელიც ერევნის მხრიდან ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადმოცემაზე უარის თქმას უკავშირდება.

"ეს სომხური მხარის მორიგი ვანდალური ქმედების დასტურია, რომელსაც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადის. არადა, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ის ვალდებული იყო, აზერბაიჯანული მხარისთვის ეცნობებინა ტერიტორიაზე ნაღმების ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც შესაბამის რუკაზეა ასახული, თუმცა, ამას დღემდე არ აკეთებს. მეტიც, უჭირს წაგების შეგუება და განაგრძობს საერთაშორისო უფლებების დარღვევას" - წერს აზერბაიჯანული მხარე.

"ვიდრე ისინი არსებობენ და მიაჩნიათ, რომ ეს მათი მიწაა, ასეთი ტრაგედიები არასდროს დასრულდება. სრულიად ახალგაზრდა ბიჭები დაიღუპნენ არაფრის გამო... ისინი პირველები არიან, მაგრამ არა უკანასკნელი. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ და ვაიძულოთ, რომ ის რუკა მოგვცენ და ნაღმების ადგილმდებარეობა გავიგოთ, რათა ჩვენი სპეციალისტები ჩავიდნენ, სხვა შემთხვევაში ტრაგედიებს ვერ ავცდებით, იქ ხომ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს, ქალები, ბავშვები, რომლებიც თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან...", - წერს აზერბაიჯანელი ბლოგერი ზულეიხა ისმაილოვა.

"სომხების მიერ დატოვებულ ნაღმებზე ადგილობრივები სისტემატურად ფეთქდებიან, ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი... 3 აპრილს, სოგოვუშანის დასახლებაში ასევე ნაღმზე აფეთქდა ჯარისკაცი, რომლის სამძებრო სამუშაოები დღემდე გრძელდება. სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა სამხედრომ ილკინ ბაირამ ოღლი ბაირამოვმა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა... არ ვიცი, რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ამის აღმოსაფხვრელად. მე ვიცი, რომ ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, თავისუფლად ვერ გადაადგილდება, რაც სომხებს ძალიან ახარებთ... ნაღმების დატოვება ვის უნდა უკვირდეს, როდესაც თავიანთი 30 წლის ნაშრომს ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ, რომ აზერბაიჯანულ მოსახლეობას არ ესარგებლა. ის აღარ ახსოვთ, როგორ შეცვიდნენ 30 წლის წინ მათ სახლებში..."- წერს ჟურნალისტი ირადა ასედოვა.

მომხდარს სომხებიც ეხმაურებიან. მათი თქმით, ცუდია, ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვა, მაგრამ აზერბაიჯანს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ იქ, სომხურ მიწაზე აბსოლუტურ გამარჯვებას მიაღწია...

"რამდენი ხანია სომეხი ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების გადმოცემას ვითხოვთ, ყურსაც არ იბერტყავენ. არავინ იცის ცოცხლები არიან თუ არა და რა მდგომარეობაში არიან. მათ უკან ოჯახები დგას. ისინი ბრძანებას ასრულებდნენ და იმას აკეთებდნენ, რასაც სახელმწიფო ეტყოდა... ამდენი თვეა ამაოდ ვითხოვთ მათ სახლებში დაბრუნებას, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე სპეკულაციას განაგრძობს. ყველა სიტყვასა და ქმედებაში გვაგრძნობინებენ, რომ მოგვიგეს, პატარა ქვეყანას, რომელსაც ყველამ ზურგი შეაქცია..." - წერს სომეხი სამოქალაქო აქტივისტი ჰასმიკ აბრამიანი.

"ამ განწყობას ვერც რუსეთი შეცვლის და ვერც "მინსკის ჯგუფი", რომელსაც ამდენი წელია არაფერი გაუკეთებია. ვწუხვარ დაღუპული ახალგაზრდების გამო, მაგრამ ჩვენ მეტი სისხლი გვაქვს დაღვრილი, ამიტომ, სოლიდარული ვერ ვიქნები. დიახ, არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ იქ ცხოვრებას მშვიდობიანად და სტაბილურ გარემოში გააგრძელებენ. მწამს, რომ მათი გამარჯვება დროებითია..." - მიაჩნია კიდევ ერთ სომეხს ვარიდა აირუმიანს.

"რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო უხეში, საშუალებები კი - უფრო სასტიკი ხდება" - რატომ გაიხსენა გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს შეფმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

დონალდ ტრამპს შარვალი უკუღმა ეცვა? - "ერთ დღეს ამერიკის პრეზიდენტი ხარ, მეორე დღეს კი..." -  აშშ-ის ექსპრეზიდენტის სტილი ინტერნეტჰიტი გახდა (ფოტო/ვიდეო)

"პუტინმაც იცის, რომ არ დავაყოვნებ პასუხს მომავალ მავნე ქმედებებზე" - რა განცხადებას აქვეყნებს ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე