პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია" - რას ამბობს დაკავებული რომან პროტასევიჩი მეორე ვიდეოში, რომელსაც ბელარუსის მედია აქვეყნებს
"ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია" - რას ამბობს დაკავებული რომან პროტასევიჩი მეორე ვიდეოში, რომელსაც ბელარუსის მედია აქვეყნებს

ბე­ლა­რუ­სის მე­დი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის, და­კი­თხვის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის აცხა­დებს, რომ ოპო­ზი­ცი­ის მო­წო­დე­ბებს ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზრი არ აქვს.

"ახლა ასე­თი აქ­ტი­ვო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ვილ­ნი­უს­ში ვი­ყა­ვი, ღიად ვთქვი, რომ ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი სა­ჭი­რო არ არის. ჩვენ სულ მცი­რე, უნდა და­ვე­ლო­დოთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას, რო­დე­საც ხალ­ხი ქუ­ჩა­ში ერთი ჯამი წვნი­ა­ნის­თვის გა­მო­ვა“, - ამ­ბობს პრო­ტა­სე­ვი­ჩი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში.

და­კი­თხვის ჩა­ნა­წე­რი რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩის და­კა­ვე­ბი­დან მე­ო­რედ გავ­რცელ­და. პირ­ველ ჩა­ნა­წერ­ში პრო­ტა­სე­ვი­ჩი აცხა­დებს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მას "მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­რექ­ტუ­ლად და კა­ნო­ნი­ე­რად“ ექ­ცე­ვი­ან. ამას­თან, ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბით, ის თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან და აძ­ლევს აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას მინ­სკში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და პრო­ტა­სე­ვიჩ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლი მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნას, სო­ფია სა­პე­გას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რიც.

სა­ა­გენ­ტო Reuters-ი წერს, რომ ბე­ლა­რუ­სი იყე­ნებს სა­ვა­რა­უ­დოდ იძუ­ლე­ბით მო­პო­ვე­ბულ აღი­ა­რე­ბე­ბის ვი­დე­ოს და­კა­ვე­ბე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად და ოპო­ზი­ცის მხარ­დამ­ჭე­რი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის მცდე­ლო­ბის­თვის.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 მა­ისს, ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, Ryanair-ის თვითმფრი­ნა­ვი, რო­მე­ლიც ათე­ნი-ვილ­ნი­უ­სის რე­ისს ას­რუ­ლებ­და, მინ­სკში იძუ­ლე­ბით დას­ვეს და ბორტზე მყო­ფი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მან პრო­ტა­სე­ვი­ჩი და მისი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა და­ა­კა­ვეს. და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა ინ­ცი­დენ­ტი დაგ­მეს და ევ­რო­კავ­ში­რის ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ ბე­ლა­რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნია "ბე­ლა­ვი­ას“ სა­ჰა­ე­რო სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წე­სა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბესო
32

როგორ გავს ლიბერასტების სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. ჰა ჰა ჰა

 

აკა-კა
14

ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობის ნაწარმის ნახევარზე მეტი ექსპორტზე გადის, ხალხის ქუჩაში გამოყვანა ერთი ჯამი წვნიანისათვის არარეალურია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია" - რას ამბობს დაკავებული რომან პროტასევიჩი მეორე ვიდეოში, რომელსაც ბელარუსის მედია აქვეყნებს

"ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია" - რას ამბობს დაკავებული რომან პროტასევიჩი მეორე ვიდეოში, რომელსაც ბელარუსის მედია აქვეყნებს

ბელარუსის მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის, დაკითხვის ვიდეოჩანაწერის მეორე ნაწილი გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ ოპოზიციის მოწოდებებს ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით აზრი არ აქვს.

"ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია. როდესაც ვილნიუსში ვიყავი, ღიად ვთქვი, რომ ქუჩის პროტესტი საჭირო არ არის. ჩვენ სულ მცირე, უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ვითარების გამწვავებას, როდესაც ხალხი ქუჩაში ერთი ჯამი წვნიანისთვის გამოვა“, - ამბობს პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერში.

დაკითხვის ჩანაწერი რომან პროტასევიჩის დაკავებიდან მეორედ გავრცელდა. პირველ ჩანაწერში პროტასევიჩი აცხადებს, რომ სამართალდამცავები მას "მაქსიმალურად კორექტულად და კანონიერად“ ექცევიან. ამასთან, ჟურნალისტის განცხადებით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა პროტასევიჩთან ერთად დაკავებული მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას აღიარებითი ჩვენების ვიდეოჩანაწერიც.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ბელარუსი იყენებს სავარაუდოდ იძულებით მოპოვებულ აღიარებების ვიდეოს დაკავებების გასამართლებლად და ოპოზიცის მხარდამჭერი დემონსტრაციების შეჩერების მცდელობისთვის.

შეგახსენებთ, 23 მაისს, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს. დასავლეთის ქვეყნებმა ინციდენტი დაგმეს და ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ ბელარუსულ ავიაკომპანია "ბელავიას“ საჰაერო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვები დაუწესა.

სამხრეთ აფრიკელმა ქალმა 10 ტყუპი გააჩინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა - "შვიდი ბიჭია და სამი გოგონა, ძალიან ბედნიერი ვარ"

ნასროლი ფეხსაცმელი, კვერცხები და სენდვიჩები - მაკრონიდან ტრამპამდე: ყველაზე გახმაურებული თავდასხმები პოლიტიკოსებზე

"ფაფით ვისაუზმე... ხელებით ვიგებ რა მდგომარეობაშია კანი. სარკეს არ მაძლევენ" - რა მისწერა რომან პროტასევიჩის მეგობარმა გოგონამ მშობლებს ბელარუსის საპატიმროდან