პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მსოფლიო თამბაქოს გარეშე”: 2021 - თამბაქოსთვის თავის დანებების წელი
“მსოფლიო თამბაქოს გარეშე”: 2021 - თამბაქოსთვის თავის დანებების წელი

31 მა­ისს, მსოფ­ლიო უკვე 34-ედ აღ­ნიშ­ნავს თამ­ბა­ქოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო დღეს. “მსოფ­ლიო თამ­ბა­ქოს გა­რე­შე” ასე ჰქვია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­წე­სე­ბულ დღეს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­თხე წე­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ხვდე­ბა. სწო­რედ ამ­დე­ნი ხანი გა­ვი­და თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­დან, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბაც 2018 წლის პირ­ველ მა­ისს, კა­ნო­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მუხ­ლე­ბის, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მო­წე­ვის და ქუ­ჩებ­ში, თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის აკ­რძალ­ვით და­ი­წყო.

თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ვნიშ­ნავთ" რომ გა­მარ­თლდა ჩვე­ნი პროგ­ნო­ზი და ამაო აღ­მოჩ­ნდა თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის წა­ქე­ზე­ბით, კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ­დე და აღ­სრუ­ლე­ბის და­წყე­ბამ­დე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, თით­ქოს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, კერ­ძოდ, ბარ-რეს­ტორ­ნებ­ში, კა­ფე­ებ­სა და სხვა მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვა ე.წ. სა­მას­პინ­ძლო ბიზ­ნესს და­აქ­ცევ­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის და ლო­გი­კუ­რი გათ­ვლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მო­წე­ვის აკ­რძალ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი. მე­ტიც, სა­მას­პინ­ძლო ბიზ­ნე­სის მო­ცუ­ლო­ბა და ბრუნ­ვა უნდა გაზ­რდი­ლი­ყო. ასეც მოხ­და.

რო­დე­საც კაფე-ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში და სას­ტუმ­რო­ებ­ში თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნის ეკო­ნო­მი­კურ შე­დე­გებ­ზე ვმსჯე­ლობთ, აუ­ცი­ლებ­ლად მხო­ლოდ 2018 წლის მა­ი­სი­დან 2019 წლის ბო­ლომ­დე პე­რი­ო­დი უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რად­გან შემ­დგომ და­ი­წყო ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­ზღუდ­ვე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ჩე­რა.

სტა­ტის­ტი­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნოს მო­ნა­ცე­მე­ბით, მოკ­ლე, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ან პე­რი­ოდ­ში გა­ი­ზარ­და ე.წ. სა­მას­პინ­ძლო ბიზ­ნე­სის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და და­საქ­მე­ბულ­თა რი­ცხვი და ბრუნ­ვა.

თამბქოს ინ­დუსტრია და მისი ლო­ბე­ბი ცდი­ლობ­დნენ, მთავ­რო­ბა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ, რომ თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის ქუ­ჩის რეკ­ლა­მის (ბილ­ბორ­დე­ბის და სხვა) აკ­რძალ­ვა და­ა­ზა­რა­ლებ­და სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნესს. კვლავ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, 2018 -20 19 წლის ბო­ლომ­დე ამ ბიზ­ნეს­ში უფრო მეტი კომ­პა­ნია გაჩ­ნდა, გა­ი­ზარ­და და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და ბრუნ­ვა.

ასე­ვე ავ­რცე­ლებ­დნენ პა­ნი­კას სა­ვაჭ­რო ობი­ექრტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თამ­ბა­ქოს გარე და შიდა ხილ­ვა­დო­ბის აკ­რძალ­ვა ამ ბინ­ზესს და­აქ­ცევ­და. ფაქ­ტია, პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნდა, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­მუდ­მე­ბით მა­ტუ­ლობს.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში. 7-დან 12-13%-მდე შემ­ცირ­და ინ­ფარ­ქტის, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და ას­თა­მის მწვა­ვე შემ­თხვე­ვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად შემ­ცირ­და სა­ხელ­მწი­ფოს და მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­ზე და რაც მთა­ვა­რია, გა­დარ­ჩა უამ­რა­ვი სი­ცო­ცხლე.

რა ხდე­ბა თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის გავ­რცე­ლე­ბა და მოხ­მა­რე­ბის მხრივ?

თუ 2018 წელს მწე­ვე­ლი დღე­ში 21 ღერს ეწე­ო­და, კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბი­დან დღემ­დე, ერთი მწე­ვე­ლი მო­იხ­მარს 17 ღერს, 15%-ით შემ­ცირ­და მთლი­ა­ნად მოხ­მა­რე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. ხოლო მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და 8%-ით.

ეს არის მოკ­ლე დრო­ში კო­ლო­სა­ლუ­რი შე­დე­გი. ამან რა თქმა უნდა, გავ­ლე­ნა იქო­ნია თამ­ბა­ქოს მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე.

ჩვენ გვა­წუ­ხებს კონ­ტრა­ბან­დუ­ლი თამ­ბა­ქოს სა­კი­თხი, რა­საც უკვე კარ­გად ამოც­ნო­ბი­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი აქვს - ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის უკონ­ტრო­ლო­ბა და კო­რუფ­ცია, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია არამ­ხო­ლოდ რე­გი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩი­ნოს­ნე­ბიც.

უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არც უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის და კონ­ტრა­ბან­დის ქსე­ლუ­რი სის­ტე­მის გა­ნად­გუ­რე­ბას არ ექ­ცე­ვა შე­სა­ბა­მი­სი ყუ­რა­დღე­ბა და ქვე­ყა­ნა არც უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოქმს არ უერ­თდე­ბა. ეკო­ნო­მი­კის სა­მინ­სიტ­რო ბლო­კავს ამ სა­კითხს, რად­გან მათ უკან დგას თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია.

რო­დე­საც თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ და გან­ვი­ხი­ლავთ სხვა­დას­ხვა ტი­პის რე­გუ­ლა­ცი­ებს, ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უმ­ცირ­დეთ ან სა­ერ­თოდ გა­უქ­რეთ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი.თუმ­ცა, ამ­კრძა­ლავ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბობ­დეს თამ­ბა­ქო­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბი. ამას აკე­თე­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო, ან სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ამას უნდა აკე­თებ­დეს სა­ხელ­მწი­ფოც, რო­მე­ლიც არის თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნის მი­ღე­ბი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი.ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფო სწო­რედ კა­ნო­ნის დო­ნე­ზე უნდა კრძა­ლავ­დეს იმ თა­ვაშ­ვე­ბუ­ლო­ბას, რა­საც თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში ეწე­ვა. რო­გორც მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს ფარ­თო პო­პუ­ლარ­ზა­ცი­ას უწევს ელექტრო­ნულ და გა­ხუ­რე­ბად თამ­ბა­ქოს. სიც­რუ­ეა, რომ თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი მწე­ველს მო­წე­ვა­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, ამას ადას­ტუ­რებს ჯან­მო და ამე­რი­კის წამ­ლის და საკ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო. თამ­ბა­ქოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­დუქ­ტი ისე­თი­ვე და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში უფრო მავ­ნეა, ვიდ­რე კლა­სი­კუ­რი სი­გა­რე­ტი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2021 წელი ჯან­მომ თამ­ბა­ქო­ზე თა­ვის და­ნე­ბე­ბის წლად გა­მო­ა­ცხა­და.

ჩვენ ვთქვით, რომ ყო­ვე­ლი რე­გუ­ლა­ცია, რაც თამ­ბა­ქოს კონ­ტროლ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ემ­სა­ხუ­რე­ბა მწე­ვე­ლო­ბა­ზე უა­რის თქმის­კენ ბიძგს, ან უბ­რა­ლოდ ცოტა რომ მო­წი­ონ. ამ მიზ­ნით კა­ნონს კი­დევ ერთი სი­ახ­ლე და­ე­მა­ტე­ბა, პარ­ლა­მენ­ტში შე­დის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით მო­წე­ვა აიკ­რძა­ლე­ბა ტაქ­სებ­ში და სა­ვა­რა­უ­დოდ კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში, თუ მას­ში მო­ზარ­დი, მვი­რე­წლო­ვა­ნი ზის. ვი­მე­დოვ­ნებთ, ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი შეძ­ლებს კი­დევ უფრო დახ­ვე­წოს არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნი თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ და ხელი შე­უ­წყოს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­არ­სე­ბო ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მნას და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ზრუნ­ვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

“მსოფლიო თამბაქოს გარეშე”: 2021 - თამბაქოსთვის თავის დანებების წელი

“მსოფლიო თამბაქოს გარეშე”: 2021 - თამბაქოსთვის თავის დანებების წელი

31 მაისს, მსოფლიო უკვე 34-ედ აღნიშნავს თამბაქოს საწინააღმდეგო დღეს. “მსოფლიო თამბაქოს გარეშე” ასე ჰქვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ დღეს, რომელსაც საქართველო მეოთხე წელია განსაკუთრებულად ხვდება. სწორედ ამდენი ხანი გავიდა თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან, რომლის აღსრულებაც 2018 წლის პირველ მაისს, კანონის ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლების, დახურულ სივრცეში მოწევის და ქუჩებში, თამბაქოს რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვით დაიწყო.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი სიამოვნებით აღვნიშნავთ,, რომ გამართლდა ჩვენი პროგნოზი და ამაო აღმოჩნდა თამბაქოს ინდუსტრიის წაქეზებით, კანონის მიღებამდე და აღსრულების დაწყებამდე ბიზნესის წარმომადგენლების ვნებათაღელვა, თითქოს დახურულ სივრცეში, კერძოდ, ბარ-რესტორნებში, კაფეებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მოწევის აკრძალვა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესს დააქცევდა. საერთაშორისო გამოცდილების და ლოგიკური გათვლების საფუძველზე, გამორიცხული იყო დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. მეტიც, სამასპინძლო ბიზნესის მოცულობა და ბრუნვა უნდა გაზრდილიყო. ასეც მოხდა.

როდესაც კაფე-ბარებსა და რესტორნებში და სასტუმროებში თამბაქოს კონტროლის კანონის ეკონომიკურ შედეგებზე ვმსჯელობთ, აუცილებლად მხოლოდ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის ბოლომდე პერიოდი უნდა განვიხილოთ, რადგან შემდგომ დაიწყო ახალი კორონავირუსის გამო შეზღუდვები და პრაქტიკულად ყველაფერი გააჩერა.

სტატისტიკის ოფიციალური ორგანოს მონაცემებით, მოკლე, წელიწადნახევრიან პერიოდში გაიზარდა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესის დაწესებულებების რაოდენობა. შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და ბრუნვა.

თამბქოს ინდუსტრია და მისი ლობები ცდილობდნენ, მთავრობა დაერწმუნებინათ, რომ თამბაქოს ნაწარმის ქუჩის რეკლამის (ბილბორდების და სხვა) აკრძალვა დააზარალებდა სარეკლამო ბიზნესს. კვლავ ოფიციალური სტატისტიკით, 2018 -20 19 წლის ბოლომდე ამ ბიზნესში უფრო მეტი კომპანია გაჩნდა, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და ბრუნვა.

ასევე ავრცელებდნენ პანიკას სავაჭრო ობიექრტებთან დაკავშირებით, რომ თამბაქოს გარე და შიდა ხილვადობის აკრძალვა ამ ბინზესს დააქცევდა. ფაქტია, პირიქით აღმოჩნდა, სავაჭრო ობიექტების რაოდენობა გამუდმებით მატულობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი ჯანმრთელობის სფეროში. 7-დან 12-13%-მდე შემცირდა ინფარქტის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და ასთამის მწვავე შემთხვევები. შესაბამისად შემცირდა სახელმწიფოს და მოსახლეობის დანახარჯები აღნიშნული მიმართულებებით მკურნალობაზე და რაც მთავარია, გადარჩა უამრავი სიცოცხლე.

რა ხდება თამბაქოს ნაწარმის გავრცელება და მოხმარების მხრივ?

თუ 2018 წელს მწეველი დღეში 21 ღერს ეწეოდა, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, ერთი მწეველი მოიხმარს 17 ღერს, 15%-ით შემცირდა მთლიანად მოხმარებული სიგარეტების მოცულობა. ხოლო მწეველთა რაოდენობა შემცირდა 8%-ით.

ეს არის მოკლე დროში კოლოსალური შედეგი. ამან რა თქმა უნდა, გავლენა იქონია თამბაქოს მოცულობის შემცირებაზე.

ჩვენ გვაწუხებს კონტრაბანდული თამბაქოს საკითხი, რასაც უკვე კარგად ამოცნობილი და დადასტურებული გამომწვევი მიზეზი აქვს - ადმინისტრაციული საზღვრის უკონტროლობა და კორუფცია, რომელშიც ჩართულია არამხოლოდ რეგიონალურ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების ჩინოსნებიც.

უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არც უკანონო ვაჭრობის და კონტრაბანდის ქსელური სისტემის განადგურებას არ ექცევა შესაბამისი ყურადღება და ქვეყანა არც უკანონო ვაჭრობის საერთაშორისო ოქმს არ უერთდება. ეკონომიკის სამინსიტრო ბლოკავს ამ საკითხს, რადგან მათ უკან დგას თამბაქოს ინდუსტრია.

როდესაც თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებზე ვლაპარაკობთ და განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს, ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ მათი მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შეუმცირდეთ ან საერთოდ გაუქრეთ თამბაქოს მოხმარების სურვილი.თუმცა, ამკრძალავ რეგულაციებთან ერთად მნიშვნელოვანია არსებობდეს თამბაქოზე თავის დანებების ხელშემწყობი პროგრამები. ამას აკეთებენ არასამთავრობო, ან სარეაბილიტაციო ორგანიზაციები და ამას უნდა აკეთებდეს სახელმწიფოც, რომელიც არის თამბაქოს კონტროლის კანონის მიღები და აღმასრულებელი.ამასთან, სახელმწიფო სწორედ კანონის დონეზე უნდა კრძალავდეს იმ თავაშვებულობას, რასაც თამბაქოს ინდუსტრია ინტერნეტ სივრცეში ეწევა. როგორც მოწევაზე თავის დანებების საშუალებებს ფართო პოპულარზაციას უწევს ელექტრონულ და გახურებად თამბაქოს. სიცრუეა, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები მწეველს მოწევაზე თავის დანებებაში ეხმარება, ამას ადასტურებს ჯანმო და ამერიკის წამლის და საკვების სააგენტო. თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტი ისეთივე და ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მავნეა, ვიდრე კლასიკური სიგარეტი. აღსანიშნავია, რომ 2021 წელი ჯანმომ თამბაქოზე თავის დანებების წლად გამოაცხადა.

ჩვენ ვთქვით, რომ ყოველი რეგულაცია, რაც თამბაქოს კონტროლთან არის დაკავშირებული, ემსახურება მწეველობაზე უარის თქმისკენ ბიძგს, ან უბრალოდ ცოტა რომ მოწიონ. ამ მიზნით კანონს კიდევ ერთი სიახლე დაემატება, პარლამენტში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით მოწევა აიკრძალება ტაქსებში და სავარაუდოდ კერძო ავტომობილებში, თუ მასში მოზარდი, მვირეწლოვანი ზის. ვიმედოვნებთ, ამ მოწვევის პარლამენტი შეძლებს კიდევ უფრო დახვეწოს არსებული კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ და ხელი შეუწყოს ადამიანებისთვის საარსებო ჯანსაღი გარემოს შექმნას და მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის ზრუნვას.

„მეტრომარტი“ უკვე  Hotsale.ge-ზე - შეიძინე ტექნიკა მნიშვნელოვანი დანაზოგით

როგორ შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები ბინის შერჩევისას წლების განმავლობაში?

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის