სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ წაართმევ ბავშვობას" - შსს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
"ნუ წაართმევ ბავშვობას" - შსს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, სა­ხელ­წო­დე­ბით - „ნუ წა­არ­თმევ ბავ­შვო­ბას“ და­ი­წყო, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) სა­ქარ­თვე­ლოს ოფის­თან პარტნი­ო­რო­ბით, გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის - „გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის“ - ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც შვე­დე­თის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი და­ნა­შა­უ­ლე­ბის აღ­მო­ფხვრა და ამ სა­კი­თხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის დრო­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. კამ­პა­ნი­ის გახ­სნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ - ალექ­სან­დრე და­რახვე­ლი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­დე­თის ელ­ჩის მო­ად­გი­ლემ - ერიკ ილეს­მა და გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა - ლელა ბაქ­რა­ძემ.

ღო­ნის­ძი­ე­ბას სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი­სა და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. შეხ­ვედ­რა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტმა წარ­მო­ად­გი­ნა პრე­ზენ­ტა­ცია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სტუმ­რებ­მა ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეს ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

გარ­და ამი­სა, ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის თე­მა­ზე მომ­ზად­და ვი­დეო, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის სა­ზი­ა­ნო პრაქ­ტი­კა­ზე, პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით მულ­ტი­სექ­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და სა­ზო­გა­დე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, მათ შო­რის, შეხ­ვედ­რე­ბი თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, სხვა­დას­ხვა სა­მიზ­ნე ჯგუ­ფებ­თან.

აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თა­ვენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პარტნი­ო­რი უწყე­ბე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად. ასე­ვე, მომ­ზად­და ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მა, რო­მე­ლიც მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გავ­რცელ­დე­ბა. ქარ­თულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და სომ­ხურ ენებ­ზე და­ი­ბეჭ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბი და პოს­ტე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კამ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მი­ე­წო­დე­ბათ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებს და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში აგ­რეთ­ვე გა­ი­მარ­თე­ბა ფო­ტო­კონ­კურ­სი. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მწვა­ვე პრობ­ლე­მად რჩე­ბა ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნას გო­გო­ნებ­სა და ქა­ლებ­ზე ახ­დენს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა და ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სწავ­ლობს სის­ხლის სა­მარ­თლის იმ საქ­მე­ებს, რო­მელ­თა შე­საძ­ლო ჩა­დე­ნის მო­ტი­ვიც ბავ­შვთან ქორ­წი­ნე­ბაა. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სიმ­წი­რე კვლავ რჩე­ბა ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად, რაც არ­თუ­ლებს, ერთი მხრივ, და­ნა­შა­უ­ლის დრო­ულ გა­მოვ­ლე­ნას და, მე­ო­რე მხრივ, ეფექ­ტი­ან რე­ა­გი­რე­ბა­სა და სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბას. კამ­პა­ნი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ასე­ვე არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "არ­ბა­ი­თერ - სა­მა­რი­ტერ - ბუნ­დი (ASB) და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის ცენ­ტრე­ბის ქსე­ლე­ბი.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნუ წაართმევ ბავშვობას" - შსს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

"ნუ წაართმევ ბავშვობას" - შსს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო, რომელიც ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება. კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ - ერიკ ილესმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეო, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკაზე, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მულტისექტორული მიდგომის განხორციელების საჭიროებაზე და საზოგადებას მოუწოდებენ, თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში. საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.

აღნიშნულ შეხვედრებს გამართავენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ასევე, მომზადდა ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე სოციალური რეკლამა, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდება. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდებათ სკოლის ადმინისტრაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

კამპანიის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება ფოტოკონკურსი. მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვავე პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინება, რომელიც განსაკუთრებულად მავნე ზეგავლენას გოგონებსა და ქალებზე ახდენს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება. სწორედ ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს სისხლის სამართლის იმ საქმეებს, რომელთა შესაძლო ჩადენის მოტივიც ბავშვთან ქორწინებაა. მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმწირე კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც ართულებს, ერთი მხრივ, დანაშაულის დროულ გამოვლენას და, მეორე მხრივ, ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას. კამპანიის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაცია "არბაითერ - სამარიტერ - ბუნდი (ASB) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელები.

დააკავებულია პირი, რომელიც გუმათში თავს დაესხა პოლიციელს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

საგარეჯოში მამაკაცი დაჭრეს

"თუ პოლიციაზე იძალადებენ, სპეცრაზმს კანონიერი უფლება აქვს, გაზი, წყლის ჭავლი გამოიყენოს" - ვახტანგ გომელაური რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებზე