მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას
"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენტს ხელს გო­ნივ­რულ ვა­და­ში არ მო­ა­წერს, პარ­ტი­ის წევ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღე­ბენ ვერ­ცერ­თი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად არის შექ­მნი­ლი ან მო­მა­ვალ­ში შე­იქ­მნე­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, მისი თქმით, ისი­ნი ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ ვერც ერთი პრი­ვი­ლე­გი­ით, რო­მელ­საც ეს დო­კუ­მენ­ტი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ამ შემ­თხვე­ვა­შიც მო­უ­წევს უკან და­ხე­ვა და მი­შე­ლის დო­კუ­მენტზე ხე­ლის მო­წე­რა.

„გუ­შინ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე, პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლის შე­სა­ხებ. პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის მათი მარ­ცხის სა­ბო­ლოო გა­ფორ­მე­ბა. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სა­ბო­ტაჟს ლე­გი­ტი­მუ­რად არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. ისი­ნი იმუქ­რე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლით, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მო­უ­წი­ათ უკან და­ხე­ვა და პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტუ­ლა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბა. ამ პარ­ტი­ამ ვერც ერთი თა­ვი­სი პი­რო­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა - ვერ და­მი­ჭერთ, არ გა­მო­ვალ, შე­ვალთ, დას­რულ­და და­ჭე­რით, გა­მოს­ვლი­თა და შეს­ვლით. ამას აქვს მარ­ტი­ვი მი­ზე­ზი, სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის მხა­რეს დგას სი­მარ­თლე და ძალა, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მხარ­დაჭ­რას ეფუძ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, და­უ­პი­რის­პირ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მას, მო­მა­ვალ­შიც ასე­თი­ვე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის არის გან­წი­რუ­ლი. ნა­თე­ლია, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ლა­მენ­ტში შე­მოს­ვლას, პარ­ლა­მენ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის არა­ვი­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ აქვს.

ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ აქვს არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, რა­ი­მე და­დე­ბი­თი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს. იმ პი­რო­ბებ­ში კი, რო­დე­საც ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში შარლ მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე შე­მო­დი­ან, პარ­ლა­მენ­ტში მათ ყოფ­ნას არა­ვი­თა­რი ფორ­მა­ლუ­რი ფა­სიც კი არ აქვს. მი­შე­ლის დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა­ზე უარი ნიშ­ნავს, რომ ეს პარ­ტია კვლა­ვაც არ აღი­ა­რებს და კვლავ პა­ტივს არ სცემს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტებს და ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, მათ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსა­თუ­ოდ თა­ვი­სი ლო­გი­კუ­რი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ იმით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ რო­გორ­მე და­ებ­ლო­კა ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი.

„7-თვი­ა­ნი ფიქ­რის და მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ რო­გორც ხე­დავთ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბა­მაც“ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ წა­ვიდ­ნენ „მარ­ცხჯვნივ“, რად­გან თან უნ­დათ პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნა და თან არ სურთ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რა. მეს­მის ეს რი­თიც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მათ მო­ა­ტყუ­ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. უთხრეს, რომ ერ­თა­დერ­თი, რაც ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა არის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა, სა­ბო­ტა­ჟი, ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სი და 7 თვის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ის, რა­საც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სთა­ვა­ზობ­და ქვე­ყა­ნას იყო ზუს­ტად ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი. ეს გახ­ლავთ ან­ტი­სის­ტე­მუ­რი პარ­ტია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ რო­გორ­მე და­ებ­ლო­კა ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი. ამით მათ ხელი შე­უ­შა­ლეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას, და­ა­კარ­გი­ნეს სა­ხელ­მწი­ფოს დრო და ენერ­გია, თუმ­ცა, კარ­გია, რომ ეს ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ახლა პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნა­ხა­ვენ რას ნიშ­ნავს ოპო­ზი­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე უკა­ნა ად­გი­ლას ყოფ­ნა იმი­ტომ, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ზე ბო­ლო­ე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

"არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­უ­გე­ბარ გან­ცხა­დე­ბებს ვის­მენ­დით, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან დიდი „ბლე­ფი“ იყო. თა­ვი­ან­თი სი­ტყვე­ბის უკან წა­ღე­ბა მო­უ­წი­ათ", - ამის შე­სა­ხებ კი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლაა, რომ­ლის სურ­ვი­ლია, ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა იყოს.

„გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, თქვენ იცით შე­თან­ხმე­ბა რაც შედ­გა, თუმ­ცა ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­გე­ბარ გან­ცხა­დე­ბებს ვის­მენ­დით არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეს იყო თით­ქოს სა­ბა­ბი პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლის, თუმ­ცა ეს იყო ძა­ლი­ან დიდი „ბლე­ფი“, ტყუ­ი­ლი. არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მათ მო­უ­წი­ათ თა­ვი­ან­თი სი­ტყვე­ბის უკან წა­ღე­ბა. ჩვე­ნი გუნ­დის­თვის არა­ფე­რი არ შეც­ვლი­ლა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლაა, რომ­ლის სურ­ვი­ლია, ქვე­ყა­ნა­ში იყოს არე­უ­ლო­ბა, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და ა.შ“ - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არმანი
86

რა კარგი საუბარი იცის ბატონმა კახიმ. ნეტავ ფეხბურთზე ის ძვირფასი წლები არ დაეხარჯა და თავიდანვე შემოსულიყო პოლიტიკაში. დღეს ბევრად წარმატებული ქვეყანა ვიქნებოდით. 

nukri tabataZe
117

მავნებლების სექტაა ნაცხროვა!

ავტორი:

"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას

"ახლა დაინახავენ, რას ნიშნავს ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა" - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერები "ნაცმოძრაობის" პარლამენტში შესვლას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს გონივრულ ვადაში არ მოაწერს, პარტიის წევრები მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება.

ამასთანავე, მისი თქმით, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე, პარლამენტში შემოსვლის შესახებ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. 6 თვის განმავლობაში ისინი ახორციელებდნენ საბოტაჟს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ისინი იმუქრებოდნენ პარლამენტში არშესვლით, თუმცა, საბოლოოდ, მოუწიათ უკან დახევა და პოლიტიკური კაპიტულაციის გამოცხადება. ამ პარტიამ ვერც ერთი თავისი პირობა ვერ შეასრულა - ვერ დამიჭერთ, არ გამოვალ, შევალთ, დასრულდა დაჭერით, გამოსვლითა და შესვლით. ამას აქვს მარტივი მიზეზი, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის მხარეს დგას სიმართლე და ძალა, რომელიც ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭრას ეფუძნება. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი მცდელობა, დაუპირისპირდეს დემოკრატიულ სისტემას, მომავალშიც ასეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლას, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის არავითარი ღირებულება არ აქვს.

ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში, რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს. იმ პირობებში კი, როდესაც ისინი პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შემოდიან, პარლამენტში მათ ყოფნას არავითარი ფორმალური ფასიც კი არ აქვს. მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და კვლავ პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, მათ ამ გადაწყვეტილებას უსათუოდ თავისი ლოგიკური შედეგები ექნება,“ - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ 7 თვის განმავლობაში მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ როგორმე დაებლოკა ქვეყნის დემოკრატიული პროცესი.

„7-თვიანი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ როგორც ხედავთ „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წავიდნენ „მარცხჯვნივ“, რადგან თან უნდათ პარლამენტში ყოფნა და თან არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. მესმის ეს რითიც არის განპირობებული, მათ მოატყუეს საზოგადოება და განსაკუთრებით საკუთარი მხარდამჭერები. უთხრეს, რომ ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება არის დესტაბილიზაცია, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა, საბოტაჟი, ხელოვნური კრიზისი და 7 თვის შემდეგ საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობდა ქვეყანას იყო ზუსტად ანტისახელმწიფოებრივი. ეს გახლავთ ანტისისტემური პარტია, რომელიც მხოლოდ იმით იყო დაკავებული ამ თვეების განმავლობაში, რომ როგორმე დაებლოკა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესი. ამით მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის განვითარებას, დააკარგინეს სახელმწიფოს დრო და ენერგია, თუმცა, კარგია, რომ ეს ხელოვნური კრიზისი დასრულებულია. ახლა პარლამენტში დაინახავენ რას ნიშნავს ოპოზიციაში ყველაზე უკანა ადგილას ყოფნა იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ბოლოები შემოვიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

"არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით, თუმცა ეს ძალიან დიდი „ბლეფი“ იყო. თავიანთი სიტყვების უკან წაღება მოუწიათ", - ამის შესახებ კი „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომლის სურვილია, ქვეყანაში არეულობა იყოს.

„გადაწყვეტილებას რაც შეეხება, თქვენ იცით შეთანხმება რაც შედგა, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეს იყო თითქოს საბაბი პარლამენტში არშესვლის, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი „ბლეფი“, ტყუილი. არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. საბოლოოდ, მათ მოუწიათ თავიანთი სიტყვების უკან წაღება. ჩვენი გუნდისთვის არაფერი არ შეცვლილა, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომლის სურვილია, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ა.შ“ - განაცხადა კალაძემ.

საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში

"ნაცმოძრაობის" წევრებს პარლამენტის შესასვლელთან "პუფების სირცხვილის კორიდორით" დახვდნენ - "მათ გადაუხვიეს ყველანაირ პრინციპს"

"ვაპირებთ, აქტიურად ჩავერთოთ საპარლამენტო ცხოვრებაში " - "ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობას იწყებს