მოზაიკა
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება
თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ზის ტა­რი­ფი გა­ეზ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ტა­რი­ფის ცვლი­ლე­ბა კომ­პა­ნი­ის 20 მი­ლი­ო­ნი­ან­მა და­ვა­ლი­ა­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

"კომ­პა­ნია "თბი­ლი­სი ენერ­ჯიმ" მო­მარ­თა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვის მიზ­ნით, ვი­ნა­ი­დან მათ ბოლო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 მლნ ლარ­ზე მეტი ზა­რა­ლი და­უგ­როვ­დათ და პრაქ­ტი­კუ­ლად ხდე­ბი­ან ვა­ლა­უ­ვა­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­და­ი­ხე­დოს ტა­რი­ფე­ბი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მათი ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც ლა­რის კურ­სის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღეს, და­კომ­პენ­სირ­დეს. ჩვენ როცა ტა­რი­ფი და­ვად­გი­ნეთ კურ­სი იყო 2.97. ამის შემ­დეგ კომ­პა­ნი­ას უფრო ძვი­რად უწევ­და ენერ­გი­ის ყიდ­ვა, ვიდ­რე ჩვენს მიერ დად­გე­ნი­ლი ტა­რი­ფით ხდე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­წო­დე­ბა.

სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია კომ­პა­ნი­ის­თვის ზა­რა­ლის დაგ­რო­ვე­ბა. იმის­თვის, რომ კომ­პა­ნია გა­ი­მარ­თოს და შეძ­ლოს უსაფრ­თხოდ, დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მი­წო­დე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს არ­სე­ბი­თი გა­დახ­რა გას­წორ­დეს.

ამ მიზ­ნით გან­ვი­ხი­ლავთ სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფე­ბის გა­და­ხედ­ვის სა­კითხს. 20 მლნ ლარ­ზე მეტი უნდა და­უ­კომ­პენ­სირ­დეს კომ­პა­ნი­ას. ჩვენ ვი­ღებთ გა­ზის მო­ცუ­ლო­ბას, სა­შუ­ა­ლო ვა­ლუ­ტის კურსს თვე­ე­ბის მი­ხედ­ვით და იმის შე­სა­ბა­მი­სად ვახ­დენთ გა­და­ან­გა­რი­შე­ბას. ტა­რი­ფე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი წარ­მოგ­ვიდ­გენს და­ან­გა­რი­შე­ბას, კო­მი­სია იმ­სჯე­ლებს და მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი გა­იზ­რდე­ბა და თბი­ლის­ში მცხოვ­რებ აბო­ნენ­ტებს შე­ე­ხე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სია (სე­მე­კი) შპს „თბი­ლი­სი ენერ­ჯის­თვის“ დად­გე­ნი­ლი სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფის კო­რექ­ტი­რე­ბა­ზე ღია სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლებს. სხდო­მა 12:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
0

მსოფლიოში სამწუხაროდ ყველაფერი ძვირდება, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ.

მაგალითად ევროპაში ბენზინი დაახლოებით 2 ევრო ღირს, 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 2000 დოლარზე იყო ასული (თუმცა ბოლო დღეებში საგრძნობლად დაიწია - 1000 დოლარამდე).

მოკლედ კატასტროფულად ძვირდება ცხოვრება! რა თქმა უნდა ჩვენც შეგვეხება ყველანაირი გაძვირება მეტ-ნაკლებად.

ნარმანია და თუნდაც ივანიშვილი არაფერ შუაში არ არიან.

არ დაიჯეროთ ოპოზიციის იაფფასიანი დაპირებები. კარგად იცით უფასო ყველი რისთვისაცაა დანიშნული.

Giusha3232
0

იხარე მუშავ წამებულო

ავტორი:

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება

თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი გაეზრდება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ტარიფის ცვლილება კომპანიის 20 მილიონიანმა დავალიანებამ გამოიწვია.

"კომპანია "თბილისი ენერჯიმ" მომართა მარეგულირებელ კომისიას სამომხმარებლო ტარიფის გადახედვის მიზნით, ვინაიდან მათ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 20 მლნ ლარზე მეტი ზარალი დაუგროვდათ და პრაქტიკულად ხდებიან ვალაუვალი. მნიშვნელოვანია გადაიხედოს ტარიფები იმ თვალსაზრისით, რომ მათი ზარალი, რომელიც ლარის კურსის გაუარესების შედეგად მიიღეს, დაკომპენსირდეს. ჩვენ როცა ტარიფი დავადგინეთ კურსი იყო 2.97. ამის შემდეგ კომპანიას უფრო ძვირად უწევდა ენერგიის ყიდვა, ვიდრე ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფით ხდებოდა მოსახლეობისთვის მიწოდება.

სწორედ ამან გამოიწვია კომპანიისთვის ზარალის დაგროვება. იმისთვის, რომ კომპანია გაიმართოს და შეძლოს უსაფრთხოდ, დადგენილი წესების მიხედვით ბუნებრივი აირის მიწოდება, მნიშვნელოვანია ეს არსებითი გადახრა გასწორდეს.

ამ მიზნით განვიხილავთ სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის საკითხს. 20 მლნ ლარზე მეტი უნდა დაუკომპენსირდეს კომპანიას. ჩვენ ვიღებთ გაზის მოცულობას, საშუალო ვალუტის კურსს თვეების მიხედვით და იმის შესაბამისად ვახდენთ გადაანგარიშებას. ტარიფების დეპარტამენტი წარმოგვიდგენს დაანგარიშებას, კომისია იმსჯელებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება და თბილისში მცხოვრებ აბონენტებს შეეხებათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე ღია სხდომაზე იმსჯელებს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"