კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით... დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება" - კობახიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე
"ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით... დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება" - კობახიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მდჯო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა აქ­ცია დიდი ფუ­ლით არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და მას­ში კო­მერ­ცი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე გან­მარ­ტავს, თუკი, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ მი­აწ­ვდი­ან, ამას თვი­თონ გა­ა­კე­თე­ბენ.

"რე­ა­ლუ­რად გა­მოჩ­ნდა, რომ პრო­ტესტს მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბევ­რი რამ არის და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი, რის გარ­შე­მოც პრო­ტეს­ტის აგო­რე­ბის მცდე­ლო­ბა იყო. ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ექ­სპერ­ტუ­ლი დის­კუ­სია უნდა გა­ი­მარ­თოს, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თუ სად­მე ასე­თი დის­კუ­სი­ის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა არის, ეს უნდა შე­ივ­სოს, ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია. ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებს მხარ­და­ჭე­რა არ აქვს, თბი­ლი­სის პა­რა­ლი­ზე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გო­ნა­რი მე­სი­ჯი იყო, რო­მელ­მაც ვერ პოვა მხარ­და­ჭე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ეს იყო არას­წო­რი ნა­ბი­ჯი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არას­წო­რი ნა­ბი­ჯის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­მო­ხა­ტა შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეჭ­ვის დო­ნე­ზე, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მათ აქვთ, შე­უძ­ლი­ათ ივა­რა­უ­დონ, თუ ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­დი­ო­დეს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ენერ­გე­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით სა­თა­ნა­დოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ იყოს.

"რაც შე­ე­ხე­ბა მარ­თვას, ჩვენ ვი­ცით, რომ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია საკ­მა­ოდ დიდი ფუ­ლით, ამ კი­თხვას ალ­ბათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი. როცა დღე­ში ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ლარი იხარ­ჯე­ბა აქ­ცი­ა­ზე, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ამ ყვე­ლაფ­რის უკან სე­რი­ო­ზუ­ლი რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი არის. თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერს ბუ­ნებ­რი­ვია, პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს, როცა ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია, ასე­თი ტი­პის პრო­ტეს­ტია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ჰქონ­დეს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მათ შო­რის, ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ ისი­ნი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ მი­აწ­ვდი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი ვა­ლია, ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ.

გა­მო­ძი­ე­ბა­ზე არ არის აქ სა­უ­ბა­რი, როცა გარ­კვე­უ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია ფი­ნანსდე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ლე­გი­ტი­მუ­რი, მაგ­რამ თუ ამის უკან რა­ი­მე სხვა ნიშ­ნე­ბია, ბუ­ნებ­რი­ვია, ამის შეს­წავ­ლა შე­იძ­ლე­ბა. ეჭ­ვე­ბის დო­ნე­ზე, იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გვაქვს, შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ, მათ შო­რის, ვის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­დი­ო­დეს ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ იყოს სა­თა­ნა­დოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, თუმ­ცა, ეჭ­ვებ­ზე სა­უ­ბარს ჯობს და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვა­წო­დოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ეს არის სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცია, მე შე­მიძ­ლია მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა ფი­ნან­სუ­რი-კო­მერ­ცი­უ­ლი- პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, ამის გამო იდე­ბა საკ­მა­ოდ დიდი ფული ამ აქ­ცი­ებ­ში. შე­მიძ­ლია და­ნა­ნე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ გუ­შინ, აქ­ცი­ის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მხრი­დან ორ­ჯერ ით­ქვა ტყუ­ი­ლი. ერთხელ ით­ქვა, რომ თით­ქოს, წვრილ­მა­ნი თან­ხე­ბით აგ­რო­ვე­ბენ ისი­ნი ხელ­ში ათე­უ­ლო­ბით ათას ლარს, რაც ყვე­ლამ ვი­ცით, რომ აბ­სურ­დია, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია რომ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს ასე­თი რე­სურ­სით, წვრილ­მა­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბით, ყო­ველ­დღი­უ­რად ათე­უ­ლო­ბით ათა­სი ლარი, მერე და­კო­რექ­ტირ­და ეს მე­სი­ჯი - ემიგ­რან­ტე­ბის გად­მო­რი­ცხვა, ეს იყო მე­ო­რე ტყუ­ი­ლი, რაც ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნი და სამ­წუ­ხა­როა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერმინე
48

...რა საბრალონი ხართ.

ელგუჯა
42

რავა ყველაფერი იცი.რა დაიბადე ამისთანა,რა გაჩნდი.

ავტორი:

"ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით... დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება" - კობახიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე

"ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით... დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება" - კობახიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე

"ქართული ოცნების“ თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია დიდი ფულით არის დაფინანსებული და მასში კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.

როგორც კობახიძე განმარტავს, თუკი, აღნიშნული აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მათ დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას თვითონ გააკეთებენ.

"რეალურად გამოჩნდა, რომ პროტესტს მყარი საფუძველი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი, რის გარშემოც პროტესტის აგორების მცდელობა იყო. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ექსპერტული დისკუსია უნდა გაიმართოს, რაც მნიშვნელოვანია. თუ სადმე ასეთი დისკუსიის და კომუნიკაციის ნაკლოვანება არის, ეს უნდა შეივსოს, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მხარდაჭერა არ აქვს, თბილისის პარალიზება აბსოლუტურად გაუგონარი მესიჯი იყო, რომელმაც ვერ პოვა მხარდაჭერა საზოგადოებაში, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, აქედან გამომდინარე, არასწორი ნაბიჯის გამო, საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, ეჭვის დონეზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მათ აქვთ, შეუძლიათ ივარაუდონ, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით სათანადოდ დამოუკიდებელი არ იყოს.

"რაც შეეხება მართვას, ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, ამ კითხვას ალბათ, მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის. თუმცა, ამ ყველაფერს ბუნებრივია, პასუხი უნდა გაეცეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი პროცესია, ასეთი ტიპის პროტესტია, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მათ შორის, ფინანსებთან დაკავშირებით. თუ ისინი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან საზოგადოებას, ბუნებრივია, ჩვენი ვალია, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ.

გამოძიებაზე არ არის აქ საუბარი, როცა გარკვეული საპროტესტო აქცია ფინანსდება, ეს შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ თუ ამის უკან რაიმე სხვა ნიშნებია, ბუნებრივია, ამის შესწავლა შეიძლება. ეჭვების დონეზე, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ის, რომ საქართველო არ იყოს სათანადოდ დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით, თუმცა, ეჭვებზე საუბარს ჯობს დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით მივაწოდოთ საზოგადოებას.

ეს არის სხვა ორგანოების ფუნქცია, მე შემიძლია მხოლოდ პოლიტიკური განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ აშკარად იკვეთება ფინანსური-კომერციული- პოლიტიკური ინტერესები, ამის გამო იდება საკმაოდ დიდი ფული ამ აქციებში. შემიძლია დანანებით აღვნიშნო, რომ გუშინ, აქციის მთავარი ორგანიზატორის მხრიდან ორჯერ ითქვა ტყუილი. ერთხელ ითქვა, რომ თითქოს, წვრილმანი თანხებით აგროვებენ ისინი ხელში ათეულობით ათას ლარს, რაც ყველამ ვიცით, რომ აბსურდია, ეს შეუძლებელია რომ მობილიზებული იყოს ასეთი რესურსით, წვრილმანი შემოწირულობით, ყოველდღიურად ათეულობით ათასი ლარი, მერე დაკორექტირდა ეს მესიჯი - ემიგრანტების გადმორიცხვა, ეს იყო მეორე ტყუილი, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" ამომრჩეველო! არ გიტყდებათ?!' - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი გახარიას მიმართ კობახიძის ბრალდებას

"ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ და გახარიას არ გავანდეთ, რადგან ეჭვი გაჩნდა" - კობახიძე ექსპრემიერს ენმ-სთან ალიანსს აბრალებს და შეთქმულებაზე საუბრობს

"მათი ნერვიულობის მასშტაბებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა... ირაკლი კობახიძის განცხადებები იყო პრიმიტიული ტყუილები' - კახა ქემოკლიძე