პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა უკვე მნიშვნელოვანად შემოაღწიეს, მათ აქ ჰყავთ როგორც აგენტ-ინფორმატორები, ასევე აგენტ-პროვოკატორები" - უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი
"უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა უკვე მნიშვნელოვანად შემოაღწიეს, მათ აქ ჰყავთ როგორც აგენტ-ინფორმატორები, ასევე აგენტ-პროვოკატორები" - უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი

გა­სულ კვი­რას საკ­მა­ოდ მძი­მე პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და დმა­ნის­ში, სა­დაც ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი, ლა­მის ეთ­ნი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბად იქცა. “მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბა თუ არ ჩაჯ­დე­ბა ჩარ­ჩო­ში და არ იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა, კი­დევ უფრო მა­ღა­ლი დო­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­საწ­ვე­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი აა­მოქ­მე­დონ. ჩვენ გვაქვს და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ე.წ. რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც ანა­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ გა­ნა­ვი­თა­რონ მოვ­ლე­ნე­ბი ეთ­ნი­კუ­რად და რე­ლი­გი­უ­რად უცხო ქვეყ­ნე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მყოფ­მა ჯგუ­ფებ­მა”, - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ დმა­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, სხვა კუ­თხი­თაც გან­ვი­თარ­დეს ანა­ლო­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი.

- ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ხა­სი­ა­თის კონ­ფლიქ­ტე­ბი ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ია­რაღს წარ­მო­ად­გენს უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­ში. ეს არის უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლია კონ­ფლიქ­ტე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბით სა­თა­ნა­დო ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა დაზ­ვერ­ვის ობი­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეც. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს, ეს გახ­ლავთ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე - სა­ზო­გა­დო­ე­ბის დე­მო­რა­ლი­ზა­ცია. ხოლო ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ისაა, რომ შე­იც­ვა­ლოს ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბა – არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვად დამ­ხო­ბა, რის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მნას სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მი და ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რივ კონ­ტროლს არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მიღ­წე­ვა სა­დაზ­ვერ­ვო ზე­გავ­ლე­ნი­თა (მათ შო­რის პრო­პა­გან­და) და შეღ­წე­ვა­დო­ბით (ფარ­თო აგენ­ტუ­რუ­ლი ქსე­ლით) არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- ალ­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ნი­სა­ზღვროს კონ­ფლიქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი, სა­ხელ­მწი­ფოს პოს­ტფაქ­ტუმ რომ არ დას­ჭირ­დეს რე­ა­გი­რე­ბა ეთ­ნი­კურ სა­ფუძ­ველ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს...

- პირ­ველ რიგ­ში, ასა­მოქ­მე­დე­ბე­ლია პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე არ არის. ამა­ში აქ­ტი­უ­რად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი მა­ს­მე­დი­ის სექ­ტო­რი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. სხვა­თა შო­რის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბი­დან დღემ­დე, უზარ­მა­ზა­რი თან­ხე­ბი­თაა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა და­ნარ­ჩენ ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებ­თან. ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­ზეა ლა­პა­რა­კი და ვფიქ­რობ, ის შე­დე­გე­ბი, რაც ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დღეს აქვს, იმას ნიშ­ნავს, რომ ის თან­ხე­ბი არ არის მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და იყო ფიქ­ტი­უ­რი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­მაც მი­ზანს ვერ მი­აღ­წია.

შე­საძ­ლოა, ეს თან­ხე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან სა­დაზ­ვერ­ვო ხა­სი­ა­თის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ვგუ­ლის­ხმობ უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან, სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან შე­მო­სულ საგ­რან­ტო პრო­ექ­ტებს, რო­მელ­თა და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც იყო ინ­ტეგ­რი­რე­ბის ეფექ­ტუ­რი პრო­ცე­სი და სწო­რედ ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. არ­სე­ბო­ბენ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ზე დაზ­ვერ­ვის ობი­ექტ სა­ხელ­მწი­ფო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ქმე­დე­ბა­თა კომ­პლექსს, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის - კონ­ტრდაზ­ვერ­ვი­სა და სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც ამ სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ.

ვფიქ­რობ, ერთი ხე­ლის­შემ­შლე­ლი გა­რე­მო­ე­ბა მა­ინც არ­სე­ბობს - თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 4-5 წელ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად სწო­რედ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და პო­ლი­ცი­უ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი არი­ან დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და დე­მო­რა­ლი­ზა­ცი­ის ობი­ექ­ტე­ბი. ვფიქ­რობ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებს მიღ­წე­უ­ლი აქვთ. ჩვენ თუ ვსა­უბ­რობთ, რომ გვყავ­დეს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი პო­ლი­ცი­უ­რი უწყე­ბა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფომ აწარ­მო­ოს აქ­ტი­უ­რი პრო­პა­გან­და, რომ დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლი არ იყოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და პო­ლი­ცია, აგ­რეთ­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა. პრე­ვენ­ცი­ის გა­რე­შე და­დე­ბი­თი შე­დე­გის მიღ­წე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და პირ­ველ რიგ­ში, ამა­ზეა სა­მუ­შაო.

გან­სა­კუთ­რე­ბით ვსა­უბ­რობ იმ პრო­ცეს­ზე, რო­მელ­საც აქვს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი და მინ­და გი­თხრათ, რომ მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ქრო­ნო­ლო­გია (რაც ჩვენ­თან ხდე­ბა რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით) და მათი ანა­ლი­ზი ცალ­სა­ხად მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ვინც ასეთ აქ­ცი­ებს ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებს, მათ შო­რის არ­სე­ბო­ბენ უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი. ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვით, რომ სა­დაზ­ვერ­ვო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი მხო­ლოდ რუ­სე­თია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყ­ნის ინ­ტე­რეს­ში შე­დის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იყოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ უნდა ვი­სა­უბ­როთ პა­რა­ლე­ლუ­რად იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზეც, რომ­ლე­ბიც ჩვენს მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებს აქვთ. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად და ზოგ­ჯერ საკ­მა­ოდ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად მოქ­მე­დე­ბენ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უარ­ყო­ფით გან­წყო­ბებს იწ­ვევს.

და­პი­რის­პი­რე­ბა დმა­ნის­ში

უკვე გა­ვი­გეთ ყვე­ლამ და ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია ერ­ჩის სა­ქარ­თვე­ლოს, მას აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ორი ტე­რი­ტო­რია და ეს არის ერთ-ერთი სა­დაზ­ვერ­ვო მი­მარ­თუ­ლე­ბა, თუმ­ცა ასეთ ქმე­დე­ბებ­ზე არც ჩვე­ნი სხვა მე­ზობ­ლე­ბი იტყვი­ან უარს, მათ თუ ასე­თი ინ­ტე­რე­სი გა­უჩ­ნდათ. მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა უკვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად შე­მო­აღ­წი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ ჰყავთ რო­გორც აგენტ-ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბი, ასე­ვე აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი.

- დმა­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე რას იტყვით, ვისი ხელ­წე­რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო და­პი­რის­პი­რე­ბა და რა ჭრილ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ ეს კონ­ფლიქ­ტი?

- ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი, რა სა­ხი­საც არ უნდა იყოს, შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას უცხო სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, რო­გორც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას. ორ­გა­ნი­ზე­ბის დონე, მას­შტა­ბე­ბი და შე­დე­გე­ბი აშ­კა­რად მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ასე­თი მცდე­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს, მათ შო­რი­საა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბიც. უცხო ქვეყ­ნის დი­პ­კორ­პუსს ვურ­ჩევ­დი, რომ თავ­შე­კა­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მი­უ­ხე­და­ვად ეთ­ნი­კუ­რი, თუ რე­ლი­გი­უ­რი თან­ხვედ­რი­სა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ეთ­ნი­კუ­რი აზრბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, თუ რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, ისი­ნი მისი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მათ­ზე ზრუ­ნავს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო. რო­დე­საც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს კონ­ფლიქტს, მათ არა მარ­ტო ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არა ქვთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ფრთხი­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას. ისი­ნი ზოგ შემ­თხვე­ვა­ში აჭარ­ბე­ბენ იმ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რაც დი­პ­კორ­პუსს გა­აჩ­ნია და ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ჩა­რე­ვე­ბი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

- და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნიშ­ნებს ხე­დავთ? რა გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს ამ პრო­ცესს მა­შინ, როცა არა­ერ­თი ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში კე­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- რა თქმა უნდა, ვხე­დავ ამის ნიშ­ნებს. გა­დავ­ხე­დოთ, რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა ამ კონ­ფლიქ­ტის ინ­სპი­რი­რე­ბას: კომ­პრო­მე­ტი­რე­ბულ იქნა სა­ხელ­მწი­ფო, რაც უარ­ყო­ფი­თი აზ­რის ფორ­მი­რე­ბას ნიშ­ნავს, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კონ­ფლიქ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა გარ­კვე­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს შე­დე­გებ­ზეც აი­სა­ხოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ, პრაქ­ტი­კუ­ლად, მი­ი­ღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რამ­დე­ნად მზად არის ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ასე­თი კონ­ფლიქ­ტე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. არ გა­მოვ­რი­ცხავ, სხვა კუ­თხი­თაც გან­ვი­თარ­დეს ანა­ლო­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი. ძი­რი­თა­დად, ამას ეთ­ნი­კურ კონ­ფლიქ­ტად აფა­სე­ბენ. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ კონ­ფლიქტს და­ვარ­ქმევ­დი ეთ­ნი­კურ-რე­ლი­გი­ურ სა­ფუძ­ველ­ზე წარ­მოქ­მნილ კონ­ფლიქტს.

არა­ვის ეგო­ნოს, რომ ეს მარ­ტო ჩვენ­თან ხდე­ბა, მათ შო­რის, ჩვენს სა­მე­ზობ­ლოდ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზეა ასე­თი მე­თო­დე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ჯა­შუ­შო­ბის, თუ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის კუ­თხი­თაც ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საკ­მა­ოდ მო­წყვლად­ნი არი­ან, ან ამ მო­წყვლა­დო­ბი­სათ­ვის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბი ქმნი­ან ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ტე­რო­რიზ­მიც აქ­ტი­უ­რი მე­თო­დია, რო­მელ­საც უცხო ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად ასე­თი ჯგუ­ფე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იყე­ნე­ბენ. მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბა თუ არ ჩაჯ­დე­ბა ჩარ­ჩო­ში და არ იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი სტა­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი აა­მოქ­მე­დონ კი­დევ უფრო მა­ღა­ლი დო­ნის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­საწ­ვე­ვად.

ჩვენ გვაქვს და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ე.წ. რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც ანა­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უძ­ლი­ათ გა­ნა­ვი­თა­რონ მოვ­ლე­ნე­ბი უცხო ქვეყ­ნე­ბის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებ­მა. არის ეთ­ნი­კუ­რად და რე­ლი­გი­უ­რად უცხო ქვეყ­ნე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მყო­ფი ჯგუ­ფე­ბი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა მო­აგ­ვა­რებს ამ, რო­გორც ამ­ბობთ, კომ­პლექ­სურ პრობ­ლე­მას?

- ამას მო­აგ­ვა­რებს კონ­ფლიქ­ტის სრუ­ლი გა­შუ­ქე­ბა და რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა, ოპე­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის მას­შტა­ბუ­რო­ბა, რათა სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვი­დეთ იმ დას­კვნამ­დე, თუ სა­ი­დან, რა და რო­გორ წა­მო­ვი­და. გა­მო­ძი­ე­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაც მი­დის და ვფიქ­რობ, რომ მა­ინც პრე­ვენ­ცი­ულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა უნდა წა­მო­ი­წი­ოს წინ, მათ შო­რის, უნდა იყოს გარ­კვე­უ­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­სა­უბ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან იმ კუ­თხით, რომ მათ აეხ­სნათ, თუ რა საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ბო­ლო­ოდ, რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ.

ერთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან 1918-21 წლე­ბი­დან (სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი მოვ­ლე­ნა, რაც დღეს ჩვენ­თან ვი­თარ­დე­ბა, იდენ­ტუ­რია იმ პე­რი­ო­დის ვი­თა­რე­ბის). მაქვს ნა­ნა­ხი სა­არ­ქი­ვო ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ერთ-ერთ სო­ფელ­ში, სა­დაც კონ­ფლიქ­ტუ­რი ვი­თა­რე­ბა იყო (სა­ხელს შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვა­სა­ხე­ლებ), არ არ­სე­ბობ­და პრო­ფე­სია და სამ­სა­ხუ­რი, ჩვენს ერთ-ერთ მე­ზო­ბელს ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით, აგენ­ტუ­რუ­ლი აპა­რა­ტის წევ­რი რომ არ ჰყო­ლო­და. 125-მდე აგენ­ტუ­რუ­ლი აპა­რა­ტის წევ­რი გა­მოვ­ლინ­და იმ პე­რი­ო­დის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ. მე­თო­დო­ლო­გია, რო­მე­ლიც დღეს იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი (და რო­მე­ლიც უფრო მას­შტა­ბუ­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს), გახ­და იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ წი­თე­ლი არ­მია შე­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მომ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სია. ამი­ტომ გვინ­და მეტი სიფრ­თხი­ლე და აქ­ტი­უ­რო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაიგეთ!
63

ნამახვანიც პროვოცირებულია არამოკეთე ელემენტებისგან!!!!

ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
23

ამიტომ ჯერ უნდა გადახტე და ჰოპლა მერე დაიძახო

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა უკვე მნიშვნელოვანად შემოაღწიეს, მათ აქ ჰყავთ როგორც აგენტ-ინფორმატორები, ასევე აგენტ-პროვოკატორები" - უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი

"უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა უკვე მნიშვნელოვანად შემოაღწიეს, მათ აქ ჰყავთ როგორც აგენტ-ინფორმატორები, ასევე აგენტ-პროვოკატორები" - უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი

გასულ კვირას საკმაოდ მძიმე პროცესები განვითარდა დმანისში, სადაც ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, ლამის ეთნიკურ დაპირისპირებად იქცა. “მოვლენათა განვითარება თუ არ ჩაჯდება ჩარჩოში და არ იქნება შენარჩუნებული სტაბილური ოპერატიული ვითარება, ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა, კიდევ უფრო მაღალი დონის დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, საქართველოში კონკრეტული გეგმები აამოქმედონ. ჩვენ გვაქვს დაკონსერვებული ე.წ. რეგიონები, სადაც ანალოგიური მიმართულებით შეუძლიათ განავითარონ მოვლენები ეთნიკურად და რელიგიურად უცხო ქვეყნების ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ჯგუფებმა”, - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ დმანისის მოვლენების შემდეგ, სხვა კუთხითაც განვითარდეს ანალოგიური კონფლიქტები.

- ეთნიკური და რელიგიური ხასიათის კონფლიქტები ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ხელში. ეს არის უსერიოზულესი მიმართულება, რომლის გამოყენების ძირითადი საფუძველია კონფლიქტების ინსპირირებით სათანადო ზეგავლენის მოხდენა დაზვერვის ობიექტი სახელმწიფოს ხელისუფლებაზე და საზოგადოებაზეც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი, რაც შეიძლება იყოს, ეს გახლავთ როგორც ხელისუფლების, ისე - საზოგადოების დემორალიზაცია. ხოლო ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება – არსებული ხელისუფლების ძალადობრივად დამხობა, რის პარალელურად შეიძლება წარმოიქმნას სეპარატისტული რეჟიმი და ტერიტორია, რომელიც ფაქტობრივ კონტროლს არ დაექვემდებარება. აღნიშნულის მიღწევა სადაზვერვო ზეგავლენითა (მათ შორის პროპაგანდა) და შეღწევადობით (ფართო აგენტურული ქსელით) არის შესაძლებელი.

- ალბათ მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონფლიქტებთან დაკავშირებული საფრთხეები, სახელმწიფოს პოსტფაქტუმ რომ არ დასჭირდეს რეაგირება ეთნიკურ საფუძველზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს...

- პირველ რიგში, ასამოქმედებელია პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მარტო ხელისუფლების საქმე არ არის. ამაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული მასმედიის სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები. სხვათა შორის, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, უზარმაზარი თანხებითაა დაფინანსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო ეთნიკური ნიშნით განსხვავებული ადამიანების ინტეგრირება საქართველოს სხვა დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფებთან. ძალიან დიდ თანხებზეა ლაპარაკი და ვფიქრობ, ის შედეგები, რაც ჩვენს ხელისუფლებას დღეს აქვს, იმას ნიშნავს, რომ ის თანხები არ არის მიზნობრივად გამოყენებული და იყო ფიქტიური საგრანტო პროექტები, რომელმაც მიზანს ვერ მიაღწია.

შესაძლოა, ეს თანხები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან სადაზვერვო ხასიათის პოლიტიკური მიზნებით იყო გამოყენებული. ვგულისხმობ უცხო სახელმწიფოებიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებიდან შემოსულ საგრანტო პროექტებს, რომელთა დანიშნულებაც იყო ინტეგრირების ეფექტური პროცესი და სწორედ ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების თავიდან აცილება. არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც ამ მიმართულებით განსაკუთრებულად აქტიურად მუშაობენ დესტაბილიზაციაზე დაზვერვის ობიექტ სახელმწიფოში. რაც შეეხება ქმედებათა კომპლექსს, სპეცსამსახურების - კონტრდაზვერვისა და სადაზვერვო სამსახურების პრეროგატივა და პრევენციული ქმედებების განხორციელება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაც ამ სამსახურებმა უნდა გამოიყენონ.

ვფიქრობ, ერთი ხელისშემშლელი გარემოება მაინც არსებობს - თუ დავაკვირდებით, განსაკუთრებით ბოლო 4-5 წელში განვითარებულ მოვლენებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უმეტეს შემთხვევაში, დეზინფორმაციის შედეგად სწორედ სპეცსამსახურები და პოლიციური ქვედანაყოფები არიან დისკრედიტაციისა და დემორალიზაციის ობიექტები. ვფიქრობ, ამ მიმართულებით გარკვეული შედეგი საქართველოსადმი მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს მიღწეული აქვთ. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ გვყავდეს ბრძოლისუნარიანი პოლიციური უწყება და სპეცსამსახურები, ამისთვის აუცილებელია სახელმწიფომ აწარმოოს აქტიური პროპაგანდა, რომ დემორალიზებული არ იყოს სპეცსამსახურები და პოლიცია, აგრეთვე საზოგადოება. პრევენციის გარეშე დადებითი შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია და პირველ რიგში, ამაზეა სამუშაო.

განსაკუთრებით ვსაუბრობ იმ პროცესზე, რომელსაც აქვს ორგანიზებული ხასიათი და მინდა გითხრათ, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია (რაც ჩვენთან ხდება რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტების მიმართულებით) და მათი ანალიზი ცალსახად მიანიშნებს, რომ მაღალი ალბათობით, ვინც ასეთ აქციებს ორგანიზებას უკეთებს, მათ შორის არსებობენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო აგენტ-პროვოკატორები. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ სადაზვერვო აქტივობებში ჩართული მხოლოდ რუსეთია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესში შედის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, მაგრამ უნდა ვისაუბროთ პარალელურად იმ დამოკიდებულებებზეც, რომლებიც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს აქვთ. ისინი აქტიურად და ზოგჯერ საკმაოდ პროვოკაციულად მოქმედებენ, რაც საქართველოს მოსახლეობის უარყოფით განწყობებს იწვევს.

დაპირისპირება დმანისში

უკვე გავიგეთ ყველამ და ფაქტობრივი მდგომარეობით დასაბუთებულია, რომ რუსეთის ფედერაცია ერჩის საქართველოს, მას აქვს ოკუპირებული ორი ტერიტორია და ეს არის ერთ-ერთი სადაზვერვო მიმართულება, თუმცა ასეთ ქმედებებზე არც ჩვენი სხვა მეზობლები იტყვიან უარს, მათ თუ ასეთი ინტერესი გაუჩნდათ. მაღალი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა უკვე მნიშვნელოვანად შემოაღწიეს საქართველოში. მათ ჰყავთ როგორც აგენტ-ინფორმატორები, ასევე აგენტ-პროვოკატორები.

- დმანისის მოვლენებზე რას იტყვით, ვისი ხელწერა შეიძლებოდა ყოფილიყო დაპირისპირება და რა ჭრილში შეიძლება განვიხილოთ ეს კონფლიქტი?

- ნებისმიერი კონფლიქტი, რა სახისაც არ უნდა იყოს, შესაძლოა გამოყენებულ იქნას უცხო სპეცსამსახურების მიერ, როგორც ორგანიზებული პროცესი, რომელიც გამოიწვევს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დაპირისპირებას. ორგანიზების დონე, მასშტაბები და შედეგები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი მცდელობები არსებობს, მათ შორისაა დიპლომატიური არხებით დაფიქსირებული პოზიციებიც. უცხო ქვეყნის დიპკორპუსს ვურჩევდი, რომ თავშეკავებულნი იყვნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მიუხედავად ეთნიკური, თუ რელიგიური თანხვედრისა, გაითვალისწინონ, რომ ეთნიკური აზრბაიჯანელები, სომხები, თუ რუსები საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი მისი განუყოფელი ნაწილია და მათზე ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო. როდესაც ორგანიზებული ხასიათი აქვს კონფლიქტს, მათ არა მარტო ჩარევის უფლება არა ქვთ, განსაკუთრებულად ფრთხილები უნდა იყვნენ თავიანთი პოზიციების დაფიქსირებისას. ისინი ზოგ შემთხვევაში აჭარბებენ იმ უფლებამოსილებას, რაც დიპკორპუსს გააჩნია და ხდება გარკვეული ტიპის ჩარევები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

- დაპირისპირებაში ჰიბრიდული ომის ნიშნებს ხედავთ? რა განვითარება შეიძლება მიეცეს ამ პროცესს მაშინ, როცა არაერთი ფეთქებადსაშიში კერაა საქართველოში?

- რა თქმა უნდა, ვხედავ ამის ნიშნებს. გადავხედოთ, რა შედეგები მოჰყვა ამ კონფლიქტის ინსპირირებას: კომპრომეტირებულ იქნა სახელმწიფო, რაც უარყოფითი აზრის ფორმირებას ნიშნავს, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, ამ კონფლიქტით დაინტერესებულმა უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა გარკვეული ზეგავლენა იქონიეს ქვეყნის ხელისუფლებაზე. არ არის გამორიცხული, ეს შედეგებზეც აისახოს გადაწყვეტილებების მიმართულებით. მათ, პრაქტიკულად, მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყანა ასეთი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. არ გამოვრიცხავ, სხვა კუთხითაც განვითარდეს ანალოგიური კონფლიქტები. ძირითადად, ამას ეთნიკურ კონფლიქტად აფასებენ. ჩემი საქმიანობიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ კონფლიქტს დავარქმევდი ეთნიკურ-რელიგიურ საფუძველზე წარმოქმნილ კონფლიქტს.

არავის ეგონოს, რომ ეს მარტო ჩვენთან ხდება, მათ შორის, ჩვენს სამეზობლოდ და საერთაშორისო ასპარეზზეა ასეთი მეთოდები გამოყენებული და აქტიურად ვითარდება. ჯაშუშობის, თუ ტერორისტული აქტივობების კუთხითაც ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები საკმაოდ მოწყვლადნი არიან, ან ამ მოწყვლადობისათვის სადაზვერვო სამსახურები ქმნიან ხელსაყრელ პირობებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ტერორიზმიც აქტიური მეთოდია, რომელსაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ინტერესების გასატარებლად ასეთი ჯგუფების მეშვეობით იყენებენ. მოვლენათა განვითარება თუ არ ჩაჯდება ჩარჩოში და არ იქნება შენარჩუნებული სტაბილური ოპერატიული ვითარება, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, კონკრეტული გეგმები აამოქმედონ კიდევ უფრო მაღალი დონის დესტაბილიზაციის გამოსაწვევად.

ჩვენ გვაქვს დაკონსერვებული ე.წ. რეგიონები, სადაც ანალოგიური მიმართულებით შეუძლიათ განავითარონ მოვლენები უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა. არის ეთნიკურად და რელიგიურად უცხო ქვეყნების ზეგავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფები.

- როგორ ფიქრობთ, რა მოაგვარებს ამ, როგორც ამბობთ, კომპლექსურ პრობლემას?

- ამას მოაგვარებს კონფლიქტის სრული გაშუქება და რეალური მიზეზების დადგენა, ოპერატიული საქმიანობის გააქტიურება, სისხლის სამართლებრივი დევნის მასშტაბურობა, რათა საბოლოო ჯამში მივიდეთ იმ დასკვნამდე, თუ საიდან, რა და როგორ წამოვიდა. გამოძიება და ოპერატიული საქმიანობაც მიდის და ვფიქრობ, რომ მაინც პრევენციულმა ღონისძიებებმა უნდა წამოიწიოს წინ, მათ შორის, უნდა იყოს გარკვეული პროფილაქტიკური გასაუბრება საზოგადოებასთან იმ კუთხით, რომ მათ აეხსნათ, თუ რა საფრთხის წინაშე აყენებენ ისინი სახელმწიფოს და საბოლოოდ, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ.

ერთ მაგალითს მოვიყვან 1918-21 წლებიდან (სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოვლენა, რაც დღეს ჩვენთან ვითარდება, იდენტურია იმ პერიოდის ვითარების). მაქვს ნანახი საარქივო ჩანაწერები, სადაც ერთ-ერთ სოფელში, სადაც კონფლიქტური ვითარება იყო (სახელს შეგნებულად არ დავასახელებ), არ არსებობდა პროფესია და სამსახური, ჩვენს ერთ-ერთ მეზობელს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, აგენტურული აპარატის წევრი რომ არ ჰყოლოდა. 125-მდე აგენტურული აპარატის წევრი გამოვლინდა იმ პერიოდის კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ. მეთოდოლოგია, რომელიც დღეს იქნა გამოყენებული (და რომელიც უფრო მასშტაბური შეიძლება გახდეს), გახდა იმის საფუძველი, რომ წითელი არმია შემოსულიყო საქართველოში და მომხდარიყო საქართველოს ანექსია. ამიტომ გვინდა მეტი სიფრთხილე და აქტიურობა.

"ველოდებით "ნაცმოძრაობას" პარლამენტში... ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ, ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით" - ხვიჩია

ხვალ გახდება ცნობილი შევა თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში

"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება" - რომან გოცირიძე