პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება
როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით, "სი­ნო­ვა­კით“ აცრა დღე­ი­დან იწყე­ბა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნა "სი­ნო­ფარ­მის“ მსგავ­სად, ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდ­ზე, ანუ ინაქ­ტივ­რე­ბუ­ლი ვირუ­სის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნაა, რო­მე­ლიც 18 წლის ზე­მოთ ასა­კის პი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო 2 დოზა, 21 დღის ინ­ტერ­ვა­ლით კეთ­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლია 260 მლნ დოზა "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნა. "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნა და­დე­ბი­თად შე­ფას­და იმუ­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა სტრა­ტე­გი­ულ მრჩე­ველ­თა ჯგუ­ფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან თავ­დაც­ვის ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რა ვი­ცით ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ზე, რომ­ლი­თაც 25 -ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იც­რე­ბი­ან?

“სი­ნო­ვა­კის” 100 000 დოზა, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს აჩუ­ქა, თბი­ლის­ში 29 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და.

  • ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა

Sinovac-ი კერ­ძო ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­აა, ვაქ­ცი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა კი СoronaVac-ია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში "სი­ნო­ვა­კის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. მას­ზე მუ­შა­ო­ბა კომ­პა­ნი­ამ 2020 წლის იან­ვრი­დან და­ი­წყო, ივ­ლის­ში კი ვაქ­ცი­ნამ გა­მოც­დის მე­სა­მე ფაზა გა­ი­ა­რა - თურ­ქეთ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში. ამის შემ­დეგ, ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვაქ­ცი­ნას სა­გან­გე­ბო გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა. Sinovac-ს გეგ­მა­ში აქვს, წე­ლი­წად­ში 300 მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნა აწარ­მო­ოს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სი­ნო­ვა­კის” შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო დას­კვნას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.

  • რო­გორ მუ­შა­ობს ვაქ­ცი­ნა

"სი­ნო­ვა­კი“, ისე­ვე, რო­გორც "სი­ნო­ფარ­მი“, ტრა­დი­ცი­უ­ლი ხერ­ხი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ანუ სხე­ულ­ში შეყ­ვა­ნი­ლი ვირუ­სის მკვდა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი და­ა­ვა­დე­ბას არ იწ­ვევს, თუმ­ცა ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას Сovid-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ას­წავ­ლის. რამ­დე­ნი თვის გან­მავ­ლო­ბა­შია ეფექ­ტუ­რი "სი­ნო­ვა­კით“ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ჯერ უც­ნო­ბია, თუმ­ცა ამ­გვა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ზუს­ტე­ბუ­ლი ჯერ არც სხვა ვაქ­ცი­ნებ­ზეა.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა 2 დოზა და ის 21 დღის ინ­ტერ­ვა­ლით კეთ­დე­ბა. მისი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი 2-დან 8 გრა­დუ­სამ­დეა.

  • სი­ნო­ვა­კის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა

პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვით, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ა­ში ჩა­ტარ­და, ვაქ­ცი­ნამ 50.65% ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. ჩი­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვით კი, ამ ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზის გა­კე­თე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 54%-ია. თურ­ქე­თის კლი­ნი­კურ ტეს­ტებ­ში ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 91.25% იყო. მო­ნა­ცე­მებ­ში ამ­ხე­ლა გან­სხვა­ვე­ბა იმით ახ­სნეს, რომ ბრა­ზი­ლი­ა­ში ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ვირუ­სის სიმპტო­მა­ტურ და უსიმპტო­მო ვერ­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ზო­მა, თურ­ქეთ­ში კი - მხო­ლოდ სიმპტო­მა­ტუ­რის.

  • რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ახა­სი­ა­თებს ვაქ­ცი­ნას?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ნო­ვა­კის ხუთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი არის: მო­მა­ტე­ბუ­ლი წნე­ვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ნა­ჩხვლე­ტის ად­გილ­ზე ტკი­ვი­ლი და შე­წით­ლე­ბა. სი­ცხე, რო­გორც გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა, "სი­ნო­ვა­კის“ შემ­თხვე­ვა­ში უფრო იშ­ვი­ა­თად გა­მოვ­ლინ­და, ვიდ­რე "ფა­ი­ზე­რი­სა" და "ას­ტრა­ზე­ნა­კას" შემ­თხვე­ვა­ში.

  • სად იყე­ნე­ბენ სი­ნო­ვაკს

ამ­ჟა­მად "სი­ნო­ვა­კი“ 25-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­დაც "სი­ნო­ვა­კით“ ვაქ­ცი­ნა­ცია 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო, მას შემ­დეგ რაც ქვე­ყა­ნამ 4 მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღო. ამ დრომ­დე აზერ­ბა­ი­ჯან­მა "სი­ნო­ვა­კით" მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აცრა.

იყო ლა­პა­რა­კი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­საზ­რდე­ლად "სი­ნო­ფარ­მის“ და "სი­ნო­ვა­კის“ კომ­ბი­ნი­რე­ბა მოხ­დეს. ამის თა­ო­ბა­ზე ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
4

ჯერ უცნობია რამდენ ხანს ტოვებს ანტისხეულებსო. და ეფექტიანობაც საკმაოდ დაბალია.ანუ გამოდის აცრა აცრისთვის? თქვენს მიერ მიღებული კანონი რომ შეცვალეთ რათა ჯანმოს დამტკიცებამდე დაგეწყოთ ვაქცინაცია ამაზე არაფერს გვეტყვით?ძალიან ბევრს გვინდა ვაქცინაცია,ოღონდ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინით და ჯანმოს მიერ აღიარებულით.სანაცვლოთ გვატენით დაბალი ეფექტიანობის და ბოლომდე არშესწავლილ ვაქცინას.ვიცით სიმართლე და ნუ გვთვლით იდიოტებად

ვიკა
6

თუ ასეთი გადასარევი ვაქცინაა ინდოეთს რატომ არ ჩუქნის ლამის ამოწყდეს ხალხი პანტაპუნტით რომ იხოცებიან. თუ ისინი ადამიანებიბარ არიან

ავტორი:

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოვაკით“ აცრა დღეიდან იწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური წარმოების "სინოვაკის“ ვაქცინა "სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

"ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა "სინოვაკის“ ვაქცინა. "სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ვიცით ამ ეტაპზე ვაქცინაზე, რომლითაც 25 -ზე მეტ ქვეყანაში იცრებიან?

“სინოვაკის” 100 000 დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა, თბილისში 29 აპრილს ჩამოვიდა.

  • ვაქცინის წარმოება

Sinovac-ი კერძო ჩინური კომპანიაა, ვაქცინის ოფიციალური სახელწოდება კი СoronaVac-ია, თუმცა საქართველოში "სინოვაკის“ სახელითაა ცნობილი. მასზე მუშაობა კომპანიამ 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, ივლისში კი ვაქცინამ გამოცდის მესამე ფაზა გაიარა - თურქეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში. ამის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინას საგანგებო გამოყენების უფლება მიანიჭა. Sinovac-ს გეგმაში აქვს, წელიწადში 300 მილიონი დოზა ვაქცინა აწარმოოს.

როგორც ამბობენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია “სინოვაკის” შესახებ საბოლოო დასკვნას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

  • როგორ მუშაობს ვაქცინა

"სინოვაკი“, ისევე, როგორც "სინოფარმი“, ტრადიციული ხერხითაა დამზადებული, ანუ სხეულში შეყვანილი ვირუსის მკვდარი ნაწილაკები დაავადებას არ იწვევს, თუმცა ორგანიზმის იმუნურ სისტემას Сovid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. რამდენი თვის განმავლობაშია ეფექტური "სინოვაკით“ გამომუშავებული ანტისხეულები, ჯერ უცნობია, თუმცა ამგვარი მონაცემები დაზუსტებული ჯერ არც სხვა ვაქცინებზეა.

ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. მისი შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

  • სინოვაკის ეფექტიანობა

პირველი მასშტაბური კლინიკური კვლევით, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა, ვაქცინამ 50.65% ეფექტიანობა აჩვენა. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით კი, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეფექტიანობა 54%-ია. თურქეთის კლინიკურ ტესტებში ვაქცინის ეფექტიანობა 91.25% იყო. მონაცემებში ამხელა განსხვავება იმით ახსნეს, რომ ბრაზილიაში ეფექტიანობა ვირუსის სიმპტომატურ და უსიმპტომო ვერსიების წინააღმდეგ გაიზომა, თურქეთში კი - მხოლოდ სიმპტომატურის.

  • რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ვაქცინას?

გავრცელებული ინფორმაციით, სინოვაკის ხუთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი არის: მომატებული წნევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაჩხვლეტის ადგილზე ტკივილი და შეწითლება. სიცხე, როგორც გვერდითი მოვლენა, "სინოვაკის“ შემთხვევაში უფრო იშვიათად გამოვლინდა, ვიდრე "ფაიზერისა" და "ასტრაზენაკას" შემთხვევაში.

  • სად იყენებენ სინოვაკს

ამჟამად "სინოვაკი“ 25-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის აზერბაიჯანში, სადაც "სინოვაკით“ ვაქცინაცია 2021 წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ 4 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო. ამ დრომდე აზერბაიჯანმა "სინოვაკით" მილიონზე მეტი ადამიანი აცრა.

იყო ლაპარაკი, რომ შესაძლებელია ვაქცინის ეფექტიანობის გასაზრდელად "სინოფარმის“ და "სინოვაკის“ კომბინირება მოხდეს. ამის თაობაზე ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

როგორ გამოიყურებოდნენ ნუნუკა თამაზაშვილი და ანუკი არეშიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე (ფოტოები)

სოფელ გუმათში საპოლიციო ძალების მობილიზებაა

როგორ გამოიყურებოდა ნუნუკა თამაზაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ფოტოები