სამხედრო
საზოგადოება

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სპორტი
სამართალი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ქართველი კადეტები, რომლებიც ჯო ბაიდენმა დააჯილდოვა - ფოტოები ცერემონიიდან
ვინ არიან ქართველი კადეტები, რომლებიც ჯო ბაიდენმა დააჯილდოვა - ფოტოები ცერემონიიდან

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ნა­პი­რო დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში (United States Coast Guard Academy – USCGA) სას­წავ­ლებ­ლად მყოფ ნი­კო­ლოზ ტვილ­დი­ანს და სან­დრო სტა­ჟა­ძეს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა - ჯო ბა­ი­დენ­მა აკა­დე­მი­ის გა­მო­საშ­ვებ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სწავ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა მი­უ­ლო­ცა.

კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტატ­ში, ქა­ლაქ ნიუ ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალს ამე­რი­კუ­ლი მხა­რის მიწ­ვე­ვით და­ეს­წრნენ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, პოლ­კოვ­ნი­კი ნი­კო­ლოზ შა­რა­ძე და სა­ნა­პი­რო დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, I რან­გის კა­პი­ტა­ნი რა­მაზ პა­პი­ძე.

ბა­ი­დენ­მა ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის ქარ­თველ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს დიპ­ლო­მე­ბი ნი­კო­ლოზ შა­რა­ძე­სა და რა­მაზ პა­პი­ძეს­თან ერ­თად გა­დას­ცა.

USCGA-ს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი: ნი­კო­ლოზ ტვილ­დი­ა­ნი და სან­დრო სტა­ჟა­ძე აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით გაგ­ზავ­ნი­ლი პირ­ვე­ლი კა­დე­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც, სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ნა­პი­რო დაც­ვის რი­გებ­ში იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ნა­პი­რო დაც­ვის აკა­დე­მია (USCGA) წელს 240 კურ­სან­ტმა და­ას­რუ­ლა. 7 უცხო­ელ კურსდამ­თავ­რე­ბულს შო­რის ორი ქარ­თვე­ლი: ნი­კო­ლოზ ტვილ­დი­ა­ნი და სან­დრო სტა­ჟა­ძე არი­ან. სა­ნა­პი­რო დაც­ვის აკა­დე­მია ამე­რი­კის სა­უ­კე­თე­სო სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ე­ბის ათე­ულ­ში შე­დის.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო USCGA–ში ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა შე­სარ­ჩევ პრო­ცეს­ში, თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2017 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ერ­თო. რთუ­ლი კონ­კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, USCGA-ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა, ოთხი წლის წინ, მხო­ლოდ ნი­კო­ლოზ ტვილ­დი­ან­მა და სან­დრო სტა­ჟა­ძემ მო­ი­პო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
16

გაიხარეთ ბიჭებო, წარმატებები! ამერიკელ ხალხს და პრეზიდენტს დიდი მადლობა თანადგომისთვის!

იზა
9
წარმატებები ბიჭებო.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ვინ არიან ქართველი კადეტები, რომლებიც ჯო ბაიდენმა დააჯილდოვა - ფოტოები ცერემონიიდან

ვინ არიან ქართველი კადეტები, რომლებიც ჯო ბაიდენმა დააჯილდოვა - ფოტოები ცერემონიიდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA) სასწავლებლად მყოფ ნიკოლოზ ტვილდიანს და სანდრო სტაჟაძეს აშშ-ის პრეზიდენტმა - ჯო ბაიდენმა აკადემიის გამოსაშვებ ღონისძიებაზე სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.

კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ნიუ ლონდონში გამართულ საზეიმო ცერემონიალს ამერიკული მხარის მიწვევით დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე.

ბაიდენმა ამერიკული აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს დიპლომები ნიკოლოზ შარაძესა და რამაზ პაპიძესთან ერთად გადასცა.

USCGA-ს კურსდამთავრებულები: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაგზავნილი პირველი კადეტები არიან, რომლებიც, საბაკალავრო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემია (USCGA) წელს 240 კურსანტმა დაასრულა. 7 უცხოელ კურსდამთავრებულს შორის ორი ქართველი: ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან. სანაპირო დაცვის აკადემია ამერიკის საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, 2017 წელს პირველად ჩაერთო. რთული კონკურსის გავლის შემდეგ, USCGA-ში სწავლის უფლება, ოთხი წლის წინ, მხოლოდ ნიკოლოზ ტვილდიანმა და სანდრო სტაჟაძემ მოიპოვეს.

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა - "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს..."

"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ სორმონში კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს - რა ვითარებაა ხეობაში