"მექსიკა, ეს შენთვისაა“ - ამ წერწერით გამოაქვეყნა 26 წლის ანდრეა მეზამ ვიდეო მას შემდეგ, რაც "მის სამყაროს“ ტიტული მოიპოვა. კონკურსი ჰოლივუდში, სასტუმრო Seminole Hard Rock Hotel-ში ჩატარდა. მისი წამყვანები 2012 წლის "მის მსოფლიო“ ოლივია კუპლო და მსახიობი მარიო ლოპეზი იყვნენ.
მექსიკელ ანდრეა მეზას 73 ქალი უწევდა კონკურენციას, მათ შორის კი იყვნენ "მის ბრაზილია“ ჯულია გამა და "მის პერუ“ ჯანიკ მაკეტა.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ 73 საოცარ ქალს შორის მე ამარჩიეს. "მის სამყაროს“ გვირგვინის ტარება ჩემი ოცნება იყო და იმედი მაქვს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში შევძლებ, ვიმუშაო თანასწორობის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით“- თქვა მეზამ. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები
ქალიშვილობის ინსტიტუტში სწავლობს ვითომ?
ძალიან ლამაზი ასაკიანი ქალია,დაილია საქართველოში ლამაზი ახალგაზრდა გოგოები? იმიტომ რომ ყველგან ჩაწყობებია და აღარც მიდიან ეს გოგოები ასეთ პროექტებში იმიტომ რომ იციან მაინც ვერაფერს გახდებიან,