პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?
"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე პარ­ტი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლის სა­კი­თხზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ დის­კუ­სი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას კი­დევ ერთხელ აფიქ­სი­რებს:

"სამი დღეა ვაკ­ვირ­დე­ბი ენმ-ის მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დის­კუ­სი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე წო­ნა­დი არ­გუ­მენ­ტი ბო­ი­კო­ტის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სის უნ­დობ­ლო­ბაა. სხვა თავ­დას­ხმებს გა­ყიდ­ვის, ხელ­ფას­ზე და თბი­ლი სკა­მის­კენ ლტოლ­ვის შე­სა­ხებ არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი. ბევ­რი შე­ტე­ვა გა­მო­მივ­ლია და გა­ცი­ლე­ბით დიდ საფრ­თხედ მი­ვიჩ­ნევ ემო­ცი­ურ მო­წო­დე­ბებ­ზე პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აგე­ბას, ვიდ­რე ჩემ­ზე შე­ტე­ვას და კონ­სპი­რა­ცი­ის თე­ო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. გულ­წრფელ ამომ­რჩე­ველს კი კრი­ტი­კის­თვის და რჩე­ვის­თვის მად­ლო­ბას ვუხ­დი .

1. თუ ჩვენ სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­საც­ვლე­ლად არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს რე­სურსს, მა­შინ რა­ტომ უნდა შე­ვი­დეს პარ­ტია თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე და იბ­რძო­ლოს (მა­გა­ლი­თად) საკ­რე­ბუ­ლო­ში ად­გი­ლე­ბის­თვის.

2. თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ბო­ი­კოტს ვაგ­რძე­ლებთ (რისი მომ­ხრეც ვი­ყა­ვი არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბამ­დე), მა­შინ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა რა­ტომ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ანუ ვა­ღი­ა­რებთ, რომ 43 % ყვე­ლას საზ­რუ­ნა­ვია და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი ოპო პარ­ტი­ის;

3. რო­გორ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტა, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე?

4. თუ ყვე­ლა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს ვე­მიჯ­ნე­ბით, რჩე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა - მას­შტა­ბუ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტი. აქ ნი­კას და­კა­ვე­ბის ღამე მახ­სენ­დე­ბა. გა­ზით, შტურ­მით, ხელ­კე­ტე­ბით ჩვე­ნი ოფი­სის დარ­ბე­ვის დროს, გა­რეთ ზღვა ხალ­ხი არ მი­ნა­ხავს. სა­ხე­ლო­ბი­თად ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს ოფის­ში. დიდი მად­ლო­ბა მათ.

ბო­ლოს, გუ­შინ 29 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა კო­ვი­დით. ქვე­ყა­ნა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტე­ხიზ­მოს ქა­და­გე­ბის რო­ლი­დან მალე თუ არ გა­მო­ვალთ - უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით, ვიდ­რე შეს­ვლა, დო­კუ­მენ­ტი ან არ­შეს­ვლაა" - წერს ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიკენტი
49

თბილი თუ რბილი?

Ana
119

 წარმატებები ხატიას და საქართველოს!

ავტორი:

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"თავდასხმებს თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები... ბევრი შეტევა გამომივლია" - რას წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუქზე"?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საზოგადოებაში გაჩენილ დისკუსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ საკითხზე საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს:

"სამი დღეა ვაკვირდები ენმ-ის მომავალთან დაკავშირებულ დისკუსიას სოციალურ ქსელში. ჩემთვის ყველაზე წონადი არგუმენტი ბოიკოტის გაგრძელებაზე საარჩევნო კანონმდებლობის და არჩევნების პროცესის უნდობლობაა. სხვა თავდასხმებს გაყიდვის, ხელფასზე და თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები. ბევრი შეტევა გამომივლია და გაცილებით დიდ საფრთხედ მივიჩნევ ემოციურ მოწოდებებზე პარტიის გადაწყვეტილების აგებას, ვიდრე ჩემზე შეტევას და კონსპირაციის თეორიების განვითარებას. გულწრფელ ამომრჩეველს კი კრიტიკისთვის და რჩევისთვის მადლობას ვუხდი .

1. თუ ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, მაშინ რატომ უნდა შევიდეს პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე და იბრძოლოს (მაგალითად) საკრებულოში ადგილებისთვის.

2. თუ პოლიტიკური პროცესის ბოიკოტს ვაგრძელებთ (რისი მომხრეც ვიყავი არსებულ რეალობამდე), მაშინ თვითმმართველობის არჩევნებისკენ სწრაფვა რატომ არის გამართლებული. ანუ ვაღიარებთ, რომ 43 % ყველას საზრუნავია და მათ შორის ყველაზე დიდი ოპო პარტიის;

3. როგორ წარმოგვიდგენია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე?

4. თუ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს ვემიჯნებით, რჩება ალტერნატიული გზა - მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი. აქ ნიკას დაკავების ღამე მახსენდება. გაზით, შტურმით, ხელკეტებით ჩვენი ოფისის დარბევის დროს, გარეთ ზღვა ხალხი არ მინახავს. სახელობითად ვიცნობდით ერთმანეთს ოფისში. დიდი მადლობა მათ.

ბოლოს, გუშინ 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. პოლიტიკური კატეხიზმოს ქადაგების როლიდან მალე თუ არ გამოვალთ - უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე შესვლა, დოკუმენტი ან არშესვლაა" - წერს ხატია დეკანოიძე.

კახა კუჭავას განცხადებით, სხდომის განახლებას და შს მინისტრის მოსმენას იმ შემთხვევაში აპირებენ, თუკი სესიაზე "შეწყდება პოლიტიკური აქტივობა ჟურნალისტების მხრიდან"

პარლამენტთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავა

ირაკლი ზარქუა პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე განთავსებულ მედიას, აივნიდან გადაფენილი ბანერების ჩამოხსნას სთხოვს