მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას" - როგორ შეიძლება აისახოს ისრაელისა და პალესტინელთა დაპირისპირება მსოფლიოსა და საქართველოზე?
"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას" - როგორ შეიძლება აისახოს ისრაელისა და პალესტინელთა დაპირისპირება მსოფლიოსა და საქართველოზე?

ღა­ზის სექ­ტორ­ში ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბას აღა­რა­ფე­რი უკ­ლია. მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მხო­ლოდ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა საკ­მა­რი­სი აღარ არის და ის­რა­ე­ლი მზა­დაა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ღა­ზას სექ­ტორ­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია და­ი­წყოს. სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის რე­ჟი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი იე­რუ­სა­ლი­მი სა­ზღვრებს აძ­ლი­ე­რებს და იქ და­მა­ტე­ბით რე­ზერ­ვის­ტებს ან­თავ­სებს. მოვ­ლე­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ის­რა­ე­ლი მზა­დაა, მა­ნამ­დე კი სა­ჰა­ე­რო ბრძო­ლე­ბის გარ­და, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ "ჰა­მა­სის“ (პა­ლეს­ტი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა) პო­ზი­ცი­ებ­ზე წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბი მი­ი­ტა­ნა - მათ შო­რის "ჰა­მა­სის“ სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის შე­ნო­ბა­ზე, სამ­ხედ­რო ქსელ­სა და ია­რა­ღის სა­წყობ­ზე. პო­ზი­ცი­ებს არ თმობს "ჰა­მა­სიც“ და აცხა­დებს, რომ იე­რუ­სა­ლიმ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკან არა­ფერ­ზე და­ი­ხევს. ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა მე­სა­მე ინ­ტი­ფა­დად შე­ფას­და. ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, კონ­ფლიქტმა მთე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი მო­იც­ვას.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი ბად­რი ნა­ჭყე­ბია ambebi.ge-ს ეუბ­ნე­ბა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მსოფ­ლიო და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ ეც­დე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­როს ეს კონ­ფლიქ­ტი, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­დოს, რა­საც ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა და არა მარ­ტო ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში.

- ამ კონ­ფლიქტს მი­ე­ცა სა­ხელ­წო­დე­ბა - მე­სა­მე ინ­ტი­ფა­და, ანუ მას­შტა­ბუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­თან. პირ­ვე­ლი ინ­ტი­ფა­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­და 1987-დან სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფა­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას ჰქონ­და სხვა­ნა­ი­რი ფორ­მა, "ჰა­მა­სი“ ჯერ ძლი­ე­რი არ იყო და ყვე­ლა­ფერს ია­სირ არა­ფა­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამის შემ­დეგ იყო მე­ო­რე ინ­ტი­ფა­და 2014 წელს. ის­რა­ე­ლის ცა­ხალ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამ ოპე­რა­ცი­ას კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა - "კედ­ლე­ბის მცვე­ლი“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ორი­ვე მხა­რე ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს, პირ­ველ რიგ­ში, პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი - ებ­რა­ე­ლებს, რომ ის­რა­ე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და არა­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დე­პორ­ტა­ცი­ას იე­რუ­სა­ლი­მი­დან (იქ იყო შეყ­ვა­ნი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი). ამას გარ­და, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩა­ტარ­და მორ­წმუ­ნე რა­დი­კა­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის მარ­ში მე­ჩეთ ალ-აქ­სა­ზე, რო­მე­ლიც მუს­ლი­მე­ბის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი სიწ­მინ­დეა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ეს არის ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის წმინ­და ად­გი­ლი - ალ-აქ­სას ქვე­მოთ არის ე.წ. გო­დე­ბის კე­დე­ლი. ალაქ­სას ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი წმინ­და სო­ლო­მო­ნის ტაძ­რის აშე­ნე­ბას გულ­მხურ­ვა­ლედ მო­ე­ლი­ან მორ­წმუ­ნე ებ­რა­ე­ლე­ბი. მუ­სულ­მა­ნე­ბის წმინ­და ად­გილ­ზე, იქ, სა­დაც ალ-აქ­სას მე­ჩე­თია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­გოს ტა­ძა­რი - ეს არის და­პი­რის­პი­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი.

ვხე­დავთ პა­ლეს­ტი­ნა-ის­რა­ე­ლის ტრა­დი­ცი­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბას. ერთხელ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არი­ელ შა­რონ­მაც სცა­და ასუ­ლი­ყო ტაძ­რე­ბის მთა­ზე, რა­საც არა­ბე­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ჩვენ არ ვი­ცით, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს ინ­ტი­ფა­და, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად, ღა­ზის სექ­ტო­რი ყო­ფი­ლა ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ლი­ტა­რი­ზე­ბუ­ლი, ყვე­ლა ექ­სპერ­ტი ამას ლა­პა­რა­კობს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ათა­სო­ბით რა­კე­ტას უშ­ვე­ბენ ის­რა­ე­ლის­კენ და ამის გარ­და, ჩარ­თუ­ლია მარ­თვა­დი ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბიც.

ასევე დაგაინტერესებთ
22:15 / 13-05-2021

"აკოში ძალიან მძიმედ დაშავდა ჩვენი თანამემამულე, ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, მაგრამ..." - რა ახალ ინფორმაციას ჰყვება ლაშა ჟვანია ისრაელიდან?

09:35 / 14-05-2021

ისრაელმა ღაზას სექტორს არტილერიითაც შეუტია - "ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ისრაელში მშვიდობის აღსადგენად"

11:15 / 14-05-2021

"დაინახეს, რომ მანქანაზე ისრაელის დროშა მქონდა დამაგრებული და ქვების სროლა დაიწყეს... აგურებს მირტყამდნენ" - რას ყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი

14:39 / 14-05-2021

"ცახალი" - რას წარმოადგენს არმია, რომელიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია

09:30 / 15-05-2021

საიდუმლო ურთიერთობები რუსეთ-პალესტინას შორის - ცდილობს თუ არა პუტინი "ჰამასის" გაძლიერებით ამერიკისა და დასავლეთის დასუსტებას?

- ით­ქვა, რომ ის­რა­ე­ლის არ­მია სახ­მე­ლე­თო ბრძო­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, პრო­ცე­სე­ბის რო­გორ გან­ვი­თა­რე­ბას ელით?

- სახ­მე­ლე­თო ბრძო­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ჯერ­ჯე­რო­ბით ლო­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იქ­ნე­ბა. რო­გორც იცით, ის­რა­ე­ლი ახლა, პირ­ველ რიგ­ში, იყე­ნებს ავი­ა­ცი­ას, არ­ტი­ლე­რი­ას, უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვებს.. ამას­თან ერ­თად, სპეც­და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ ჩა­ტარ­და ლო­კა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი და გა­ნად­გურ­დნენ უშუ­ა­ლოდ "ბო­ე­ვი­კე­ბი“, რომ­ლე­ბიც აპი­რებ­დნენ მარ­თვა­დი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ანუ ისი­ნი გა­მო­ყე­ნე­ბამ­დე გა­ნე­იტ­რალ­დნენ. ეს ჯგუ­ფე­ბი იყე­ნებ­დნენ არა კლა­სი­კურ თვით­ნა­კეთ რა­კე­ტებს, რომ­ლე­ბიც ღა­ზას სექ­ტორ­ში იწყო­ბა, არა­მედ მარ­თვად ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რა­ღაც ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ას - შე­იძ­ლე­ბა ის­რა­ე­ლი ღა­ზა­ში შე­იჭ­რას, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით მას ეს არ სჭირ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან წარ­მა­ტე­ბით მი­დის სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცია. არა­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით,“ჰა­მა­სის“ პო­ლიტ­ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლია ის­მა­ილ ხა­ნია, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ცხოვ­რობს ქა­ლაქ შა­დი­ში, ღა­ზის სექ­ტორ­ში. ის არ არის ის­რა­ელ­ში და ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს­დღე­ო­ბით ყა­ტარ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მისი სახ­ლი ქა­ლაქ შა­დი­ში მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და ასე­ვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია "ჰა­მა­სის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის - სა­მა­რას სახ­ლიც და მის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა­ზე დღეს ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს. პრაქ­ტი­კუ­ლად, ის­რა­ე­ლი და მისი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მძლავრ ოპე­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

დღეს­დღე­ო­ბით, მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ებ­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე არაბ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ. მა­გა­ლი­თად, შე­ტე­ვე­ბი მი­დის ხა­ი­ფა­ში ებ­რა­ულ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ბევ­რი ექ­სპერ­ტი, მათ შო­რის ის­რა­ე­ლი­საც, ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ ამის უკან შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს სა­უ­დის არა­ბე­თი, რო­მელ­საც არ მოს­წონს, რომ ის­რა­ელ­მა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად გა­იმ­ყა­რა პო­ზი­ცია რე­გი­ონ­ში, მან შეძ­ლო აღედ­გი­ნა და და­ე­ლა­გე­ბი­ნა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ გავ­ლე­ნი­ან არა­ბულ ქვე­ყა­ნას­თან, რო­გო­რიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბია.

- არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, კონ­ფლიქ­ტი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს და ამან მთე­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი მო­იც­ვას?

- ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, თურ­ქეთს ექ­ნე­ბა მცდე­ლო­ბა და­ლაგ­დეს სი­ტუ­ა­ცია იმი­ტომ, რომ დღეს­დღე­ო­ბით თურ­ქეთს ის­რა­ელ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აწყობს. თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ, ირა­ნის აქ­ტი­ვი­ზა­ცია მოხ­დეს ამ კუ­თხით. საქ­მე იმა­შია, რომ ლი­ბანს აკონ­ტრო­ლებს ირა­ნი და ძი­რი­თა­დი ქვე­ი­თი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა სი­რი­ას, ირა­ნე­ლე­ბი­საა. ირა­ნი შე­ეც­დე­ბა კი­დევ უფრო გა­ა­ფარ­თო­ვოს თა­ვი­სი გავ­ლე­ნა ამ რე­გი­ონ­ზე. ეს ალ­ბათ გა­მო­ხა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ში, ლი­ბა­ნის "ჰეს­ბო­ლა“ თუ ჩა­ერ­თვე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. დიდ და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ომს გა­მოვ­რი­ცხავ იმი­ტომ, რომ ასეთ დროს არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო არ არის ერ­თი­ა­ნი. "ჰა­მა­სის“ აღ­ზე­ვე­ბა 80-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყო, როცა გა­მოჩ­ნდა "ჰა­მა­სი“, "ის­ლა­მუ­რი ჯი­ჰა­დი“ და ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა უკან არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი იდ­გნენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ღა­ზის სექ­ტო­რი "ჰა­მა­სმა“ ჩა­იგ­დო ხელ­ში და ახლა ის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია იმა­ვე პა­ლეს­ტი­ნურ ავ­ტო­ნო­მი­ა­შიც, სა­დაც პრზი­დენ­ტია მაჰ­მუდ აბა­სი. აქ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტიც იმი­სათ­ვის, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად მოხ­დეს "ჰა­მა­სის“ დის­კრე­დი­ტა­ცია იმი­ტომ, რომ მან თუ ხელ­ში ჩა­იგ­დო პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­და­ვე­ე­ბი, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ და­ძა­ბუ­ლო­ბა ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის უფრო და უფრო გამ­წვავ­დე­ბა.

- კონ­ფლიქ­ტი თუ გა­ხან­გრძლივ­და, შე­იძ­ლე­ბა, ამან ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და არა მარ­ტო ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. სა­ერ­თოდ, მსოფ­ლიო უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ იმა­ვე პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა და არა­ბებ­მა შიგ­ნით, ის­რა­ელ­ში, ასე თუ ისე, ის­რა­ელ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­რონ სი­ტუ­ა­ცია, რათა ეს ყვე­ლა­ფე­რი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ა­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს იმი­ტომ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ახალ ტე­რო­რის­ტულ ტალ­ღას მსოფ­ლი­ო­ში, სე­რი­ო­ზულ ლო­კა­ლურ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჯერ შე­ჩე­რე­ბუ­ლია ტე­რაქ­ტე­ბი და იმ ტე­რო­რის­ტებ­საც ჰყოფ­ნით იმ­დე­ნი ჭკუა, რომ არ ჩა­ი­დი­ნონ უაზ­რო ქმე­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ტე­რო­რის­ტი ტე­რო­რის­ტია და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია სწო­რედ იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ძა­ლი­ან ხში­რად ლო­გი­კას არ ექ­ვემ­და­რე­ბა. ამი­ტომ ეს მარ­თე­ბუ­ლი შე­კი­თხვაა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კონ­ფლიქ­ტი დრო­ში გა­ი­წე­ლა და იქ­ნე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მსხვერ­პლი რო­გორც ღა­ზის სექ­ტორ­ში, ისე პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ა­სა და რაც მთა­ვა­რია, ის­რა­ელ­ში, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, და­ი­წყოს ახა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი ტაქ­ტი­კა რო­გორც ის­რა­ელ­ში, ისე და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა იმ ძა­ლებ­თან, ვინც ხელს უწყობს ის­რა­ელს.

- სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლებ­ზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ზე ეს უკვე ასა­ხუ­ლია, იცით, რომ ათა­სო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე მუ­შა­ობს ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ზუს­ტად იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც ახლა და­პი­რის­პი­რე­ბის ეპი­ცენ­ტრია - აშ­კე­ლო­ნი, აშ­დო­დი, შდე­რო­თი და ლოდი, სა­დაც ჩვე­ნი, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ძვირ­ფა­სი სიწ­მინ­დე - წმინ­და გი­ორ­გის საფ­ლა­ვია. მე­ო­რე იმით აი­სა­ხა, რომ ბოლო ათწლე­ულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი არა­ბი ემიგ­რან­ტი ჩა­მო­ვი­და და ისი­ნი ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ. მარ­თა­ლია, ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მაგ­რამ ხვალ-ზეგ რას იზა­მენ, არა­ვინ იცის. ეს ჯგუ­ფე­ბი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, გა­სა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ არის იგი­ვე რა­დი­კა­ლუ­რი იდე­ე­ბის პრო­პა­გან­დის მცდე­ლო­ბე­ბი და არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 15% მუ­სულ­მა­ნუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბაა, აჭა­რა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ო­ბენ მედ­რე­სე­ე­ბი, არი­ან ქვე­მო ქარ­თლში, ყვა­რელ­ში, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და თბი­ლის­ში, სა­დაც ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში მჭიდ­როდ არი­ან და­სახ­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა მხრი­დან ჩა­მო­სუ­ლი მუ­სულ­მა­ნი ემიგ­რან­ტე­ბი. ასე რომ, ჩვენს სპეც­სამ­სა­ხუ­რებს სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევთ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
57
3

სპეცსამსახურები? საერთოდ, საქართველოს ჰყავს სპეცსამსახურები? და თუ ყავთ სად ცხელათ მაგათ არაბებისთვის ! ამდენი პოლიტიკური პარტია და ოპოზიციაა ქვეყანაში. მაგათ მოვლა არ უნდა?! ოღონდ რუსეთი არ ახსენოს ეხლა ვინმემ აქ!

გიო
26

"საკმაოდ ბევრი არაბი ემიგრანტი" აქ ვინ ჩამოასახლა?

ავტორი:

"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას" - როგორ შეიძლება აისახოს ისრაელისა და პალესტინელთა დაპირისპირება მსოფლიოსა და საქართველოზე?

"თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას" - როგორ შეიძლება აისახოს ისრაელისა და პალესტინელთა დაპირისპირება მსოფლიოსა და საქართველოზე?

ღაზის სექტორში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას აღარაფერი უკლია. მოვლენების განვითარებამ აჩვენა, რომ მხოლოდ საჰაერო თავდაცვა საკმარისი აღარ არის და ისრაელი მზადაა საჭიროების შემთხვევაში, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. საჰაერო თავდაცვის რეჟიმის პარალელურად, ოფიციალური იერუსალიმი საზღვრებს აძლიერებს და იქ დამატებით რეზერვისტებს ანთავსებს. მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ისრაელი მზადაა, მანამდე კი საჰაერო ბრძოლების გარდა, ისრაელის არმიამ "ჰამასის“ (პალესტინი წინააღმდეგობის მოძრაობა) პოზიციებზე წერტილოვანი დარტყმები მიიტანა - მათ შორის "ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობაზე, სამხედრო ქსელსა და იარაღის საწყობზე. პოზიციებს არ თმობს "ჰამასიც“ და აცხადებს, რომ იერუსალიმთან დაკავშირებით უკან არაფერზე დაიხევს. ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება მესამე ინტიფადად შეფასდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კონფლიქტმა მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვას.

როგორც პოლიტოლოგი, პროფესორი ბადრი ნაჭყებია ambebi.ge-ს ეუბნება, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო და საერთაშორისო საზოგადოება არ ეცდება მშვიდობიანად მოაგვაროს ეს კონფლიქტი, შესაძლოა, ყველაფერი სახმელეთო ოპერაციაში გადაიზარდოს, რასაც ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება მოჰყვება და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში.

- ამ კონფლიქტს მიეცა სახელწოდება - მესამე ინტიფადა, ანუ მასშტაბური დაპირისპირება პალესტინელებთან. პირველი ინტიფადა მიმდინარეობდა 1987-დან სამი წლის განმავლობაში არაფატის მონაწილეობით და დაუმორჩილებლობას ჰქონდა სხვანაირი ფორმა, "ჰამასი“ ჯერ ძლიერი არ იყო და ყველაფერს იასირ არაფატი ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ იყო მეორე ინტიფადა 2014 წელს. ისრაელის ცახალმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ ოპერაციას კოდური სახელწოდება მიანიჭა - "კედლების მცველი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია იქიდან გამომდინარე, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს, პირველ რიგში, პალესტინელები - ებრაელებს, რომ ისრაელი ხელმძღვანელობდა არაბული მოსახლეობის დეპორტაციას იერუსალიმიდან (იქ იყო შეყვანილი შეიარაღებული ძალები). ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩატარდა მორწმუნე რადიკალი ებრაელების მარში მეჩეთ ალ-აქსაზე, რომელიც მუსლიმების ერთ-ერთი სერიოზული სიწმინდეა, მაგრამ ამავდროულად, ეს არის ებრაელებისთვის წმინდა ადგილი - ალ-აქსას ქვემოთ არის ე.წ. გოდების კედელი. ალაქსას ტერიტორიაზე კი წმინდა სოლომონის ტაძრის აშენებას გულმხურვალედ მოელიან მორწმუნე ებრაელები. მუსულმანების წმინდა ადგილზე, იქ, სადაც ალ-აქსას მეჩეთია, როგორ შეიძლება აიგოს ტაძარი - ეს არის დაპირისპირების მთავარი მიზეზი.

ვხედავთ პალესტინა-ისრაელის ტრადიციული დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელებას. ერთხელ, პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმაც სცადა ასულიყო ტაძრების მთაზე, რასაც არაბების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ინტიფადა, მაგრამ შეიძლება დავასკვნათ, რომ პრაქტიკულად, ღაზის სექტორი ყოფილა ძალზე სერიოზულად მილიტარიზებული, ყველა ექსპერტი ამას ლაპარაკობს იქიდან გამომდინარე, რომ ათასობით რაკეტას უშვებენ ისრაელისკენ და ამის გარდა, ჩართულია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიც.

- ითქვა, რომ ისრაელის არმია სახმელეთო ბრძოლებისთვის ემზადება, პროცესების როგორ განვითარებას ელით?

- სახმელეთო ბრძოლებთან დაკავშირებით, მაქვს ინფორმაცია, რომ ის ჯერჯერობით ლოკალური ხასიათის იქნება. როგორც იცით, ისრაელი ახლა, პირველ რიგში, იყენებს ავიაციას, არტილერიას, უპილოტო თვითმფრინავებს.. ამასთან ერთად, სპეცდანაყოფების მიერ ჩატარდა ლოკალური ოპერაციები და განადგურდნენ უშუალოდ "ბოევიკები“, რომლებიც აპირებდნენ მართვადი სარაკეტო სისტემების გამოყენებას, ანუ ისინი გამოყენებამდე განეიტრალდნენ. ეს ჯგუფები იყენებდნენ არა კლასიკურ თვითნაკეთ რაკეტებს, რომლებიც ღაზას სექტორში იწყობა, არამედ მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს. არ გამოვრიცხავ, რაღაც ანტიტერორისტულ ოპერაციას - შეიძლება ისრაელი ღაზაში შეიჭრას, მაგრამ დღესდღეობით მას ეს არ სჭირდება, ვინაიდან წარმატებით მიდის საჰაერო ოპერაცია. არაბული წყაროების მიხედვით,“ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელია ისმაილ ხანია, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლიდერი, რომელიც ცხოვრობს ქალაქ შადიში, ღაზის სექტორში. ის არ არის ისრაელში და ჩემი ინფორმაციით, დღესდღეობით ყატარში იმყოფება. მისი სახლი ქალაქ შადიში მთლიანად განადგურებულია და ასევე განადგურებულია "ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის - სამარას სახლიც და მის ადგილმდებარეობაზე დღეს ინფორმაცია არ არსებობს. პრაქტიკულად, ისრაელი და მისი სპეცსამსახურები, ტრადიციულად, მძლავრ ოპერაციას ახორციელებენ.

დღესდღეობით, მიმდინარე ოპერაციებში აქტიურად დაიწყო მონაწილეობა ისრაელის მოქალაქე არაბმა ახალგაზრდობამ. მაგალითად, შეტევები მიდის ხაიფაში ებრაულ მოსახლეობაზე. ახლო აღმოსავლეთში ბევრი ექსპერტი, მათ შორის ისრაელისაც, ლაპარაკობს იმაზე, რომ ამის უკან შეიძლება იდგეს საუდის არაბეთი, რომელსაც არ მოსწონს, რომ ისრაელმა საკმაოდ სერიოზულად გაიმყარა პოზიცია რეგიონში, მან შეძლო აღედგინა და დაელაგებინა დიპლომატიური ურთიერთობა ისეთ გავლენიან არაბულ ქვეყანასთან, როგორიც გაერთიანებული ემირატებია.

- არის თუ არა შესაძლებელი, კონფლიქტი ფართომასშტაბიან დაძაბულობაში გადაიზარდოს და ამან მთელი ახლო აღმოსავლეთი მოიცვას?

- ახლო აღმოსავლეთში, თურქეთს ექნება მცდელობა დალაგდეს სიტუაცია იმიტომ, რომ დღესდღეობით თურქეთს ისრაელთან დაძაბული ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ აწყობს. თუმცა არ გამოვრიცხავ, ირანის აქტივიზაცია მოხდეს ამ კუთხით. საქმე იმაშია, რომ ლიბანს აკონტროლებს ირანი და ძირითადი ქვეითი ძალები, რომლებიც ეხმარება სირიას, ირანელებისაა. ირანი შეეცდება კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი გავლენა ამ რეგიონზე. ეს ალბათ გამოხატული იქნება იმაში, ლიბანის "ჰესბოლა“ თუ ჩაერთვება დაპირისპირებაში. დიდ და ფართომასშტაბიან ომს გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ასეთ დროს არაბული სამყარო არ არის ერთიანი. "ჰამასის“ აღზევება 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, როცა გამოჩნდა "ჰამასი“, "ისლამური ჯიჰადი“ და ასეთი რადიკალური ისლამური ორგანიზაციები, რომელთა უკან არაბული ქვეყნები იდგნენ. ამ შემთხვევაში ღაზის სექტორი "ჰამასმა“ ჩაიგდო ხელში და ახლა ის საკმაოდ პოპულარულია იმავე პალესტინურ ავტონომიაშიც, სადაც პრზიდენტია მაჰმუდ აბასი. აქ არის პოლიტიკური ასპექტიც იმისათვის, რომ რაღაცნაირად მოხდეს "ჰამასის“ დისკრედიტაცია იმიტომ, რომ მან თუ ხელში ჩაიგდო პალესტინის ავტონომიის ხელისუფლების სადავეები, ეს იმას ნიშნავს, რომ დაძაბულობა ისრაელსა და პალესტინას შორის უფრო და უფრო გამწვავდება.

- კონფლიქტი თუ გახანგრძლივდა, შეიძლება, ამან ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება გამოიწვიოს და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში?

- რასაკვირველია. საერთოდ, მსოფლიო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ იმავე პალესტინელებმა და არაბებმა შიგნით, ისრაელში, ასე თუ ისე, ისრაელთან მშვიდობიანად მოაგვარონ სიტუაცია, რათა ეს ყველაფერი სახმელეთო ოპერაციაში არ გადაიზარდოს იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ამ ყველაფერს მოჰყვება ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება. არ გამოვრიცხავ, ახალ ტერორისტულ ტალღას მსოფლიოში, სერიოზულ ლოკალურ ტერორისტულ აქტებს. მადლობა ღმერთს, ჯერ შეჩერებულია ტერაქტები და იმ ტერორისტებსაც ჰყოფნით იმდენი ჭკუა, რომ არ ჩაიდინონ უაზრო ქმედებები, მაგრამ ტერორისტი ტერორისტია და ტერორისტული ორგანიზაცია სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ ძალიან ხშირად ლოგიკას არ ექვემდარება. ამიტომ ეს მართებული შეკითხვაა და იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი დროში გაიწელა და იქნება სერიოზული მსხვერპლი როგორც ღაზის სექტორში, ისე პალესტინის ავტონომიასა და რაც მთავარია, ისრაელში, არ არის გამორიცხული, დაიწყოს ახალი სერიოზული ტერორისტული ტაქტიკა როგორც ისრაელში, ისე დანარჩენ მსოფლიოში ყველა იმ ძალებთან, ვინც ხელს უწყობს ისრაელს.

- საქართველოსა და ქართველებზე როგორ შეიძლება აისახოს ისრაელში მიმდინარე პროცესები?

- საქართველოზე ეს უკვე ასახულია, იცით, რომ ათასობით საქართველოს მოქალაქე მუშაობს ისრაელის ტერიტორიაზე და ზუსტად იმ რეგიონებში, სადაც ახლა დაპირისპირების ეპიცენტრია - აშკელონი, აშდოდი, შდეროთი და ლოდი, სადაც ჩვენი, ქართველებისთვის ძვირფასი სიწმინდე - წმინდა გიორგის საფლავია. მეორე იმით აისახა, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოში საკმაოდ ბევრი არაბი ემიგრანტი ჩამოვიდა და ისინი ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მართალია, ისინი ჯერჯერობით კანონმორჩილებით გამოირჩევიან, მაგრამ ხვალ-ზეგ რას იზამენ, არავინ იცის. ეს ჯგუფები, გარკვეულწილად, გასაკონტროლებელია, ვინაიდან მაქვს ინფორმაცია, რომ არის იგივე რადიკალური იდეების პროპაგანდის მცდელობები და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში 15% მუსულმანური მოსახლეობაა, აჭარაში სერიოზულად მუშაობენ მედრესეები, არიან ქვემო ქართლში, ყვარელში, პანკისის ხეობაში და თბილისში, სადაც ცენტრალურ უბნებში მჭიდროდ არიან დასახლებული სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული მუსულმანი ემიგრანტები. ასე რომ, ჩვენს სპეცსამსახურებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ.

"ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი კიევშია ჩამოსული" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიასთან შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"...ბოკერია ისედაც საშვის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდიოდა და რა კენჭისყრა ჰქონდათ?!" - ირაკლი ზარქუა "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილებაზე