პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მსურს ეს საქმე.. მე არ მსურს იქ ყოფნა" - პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა
"მე არ მსურს ეს საქმე.. მე არ მსურს იქ ყოფნა" - პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა

პრინცმა ჰა­რიმ ბრი­ტა­ნულ სა­მე­ფო ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა და ამ­ჯე­რად ეს დექს შე­პარ­დის პოდ­კას­ტში გა­ა­კე­თა. ჰა­რიმ სა­მე­ფო ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა ფილმ "თრუ­მე­ნის შოუს" და ზო­ო­პარკში ცხოვ­რე­ბას შე­ა­და­რა.

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი ამ­ბობს, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი ჰგავს იმ კაცს, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩენს, რომ რე­ა­ლით შო­უ­შია და რომ გარ­შე­მო მხო­ლოდ სი­ყალ­ბეა. ჰა­რის თქმით, 20 წლის იყო, რო­დე­საც უკვე ფიქ­რობ­და, სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე უარი ეთ­ქვა.

  • "მე არ მსურს ეს საქ­მე (სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი), მე არ მსურს იქ ყოფ­ნა, მე არ მსურს იმ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. შე­ხე­დეთ, ყო­ვე­ლი­ვემ სა­დამ­დე მი­იყ­ვა­ნა დე­და­ჩე­მი“, - ამ­ბობს ჰარი.

მან­ვე გა­იხ­სე­ნა 1997 წელი, რო­დე­საც პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

"რო­გორ შევ­ძლებ ვი­ცხოვ­რო მშვი­დად იქ ჩემს ცოლ­თან და ოჯახ­თან ერ­თად, რო­დე­საც ვიცი, რომ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე კვლავ გან­მე­ორ­დეს?! იმი­ტომ, რომ ეს მარ­თლა ვიცი. მე გავ­ლი­ლი მაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვიცი იქ რაც ხდე­ბა და არ მინ­და მისი ნა­წი­ლი ვიყო. ვფიქ­რობ, რომ ეს მარ­თლაც სა­ში­ში ად­გი­ლია....“, - ამ­ბობს პრინ­ცი.

მი­სი­ვე თქმით, ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რო­ბა პრი­ვი­ლე­გი­აა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, იქ ცხოვ­რე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს.

ჰა­რიმ ისა­უბ­რა ასე­ვე მა­მა­ზე, ჩარლზ­ზე და თქვა, რომ თა­ვად თუკი და­ი­ნა­ხავს, რომ მის შვი­ლებს რა­ი­მე სტკი­ვათ, რა­ი­მე­ზე დარ­დო­ბენ, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს მათ გამო. "მსურს, და­ვან­გრიო ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა მათ­თვის", - აღ­ნიშ­ნავს ის.

  • "მშო­ბელ­მა ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს შვი­ლის­თვის და იცით რა, ეს მე რომ და­მე­მარ­თა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თო, რომ ჩემ­მა შვილ­მაც იგი­ვე არ გა­და­ი­ტა­ნოს", - ამ­ბობს ჰარი.

პრინცმა ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზეც ისა­უბ­რა - "აქ ცხოვ­რე­ბი­სას თავს სხვაგ­ვა­რად ვგრძნობ. აქ შე­გიძ­ლია ისე­ირ­ნო და ცოტა უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იგ­რძნო. არ­ჩის ვე­ლო­სი­პედ­ზე უკან შე­მო­ვის­ვამ ხოლ­მე და ასე ვსე­ირ­ნობთ...ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არას­დროს მქო­ნია."

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პრინ­ცი ჰარი და მისი ცოლი, მე­გან მარ­კლი უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან წა­ვიდ­ნენ. ისი­ნი აშშ-ში ცხოვ­რო­ბენ. სა­მე­ფო ოჯახ­ზე და სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე უა­რის თქმის გამო, ჰა­რის ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მა­მას­თან და ძმას­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­გან­მა და ჰა­რიმ ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს. მათ შო­რის ისიც აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­მე­ფო ოჯახ­ში რა­სის­ტი წევ­რე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც დარ­დობ­დნენ იმა­ზე, თუ რა ფე­რის კანი ექ­ნე­ბო­და ჰა­რი­სა და მე­გა­ნის შვილს.

წყვი­ლი ბი­ჭუ­ნას - არ­ჩის ზრდის და მე­ო­რე შვი­ლის, გო­გო­ნას მო­ლო­დინ­ში არი­ან.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერმონია
41

არა შეჯდა მწყერი ხესა...

123
47

ნეტა ამას რაღა აქვს საწუწუნო, რას აცოდებს ხალხს თავს?!

ავტორი:

"მე არ მსურს ეს საქმე.. მე არ მსურს იქ ყოფნა" - პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა

"მე არ მსურს ეს საქმე.. მე არ მსურს იქ ყოფნა" - პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა

პრინცმა ჰარიმ ბრიტანულ სამეფო ოჯახთან ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ამჯერად ეს დექს შეპარდის პოდკასტში გააკეთა. ჰარიმ სამეფო ოჯახში ცხოვრება ფილმ "თრუმენის შოუს" და ზოოპარკში ცხოვრებას შეადარა.

სასექსის ჰერცოგი ამბობს, რომ სამეფო ოჯახის წევრი ჰგავს იმ კაცს, რომელიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ რეალით შოუშია და რომ გარშემო მხოლოდ სიყალბეა. ჰარის თქმით, 20 წლის იყო, როდესაც უკვე ფიქრობდა, სამეფო მოვალეობებზე უარი ეთქვა.

  • "მე არ მსურს ეს საქმე (სამეფო მოვალეობები), მე არ მსურს იქ ყოფნა, მე არ მსურს იმ ყველაფრის გაკეთება. შეხედეთ, ყოველივემ სადამდე მიიყვანა დედაჩემი“, - ამბობს ჰარი.

მანვე გაიხსენა 1997 წელი, როდესაც პრინცესა დაიანა ტრაგიკულად გარდაიცვალა.

"როგორ შევძლებ ვიცხოვრო მშვიდად იქ ჩემს ცოლთან და ოჯახთან ერთად, როდესაც ვიცი, რომ შეიძლება იგივე კვლავ განმეორდეს?! იმიტომ, რომ ეს მართლა ვიცი. მე გავლილი მაქვს ეს ყველაფერი, ვიცი იქ რაც ხდება და არ მინდა მისი ნაწილი ვიყო. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც საშიში ადგილია....“, - ამბობს პრინცი.

მისივე თქმით, ადამიანები ფიქრობენ, რომ სამეფო ოჯახის წევრობა პრივილეგიაა, მაგრამ სინამდვილეში, იქ ცხოვრება არჩევანის გარეშე ცხოვრებას ნიშნავს.

ჰარიმ ისაუბრა ასევე მამაზე, ჩარლზზე და თქვა, რომ თავად თუკი დაინახავს, რომ მის შვილებს რაიმე სტკივათ, რაიმეზე დარდობენ, ყველაფერს გააკეთებს მათ გამო. "მსურს, დავანგრიო ყველა დაბრკოლება მათთვის", - აღნიშნავს ის.

  • "მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს შვილისთვის და იცით რა, ეს მე რომ დამემართა, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ჩემმა შვილმაც იგივე არ გადაიტანოს", - ამბობს ჰარი.

პრინცმა ამერიკულ ცხოვრებაზეც ისაუბრა - "აქ ცხოვრებისას თავს სხვაგვარად ვგრძნობ. აქ შეგიძლია ისეირნო და ცოტა უფრო მეტი თავისუფლება იგრძნო. არჩის ველოსიპედზე უკან შემოვისვამ ხოლმე და ასე ვსეირნობთ...ამის შესაძლებლობა არასდროს მქონია."

ინფორმაციისთვის, პრინცი ჰარი და მისი ცოლი, მეგან მარკლი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც დიდი ბრიტანეთიდან წავიდნენ. ისინი აშშ-ში ცხოვრობენ. სამეფო ოჯახზე და სამეფო მოვალეობებზე უარის თქმის გამო, ჰარის ცუდი ურთიერთობა აქვს მამასთან და ძმასთან.

აღსანიშნავია, რომ მეგანმა და ჰარიმ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში ბრიტანეთში ცხოვრების სკანდალური დეტალები გაასაჯაროვეს. მათ შორის ისიც აღნიშნეს, რომ სამეფო ოჯახში რასისტი წევრებიც არიან, რომლებიც დარდობდნენ იმაზე, თუ რა ფერის კანი ექნებოდა ჰარისა და მეგანის შვილს.

წყვილი ბიჭუნას - არჩის ზრდის და მეორე შვილის, გოგონას მოლოდინში არიან.

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი თამაზ ჯაფარიძე გარდაიცვალა

ანა დოლიძის 3 თვის ულამაზესი გოგონა - პატარა კრავაის პირველი ფოტო მედიაში

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევებს აძლევენ ზოდიაქოს ნიშნებს