პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები
რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები

CIU ტუ­რიზ­მის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ

ბოლო 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ტუ­რის­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი შე­უქ­ცე­ვა­დად იმა­ტებ­და. სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტულ რუ­კებ­ზე სა­ოც­ნე­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბად უფ­რო­და­უფ­რო ხში­რად სა­ხელ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მიერ.

2019 წელს პან­დე­მი­ამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 მლნ-ზე მეტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. ქვეყ­ნის სერ­ვი­სის ექ­სპორ­ტის შე­მო­სავ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 71% ტუ­რიზ­მზე მო­დის. მშპ-ში წილ­მა კი 8.1%-ს მი­აღ­წია.

თუმ­ცა 2020 წელ­მა ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. გა­საკ­ვი­რი არ­ცაა, რომ პან­დე­მი­ამ სწო­რედ ტუ­რის­ტულ ინ­დუსტრი­ას და­არ­ტყა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე - მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რის, გივი ყუ­ფა­რა­ძის თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად მთლი­ა­ნად გა­ჩერ­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ტუ­რიზ­მის ბიზ­ნეს­ში ასე­თი კრი­ზი­სი ჯერ არ ყო­ფი­ლა.

„მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (UNWTO) მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­სულ წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის რი­ცხვმა 74% -ით და­იკ­ლო. მო­თხოვ­ნის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­ცი­რე­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის ფარ­თო შე­ზღუდ­ვე­ბის გამო ტუ­რის­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლებ­მა 2020 წელს 1 მი­ლი­არ­დით ნაკ­ლე­ბი ტუ­რის­ტი მი­ი­ღეს, ვიდ­რე წინა წელს“, აღ­ნიშ­ნავს გივი ყუ­ფა­რა­ძე.

მისი თქმით, ასე­თი კო­ლაფ­სის გამო, ტუ­რიზ­მის შე­მო­სავ­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 1.3 ტრი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რით და­იკ­ლო. კრი­ზის­მა რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნა 100 – 120 მი­ლი­ო­ნამ­დე პირ­და­პი­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ებ­ში იყო შექ­მნი­ლი.

„უა­რე­სი მდგო­ამ­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში“, აღ­ნიშ­ნავს ყუ­ფა­რა­ძე. „ჩვენ­თან კლე­ბა კი­დევ უფრო დიდი იყო - 81.3%. 2020 წელს 2019 წელ­თან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში 7,61 მლნ-ით ნაკ­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და“, ამ­ბობს ის.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი ქარ­თულ ტუ­რიზ­მში

თუმ­ცა პრობ­ლე­მებს ქარ­თულ ტუ­რიზ­მში მხო­ლოდ პან­დე­მია არ ქმნის. გივი ყუ­ფა­რა­ძის თქმით, არის მთე­ლი რიგი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს. პირ­ველ რიგ­ში, ესაა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სამ­კურ­ნა­ლო ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის სიმ­ცი­რე; გა­უ­მარ­თა­ვი ჰი­გი­ე­ნუ­რი თუ კო­მუ­ნა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა; გა­უ­მარ­თა­ვი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რაც სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებ­თან ერ­თად ტუ­რის­ტულ ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ენის არ­ცოდ­ნა­საც გუ­ლის­ხმობს; არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის დის­ტრი­ბუ­ცი­ის ეფექ­ტუ­რი არ­ხე­ბის სიმ­ცი­რე და სხვა პრობ­ლე­მე­ბი.

თუმ­ცა მი­უხ­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი მთელ პლა­ნე­ტა­ზე იზ­რდე­ბა.

„ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მი სწო­რად ვი­თარ­დე­ბა“, ამ­ბობს გივი ყუ­ფა­რა­ძე. „2020 წლამ­დე მო­თხოვ­ნა ყო­ველ­თვის აჭარ­ბებ­და მი­წო­დე­ბას და სწო­რედ ამის შე­დე­გია ბოლო წლებ­ში ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მი­ლი­არ­დი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, თუმ­ცა დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით, სა­დაც მო­თხოვ­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღა­რაა“ - აღ­ნიშ­ნავს გივი ყუ­ფა­რა­ძე.

სა­ი­დან უნდა და­ი­წყოს სექ­ტორ­მა გა­ჯან­სა­ღე­ბა

გივი ყუ­ფა­რა­ძის აზ­რით, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მწი­ფომ, კერ­ძო სექ­ტორ­თან ერ­თად, უნდა მო­ახრხოს და ქვე­ა­ყანს ტუ­რიზ­მის­თვის უსაფრ­თხო, COVID-Free ქვეყ­ნის იმი­ჯი უნდა შე­უქ­მნას. მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია, პან­დე­მი­ის მას­შტა­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რი­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო ტუ­რის­ტუ­ლი ქვეყ­ნის იმი­ჯი აღ­დგე­ბა.

გარ­და ამი­სა, პრო­ფე­სო­რის აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტუ­რიზ­მის იმ სა­ხე­ე­ბის გან­სა­ზღვრა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე უფრო სწრა­ფად გა­მოვ­ლენ სტაგ­ნა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

„ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რიზმს. მი­მაჩ­ნია, რომ ტუ­რიზ­მის ეს სახე ყვე­ლა­ზე უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლია სწრა­ფი აღ­დგე­ნი­სა და გა­დატ­ვირ­თვის­თვის“, აღ­ნიშ­ნავს ყუ­ფა­რა­ძე.

მარ­თლაც, პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ბუ­ნე­ბა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად გა­ბე­დუ­ლი, რის­კი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რე­ბით არი­ან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა ტუ­რიზ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მოღ­ვი­ძე­ბის ერთ-ერთ რე­ა­ლურ მი­მარ­თუ­ლე­ბად იქ­ცეს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი სა­ხელ­მწი­ფო ხელს შე­უ­წყობს სექ­ტორს ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბით.

რა უნდა გა­ა­კე­თოს ტუ­რიზ­მმა სტაგ­ნა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში

იმი­სათ­ვის, რომ სექ­ტო­რი გა­დარ­ჩეს და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში ლო­კო­მო­ტი­ვის რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შეძ­ლოს, სა­ჭი­როა არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა.

სწო­რედ ამი­სათ­ვის აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (CIU), უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ტუ­რიზ­მის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე მუდ­მი­ვად ნერ­გავს გა­ნახ­ლე­ბულ, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებს. CIU-ს ტუ­რიზ­მის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ლალი მი­ქე­ლა­ძის თქმით, ტუ­რიზ­მის შეს­წავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ ერთი მე­თო­დით.

„ლექ­ტორს უხ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა მიზ­ნე­ბი­სა და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად“, აღ­ნიშ­ნავს ლალი მი­ქე­ლა­ძე.

ლალი მი­ქე­ლა­ძე, რო­მე­ლიც რო­მუ­ლო დელ ბი­ან­კოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია-ფონდ „Life Beyond Tourism”-ის ექ­სპერ­ტია, მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბა იტა­ლი­ე­ლი კო­ლე­გე­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბას და CIU-ში მუდ­მი­ვად ნერ­გავს სწავ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბულ მა­გა­ლი­თებ­სა და მე­თო­დებს.

„უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში და მის გა­რეთ. ეს ერთ-ერთი ას­პექ­ტია, რო­მელ­საც ფლო­რენ­ცი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ. დიდი აუ­დი­ტო­რი­ე­ბის ნაც­ვლად ლექ­ცი­ე­ბი გა­რეთ, ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ქუ­ჩებ­ში, ტაძ­რებ­სა და მუ­ზე­უ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აი, ეს არის ის მე­თო­დი, რომ­ლის და­ნერგვაც ჩვენ და­ვი­წყეთ ჩვენს პროგ­რა­მა­ში და მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გავზრდით ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბას და ხა­რისხს“, აღ­ნიშ­ნავს მი­ქე­ლა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს, ამ პე­რი­ოდ­ში ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი ამ პროგ­რა­მა­ზეც სხვა­დას­ხვა ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მებ­ზე ტარ­დე­ბა. თუმ­ცა გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია სას­წავ­ლო კურ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი, დე­ბა­ტე­ბი, ბიზ­ნეს-სექ­ტორ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

გარ­და სა­ვე­ლე მუ­შა­ო­ბი­სა, სტუ­დენტს უწევს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რო­პე­რა­ტი­ულ თუ და­ჯავ­შნის სის­ტე­მებ­თან მუ­შა­ო­ბა; ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და სხვა პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ჟი­რე­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო და­საქ­მე­ბას, CIU ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბის ფარ­გლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებს სტუ­დენ­ტთა და­საქ­მე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს HoReCa სექ­ტო­რის წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­ში.

ასე რომ, მა­ნამ, სა­ნამ მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს, მო­მა­ვალ ტუ­რო­პე­რა­ტო­რებს და ტუ­რის­ტულ სექ­ტორ­ში ჩარ­თულ სხვა­დას­ხვა მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შან­სი აქვთ, დახ­ვე­წონ და გა­იმ­დიდ­რონ ცოდ­ნა ამ სფე­რო­ში კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (CIU), რათა პოსტპან­დე­მი­ურ პირ­ველ ტუ­რის­ტულ სე­ზონს კი­დევ უფრო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ.

NS

ავტორი:

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები

რა სჭირდება ქართულ ტურიზმს? CIU-ს პროფესორების მოსაზრებები

CIU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა განახლებული მეთოდების შესახებ

ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი შეუქცევადად იმატებდა. საქართველო ტურისტულ რუკებზე საოცნებო მიმართულებად უფროდაუფრო ხშირად სახელდებოდა მსოფლიოში უამრავი ადამიანის მიერ.

2019 წელს პანდემიამდე საქართველოში 9 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ქვეყნის სერვისის ექსპორტის შემოსავლიდან დაახლოებით 71% ტურიზმზე მოდის. მშპ-ში წილმა კი 8.1%-ს მიაღწია.

თუმცა 2020 წელმა ყველაფერი შეცვალა. გასაკვირი არცაა, რომ პანდემიამ სწორედ ტურისტულ ინდუსტრიას დაარტყა როგორც საქართველოში, ისე - მთელ მსოფლიოში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, გივი ყუფარაძის თქმით, საერთაშორისო ტურიზმი ფაქტობრივად მთლიანად გაჩერდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტურიზმის ბიზნესში ასეთი კრიზისი ჯერ არ ყოფილა.

„მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, გასულ წელს საერთაშორისო მოგზაურობების რიცხვმა 74% -ით დაიკლო. მოთხოვნის უპრეცედენტო შემცირებისა და მოგზაურობის ფართო შეზღუდვების გამო ტურისტული დანიშნულების ადგილებმა 2020 წელს 1 მილიარდით ნაკლები ტურისტი მიიღეს, ვიდრე წინა წელს“, აღნიშნავს გივი ყუფარაძე.

მისი თქმით, ასეთი კოლაფსის გამო, ტურიზმის შემოსავლების მოცულობამ 1.3 ტრილიონი აშშ დოლარით დაიკლო. კრიზისმა რისკის ქვეშ დააყენა 100 – 120 მილიონამდე პირდაპირი სამუშაო ადგილი, რომელთა უმეტესობა მცირე და საშუალო საწარმოებში იყო შექმნილი.

„უარესი მდგოამრეობაა საქართველოში“, აღნიშნავს ყუფარაძე. „ჩვენთან კლება კიდევ უფრო დიდი იყო - 81.3%. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საქართველოში 7,61 მლნ-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა“, ამბობს ის.

გამოწვევები ქართულ ტურიზმში

თუმცა პრობლემებს ქართულ ტურიზმში მხოლოდ პანდემია არ ქმნის. გივი ყუფარაძის თქმით, არის მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, რომლებიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას აფერხებს. პირველ რიგში, ესაა საერთაშორისო კონკურენტუნარიანი სამკურნალო ტურისტული პროდუქტების სიმცირე; გაუმართავი ჰიგიენური თუ კომუნალური ინფრასტრუქტურა; გაუმართავი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც საინფორმაციო ცენტრებთან ერთად ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების ენის არცოდნასაც გულისხმობს; არსებული ტურისტული პროდუქტის დისტრიბუციის ეფექტური არხების სიმცირე და სხვა პრობლემები.

თუმცა მიუხდავად ამ ყველაფრისა, საქართველოს მიმართ ინტერესი მთელ პლანეტაზე იზრდება.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ქართული ტურიზმი სწორად ვითარდება“, ამბობს გივი ყუფარაძე. „2020 წლამდე მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებდა მიწოდებას და სწორედ ამის შედეგია ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში განხორციელებული მილიარდიანი ინვესტიციები, თუმცა დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობის წინაშე დავდექით, სადაც მოთხოვნა, ფაქტობრივად, აღარაა“ - აღნიშნავს გივი ყუფარაძე.

საიდან უნდა დაიწყოს სექტორმა გაჯანსაღება

გივი ყუფარაძის აზრით, პირველ რიგში, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად, უნდა მოახრხოს და ქვეაყანს ტურიზმისთვის უსაფრთხო, COVID-Free ქვეყნის იმიჯი უნდა შეუქმნას. მასიური ვაქცინაცია, პანდემიის მასშტაბების შემცირება არის პირველი ნაბიჯები, რითაც საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯი აღდგება.

გარდა ამისა, პროფესორის აზრით, მნიშვნელოვანია ტურიზმის იმ სახეების განსაზღვრა, რომლებიც ყველაზე უფრო სწრაფად გამოვლენ სტაგნაციის მდგომარეობიდან.

„ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმს. მიმაჩნია, რომ ტურიზმის ეს სახე ყველაზე უფრო მომზადებულია სწრაფი აღდგენისა და გადატვირთვისთვის“, აღნიშნავს ყუფარაძე.

მართლაც, პატარა ჯგუფები, რომლებიც ძირითადად ბუნებაში გადაადგილდებიან და რომლებიც ძირითადად გაბედული, რისკიანი მოგზაურებით არიან დაკომპლექტებულები, შესაძლოა ტურიზმის ხელახალი გამოღვიძების ერთ-ერთ რეალურ მიმართულებად იქცეს. იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო ხელს შეუწყობს სექტორს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით.

რა უნდა გააკეთოს ტურიზმმა სტაგნაციის პერიოდში

იმისათვის, რომ სექტორი გადარჩეს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში ლოკომოტივის როლის შესრულება შეძლოს, საჭიროა არსებული ხარვეზების გამოსწორება და არსებული მიდგომების გადახალისება.

სწორედ ამისათვის აქტიურად მუშაობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU), უნივერსიტეტი, რომელიც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე მუდმივად ნერგავს განახლებულ, თანამედროვე მიდგომებს. CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი მიქელაძის თქმით, ტურიზმის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით.

„ლექტორს უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება მიზნებისა და სასურველი შედეგების მისაღწევად“, აღნიშნავს ლალი მიქელაძე.

ლალი მიქელაძე, რომელიც რომულო დელ ბიანკოს საერთაშორისო ორგანიზაცია-ფონდ „Life Beyond Tourism”-ის ექსპერტია, მუდმივად ეცნობა იტალიელი კოლეგების საუკეთესო გამოცდილებას და CIU-ში მუდმივად ნერგავს სწავლების წარმატებულ მაგალითებსა და მეთოდებს.

„უნივერსიტეტებში აქცენტირებულია ინტეგრირებული სწავლება საკლასო ოთახში და მის გარეთ. ეს ერთ-ერთი ასპექტია, რომელსაც ფლორენციის უნივერსიტეტები ძალიან აფასებენ. დიდი აუდიტორიების ნაცვლად ლექციები გარეთ, ქალაქის ისტორიულ ქუჩებში, ტაძრებსა და მუზეუმებში მიმდინარეობს. აი, ეს არის ის მეთოდი, რომლის დანერგვაც ჩვენ დავიწყეთ ჩვენს პროგრამაში და მომავალში კიდევ უფრო გავზრდით ამ მეთოდის გამოყენების მოცულობას და ხარისხს“, აღნიშნავს მიქელაძე.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, ამ პერიოდში ლექცია-სემინარები ამ პროგრამაზეც სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმებზე ტარდება. თუმცა გააქტიურებულია სასწავლო კურსებთან დაკავშირებული ონლაინ შეხვედრები, დებატები, ბიზნეს-სექტორთან შეხვედრები და მსგავსი აქტივობები.

გარდა საველე მუშაობისა, სტუდენტს უწევს საერთაშორისო ტუროპერატიულ თუ დაჯავშნის სისტემებთან მუშაობა; ღონისძიების ორგანიზება და სხვა პრაქტიკული აქტივობები. რაც შეეხება სტაჟირებასა და სამომავლო დასაქმებას, CIU ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში ახორციელებს სტუდენტთა დასაქმებას საქართველოს HoReCa სექტორის წამყვან კომპანიებში.

ასე რომ, მანამ, სანამ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, მომავალ ტუროპერატორებს და ტურისტულ სექტორში ჩართულ სხვადასხვა მომავალ პროფესიონალებს არაჩვეულებრივი შანსი აქვთ, დახვეწონ და გაიმდიდრონ ცოდნა ამ სფეროში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU), რათა პოსტპანდემიურ პირველ ტურისტულ სეზონს კიდევ უფრო მეტად მომზადებულები შეხვდნენ.

NS

"აკოში ძალიან მძიმედ დაშავდა ჩვენი თანამემამულე, ვაჟკაცი ბიჭია რომ შეხედავ აღნაგობით, მაგრამ..." - რა ახალ ინფორმაციას ჰყვება ლაშა ჟვანია ისრაელიდან?

"წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია" - ილია მეორე

"მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ" - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია (ფოტოები)