პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩინელი კაცები ამბობენ, - ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო" - რას ყვება ნენე ახობაძე ჩინურ ცხოვრებასა და ტრადიციებზე?
"ჩინელი კაცები ამბობენ, - ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო" - რას ყვება ნენე ახობაძე ჩინურ ცხოვრებასა და ტრადიციებზე?

ნენე ახო­ბა­ძე ჩი­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩი­ნურ კულ­ტუ­რა­სა და ყო­ფას აქ­ტი­უ­რად აც­ნობს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ნენე 2015 წლი­დან ჩი­ნეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და, დღემ­დე სწავ­ლით და კვლე­ვე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ამა­ვე დროს მო­დე­ლობს კი­დეც. რო­გო­რია ნე­ნეს ჩი­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა? - ამის თა­ო­ბა­ზე AMBEBI.GE -ს უამ­ბობს:

- პირ­ვე­ლად ჩი­ნეთ­ში თსუ-ს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი და ვსწავ­ლობ­დი ჩი­ნურ ენა­სა და კულ­ტუ­რას, ავი­ღე ჩი­ნუ­რი ენის სერ­თი­ფი­კა­ტი, მერე ისევ დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და თსუ-ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩი­ნუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნად ვმუ­შა­ობ­დი. შემ­დეგ ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის სტი­პენ­დია მო­ვი­პო­ვე და უკვე მე­ო­რედ 2017-2018 სას­წავ­ლო წლებ­ში ჩა­მო­ვე­დი ჩი­ნეთ­ში, ჭე­ძი­ან­გის კონ­გშან­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ვსწავ­ლობ­დი ბიზ­ნეს­ჩი­ნურს უცხო­ელ სტუ­დენ­ტებ­თან და ასე­ვე არა­ბულ ენას ჩი­ნელ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად. მა­გის­ტრა­ტუ­რის გაგ­რძე­ლე­ბა ჩი­ნეთ­ში მინ­დო­და, რათა შე­მეს­წავ­ლა ჩი­ნე­თის ის­ტო­რია, ამ­ჯე­რა­დაც, მო­ვი­პო­ვე და­ფი­ნან­სე­ბა და 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­მო­ვე­დი ჩი­ნე­თის წამ­ყვან ჭე­ძი­ან­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია ჩი­ნუ­რის სწავ­ლა?

- თუ კარ­გად გინ­და შეს­წავ­ლა, მა­შინ ძა­ლი­ან რთულ­დე­ბა. თან რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლეს­თან გვაქვს საქ­მე - დამ­წერ­ლო­ბა, გა­მოთ­ქმა, გრა­მა­ტი­კა, ფრა­ზე­ბი. ჩი­ნე­თის ის­ტო­რი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნის და ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის სტი­პენ­დი­ის გარ­და, აქა­ურ გა­ზეთ­ში ჩი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი სტა­ტია უნდა გქო­ნო­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, აქა­ურ ლექ­ტორს უნდა მი­ვე­ღე კვლე­ვა­ზე და ა.შ. რის­თვი­საც ჯერ გა­სა­უბ­რე­ბა უნდა გა­მევ­ლო, მაგ­რამ ეს ეტა­პიც გა­ვი­ა­რე და ბო­ლოს მა­ინც მოვ­ხვდი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი ვარ მთელ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე, რა­მაც კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლა საქ­მე, იმი­ტომ, რომ სა­ერ­თოდ არ "მინ­დობ­დნენ", ზუს­ტად ისე მთხოვ­დნენ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც ჩი­ნელ სტუ­დენ­ტებს, ყო­ველ ორ თვე­ში 3-4, მი­ნი­მუმ 8 000-9 000 იე­როგ­ლი­ფი­ა­ნი კვლე­ვა უნდა მე­წარ­მო­ე­ბი­ნა, თან ლექ­ცი­ებ­ზე მე­აქ­ტი­უ­რა და მეს­წავ­ლა, ამას და­ე­მა­ტა ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი ფაქ­ტი, წიგ­ნე­ბის და მა­სა­ლე­ბის 80% აღ­მოჩ­ნდა ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩი­ნუ­რი იე­როგ­ლი­ფე­ბით, ასე­ვე ზოგ კვლე­ვა­ში ხელ­ნა­წე­რე­ბის გარ­ჩე­ვა მი­წევ­და, რაც, ჩემი აზ­რით, ქარ­თულ­შიც კი რთუ­ლია. ასე შე­მო­მეს­წავ­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი იე­როგ­ლი­ფე­ბიც, თუმ­ცა წი­ნას­წარ­ვე გა­მაფრ­თხი­ლეს და პრო­ფე­სი­ის შეც­ვლა მირ­ჩი­ეს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მინ­დო­და, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვი­ყა­ვი. ჭე­ძი­ან­გის პრო­ვინ­ცი­ი­სა და ჭე­ძი­ან­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სწავ­ლე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­ვით, ვწერთ წიგნს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, წიგ­ნი 3-4 ნა­წი­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას, ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს.

- რო­გორც ვიცი, მო­დე­ლა­დაც მუ­შა­ობ?

- გარ­და სწავ­ლი­სა და თარ­ჯიმ­ნო­ბა-თარ­გმნი­სა, როცა დრო მაქვს, მო­დე­ლა­დაც ვმუ­შა­ობ. ჩი­ნეთ­ში ყვე­ლა უცხო­ელს შე­უძ­ლია მაგ გან­ხრით იმუ­შა­ოს. იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევრ ფილ­მს და რეკ­ლა­მას იღე­ბენ. ჩემს ქა­ლაქ­ში შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად, უფრო შან­ხა­ი­სა და პე­კინ­ში. 2016 წელს, ქა­ლაქ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ - ხანგჭო­უ­ში, გა­ი­მარ­თა დიდი ოცე­უ­ლის სა­მი­ტი, რომ­ლის ერთ-ერთ სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში მოვ­ხვდი, იმ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­მი­წია რე­კო­მენ­და­ცია ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან. თა­ვი­დან სა­ხუ­მა­რო თემა მე­გო­ნა, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ რეკ­ლა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბევრ რა­მე­ში და­მეხ­მა­რა და სტი­პენ­დი­ის­თვის გამ­ზა­დე­ბულ სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რილ­შიც კი მირ­ჩი­ეს ჩა­წე­რა. თურ­მე დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. რამ­დენ­ჯერ­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და­მა­საქ­მა რეკ­ლა­მა­ში, მაგ დროს სტი­პენ­დია არ მქონ­და და ცხოვ­რე­ბის ხარ­ჯებს ჩე­მით ასე ვფა­რავ­დი. მერე უკვე ნელ-ნელა ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ჟი­სო­რე­ბი და ფო­ტოგ­რა­ფე­ბიც გა­ვი­ცა­ნი და როცა დრო მაქვს, თუ რამე გა­და­ღე­ბაა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ, ძი­რი­თა­დად თვე­ში 1-2-ჯერ, მეტს ვერ ვიც­ლი, თან ვერ­თო­ბი, თან ფულს ვშო­უ­ლობ, თან ფოტო-ვი­დე­ო­ებს ვაგ­რო­ვებ, სი­ბე­რე­ში შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ამ­ბე­ბის მო­სა­ყო­ლად. ძი­რი­თა­დად რეკ­ლა­მებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ასე­ვე ფო­ტო­სე­სი­ებ­ში. ფილ­მებს ჩემს ქა­ლაქ­ში არ იღე­ბენ, თან ფილ­მე­ბის­თვის დიდი დროა სა­ჭი­რო. ერთხელ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სულ 1 სცე­ნა­ში, რო­მელ­საც 4 დღე იღებ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­დე­ნი დრო იშ­ვი­ა­თად მაქვს. ასე­ვე ვთა­ნამ­შრომ­ლობ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან, ხან­და­ხან მი­წევს ხოლ­მე მათ­თვის ჩი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი ვლო­გე­ბის ჩა­წე­რა, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის აღე­ბა ან, უბ­რა­ლოდ, გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- არა­ერ­თი ვლო­გე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ჩი­ნე­ლებს უცხო­ე­ლე­ბის მი­მართ უხე­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს?

- პი­რი­ქით, თავ­ზე გვყვე­ბი­ან და უხა­რი­ათ უცხო­ე­ლის და­ნახ­ვა, პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი­ვით არი­ან, მო­დი­ან და შენ­თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას ითხო­ვენ, თუ გა­ეც­ნო­ბი და და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად სად­მე საჭ­მე­ლად გე­პა­ტი­ჟე­ბი­ან და მოკ­ლედ, ძა­ლი­ან თბი­ლად ექ­ცე­ვი­ან უცხო­ე­ლებს. მაგ­რამ თუ შე­ამ­ჩნი­ეს, (რაც ხში­რად ხდე­ბა და ჩემი მე­გობ­რე­ბის­გა­ნაც შე­მი­ნიშ­ნავს) რომ ზე­მო­დან უყუ­რებ ან დას­ცი­ნე, თუნ­დაც იმა­ზე, რომ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა გთხო­ვა, მერე უკვე ად­გილს მი­გი­ჩე­ნენ. თავს უცხო­ე­ლად არ მაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ. თა­ვი­დან რომ და­მი­ნა­ხეს კურ­სე­ლებ­მა, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და. პირ­ვე­ლი ორი თვე ჯგუ­ფურ კვლე­ვებ­შიც ყვე­ლა­ზე მარ­ტივ და­ვა­ლე­ბას მი­ნა­წი­ლებ­დნენ, რა­ზეც მე სულ პრე­ტენ­ზი­ას გა­მოვ­თქვამ­დი, ეგრე ნუ მი­ყუ­რებთ-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე შე­მეჩ­ვივ­ნენ და ფრა­ზას "შენ­თვის რთუ­ლია" აღარ მე­უბ­ნე­ბი­ან, პი­რი­ქით, ხან­და­ხან რჩე­ვას მე­კი­თხე­ბი­ან. ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კურ­სელ­მა პირ­ვე­ლად კვლე­ვა რომ გად­მო­მიგ­ზავ­ნა და რჩე­ვა მკი­თხა, მეთ­ქი შეც­დო­მით ხომ არ მომ­წე­რა. მერე უკვე რამ­დე­ნი­მემ რომ მკი­თხა რჩე­ვა, მივ­ხვდი, რომ შე­მეჩ­ვივ­ნენ და ზო­გა­დად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, მაგ­რამ ახლა ხან­და­ხან ისე მირ­თულ­დე­ბა ხოლ­მე კვლე­ვის პრო­ცე­სი, გუ­ლის სიღ­რმე­ში ვფიქ­რობ, - ნეტა ისე მო­მექ­ცნენ, რო­გორც უცხო­ელს და თუ შეც­დო­მას და­ვუშ­ვებ, ძა­ლი­ა­ნაც ნუ გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას-მეთ­ქი, მაგ­რამ აღარ აღ­მიქ­ვა­მენ უცხო­ე­ლად.

- გა­მო­დის, რომ სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან...

- ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან და უყ­ვართ დახ­მა­რე­ბა. ჩი­ნე­ლებს იმ­დე­ნად უყ­ვართ ადა­მი­ანს რომ ეხ­მა­რე­ბი­ან, ცოტა მიკ­ვირს კი­დეც. ძა­ლი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან, აინ­ტე­რე­სებთ ყვე­ლა­ფე­რი შენი გად­მო­სა­ხე­დი­დან და კარ­გი მე­გობ­რო­ბა იცი­ან, მაგ­რამ ერთი დიდი ნაკ­ლი აქვთ - ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბა არ იცი­ან. სულ მუ­შა­ო­ბენ ან სწავ­ლო­ბენ, დას­ვე­ნე­ბა არ იცი­ან.

- მათ ტრა­დი­ცი­ებ­ზე რას გვი­ამ­ბობ?

- ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მომ­წონს, რო­გო­რი­ცაა ად­გი­ლობ­რი­ვი დღე­სას­წა­უ­ლე­ბის აღ­ნიშ­ვნის ფორ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზა­ფხუ­ლი­სა და დრა­კო­ნის ნა­ვე­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, ასე­ვე მომ­წონს ის პრინ­ცი­პი, რომ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე თით­ქმის ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ის­ვე­ნებს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი ხარ თუ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, გაქვს უფ­ლე­ბა და­ის­ვე­ნო. კი­დევ მომ­წონს ის, რომ აქ­ტი­უ­რი მო­ხუ­ცე­ბი ჰყავთ, ყო­ველ სა­ღა­მოს და დი­ლით, თუ გა­ივ­ლით პა­ტა­რა მო­ედ­ნებ­თან, და­ი­ნა­ხავთ ვარ­ჯი­შით დაკ­ვე­ბულ ან მო­ცეკ­ვა­ვე ხან­ში შე­სულ ხალ­ხს. მო­ხუ­ცე­ბი პა­ტივს სცე­მენ ახალ­გაზ­რდებს, მათ აზრს და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში უფ­რო­სი თა­ო­ბის­გან ხში­რად მსმე­ნია, - სად იყო ჩემ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მასე და გა­ფუჭ­და ახალ­გაზ­რდო­ბაო... აქ ასე არ ხდე­ბა, პი­რი­ქით, იმე­დით უყუ­რე­ბენ ახალ თა­ო­ბას. ტრან­სპორ­ტში თუ ახალ­გაზ­რდამ ად­გი­ლი და­უთ­მო მო­ხუცს, ეს უკა­ნას­კნე­ლი ბუ­ზღუნს იწყებს, - კარ­გად ვარ, არ მჭირ­დე­ბა დაჯ­დო­მა, ეს შენ უფრო გჭირ­დე­ბა, მთე­ლი დღე მუ­შა­ო­ბო...

- რა არ მოგ­წონს?

- არ მომ­წონს ხმა­უ­რით ჭა­მის ტრა­დი­ცია. თუმ­ცა, მგო­ნი, ამ ტრა­დი­ცი­ის გა­დაგ­დე­ბის გზას ად­გა­ნან, ახალ­გაზ­რდე­ბი იშ­ვი­ა­თად ჭა­მენ ხმა­უ­რით. კი­დევ არ მომ­წონს პლი­აჟ­ზე რომ სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მით არ და­დი­ან და უც­ნა­უ­რად მი­მაჩ­ნია ის ტრა­დი­ცია, რომ ქა­ლის­თვის დე­კოლ­ტეს ჩაც­მა არც თუ ისე მი­სა­ღე­ბია, მაგ­რამ მი­სა­ღე­ბია უმოკ­ლე­სი კა­ბის ჩაც­მა.

- ჩი­ნელ ბი­ჭებ­ზე რას იტყვი, რო­გო­რე­ბი არი­ან?

- ზო­გა­დად აქა­უ­რი კა­ცე­ბი ისე­თე­ბი არი­ან, თით­ზე და­იხ­ვევ და სულ შენ ჭკუ­ა­ზე ატა­რებ. თვი­თო­ნაც ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლე­ბი უფრო ძლი­ე­რე­ბი არი­ან. ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად გო­გო­ნე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ ხოლ­მე. ჩი­ნე­ლი კა­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, - ქორ­წი­ლის მერე ცოლი იმ­პე­რა­ტო­რია ოჯახ­ში, ქმა­რი კი მისი მო­ნაო. და­ო­ჯა­ხე­ბულს ან შეყ­ვა­რე­ბულს ვი­საც ვიც­ნობ, ვხე­დავ, რომ ყვე­ლა წყვილ­ში ქა­ლის სი­ტყვაა ხოლ­მე გა­დამ­წყვე­ტი. ერთი კია, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უფრო თა­ვი­სუფ­ლე­ბი არი­ან, არ არის ისე რომ, მა­გა­ლი­თად, კურ­სე­ლე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით და ცოლი ან ქმა­რი გა­მოყ­ვეს შეკ­რე­ბა­ზე ან სად­მე მივ­დი­ვართ და ცო­ლიც წა­მო­ვი­დეს, ალ­ბათ, უფრო ენ­დო­ბი­ან ქმრებს, ვიდ­რე ჩვენ. ვერ ვი­ტყვი, რომ ცუ­დე­ბი არი­ან, თან მარ­თლა ისე და­იხ­ვევ ხელ­ზე რო­გორც გინ­და და თავ­ზეც გა­და­ყო­ლა იცი­ან, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი მყავს, რო­გორც მა­მა­კა­ცი, ჯერ აქა­უ­რი არა­ვინ მომ­წო­ნე­ბია.

- და­ბო­ლოს, სა­ინ­ტე­რე­სოა რა ვი­თა­რე­ბაა ახლა ჩი­ნეთ­ში პან­დე­მი­ის თვალ­საზ­რი­სით?

- ჩი­ნე­თი პან­დე­მი­ას შარ­შან­ვე გა­უმკლავ­და, ქა­ლა­ქი უხა­ნი 2020 წე­ლის აპ­რი­ლის ბო­ლოს გა­იხ­სნა და ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ დროს­ვე მთელ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა მო­იხ­სნა, პირ­ბა­დის გარ­და. პირ­ბა­დის ტა­რე­ბა კი 2020 წლის ივ­ლი­სი­დან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გახ­და და დღემ­დე მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გვი­კე­თია. ამ ყვე­ლა­ფერს, ჩემი აზ­რით, ხელი შე­უ­წყო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ დრო­უ­ლად მი­ღე­ბულ­მა რა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ზო­მებ­მა - სის­ტე­მა შე­იქ­მნა, სა­დაც შე­გეძ­ლო რუ­კა­ზე გე­ნა­ხა ვის, სად და­უდ­გინ­და კო­ვი­დი და თავი აგე­რი­დე­ბი­ნა იმ ად­გი­ლის­თვის. შე­იქ­მნა სის­ტე­მა, სა­დაც ყო­ველ­დღე ფორ­მას ვავ­სებთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე, რის მი­ხედ­ვი­თაც გვეძ­ლე­ვა ჯან­მრთე­ლო­ბის კოდი (დღემ­დე მოქ­მე­დებს ეს კოდი თუ არ გაქვს, ქა­ლაქს ვერ და­ტო­ვებ), ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის­გან თავ­და­სა­ცა­ვად შე­იქ­მნა გა­და­ად­გი­ლე­ბის კოდი, მა­გა­ლი­თად, როცა ქა­ლაქს ტო­ვებ, სხვა­დას­ხვა ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბი­სას, კონ­ტრო­ლი­ორს უნდა უკარ­ნა­ხო შენი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლია შე­ა­მოწ­მოს ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სად იყა­ვი, იყა­ვი თუ არა რის­კის ზო­ნა­ში და ა.შ. მოკ­ლედ, ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო სი­ახ­ლე შე­იქ­მნა. უბ­რა­ლოდ, ერთი პრობ­ლე­მა ის იყო, რომ აქ ყვე­ლა ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და გა­სუ­ლი წლის 3 მარტს, მაგ­რამ სტუ­დენ­ტე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი ივ­ლი­სამ­დე ონ­ლა­ინ ვსწავ­ლობ­დით. ივ­ლი­სის მერე ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დით ყვე­ლა და ახ­ლაც ასე გრძე­ლე­ბა.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
25

წინა კვირას ირანელზე გათხოვილი ქართველი ქალის ისტორია მოგვიყევით, როგორ ევლება ქმარი თავზე, იმის წინ ინდოელზე გათხოვილზე, იმის კიდევ წინ შვედზე, ნორვეგიელზე, ფრანგზე..................... ჰოდა ბასილაშვილი და მისნაირები მოძალადეები არიან ............. აბა თქვენ იცით, გენაცვალეთ უცხოელებზე გათხოვების სიკარგის პროპაგანდაში. თუ სინდისი გაქვთ , არ დაბლოკოთ

ინკვიზიტორი
9

იმპირატორი არ ვიცი... მეც (შენსავით) გლეხი ვარ, მაგრამ ერთი კი ვიცი!!! ცოლი მყავს პრეზიდენტივით! ..... ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ახალს ვირჩევ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"ჩინელი კაცები ამბობენ, - ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო" - რას ყვება ნენე ახობაძე ჩინურ ცხოვრებასა და ტრადიციებზე?

"ჩინელი კაცები ამბობენ, - ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო" - რას ყვება ნენე ახობაძე ჩინურ ცხოვრებასა და ტრადიციებზე?

ნენე ახობაძე ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონაა, რომელიც სოციალურ ქსელებში ჩინურ კულტურასა და ყოფას აქტიურად აცნობს ქართულ საზოგადოებას. ნენე 2015 წლიდან ჩინეთში სასწავლებლად წავიდა, დღემდე სწავლით და კვლევებით არის დაკავებული და ამავე დროს მოდელობს კიდეც. როგორია ნენეს ჩინური ცხოვრება? - ამის თაობაზე AMBEBI.GE -ს უამბობს:

- პირველად ჩინეთში თსუ-ს გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი და ვსწავლობდი ჩინურ ენასა და კულტურას, ავიღე ჩინური ენის სერთიფიკატი, მერე ისევ დავბრუნდი საქართველოში და თსუ-ში სწავლის პარალელურად, ჩინური ენის თარჯიმნად ვმუშაობდი. შემდეგ ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე და უკვე მეორედ 2017-2018 სასწავლო წლებში ჩამოვედი ჩინეთში, ჭეძიანგის კონგშანგის უნივერსიტეტში და ვსწავლობდი ბიზნესჩინურს უცხოელ სტუდენტებთან და ასევე არაბულ ენას ჩინელ სტუდენტებთან ერთად. მაგისტრატურის გაგრძელება ჩინეთში მინდოდა, რათა შემესწავლა ჩინეთის ისტორია, ამჯერადაც, მოვიპოვე დაფინანსება და 2019 წლის სექტემბერში ჩამოვედი ჩინეთის წამყვან ჭეძიანგის უნივერსიტეტში.

- რამდენად რთულია ჩინურის სწავლა?

- თუ კარგად გინდა შესწავლა, მაშინ ძალიან რთულდება. თან რამდენიმე სხვადასხვა სირთულესთან გვაქვს საქმე - დამწერლობა, გამოთქმა, გრამატიკა, ფრაზები. ჩინეთის ისტორიის სპეციალობაზე მოხვედრა ძალიან რთული აღმოჩნდა, ენის მაღალ დონეზე ცოდნის და ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის გარდა, აქაურ გაზეთში ჩინურენოვანი სტატია უნდა გქონოდა გამოქვეყნებული, აქაურ ლექტორს უნდა მივეღე კვლევაზე და ა.შ. რისთვისაც ჯერ გასაუბრება უნდა გამევლო, მაგრამ ეს ეტაპიც გავიარე და ბოლოს მაინც მოვხვდი. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი უცხოელი ვარ მთელ სპეციალობაზე, რამაც კიდევ უფრო გაართულა საქმე, იმიტომ, რომ საერთოდ არ "მინდობდნენ", ზუსტად ისე მთხოვდნენ ყველაფერს, როგორც ჩინელ სტუდენტებს, ყოველ ორ თვეში 3-4, მინიმუმ 8 000-9 000 იეროგლიფიანი კვლევა უნდა მეწარმოებინა, თან ლექციებზე მეაქტიურა და მესწავლა, ამას დაემატა ჩემთვის მოულოდნელი ფაქტი, წიგნების და მასალების 80% აღმოჩნდა ტრადიციული ჩინური იეროგლიფებით, ასევე ზოგ კვლევაში ხელნაწერების გარჩევა მიწევდა, რაც, ჩემი აზრით, ქართულშიც კი რთულია. ასე შემომესწავლა ტრადიციული იეროგლიფებიც, თუმცა წინასწარვე გამაფრთხილეს და პროფესიის შეცვლა მირჩიეს, მაგრამ იმდენად მინდოდა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჭეძიანგის პროვინციისა და ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის მოწვევით, ვწერთ წიგნს საქართველოს შესახებ, წიგნი 3-4 ნაწილიანი იქნება, მოიცავს საქართველოს ისტორიას, ახლანდელ მდგომარეობას, ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოსთან კავშირში მყოფი ჩინელი ბიზნესმენების შთაბეჭდილებებს.

- როგორც ვიცი, მოდელადაც მუშაობ?

- გარდა სწავლისა და თარჯიმნობა-თარგმნისა, როცა დრო მაქვს, მოდელადაც ვმუშაობ. ჩინეთში ყველა უცხოელს შეუძლია მაგ განხრით იმუშაოს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ფილმს და რეკლამას იღებენ. ჩემს ქალაქში შედარებით იშვიათად, უფრო შანხაისა და პეკინში. 2016 წელს, ქალაქში, სადაც ვცხოვრობ - ხანგჭოუში, გაიმართა დიდი ოცეულის სამიტი, რომლის ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში მოვხვდი, იმჟამად უნივერსიტეტმა გამიწია რეკომენდაცია ტელევიზიასთან. თავიდან სახუმარო თემა მეგონა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ამ რეკლამაში მონაწილეობა ბევრ რამეში დამეხმარა და სტიპენდიისთვის გამზადებულ სამოტივაციო წერილშიც კი მირჩიეს ჩაწერა. თურმე დიდი ყურადღება ექცევა. რამდენჯერმე უნივერსიტეტმა დამასაქმა რეკლამაში, მაგ დროს სტიპენდია არ მქონდა და ცხოვრების ხარჯებს ჩემით ასე ვფარავდი. მერე უკვე ნელ-ნელა ადგილობრივი რეჟისორები და ფოტოგრაფებიც გავიცანი და როცა დრო მაქვს, თუ რამე გადაღებაა, მონაწილეობას ვიღებ, ძირითადად თვეში 1-2-ჯერ, მეტს ვერ ვიცლი, თან ვერთობი, თან ფულს ვშოულობ, თან ფოტო-ვიდეოებს ვაგროვებ, სიბერეში შვილიშვილებისთვის ამბების მოსაყოლად. ძირითადად რეკლამებში ვმონაწილეობ, ასევე ფოტოსესიებში. ფილმებს ჩემს ქალაქში არ იღებენ, თან ფილმებისთვის დიდი დროა საჭირო. ერთხელ მივიღე მონაწილეობა სულ 1 სცენაში, რომელსაც 4 დღე იღებდნენ. შესაბამისად, ამდენი დრო იშვიათად მაქვს. ასევე ვთანამშრომლობ ადგილობრივ მედიასთან, ხანდახან მიწევს ხოლმე მათთვის ჩინურენოვანი ვლოგების ჩაწერა, ინტერვიუების აღება ან, უბრალოდ, გადაცემაში მონაწილეობა.

- არაერთი ვლოგერი აღნიშნავს, რომ ჩინელებს უცხოელების მიმართ უხეში დამოკიდებულება აქვთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

- პირიქით, თავზე გვყვებიან და უხარიათ უცხოელის დანახვა, პატარა ბავშვებივით არიან, მოდიან და შენთან ფოტოების გადაღებას ითხოვენ, თუ გაეცნობი და დაელაპარაკები, აუცილებლად სადმე საჭმელად გეპატიჟებიან და მოკლედ, ძალიან თბილად ექცევიან უცხოელებს. მაგრამ თუ შეამჩნიეს, (რაც ხშირად ხდება და ჩემი მეგობრებისგანაც შემინიშნავს) რომ ზემოდან უყურებ ან დასცინე, თუნდაც იმაზე, რომ სურათის გადაღება გთხოვა, მერე უკვე ადგილს მიგიჩენენ. თავს უცხოელად არ მაგრძნობინებენ. თავიდან რომ დამინახეს კურსელებმა, ყველა გაოცებული მიყურებდა. პირველი ორი თვე ჯგუფურ კვლევებშიც ყველაზე მარტივ დავალებას მინაწილებდნენ, რაზეც მე სულ პრეტენზიას გამოვთქვამდი, ეგრე ნუ მიყურებთ-მეთქი, მაგრამ მერე შემეჩვივნენ და ფრაზას "შენთვის რთულია" აღარ მეუბნებიან, პირიქით, ხანდახან რჩევას მეკითხებიან. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, კურსელმა პირველად კვლევა რომ გადმომიგზავნა და რჩევა მკითხა, მეთქი შეცდომით ხომ არ მომწერა. მერე უკვე რამდენიმემ რომ მკითხა რჩევა, მივხვდი, რომ შემეჩვივნენ და ზოგადად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ახლა ხანდახან ისე მირთულდება ხოლმე კვლევის პროცესი, გულის სიღრმეში ვფიქრობ, - ნეტა ისე მომექცნენ, როგორც უცხოელს და თუ შეცდომას დავუშვებ, ძალიანაც ნუ გაამახვილებენ ყურადღებას-მეთქი, მაგრამ აღარ აღმიქვამენ უცხოელად.

- გამოდის, რომ სტუმართმოყვარეები არიან...

- ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და უყვართ დახმარება. ჩინელებს იმდენად უყვართ ადამიანს რომ ეხმარებიან, ცოტა მიკვირს კიდეც. ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, აინტერესებთ ყველაფერი შენი გადმოსახედიდან და კარგი მეგობრობა იციან, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვთ - ცხოვრებით ტკბობა არ იციან. სულ მუშაობენ ან სწავლობენ, დასვენება არ იციან.

- მათ ტრადიციებზე რას გვიამბობ?

- ტრადიციებიდან ძალიან ბევრი რამ მომწონს, როგორიცაა ადგილობრივი დღესასწაულების აღნიშვნის ფორმა, განსაკუთრებით გაზაფხულისა და დრაკონის ნავების ფესტივალები, ასევე მომწონს ის პრინციპი, რომ დღესასწაულებზე თითქმის ყველა და ყველაფერი ისვენებს, არ აქვს მნიშვნელობა მაღაზიის გამყიდველი ხარ თუ ქვეყნის პრეზიდენტი, გაქვს უფლება დაისვენო. კიდევ მომწონს ის, რომ აქტიური მოხუცები ჰყავთ, ყოველ საღამოს და დილით, თუ გაივლით პატარა მოედნებთან, დაინახავთ ვარჯიშით დაკვებულ ან მოცეკვავე ხანში შესულ ხალხს. მოხუცები პატივს სცემენ ახალგაზრდებს, მათ აზრს და დამოკიდებულებას. საქართველოში უფროსი თაობისგან ხშირად მსმენია, - სად იყო ჩემ ახალგაზრდობაში მასე და გაფუჭდა ახალგაზრდობაო... აქ ასე არ ხდება, პირიქით, იმედით უყურებენ ახალ თაობას. ტრანსპორტში თუ ახალგაზრდამ ადგილი დაუთმო მოხუცს, ეს უკანასკნელი ბუზღუნს იწყებს, - კარგად ვარ, არ მჭირდება დაჯდომა, ეს შენ უფრო გჭირდება, მთელი დღე მუშაობო...

- რა არ მოგწონს?

- არ მომწონს ხმაურით ჭამის ტრადიცია. თუმცა, მგონი, ამ ტრადიციის გადაგდების გზას ადგანან, ახალგაზრდები იშვიათად ჭამენ ხმაურით. კიდევ არ მომწონს პლიაჟზე რომ საცურაო კოსტუმით არ დადიან და უცნაურად მიმაჩნია ის ტრადიცია, რომ ქალისთვის დეკოლტეს ჩაცმა არც თუ ისე მისაღებია, მაგრამ მისაღებია უმოკლესი კაბის ჩაცმა.

- ჩინელ ბიჭებზე რას იტყვი, როგორები არიან?

- ზოგადად აქაური კაცები ისეთები არიან, თითზე დაიხვევ და სულ შენ ჭკუაზე ატარებ. თვითონაც ამბობენ, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან. ურთიერთობის დასაწყებად გოგონები უფრო აქტიურობენ ხოლმე. ჩინელი კაცები ამბობენ, - ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო. დაოჯახებულს ან შეყვარებულს ვისაც ვიცნობ, ვხედავ, რომ ყველა წყვილში ქალის სიტყვაა ხოლმე გადამწყვეტი. ერთი კია, ურთიერთობაში უფრო თავისუფლები არიან, არ არის ისე რომ, მაგალითად, კურსელები ვიკრიბებით და ცოლი ან ქმარი გამოყვეს შეკრებაზე ან სადმე მივდივართ და ცოლიც წამოვიდეს, ალბათ, უფრო ენდობიან ქმრებს, ვიდრე ჩვენ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდები არიან, თან მართლა ისე დაიხვევ ხელზე როგორც გინდა და თავზეც გადაყოლა იციან, მაგრამ ძირითადად მხოლოდ მეგობრები მყავს, როგორც მამაკაცი, ჯერ აქაური არავინ მომწონებია.

- დაბოლოს, საინტერესოა რა ვითარებაა ახლა ჩინეთში პანდემიის თვალსაზრისით?

- ჩინეთი პანდემიას შარშანვე გაუმკლავდა, ქალაქი უხანი 2020 წელის აპრილის ბოლოს გაიხსნა და ფაქტობრივად, ამ დროსვე მთელ ქვეყანაში ყველანაირი აკრძალვა მოიხსნა, პირბადის გარდა. პირბადის ტარება კი 2020 წლის ივლისიდან ნებაყოფლობითი გახდა და დღემდე მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვიკეთია. ამ ყველაფერს, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ დროულად მიღებულმა რაციონალურმა ზომებმა - სისტემა შეიქმნა, სადაც შეგეძლო რუკაზე გენახა ვის, სად დაუდგინდა კოვიდი და თავი აგერიდებინა იმ ადგილისთვის. შეიქმნა სისტემა, სადაც ყოველდღე ფორმას ვავსებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რის მიხედვითაც გვეძლევა ჯანმრთელობის კოდი (დღემდე მოქმედებს ეს კოდი თუ არ გაქვს, ქალაქს ვერ დატოვებ), ცრუ ინფორმაციისგან თავდასაცავად შეიქმნა გადაადგილების კოდი, მაგალითად, როცა ქალაქს ტოვებ, სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობისას, კონტროლიორს უნდა უკარნახო შენი ტელეფონის ნომერი, რომლითაც შეუძლია შეამოწმოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში სად იყავი, იყავი თუ არა რისკის ზონაში და ა.შ. მოკლედ, ბევრი სასარგებლო სიახლე შეიქმნა. უბრალოდ, ერთი პრობლემა ის იყო, რომ აქ ყველა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა გასული წლის 3 მარტს, მაგრამ სტუდენტები და მოსწავლეები ივლისამდე ონლაინ ვსწავლობდით. ივლისის მერე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით ყველა და ახლაც ასე გრძელება.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია