მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირას გაგრძელდება, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება" - როგორი მოლოდინი აქვთ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობაში
"პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირას გაგრძელდება, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება" - როგორი მოლოდინი აქვთ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობაში

ბოლო პე­რი­ოდ­ში ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი მა­ტე­ბა არ არის, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უკვე პი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მით, 31 გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა 2 კვი­რის წინ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ეფექ­ტია.

“გარ­კვე­ულ­წი­ლად კარ­გია ის, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში არ არის ნახ­ტო­მი­სე­ბუ­რი მა­ტე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დე­ლი­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მო­მა­ტე­ბუ­ლი იყო. გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მით, 31 გარ­დაც­ვა­ლე­ბაა, რაც ასე­ვე ეფექ­ტია 2 კვი­რის წინ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­წოლ ფონდს, მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 6 000-მდე სა­წო­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, თბი­ლის­ში გვაქვს 2823 სა­წო­ლი, რაც თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­წო­ლე­ბის. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სულ კლი­ნი­კებ­ში რჩე­ბა 4296 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში - 890 და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში 201 პა­ცი­ენ­ტია. ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ე­ბი და ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბი. ნიღ­ბის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი 75%-მდეა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მე­სა­მე ტალ­ღის დროს ისე­თი მა­ღა­ლი არ იქ­ნე­ბა, რო­გორც ეს გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში იყო.

"ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ისეთ მა­ღალ ზრდას, რო­მე­ლიც იყო გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში არ უნდა ვე­ლო­დოთ. თუნ­დაც, იმ მი­ზე­ზის გამო, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვს იმუ­ნი­ტე­ტი, ნა­წი­ლი იმუ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ და­ე­მა­ტა. სა­ვა­რა­უ­დოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პი­კურ პე­რი­ოდ­ში უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და შემ­დეგ უნდა და­ი­წყოს კლე­ბა. ასე­თი მო­ლო­დი­ნი გვაქვს", - აცხა­დებს გა­ბუ­ნია.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაროჩე
1

თუ ორ კვირაში არ დაიბრიდე, კიდევ სულ ცოტა ორი კვირა გაძლებო.

ვალოდ
11

მოხსენით კომენდანტი დაცხა დღეა9ლ 9 საათზე

ავტორი:

"პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირას გაგრძელდება, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება" - როგორი მოლოდინი აქვთ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობაში

"პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირას გაგრძელდება, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება" - როგორი მოლოდინი აქვთ პანდემიასთან დაკავშირებით მთავრობაში

ბოლო პერიოდში ნახტომისებური მატება არ არის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალების შემთხვევა 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია.

“გარკვეულწილად კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში არ არის ნახტომისებური მატება და საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ მდგომარეობაში, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამწუხაროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი მომატებული იყო. გუშინდელი მონაცემით, 31 გარდაცვალებაა, რაც ასევე ეფექტია 2 კვირის წინ შემთხვევების მატების.

რაც შეეხება საწოლ ფონდს, მთელს საქართველოში მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი, რაც შეეხება თბილისს, თბილისში გვაქვს 2823 საწოლი, რაც თითქმის ნახევარი მობილიზებული საწოლების. დღევანდელი მდგომარეობით, სულ კლინიკებში რჩება 4296 პაციენტი, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში - 890 და რეანიმაციაში 201 პაციენტია. ასევე მობილიზებულია კოვიდსასტუმროები და ონლაინ კლინიკები. ნიღბის ტარების მაჩვენებელი კი 75%-მდეა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მესამე ტალღის დროს ისეთი მაღალი არ იქნება, როგორც ეს გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთ მაღალ ზრდას, რომელიც იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა ველოდოთ. თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს იმუნიტეტი, ნაწილი იმუნიზაციის შემდეგ დაემატა. სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რომელიც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ და შემდეგ უნდა დაიწყოს კლება. ასეთი მოლოდინი გვაქვს", - აცხადებს გაბუნია.

"დეტალების გარკვევის შემდეგ, ამ ადამინებმა მშვიდობისკენ გადადგეს ნაბიჯი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებზე

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

"ყველაზე მეტად მიყვარს... ბავშვებზე მეტად ქრისტინა მიყვარს" - მამა სერაფიმე ოჯახსა და ეკლესიურ ცხოვრებაზე